სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევგენი ნუჟინის ჩაქუჩით მკვლელობის უმძიმესი ამბავი: რატომ გაცვალა უკრაინამ ტყვე, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ინტერვიუ მისცა: "როგორ მოექცევიან რუსები რუსებს, ეს მათი პრობლემაა...“
ევგენი ნუჟინის ჩაქუჩით მკვლელობის უმძიმესი ამბავი: რატომ გაცვალა უკრაინამ ტყვე, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ინტერვიუ მისცა: "როგორ მოექცევიან რუსები რუსებს, ეს მათი პრობლემაა...“

13 ნო­ემ­ბრის ღა­მეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ სცე­მენ უკ­რა­ი­ნუ­ლი ტყვე­ო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მა­მა­კაცს. ეს კაცი იყო ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნი, მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ვაგ­ნე­რის PMC-ის მიერ იყო და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. უკ­რა­ი­ნა­ში ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი ნუ­ჟი­ნი იტყვის, რომ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­და, რად­გან უკ­რა­ი­ნის მხა­რეს უნ­დო­და ბრძო­ლა, მაგ­რამ მას სა­ბო­ლო­ოდ გაც­ვლი­ან, რაც მის სი­ცო­ცხლეს ფა­ტა­ლუ­რად და­ას­რუ­ლებს... ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნის ის­ტო­რი­ას BBC ყვე­ბა.

  • "შუ­რის­ძი­ე­ბის ჩა­ქუ­ჩი"

2022 წლის აგ­ვის­ტო­ში ძმებ­მა ილია და ნი­კი­ტა ნუ­ჟი­ნებ­მა ნათე­სა­ვებ­თან ერ­თად, მა­მას, ევ­გე­ნის, ვი­დე­ო­ზა­რით ცი­ხე­ში და­უ­რე­კეს. ნუ­ჟი­ნის ოჯახ­ში ასე­თი ზა­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო - ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნი 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან იხ­დი­და კო­ლო­ნი­ა­ში მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯელს. მისი მე­უღ­ლე ოლგა ქმარ­თან პა­ე­მან­ზე და­დი­ო­და, ხოლო შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და სხვა ნა­თე­სა­ვე­ბი მას ვი­დე­ო­ზა­რით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

იმ დღეს ევ­გე­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლი ჩან­და, იხ­სე­ნებს რძა­ლი ანას­ტა­სია. მა­მა­კაც­მა უთხრათ, რომ მას­თან ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი (Wagner PMC-ის შემ­ქმნე­ლი, რო­მე­ლიც გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლო­დან ახორ­ცი­ე­ლებს რუსი პა­ტიმ­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას უკ­რა­ი­ნას­თან ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად) მი­ვი­და და ომში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც და­თან­ხმდა. მა­შინ მის­მა ვა­ჟებ­მა ჯერ არ იცოდ­ნენ, რომ ეს მა­მას­თან მათი ბოლო სა­უ­ბა­რი იყო.

მალე ახ­ლობ­ლებ­მა მე­დი­ი­დან შე­ი­ტყვეს, რომ ნუ­ჟი­ნი უკ­რა­ი­ნას ტყვედ ჩა­ბარ­და და რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ მის­ცა უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რო­მელ­შიც ამ­ბობ­და, რომ სურ­და უკ­რა­ი­ნის მხა­რეს ებ­რძო­ლა.

13 ნო­ემ­ბრის ღა­მეს, ვაგ­ნერ­თან და­კავ­ში­რე­ბულ "ტე­ლეგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩან­და ნუ­ჟი­ნი. მა­მა­კაცს სა­ხე­ზე წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით აგუ­რე­ბი ჰქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი...

"მე, ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნი, 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წა­ვე­დი ფრონტზე, რათა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი უკ­რა­ი­ნის მხარს, რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად. 4 სექ­ტემ­ბერს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ჩემი გეგ­მა. 11 ნო­ემ­ბერს კი­ე­ვის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე თავ­ში რა­ღაც ჩა­მარ­ტყეს, რის შე­დე­გა­დაც გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და სარ­დაფ­ში გა­მეღ­ვი­ძა. აქ მი­თხრეს, რომ გა­მა­სა­მარ­თლებ­დნენ“, - ამ­ბობს, კაცი, რის შემ­დე­გაც კუ­ლი­სებ­ში ჩნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნუ­ჟინს ჩა­ქუჩს ურტყამს.

ვი­დე­ოს წარ­წე­რა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ნუ­ჟი­ნი მო­ღა­ლა­ტეა, რო­მელ­მაც "მი­ი­ღო ტრა­დი­ცი­უ­ლი, პირ­ველ­ყო­ფი­ლი, "ვაგ­ნე­რუ­ლი" სას­ჯე­ლი". ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბა აქამ­დე არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ნუ­ჟი­ნის ახ­ლობ­ლებ­მა ვი­დე­ოს შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან შე­ი­ტყვეს. მის­მა მე­უღ­ლემ ოლ­გამ ვი­დე­ოს ბო­ლომ­დე ყუ­რე­ბა ამ დრომ­დე ვერ შეძ­ლო - გა­მუდ­მე­ბით ტი­რის და არ სჯე­რა იმის, რაც ქმარს და­ე­მარ­თა.

  • ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნის შე­სა­ხებ

ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნი ყა­ზა­ხეთ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და. ჯარ­ში გაწ­ვე­ვის შემ­დეგ, სა­მუ­შა­ოდ ში­ნა­გან ჯა­რებ­ში დარ­ჩა, სა­დაც პრა­პორშჩი­კის წო­დე­ბით მსა­ხუ­რობ­და. 1995 წელს პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და და ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ში გა­და­ვი­და.

1999 წელს მკვლე­ლო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. რუ­სეთ­ში ბან­დი­ტიზ­მი და არე­უ­ლო­ბა იყო. ვეს­რო­ლე, ერთი მოვ­კა­ლი და მე­ო­რე დავ­ჭე­რი... და­ვას­წა­რი, შე­იძ­ლე­ბო­და მე მო­ვე­კა­ლი, მაგ­რამ მე მოვ­კა­ლი..." - ამ­ბობ­და ჟურ­ნა­ლის­ტთან ტყვე­ო­ბი­სას.

სა­სა­მარ­თლომ ნუ­ჟინს 24 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იც­ვა­ლა, ურალ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას კი გაქ­ცე­ვა სცა­და, რის შემ­დე­გაც 4 წელი კი­დევ და­უ­მა­ტეს, ის ცი­ხი­დან 2027 წელს უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო.

სკო­პინ­სკის კო­ლო­ნი­ა­ში, სა­დაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სხე­დან, ევ­გე­ნი "ძა­ლი­ან კარ­გად" ცხოვ­რობ­და, "ის იყო ავ­ტო­რი­ტე­ტი", იხ­სე­ნებს მისი რძა­ლი ანას­ტა­სია. მან თა­ვად გა­ნუ­ცხა­და უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ 2009 წლი­დან მას ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა პლან­შე­ტი და ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლის შე­ტა­ნაც კო­ლო­ნი­ა­ში ქრთა­მის სა­ნაც­ვლოდ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო მე­ო­რე ცოლი ოლგა.

ნუ­ჟი­ნი, VKontakte-ს აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლი იყო. მის პრო­ფილ­ში იძებ­ნე­ბა ქორ­წი­ლის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში გა­და­ი­ხა­და. სუფ­თად გა­პარ­სუ­ლი ნუ­ჟი­ნი მუქ პე­რან­გშია გა­მო­წყო­ბი­ლი, ოლ­გას თეთ­რი მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი შარ­ფი და კარ­დი­გა­ნი აც­ვია. გვირ­გვი­ნო­სან მე­უღ­ლე­ებს ხელ­ში სან­თლე­ბი უჭი­რავთ, მათ უკან კი ცი­ხის ოფი­ცე­რი დგას.

რამ აი­ძუ­ლა ევ­გე­ნი, რო­მელ­საც ოთხი წელი დარ­ჩა მო­სახ­დე­ლი, ფრონტზე წა­სუ­ლი­ყო, მისი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა.

ბუ­ტუსო­ვის არხთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნუ­ჟინ­მა თქვა, რომ 2022 წლის ივ­ლის­ში, ვერ­ტმფრე­ნი და­ეშ­ვა IK-ის ტე­რი­ტო­რი­ის მახ­ლობ­ლად. პა­ტიმ­რე­ბი მო­ე­დან­ზე იყ­ვნენ მწკრივ­ში. პრი­გო­ჟი­ნი მათ­თან მი­ვი­და და უთხრათ, რომ შე­წყა­ლე­ბი­სა და ხელ­ფა­სის სა­ნაც­ვლოდ უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წას­ვლა შე­ეძ­ლოთ. პრი­გო­ჟინ­მა ფრონტზე წას­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ახ­სნა იმით, რომ "სამ­შობ­ლოს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა", - თქვა ნუ­ჟინ­მა.

წას­ვლა­ზე 92 ადა­მი­ა­ნი და­თან­ხმდა, მათ შო­რის ნუ­ჟი­ნი. ერთი თვის შემ­დეგ პრი­გო­ჟი­ნი მე­ო­რედ დაბ­რუნ­და IK-3-ში, ხოლო 25 აგ­ვის­ტოს მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ჯერ როს­ტო­ვის მახ­ლობ­ლად ბა­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი ვერ­ტმფრე­ნით ლუ­განსკის რე­გი­ონ­ში.

"მინ­დო­და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მხა­რეს მებ­რძო­ლა, ამი­ტომ დავ­ნებ­დი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდი ხნის წინ მი­ვი­ღე, ჯერ კი­დევ იქ ვი­ჯე­ქი. იმი­ტომ რომ უკ­რა­ი­ნას არ და­უ­წყია ომი, არა­მედ პუ­ტინ­მა და­ი­წყო", - ამ­ბობ­და ნუ­ჟი­ნი.

ნუ­ჟი­ნის თქმით, და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში მისი ნა­თე­სა­ვე­ბი - ბიძა და და ცხოვ­რო­ბენ. "რო­გორ შე­გიძ­ლია ნა­თე­სა­ვებს ებ­რძო­ლო?" - გა­ნა­ცხა­და მან რა­მი­ნა ეშ­კა­ზა­ის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. მან თქვა ისიც, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 22 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთ­ში კარ­გი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ნუ­ჟი­ნის ვაჟ­მა ნი­კი­ტამ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, - მა­მა­ჩემ­მა გვი­თხრა, უკ­რა­ი­ნა­ში ომი პუ­ტინ­მა გა­ა­ჩა­ღა და ჩვენ იქ არა­ფე­რი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლიო...

თუ ყო­ფილ პა­ტი­მარ­ზე VKontakte-ზე მისი პრო­ფი­ლის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ, მა­შინ ძნე­ლია ეჭვი შე­ვი­ტა­ნოთ მის ოპო­ზი­ცი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში ან უკ­რა­ი­ნის მი­მართ სიმ­პა­თი­ა­ში. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნუ­ჟი­ნი ძი­რი­თა­დად აზი­ა­რებ­და სა­ჯა­რო პოს­ტებს სსრკ-ში ცხოვ­რე­ბა­ზე და ჯგუ­ფებს ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ლე­ბით...

შვი­დი წლის წინ მი­ტო­ვე­ბულ ნუ­ჟი­ნის სხვა გვერ­დზე ის რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებ­და სუ­რა­თებს იმ­პე­რი­უ­ლი დრო­შე­ბით, ცი­ტა­ტებს "რუ­სუ­ლი სუ­ლის" ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა უფრო ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და, თა­ვი­სი ვა­ჟე­ბი­სა და ცო­ლის ფო­ტო­ებს წარ­წე­რე­ბით "ჩემი არ­წი­ვე­ბი" ან "ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის მო­პყრო­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბი იტყვის, რომ ნუ­ჟი­ნი "ომამ­დე იყო აგ­რე­სო­რი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კის მხარ­დამ­ჭე­რი".

ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნი სწრა­ფად გახ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პა­ტი­მა­რი უკ­რა­ი­ნის მე­დი­ა­სივ­რცე­ში. მისი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნა­ლისტ იური ბუ­ტუსოვ­თან 15 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა. სარ­დაფ­ში სა­წოლ­ზე მჯდა­რი ნუ­ჯი­ნი ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ჩან­და.

მის­მა ოჯახ­მა ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყო, რომ ის ტყვედ აიყ­ვა­ნეს და ცდი­ლობ­და რა­ი­მე მა­ინც გა­ე­გო მისი ბე­დის შე­სა­ხებ. არ­ცერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბა არ და­ეხ­მა­რათ მათ. წი­თელ ჯვარ­ში ზა­რე­ბიც უსარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდა, - ამ­ბობს ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნას რძა­ლი ანას­ტა­სია. იმი­სათ­ვის, რომ რო­გორ­მე და­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ ნუ­ჟინს, რო­მელ­საც იგი "მა­მას" უწო­დებს, მან და სხვა ნა­თე­სა­ვებ­მა და­ი­წყეს კო­მენ­ტა­რე­ბის და­ტო­ვე­ბა ბუ­ტუსო­ვის არხზე.

ჟურ­ნა­ლის­ტმა რა­მი­ნა ეშაკ­ზა­იმ ტყვე­ო­ბა­ში მყოფ ნუ­ჟინს, ინ­ტერ­ვი­უს დროს ახ­ლობ­ლე­ბის მე­სი­ჯი წა­უ­კი­თხა. ინ­ტერ­ვიუ ოქ­ტომ­ბერ­ში შედ­გა და ვი­დე­ო­ზე ევ­გე­ნი შე­სამ­ჩნე­ვად კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ინ­ტერ­ვიუ ნა­თელ, მყუდ­რო ოთახ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვი­დე­ო­ში ატი­რე­ბუ­ლი ნუ­ჟი­ნი მო­ი­კი­თხავს ახ­ლობ­ლებს და ბო­ლოს შვი­ლებ­სა და რუ­სე­თის ცი­ხე­ე­ბის პა­ტიმ­რებს სთხოვს, არ წა­ვიდ­ნენ ომში.

ამის შემ­დეგ ნუ­ჟი­ნის ახ­ლობ­ლებს კი­დევ ერთი ვი­დეო გა­უგ­ზავ­ნეს ევ­გე­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მათ 1-ლ ნო­ემ­ბერს ვი­დეო ბუ­ტუსო­ვის არ­ხის მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღეს - მას­ზე ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი, სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მელ­შია გა­მო­წყო­ბი­ლი, ჰპირ­დე­ბა, რომ "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა..."

  • აუხ­დე­ნე­ლი იმე­დე­ბი...

ზუს­ტად რო­გორ მოხ­ვდა ნუ­ჟი­ნი სარ­დაფ­ში, სა­დაც ის მოკ­ლეს, გა­ურ­კვე­ვე­ლია. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ, არა­ერ­თხელ მო­უ­წო­და რუს სამ­ხედ­რო­ებს და­ნე­ბე­ბი­სა­კენ. ამის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლი ხაზი "მე მინ­და ვი­ცხოვ­რო" - ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი არ­წმუ­ნე­ბენ, რომ ვინც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­დე­ბა, მათი სურ­ვი­ლის გა­რე­შე, რუ­სეთ­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა არ მო­ახ­დე­ბა.

ბოლო დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გა­მოთ­ქვეს, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და ნუ­ჟი­ნის გა­და­ცე­მა რუ­სუ­ლი მხა­რის­თვის. 15 ნო­ემ­ბერს სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის მო­პყრო­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნუ­ჟი­ნი არ იყო "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბა­რე­ბულ­თა“ სი­ა­ში.

"ნუ­ჟი­ნი იხ­დი­და სას­ჯელს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კო­ლო­ნი­ა­ში. ცი­ხი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად იგი და­თან­ხმდა და­ქი­რა­ვე­ბულ­თა რი­გებ­ში შეს­ვლას, რათა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო რუ­სე­თის ომში უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, იმ­ყო­ფე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის "ვაგ­ნე­რის" ნა­წი­ლი და ომამ­დე ის იყო აგ­რე­სო­რი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კის მხარ­დამ­ჭე­რი“, - ნათ­ქვა­მია შტა­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვარ სა­დაზ­ვერ­ვო დე­პარ­ტა­მენ­ტთან.

სა­ა­გენ­ტო დარ­წმუ­ნე­ბით ამ­ბობს, რომ "არც ერთი რუსი სამ­ხედ­რო ტყვე, რო­მე­ლიც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­და უკ­რა­ი­ნულ ჯა­რებს, არ გა­იც­ვლე­ბა და არ დაბ­რუნ­დე­ბა აგ­რე­სორ სა­ხელ­მწი­ფო­ში მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე", - ასე­ვე ჰპირ­დე­ბი­ან, რომ რუს სამ­ხედ­რო ტყვე­ებს მო­ე­პყრო­ბი­ან ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

რამ­დე­ნად და­იც­ვეს ნუ­ჟი­ნი, სა­კი­თხა­ვია, რად­გან ის ფრონტზე მოხ­ვდა არა რო­გორც რე­გუ­ლა­რუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის ნა­წი­ლი, არა­მედ რო­გორ პა­ტი­მა­რი. კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლომ უნდა გა­და­წყვი­ტოს პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად დე­პარ­ტა­მენ­ტი არ აღი­ა­რებს ნუ­ჟი­ნის გაც­ვლის ფაქტს. 11 ნო­ემ­ბერს, მკვლე­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოს გა­მო­ჩე­ნამ­დე ორი დღით ადრე, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრეი ერ­მაკ­მა რუ­სეთ­თან პა­ტიმ­რე­ბის ახა­ლი ჯგუ­ფის გაც­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. 45 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე უკ­რა­ი­ნას გა­და­ე­ცა. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­ა­დას­ტუ­რა გაც­ვლის ფაქ­ტი, მაგ­რამ კრემ­ლის მომ­ხრე ბლო­გე­რი ანას­ტა­სია კა­შე­ვა­რო­ვა შემ­დეგ ამ­ტკი­ცებ­და, რომ გაც­ვლა მოხ­და Wagner PMC-ის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, აქვს "სა­კუ­თა­რი გაც­ვლის ფონ­დი".

ნუ­ჟი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, BBC-ის წყა­როს თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­დი­ო­და PMC-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ყო­ფილ მსჯავ­რდე­ბულ­ში რუ­სუ­ლი მხრი­დან "ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი“ შეს­თა­ვა­ზეს.

რამ­დე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი დაბ­რუნ­და ტყვე­ო­ბი­დან ნუ­ჟი­ნის სა­ნაც­ვლოდ, BBC-ის თა­ნა­მო­სა­უბ­რემ ზუს­ტად არ იცის, მაგ­რამ გან­მარ­ტავს, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი ტყვე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბაა და "რო­გორ მო­ექ­ცე­ვი­ან რუ­სე­ბი რუ­სებს, ეს უკვე მათი პრობ­ლე­მაა...“

ის ასე­ვე ამ­ბობს, რომ ერთხელ პრი­გო­ჟინ­მა მო­ა­ხერ­ხა ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო მისი ხუთი და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი და­ღუ­პუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხედ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მერ ზოლ­კი­ნი, რო­მელ­მაც ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი რუს სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­თან, თქვა, რომ ნუ­ჟი­ნი არ იყო სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის "მე მინ­და ცხოვ­რე­ბას" წევ­რი.

პირ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, რო­მელ­მაც ღიად აღი­ა­რა, რომ ნუ­ჟი­ნი მარ­თლაც გაც­ვა­ლეს, იყო მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სის მრჩე­ვე­ლი.

"იქ სი­ტუ­ა­ცია სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლეა. ჯერ ერთი, ის უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა და­ა­ტყვე­ვეს. მე­ო­რეც, ტყვე­ო­ბა­ში ბევრ რა­მე­ზე ისა­უბ­რა, ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ამის შემ­დეგ, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ხელი მო­ა­წე­რა თან­ხმო­ბას გაც­ვლა­ზე და გაც­ვა­ლეს", - გა­ნუ­ცხა­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟდს...“

ნუ­ჟი­ნის ოჯახს არ სჯე­რა, რომ მას შე­ეძ­ლო ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით წას­ვლა გაც­ვლა­ზე.

"რო­გორ შე­ეძ­ლო რა­ი­მე­ზე მო­ა­წე­როს ხელი, როცა უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ტერ­ვი­უს დროს ძა­ლი­ან ბევ­რი თქვა“, - აინ­ტე­რე­სებს ანას­ტა­სია ნუ­ჟი­ნას. მის­მა ქმარ­მა ნი­კი­ტამ, ევ­გე­ნის ვაჟ­მა, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მის ოჯახს არ სურ­და მისი გაც­ვლა, რად­გან მათ "წი­ნას­წარ იცოდ­ნენ", რაც ელო­და რუ­სეთ­ში.

ზუს­ტად რო­გორ მოხ­ვდა ნუ­ჟი­ნი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში, ვინც ის მოკ­ლა, გა­ურ­კვე­ვე­ლია. BBC-მ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­უგ­ზავ­ნა კი­თხვე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა მოხ­და, მაგ­რამ გა­მო­ცე­მას პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­უ­ღია.

BBC-ის რეს­პონ­დენ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ ვი­დე­ოს შემ­დეგ ვაგ­ნერ­ში წას­ვლის მსურ­ვე­ლი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი კარ­გი ხე­ლაფ­სით. ისი­ნი ამას პრი­გო­ჟი­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ძლი­ერ დარ­ტყმას უწო­დე­ბენ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­დეო გავ­რცელ­და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი Telegram არ­ხის მიერ, ისი­ნი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ეს სე­რი­ო­ზულ კონ­ფლიქტს გა­მო­იწ­ვევ­და და­ქი­რა­ვე­ბულ მებ­რძო­ლებ­ში...

BBC-ის კი­დევ ერთი თა­ნა­მო­სა­უბ­რე, რო­მე­ლიც დიდი ხანი იბ­რძო­და PMC-ში, რო­მე­ლიც არ ასო­ცირ­დე­ბა პრი­გო­ჟინ­თან, ამ­ბობს, რომ ვი­დე­ომ ნუ­ჟინ­თან ერ­თად და­არ­წმუ­ნა, რომ მან სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა: ”ყვე­ლას სურს შე­უ­ერ­თდეს "ვაგ­ნერს", რად­გან მათ აქვთ სა­უ­კე­თე­სო ია­რა­ღი, კარ­გი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ხალ­ხი გა­მოც­დი­ლია, მაგ­რამ არ მინ­დო­და, რად­გან სი­რი­ა­ში ხალ­ხს თა­ვებს აჭ­რიდ­ნენ და თა­ვი­სე­ბი­ა­ნებს სას­ტი­კად სცემ­დნენ"...

  • სი­ჩუ­მე

კრემ­ლმა მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს, "ეს ჩვე­ნი საქ­მე არ არის" ამ­ბო­ბენ ნუ­ჟი­ნის საქ­მე­ზე. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სარ­მა ტა­ტი­ა­ნა მოს­კალ­კო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ "სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი ამოწ­მე­ბენ ამ ფაქ­ტებს“ და "ნე­ბის­მი­ე­რი სი­სას­ტი­კე და უკა­ნო­ნო­ბა მო­ი­თხოვს სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­რე­ვას“.

ნუ­ჟი­ნის ოჯახ­მა არა­ფე­რი იცის მსგავ­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მათ არც სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი და არც პო­ლი­ცია არ და­კავ­ში­რე­ბია.

"ახლა გა­რე­დან დიდი ზე­წო­ლაა, ხალ­ხი წერს, რომ ჩვენც უნდა დაგ­ვხო­ცონ“, - ამ­ბობს ანას­ტა­სია ნუ­ჟი­ნა.

ნუ­ჟი­ნის მკვლე­ლო­ბი­დან ერთი დღეც არ იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც პრი­გო­ჟი­ნის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა.

"ამ შო­უ­ში ჩანს, რომ მან უკ­რა­ი­ნა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა ვერ იპო­ვა, სა­ნაც­ვლოდ შეხ­ვდა ბო­როტ, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ან ხალ­ხს. მგო­ნი ამ ფილ­მს ჰქვია "ძაღლს ძაღ­ლუ­რი სიკ­ვდი­ლი. მშვე­ნი­ე­რი სა­რე­ჟი­სო­რო ნა­მუ­შე­ვა­რია, ერთი ამო­სუნ­თქვით შე­იძ­ლე­ბა ყუ­რე­ბა. იმე­დი მაქვს, გა­და­ღე­ბის დროს არც ერთი ცხო­ვე­ლი არ და­შა­ვე­ბუ­ლა", - ამ­ბობს პრი­გო­ჟი­ნი.

14 ნო­ემ­ბერს კი პრი­გო­ჟინ­მა მის­წე­რა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს იგორ კრას­ნოვს თხოვ­ნით "ჩა­ტარ­დეს წი­ნას­წა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო შე­მოწ­მე­ბა ევ­გე­ნი ანა­ტო­ლი­ე­ვიჩ ნუ­ჟი­ნის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი­სა და გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად". გან­ცხა­დე­ბა­ში ის 27 წლის წინ CIA-ს მიერ ნუ­ჟი­ნის და­ქი­რა­ვე­ბის შეგ­ნე­ბუ­ლად და­უ­ჯე­რე­ბელ ვერ­სი­ას აყე­ნებს და ასე­ვე ფან­ტა­ზი­ო­რობს, რომ ის გა­ი­ტა­ცეს და მოკ­ლეს "ამე­რი­კის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა".

ნუ­ჟი­ნის ახ­ლობ­ლებს, რა თქმა უნდა, ამის არ სჯე­რათ. ”მე პი­რა­დად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს გა­ა­კე­თეს ან უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ან ვაგ­ნე­რის PMC-მა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი უბ­რა­ლოდ არ არი­ან ჩარ­თულ­ნი,” - ამ­ბობს ანას­ტა­სია.

ოჯა­ხი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ევ­გე­ნის სიკ­ვდილ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან. ოჯახს სურს ნორ­მა­ლუ­რად და­ემ­შვი­დო­ბოს მას, ანას­ტა­სია ამ­ბობს:

"გვინ­და ცხედ­რი მოგ­ვცენ, მაგ­რამ ვინც ამას გა­ა­კე­თებს, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე იქ­ნე­ბა მის მკვლე­ლო­ბა­ში. ვფიქ­რობ, ეს ახლა შე­უძ­ლე­ბე­ლია..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Maia
1

ესე იგი ზელენსკიმ გადასცა რუსებს ეს კაცი?!

დეს
6

მაინც ცოდოა ადამიანის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ევგენი ნუჟინის ჩაქუჩით მკვლელობის უმძიმესი ამბავი: რატომ გაცვალა უკრაინამ ტყვე, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ინტერვიუ მისცა: "როგორ მოექცევიან რუსები რუსებს, ეს მათი პრობლემაა...“

ევგენი ნუჟინის ჩაქუჩით მკვლელობის უმძიმესი ამბავი: რატომ გაცვალა უკრაინამ ტყვე, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ინტერვიუ მისცა: "როგორ მოექცევიან რუსები რუსებს, ეს მათი პრობლემაა...“

13 ნოემბრის ღამეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ სცემენ უკრაინული ტყვეობიდან დაბრუნებულ მამაკაცს. ეს კაცი იყო ევგენი ნუჟინი, მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელიც ვაგნერის PMC-ის მიერ იყო დაქირავებული უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინაში ტყვედ აყვანილი ნუჟინი იტყვის, რომ ნებაყოფლობით ჩაბარდა, რადგან უკრაინის მხარეს უნდოდა ბრძოლა, მაგრამ მას საბოლოოდ გაცვლიან, რაც მის სიცოცხლეს ფატალურად დაასრულებს... ევგენი ნუჟინის ისტორიას BBC ყვება.

  • "შურისძიების ჩაქუჩი"

2022 წლის აგვისტოში ძმებმა ილია და ნიკიტა ნუჟინებმა ნათესავებთან ერთად, მამას, ევგენის, ვიდეოზარით ციხეში დაურეკეს. ნუჟინის ოჯახში ასეთი ზარები ჩვეულებრივი იყო - ევგენი ნუჟინი 2000-იანი წლების დასაწყისიდან იხდიდა კოლონიაში მკვლელობისთვის სასჯელს. მისი მეუღლე ოლგა ქმართან პაემანზე დადიოდა, ხოლო შვილები, შვილიშვილები და სხვა ნათესავები მას ვიდეოზარით უკავშირდებოდნენ.

იმ დღეს ევგენი შეშინებული ჩანდა, იხსენებს რძალი ანასტასია. მამაკაცმა უთხრათ, რომ მასთან ევგენი პრიგოჟინი (Wagner PMC-ის შემქმნელი, რომელიც გაზაფხულის ბოლოდან ახორციელებს რუსი პატიმრების მობილიზებას უკრაინასთან ომში მონაწილეობის მისაღებად) მივიდა და ომში წასვლა შესთავაზა, რაზეც დათანხმდა. მაშინ მისმა ვაჟებმა ჯერ არ იცოდნენ, რომ ეს მამასთან მათი ბოლო საუბარი იყო.

მალე ახლობლებმა მედიიდან შეიტყვეს, რომ ნუჟინი უკრაინას ტყვედ ჩაბარდა და რამდენიმე ინტერვიუ მისცა უკრაინელ ჟურნალისტებს, რომელშიც ამბობდა, რომ სურდა უკრაინის მხარეს ებრძოლა.

13 ნოემბრის ღამეს, ვაგნერთან დაკავშირებულ "ტელეგრამზე" გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა ნუჟინი. მამაკაცს სახეზე წებოვანი ლენტით აგურები ჰქონდა დამაგრებული...

"მე, ევგენი ნუჟინი, 1967 წელს დაბადებული, წავედი ფრონტზე, რათა გადავსულიყავი უკრაინის მხარს, რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. 4 სექტემბერს განვახორციელე ჩემი გეგმა. 11 ნოემბერს კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე თავში რაღაც ჩამარტყეს, რის შედეგადაც გონება დავკარგე და სარდაფში გამეღვიძა. აქ მითხრეს, რომ გამასამართლებდნენ“, - ამბობს, კაცი, რის შემდეგაც კულისებში ჩნდება ადამიანი, რომელიც ნუჟინს ჩაქუჩს ურტყამს.

ვიდეოს წარწერაში ვკითხულობთ, რომ ნუჟინი მოღალატეა, რომელმაც "მიიღო ტრადიციული, პირველყოფილი, "ვაგნერული" სასჯელი". ვიდეოს ავთენტურობა აქამდე არავის დაუდასტურებია.

ნუჟინის ახლობლებმა ვიდეოს შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყვეს. მისმა მეუღლემ ოლგამ ვიდეოს ბოლომდე ყურება ამ დრომდე ვერ შეძლო - გამუდმებით ტირის და არ სჯერა იმის, რაც ქმარს დაემართა.

  • ევგენი ნუჟინის შესახებ

ევგენი ნუჟინი ყაზახეთში დაიბადა, მაგრამ ბავშვობაში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. ჯარში გაწვევის შემდეგ, სამუშაოდ შინაგან ჯარებში დარჩა, სადაც პრაპორშჩიკის წოდებით მსახურობდა. 1995 წელს პენსიაზე გავიდა და ოჯახი საცხოვრებლად ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში გადავიდა.

1999 წელს მკვლელობისთვის გაასამართლეს. რუსეთში ბანდიტიზმი და არეულობა იყო. ვესროლე, ერთი მოვკალი და მეორე დავჭერი... დავასწარი, შეიძლებოდა მე მოვეკალი, მაგრამ მე მოვკალი..." - ამბობდა ჟურნალისტთან ტყვეობისას.

სასამართლომ ნუჟინს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის პერიოდში სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება გამოიცვალა, ურალში სპეციალური რეჟიმის კოლონიაში ყოფნისას კი გაქცევა სცადა, რის შემდეგაც 4 წელი კიდევ დაუმატეს, ის ციხიდან 2027 წელს უნდა გათავისუფლებულიყო.

სკოპინსკის კოლონიაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები სხედან, ევგენი "ძალიან კარგად" ცხოვრობდა, "ის იყო ავტორიტეტი", იხსენებს მისი რძალი ანასტასია. მან თავად განუცხადა უკრაინელ ჟურნალისტებს, რომ 2009 წლიდან მას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყენებინა პლანშეტი და ტელეფონი, რომლის შეტანაც კოლონიაში ქრთამის სანაცვლოდ იყო შესაძლებელი. სწორედ ინტერნეტის საშუალებით გაიცნო მეორე ცოლი ოლგა.

ნუჟინი, VKontakte-ს აქტიური მომხმარებლი იყო. მის პროფილში იძებნება ქორწილის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ციხეში გადაიხადა. სუფთად გაპარსული ნუჟინი მუქ პერანგშია გამოწყობილი, ოლგას თეთრი მაქმანებიანი შარფი და კარდიგანი აცვია. გვირგვინოსან მეუღლეებს ხელში სანთლები უჭირავთ, მათ უკან კი ციხის ოფიცერი დგას.

რამ აიძულა ევგენი, რომელსაც ოთხი წელი დარჩა მოსახდელი, ფრონტზე წასულიყო, მისი საყვარელი ადამიანებისთვის საიდუმლოდ რჩება.

ბუტუსოვის არხთან ინტერვიუში ნუჟინმა თქვა, რომ 2022 წლის ივლისში, ვერტმფრენი დაეშვა IK-ის ტერიტორიის მახლობლად. პატიმრები მოედანზე იყვნენ მწკრივში. პრიგოჟინი მათთან მივიდა და უთხრათ, რომ შეწყალებისა და ხელფასის სანაცვლოდ უკრაინაში საბრძოლველად წასვლა შეეძლოთ. პრიგოჟინმა ფრონტზე წასვლის აუცილებლობა ახსნა იმით, რომ "სამშობლოს საფრთხე ემუქრება", - თქვა ნუჟინმა.

წასვლაზე 92 ადამიანი დათანხმდა, მათ შორის ნუჟინი. ერთი თვის შემდეგ პრიგოჟინი მეორედ დაბრუნდა IK-3-ში, ხოლო 25 აგვისტოს მოხალისეები ჯერ როსტოვის მახლობლად ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ვერტმფრენით ლუგანსკის რეგიონში.

"მინდოდა უკრაინელების მხარეს მებრძოლა, ამიტომ დავნებდი. გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე, ჯერ კიდევ იქ ვიჯექი. იმიტომ რომ უკრაინას არ დაუწყია ომი, არამედ პუტინმა დაიწყო", - ამბობდა ნუჟინი.

ნუჟინის თქმით, დასავლეთ უკრაინაში მისი ნათესავები - ბიძა და და ცხოვრობენ. "როგორ შეგიძლია ნათესავებს ებრძოლო?" - განაცხადა მან რამინა ეშკაზაისთან ინტერვიუში. მან თქვა ისიც, რომ ვლადიმერ პუტინს ხელისუფლებაში 22 წლის განმავლობაში, რუსეთში კარგი არაფერი გაუკეთებია. ნუჟინის ვაჟმა ნიკიტამ ინტერვიუში განაცხადა, - მამაჩემმა გვითხრა, უკრაინაში ომი პუტინმა გააჩაღა და ჩვენ იქ არაფერი გვაქვს გასაკეთებელიო...

თუ ყოფილ პატიმარზე VKontakte-ზე მისი პროფილის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ ძნელია ეჭვი შევიტანოთ მის ოპოზიციური შეხედულებებში ან უკრაინის მიმართ სიმპათიაში. სოციალურ ქსელში ნუჟინი ძირითადად აზიარებდა საჯარო პოსტებს სსრკ-ში ცხოვრებაზე და ჯგუფებს ბუნების შესახებ პოეტური სახელებით...

შვიდი წლის წინ მიტოვებულ ნუჟინის სხვა გვერდზე ის რეგულარულად აქვეყნებდა სურათებს იმპერიული დროშებით, ციტატებს "რუსული სულის" ძალაუფლებისა და მართლმადიდებლობის შესახებ, თუმცა უფრო ხშირად აქვეყნებდა, თავისი ვაჟებისა და ცოლის ფოტოებს წარწერებით "ჩემი არწივები" ან "ჩემო სიყვარულო".

მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყვის, რომ ნუჟინი "ომამდე იყო აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მხარდამჭერი".

ევგენი ნუჟინი სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პატიმარი უკრაინის მედიასივრცეში. მისი პირველი ინტერვიუ ჟურნალისტ იური ბუტუსოვთან 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. სარდაფში საწოლზე მჯდარი ნუჯინი ძალიან დაღლილი ჩანდა.

მისმა ოჯახმა ინტერვიუდან შეიტყო, რომ ის ტყვედ აიყვანეს და ცდილობდა რაიმე მაინც გაეგო მისი ბედის შესახებ. არცერთი ოფიციალური უწყება არ დაეხმარათ მათ. წითელ ჯვარში ზარებიც უსარგებლო აღმოჩნდა, - ამბობს ევგენი ნუჟინას რძალი ანასტასია. იმისათვის, რომ როგორმე დაკავშირებოდნენ ნუჟინს, რომელსაც იგი "მამას" უწოდებს, მან და სხვა ნათესავებმა დაიწყეს კომენტარების დატოვება ბუტუსოვის არხზე.

ჟურნალისტმა რამინა ეშაკზაიმ ტყვეობაში მყოფ ნუჟინს, ინტერვიუს დროს ახლობლების მესიჯი წაუკითხა. ინტერვიუ ოქტომბერში შედგა და ვიდეოზე ევგენი შესამჩნევად კარგად გამოიყურება, ინტერვიუ ნათელ, მყუდრო ოთახში მიმდინარეობს. ვიდეოში ატირებული ნუჟინი მოიკითხავს ახლობლებს და ბოლოს შვილებსა და რუსეთის ციხეების პატიმრებს სთხოვს, არ წავიდნენ ომში.

ამის შემდეგ ნუჟინის ახლობლებს კიდევ ერთი ვიდეო გაუგზავნეს ევგენის მონაწილეობით. მათ 1-ლ ნოემბერს ვიდეო ბუტუსოვის არხის მეშვეობით მიიღეს - მასზე ყოფილი პატიმარი, სპორტული ტანსაცმელშია გამოწყობილი, ჰპირდება, რომ "ყველაფერი კარგად იქნება..."

  • აუხდენელი იმედები...

ზუსტად როგორ მოხვდა ნუჟინი სარდაფში, სადაც ის მოკლეს, გაურკვეველია. უკრაინის ხელისუფლებამ, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არაერთხელ მოუწოდა რუს სამხედროებს დანებებისაკენ. ამისთვის უკრაინაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი "მე მინდა ვიცხოვრო" - ოფიციალური პირები არწმუნებენ, რომ ვინც ნებაყოფლობით ჩაბარდება, მათი სურვილის გარეშე, რუსეთში ექსტრადირება არ მოახდება.

ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ და ჟურნალისტებმა რამდენიმე ვერსია გამოთქვეს, თუ რატომ შეიძლებოდა ნუჟინის გადაცემა რუსული მხარისთვის. 15 ნოემბერს სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ ნუჟინი არ იყო "ნებაყოფლობით ჩაბარებულთა“ სიაში.

"ნუჟინი იხდიდა სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლონიაში. ციხიდან გამოსასვლელად იგი დათანხმდა დაქირავებულთა რიგებში შესვლას, რათა მონაწილეობა მიეღო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, იმყოფებოდა ქვეყანაში, როგორც ყველაზე სასტიკი კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" ნაწილი და ომამდე ის იყო აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მხარდამჭერი“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში, რომელიც მუშაობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო დეპარტამენტთან.

სააგენტო დარწმუნებით ამბობს, რომ "არც ერთი რუსი სამხედრო ტყვე, რომელიც ნებაყოფლობით ჩაბარდა უკრაინულ ჯარებს, არ გაიცვლება და არ დაბრუნდება აგრესორ სახელმწიფოში მისი თანხმობის გარეშე", - ასევე ჰპირდებიან, რომ რუს სამხედრო ტყვეებს მოეპყრობიან ჟენევის კონვენციების შესაბამისად.

რამდენად დაიცვეს ნუჟინი, საკითხავია, რადგან ის ფრონტზე მოხვდა არა როგორც რეგულარული დანაყოფების ნაწილი, არამედ როგორ პატიმარი. კონვენციის თანახმად, ეჭვის შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს პატიმრის სტატუსი.

ოფიციალურად დეპარტამენტი არ აღიარებს ნუჟინის გაცვლის ფაქტს. 11 ნოემბერს, მკვლელობის ამსახველი ვიდეოს გამოჩენამდე ორი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა რუსეთთან პატიმრების ახალი ჯგუფის გაცვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 45 სამხედრო მოსამსახურე უკრაინას გადაეცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად არ დაადასტურა გაცვლის ფაქტი, მაგრამ კრემლის მომხრე ბლოგერი ანასტასია კაშევაროვა შემდეგ ამტკიცებდა, რომ გაცვლა მოხდა Wagner PMC-ის მეშვეობით, რომელსაც, სავარაუდოდ, აქვს "საკუთარი გაცვლის ფონდი".

ნუჟინის შემთხვევაში, BBC-ის წყაროს თქმით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მიდიოდა PMC-ის წარმომადგენლებთან და ყოფილ მსჯავრდებულში რუსული მხრიდან "ძალიან კარგი პირობები“ შესთავაზეს.

რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა ტყვეობიდან ნუჟინის სანაცვლოდ, BBC-ის თანამოსაუბრემ ზუსტად არ იცის, მაგრამ განმარტავს, რომ უკრაინისთვის პრიორიტეტი ტყვეების დაბრუნებაა და "როგორ მოექცევიან რუსები რუსებს, ეს უკვე მათი პრობლემაა...“

ის ასევე ამბობს, რომ ერთხელ პრიგოჟინმა მოახერხა ასეთი მოლაპარაკებების გზით დაბრუნებულიყო მისი ხუთი დატყვევებული მებრძოლი დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების სანაცვლოდ.

უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმერ ზოლკინი, რომელმაც ჩაწერა ინტერვიუები რუს სამხედრო ტყვეებთან, თქვა, რომ ნუჟინი არ იყო სახელმწიფო პროგრამის "მე მინდა ცხოვრებას" წევრი.

პირველი უკრაინელი ოფიციალური პირი, რომელმაც ღიად აღიარა, რომ ნუჟინი მართლაც გაცვალეს, იყო მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი.

"იქ სიტუაცია სრულიად გამჭვირვალეა. ჯერ ერთი, ის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს. მეორეც, ტყვეობაში ბევრ რამეზე ისაუბრა, ჩვენება მისცა. ამის შემდეგ, ნებაყოფლობით ხელი მოაწერა თანხმობას გაცვლაზე და გაცვალეს", - განუცხადა ტელეკომპანია "დოჟდს...“

ნუჟინის ოჯახს არ სჯერა, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით წასვლა გაცვლაზე.

"როგორ შეეძლო რაიმეზე მოაწეროს ხელი, როცა უკრაინაში ინტერვიუს დროს ძალიან ბევრი თქვა“, - აინტერესებს ანასტასია ნუჟინას. მისმა ქმარმა ნიკიტამ, ევგენის ვაჟმა, BBC-ს განუცხადა, რომ მის ოჯახს არ სურდა მისი გაცვლა, რადგან მათ "წინასწარ იცოდნენ", რაც ელოდა რუსეთში.

ზუსტად როგორ მოხვდა ნუჟინი იმ ადამიანების ხელში, ვინც ის მოკლა, გაურკვეველია. BBC-მ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნა კითხვები იმის შესახებ, თუ რა მოხდა, მაგრამ გამოცემას პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

BBC-ის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ამ ვიდეოს შემდეგ ვაგნერში წასვლის მსურველი ნაკლები იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილია თავისი კარგი ხელაფსით. ისინი ამას პრიგოჟინის რეპუტაციისთვის ძლიერ დარტყმას უწოდებენ და მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო გავრცელდა მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი Telegram არხის მიერ, ისინი ირწმუნებიან, რომ ეს სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევდა დაქირავებულ მებრძოლებში...

BBC-ის კიდევ ერთი თანამოსაუბრე, რომელიც დიდი ხანი იბრძოდა PMC-ში, რომელიც არ ასოცირდება პრიგოჟინთან, ამბობს, რომ ვიდეომ ნუჟინთან ერთად დაარწმუნა, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა: ”ყველას სურს შეუერთდეს "ვაგნერს", რადგან მათ აქვთ საუკეთესო იარაღი, კარგი აღჭურვილობა, ხალხი გამოცდილია, მაგრამ არ მინდოდა, რადგან სირიაში ხალხს თავებს აჭრიდნენ და თავისებიანებს სასტიკად სცემდნენ"...

  • სიჩუმე

კრემლმა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, "ეს ჩვენი საქმე არ არის" ამბობენ ნუჟინის საქმეზე. ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ "საგამოძიებო ორგანოები ამოწმებენ ამ ფაქტებს“ და "ნებისმიერი სისასტიკე და უკანონობა მოითხოვს სახელმწიფოს ჩარევას“.

ნუჟინის ოჯახმა არაფერი იცის მსგავსი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. მათ არც საგამოძიებო კომიტეტი და არც პოლიცია არ დაკავშირებია.

"ახლა გარედან დიდი ზეწოლაა, ხალხი წერს, რომ ჩვენც უნდა დაგვხოცონ“, - ამბობს ანასტასია ნუჟინა.

ნუჟინის მკვლელობიდან ერთი დღეც არ იყო გასული, როდესაც პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება.

"ამ შოუში ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ, მაგრამ სამართლიან ხალხს. მგონი ამ ფილმს ჰქვია "ძაღლს ძაღლური სიკვდილი. მშვენიერი სარეჟისორო ნამუშევარია, ერთი ამოსუნთქვით შეიძლება ყურება. იმედი მაქვს, გადაღების დროს არც ერთი ცხოველი არ დაშავებულა", - ამბობს პრიგოჟინი.

14 ნოემბერს კი პრიგოჟინმა მისწერა გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს თხოვნით "ჩატარდეს წინასწარი საგამოძიებო შემოწმება ევგენი ანატოლიევიჩ ნუჟინის მკვლელობის ფაქტისა და გარემოებების დასადგენად". განცხადებაში ის 27 წლის წინ CIA-ს მიერ ნუჟინის დაქირავების შეგნებულად დაუჯერებელ ვერსიას აყენებს და ასევე ფანტაზიორობს, რომ ის გაიტაცეს და მოკლეს "ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებმა".

ნუჟინის ახლობლებს, რა თქმა უნდა, ამის არ სჯერათ. ”მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გააკეთეს ან უკრაინელებმა ან ვაგნერის PMC-მა, დანარჩენები კი უბრალოდ არ არიან ჩართულნი,” - ამბობს ანასტასია.

ოჯახი იმედოვნებენ, რომ ევგენის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. ოჯახს სურს ნორმალურად დაემშვიდობოს მას, ანასტასია ამბობს:

"გვინდა ცხედრი მოგვცენ, მაგრამ ვინც ამას გააკეთებს, ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავე იქნება მის მკვლელობაში. ვფიქრობ, ეს ახლა შეუძლებელია..."

იხილეთ ასევე: