პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ის აქ იყო" - როგორ აქციეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის არასრულწლოვანთა ციხე ჩვენი დროის საკონცენტრაციო ბანაკად
"დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ის აქ იყო" - როგორ აქციეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის არასრულწლოვანთა ციხე ჩვენი დროის საკონცენტრაციო ბანაკად

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი 14 ნო­ემ­ბერს, ხერ­სო­ნის ოლ­ქის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, პი­რა­დად ჩა­ვი­და რე­გი­ონ­ში. პრე­ზი­დენ­ტმა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში რუ­სე­თის არ­მი­ამ "ისე­თი­ვე სი­სას­ტი­კე ჩა­ი­დი­ნა, რო­გორც ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც შეს­ვლა შეძ­ლო“. ზე­ლენ­სკის თქმით, უკ­რა­ი­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს 400-ზე მეტი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლი. The Washington Post-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხერ­სო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს ესა­უბრნენ, რომ­ლე­ბიც ყვე­ბი­ან, რა ხდე­ბო­და ქა­ლაქ­ში ოკუ­პა­ცი­ის დროს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ხერ­სონ­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის წა­მე­ბის­თვის არას­რულ­წლო­ვან­თა ცი­ხეს იყე­ნებ­დნენ.

"დე­და­მი­წა­ზე ჯო­ჯო­ხე­თი თუ არ­სე­ბობს, ის აქ იყო“, - ასე აღ­წერს ამ ად­გილს ცი­ხის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მცხოვ­რე­ბი 48 წლის სერ­გეი.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცი­ხის ნაც­რის­ფერ 3-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, სა­ი­და­ნაც ხალ­ხი ტომ­რე­ბით გად­მოჰ­ყავ­დათ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი, ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი და ნა­ცე­მი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ზო­გიც კი სხვა ცი­ხე­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რა და­ე­მარ­თა ამ ადა­მი­ა­ნებს შემ­დეგ უც­ნო­ბია.

რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლებს ყვე­ლა­ფერ­ზე აკა­ვებ­დნენ და­წყე­ბუ­ლი "არას­წო­რი“ სი­ტყვე­ბის გამო, მა­გა­ლი­თად, თუ ვინ­მე იტყო­და "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ანს"... აკა­ვებ­დნენ ჩაც­მუ­ლო­ბის გამო ან თუ მათი ტატუ არ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ. "ისი­ნი იჭერ­დნენ ყვე­ლას, პარ­ტი­ზა­ნებს, აქ­ტი­ვის­ტებს, ნე­ბის­მი­ერს“, - ამ­ბობს ლა­რი­სა, ხერ­სო­ნი მკვიდ­რი.

მრევ­ლის თქმით, მღვდე­ლიც და­ა­კა­ვეს და ყი­რიმ­ში გაგ­ზავ­ნეს. და­ა­კა­ვეს ქა­ლა­ქის მე­რიც კი და დღემ­დე არა­ვინ იცის სად არის.

და­კა­ვე­ბე­ბის მას­შტა­ბის ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ხერ­სო­ნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალექ­სან­დრე სა­მო­ი­ლენ­კო მი­იჩ­ნევს, რომ ლა­პა­რა­კია ათა­სო­ბით პა­ტი­მარ­ზე.

"ყო­ველ­დღი­უ­რად წა­მე­ბის კა­მე­რებ­ში 600 ადა­მი­ა­ნი იყო. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა. ეს იყო კოშ­მა­რი...” სა­მო­ი­ლენ­კოს თქმით, ის ში­შობს, რომ ხერ­სო­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ერთ-ერთი იმ ქალ­ქთა­გა­ნი, რო­გო­რი­ცაა ბუჩა, ირ­პე­ნი და იზი­უ­მი, სა­დაც ნა­პოვ­ნია რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

64 წლის ალექ­სან­დრე კუზ­მი­ნი, ერთ-ერ­თია, ვინც ტყვე­ო­ბას გა­და­ურ­ჩა. მისი თქმით, ცი­ხე­ში FSB-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფეხი ჩა­ქუ­ჩით და­უმ­სხვრი­ეს, მას შემ­დეგ რაც გა­ი­გეს, რომ ათი წლის წინ დონ­ბას­ში იბ­რძო­და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­კან­ში ყოფ­ნი­სას კი სხვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ყვი­რი­ლი ეს­მო­და. მე­ზო­ბე­ლი სახ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ში­ნე­ლი ხმე­ბი ცი­ხის კედ­ლე­ბი­დან გა­რეთ აღ­წევ­და... "გვეს­მო­და ნა­წა­მე­ბი ხალ­ხის ყვი­რი­ლი­სა და კი­ვი­ლის ხმა“, - ამ­ბობს ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ცხოვ­რე­ბი

კუზ­მინ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და თა­ნა­საკ­ნე­ლის, ახალ­გაზ­რდა კა­ცის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და. რუ­სებ­მა ის ელექტრო­შო­კით აწა­მეს მკერ­დზე და სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ზე მავ­თუ­ლი მი­ა­მაგ­რებს.

რუ­სე­ბი შე­დი­ოდ­ნენ ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ებ­ში, რათა საკ­ვე­ბი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლი ეყი­დათ.

"ძა­ლი­ან გვინ­დო­და ოკუ­პან­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბაა, მაგ­რამ უნდა გაგ­ვე­ღი­მა, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ერთი არას­წო­რი სი­ტყვის გამო შე­იძ­ლე­ბო­და ად­გილ­ზე და­ვე­ხო­ცეთ“, - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

68 წლის იური, ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე კორ­პუ­სის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობს, მისი შვი­ლი დღემ­დე ტყვედ იმ­ყო­ფე­ბა ყი­რიმ­ში. რო­მა­ნი, 38 წლის იყო, ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფის ნა­წილ­ში მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც რუ­სებ­მა ხერ­სო­ნი მარ­ტის და­სა­წყის­ში და­ი­კა­ვეს, მისი ქვე­და­ნა­ყო­ფი დარ­ჩა და პარ­ტი­ნა­ზუ­ლი ბრძო­ლა გა­აგ­რძე­ლა. რუ­სე­ბი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ რო­მანს. ბო­ლოს 4 აგ­ვის­ტოს და­ი­ჭი­რეს და ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სცემ­დნენ.2-3 კვი­რის შემ­დეგ სხვა ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და დღემ­დე ტყვედ იმ­ყო­ფე­ბა. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იუ­რის შე­ეძ­ლო შვი­ლის­თვის ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი, წამ­ლე­ბი, სი­გა­რე­ტი და ტკბი­ლე­უ­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბა არა­სო­დეს მი­უ­ცი­ათ.

გა­დაყ­ვა­ნი­დან თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, შე­ი­ტყო, რომ რო­მა­ნი ცო­ცხა­ლი იყო და ყი­რი­მის დე­და­ქა­ლაქ სიმ­ფე­რო­პოლ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. იუ­რის თქმით, მას წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს, რა მო­უ­ვა მის შვილს, რო­მელ­საც, რო­გორც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მებ­რძოლს, სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ემუქ­რე­ბა. მა­ში­ნაც კი, თუ მისი შვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, იუ­რის თქმით, წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუნ­დე­ბა შინ.

ვარ­დან მაგ­ლო­ჩი­ა­ნი, 61 წლის მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც ასე­ვე ხერ­სო­ნის ცი­ხის პა­ტი­მა­რად იქცა. მისი თქმით, რუ­სე­ბი ხში­რად ხვრეტ­დნენ პა­ტიმ­რებს და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის ან მათ ვინც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო პარ­ტი­ზა­ნო­ბა­ში

ად­გილ­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აღარ არ­სე­ბობს ხან­ძრის გამო, რო­მე­ლიც რუ­სე­ბის ხერ­სო­ნი­დან გას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გაჩ­ნდა...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკო
137

საქართველოშიც ასე რომ არ არის, მადლობა ბიძინას და ამ მთავრობას. კი გვშია, ბევრი რამე გვენატრება, მაგრამ ისეთ გაუბედურებულ დღეში მაინც არ ვართ როფორც უკრაინაა. ვისაც აქვს ომის თავი, ძალა და ყავს საამისოდ მილიონობით მოქალაქე, კი ომობენ ეგერ და ჩვენ ერთი დაკვრით გაგვასწორებდნენ მიწასთან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ის აქ იყო" - როგორ აქციეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის არასრულწლოვანთა ციხე ჩვენი დროის საკონცენტრაციო ბანაკად

"დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ის აქ იყო" - როგორ აქციეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის არასრულწლოვანთა ციხე ჩვენი დროის საკონცენტრაციო ბანაკად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 14 ნოემბერს, ხერსონის ოლქის განთავისუფლებიდან მალევე, პირადად ჩავიდა რეგიონში. პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ ხერსონის რაიონში რუსეთის არმიამ "ისეთივე სისასტიკე ჩაიდინა, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლო“. ზელენსკის თქმით, უკრაინელმა გამომძიებლებმა დააფიქსირეს 400-ზე მეტი სამხედრო დანაშაული. The Washington Post-ის ჟურნალისტები ხერსონის მაცხოვრებლებს ესაუბრნენ, რომლებიც ყვებიან, რა ხდებოდა ქალაქში ოკუპაციის დროს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხერსონში რუსი სამხედროები დაკავებულების წამებისთვის არასრულწლოვანთა ციხეს იყენებდნენ.

"დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ის აქ იყო“, - ასე აღწერს ამ ადგილს ციხის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრები 48 წლის სერგეი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ციხის ნაცრისფერ 3-სართულიან კორპუსში მთელი დღის განმავლობაში მანქანები მიდიოდნენ, საიდანაც ხალხი ტომრებით გადმოჰყავდათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა ზოგიერთი მათგანი, ძალაგამოცლილი და ნაცემი გაათავისუფლეს, ზოგიც კი სხვა ციხეებში გადაიყვანეს. რა დაემართა ამ ადამიანებს შემდეგ უცნობია.

რუსები უკრაინელებს ყველაფერზე აკავებდნენ დაწყებული "არასწორი“ სიტყვების გამო, მაგალითად, თუ ვინმე იტყოდა "დიდება უკრაიანს"... აკავებდნენ ჩაცმულობის გამო ან თუ მათი ტატუ არ მოეწონებოდათ. "ისინი იჭერდნენ ყველას, პარტიზანებს, აქტივისტებს, ნებისმიერს“, - ამბობს ლარისა, ხერსონი მკვიდრი.

მრევლის თქმით, მღვდელიც დააკავეს და ყირიმში გაგზავნეს. დააკავეს ქალაქის მერიც კი და დღემდე არავინ იცის სად არის.

დაკავებების მასშტაბის ზუსტი შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ხერსონის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე სამოილენკო მიიჩნევს, რომ ლაპარაკია ათასობით პატიმარზე.

"ყოველდღიურად წამების კამერებში 600 ადამიანი იყო. ბევრი ადამიანი დაიკარგა. ეს იყო კოშმარი...” სამოილენკოს თქმით, ის შიშობს, რომ ხერსონი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი იმ ქალქთაგანი, როგორიცაა ბუჩა, ირპენი და იზიუმი, სადაც ნაპოვნია რუსი სამხედროების არაერთი დანაშაულის მტკიცებულება.

64 წლის ალექსანდრე კუზმინი, ერთ-ერთია, ვინც ტყვეობას გადაურჩა. მისი თქმით, ციხეში FSB-ს თანამშრომლებმა ფეხი ჩაქუჩით დაუმსხვრიეს, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ათი წლის წინ დონბასში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. საკანში ყოფნისას კი სხვა დაკავებულების ყვირილი ესმოდა. მეზობელი სახლების მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ დაკავებულების საშინელი ხმები ციხის კედლებიდან გარეთ აღწევდა... "გვესმოდა ნაწამები ხალხის ყვირილისა და კივილის ხმა“, - ამბობს ქალაქის ერთ-ერთი ცხოვრები

კუზმინმა ჟურნალისტებს განუცხადა თანასაკნელის, ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს ეხმარებოდა. რუსებმა ის ელექტროშოკით აწამეს მკერდზე და სასქესო ორგანოებზე მავთული მიამაგრებს.

რუსები შედიოდნენ ადგილობრივ მაღაზიებში, რათა საკვები და დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ეყიდათ.

"ძალიან გვინდოდა ოკუპანტების განადგურებაა, მაგრამ უნდა გაგვეღიმა, რადგან ვიცოდით, რომ ერთი არასწორი სიტყვის გამო შეიძლებოდა ადგილზე დავეხოცეთ“, - ამბობს ადგილობრივი.

68 წლის იური, ციხიდან რამდენიმე კორპუსის მოშორებით ცხოვრობს, მისი შვილი დღემდე ტყვედ იმყოფება ყირიმში. რომანი, 38 წლის იყო, ადგილობრივი ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფის ნაწილში მუშაობდა. როდესაც რუსებმა ხერსონი მარტის დასაწყისში დაიკავეს, მისი ქვედანაყოფი დარჩა და პარტინაზული ბრძოლა გააგრძელა. რუსები კვირების განმავლობაში ეძებდნენ რომანს. ბოლოს 4 აგვისტოს დაიჭირეს და ციხეში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში სცემდნენ.2-3 კვირის შემდეგ სხვა ციხეში გადაიყვანეს და დღემდე ტყვედ იმყოფება. ორი თვის განმავლობაში იურის შეეძლო შვილისთვის ტკივილგამაყუჩებლები, წამლები, სიგარეტი და ტკბილეული დაეტოვებინა, თუმცა შვილის ნახვის უფლება არასოდეს მიუციათ.

გადაყვანიდან თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, შეიტყო, რომ რომანი ცოცხალი იყო და ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში იმყოფებოდა. იურის თქმით, მას წარმოდგენაც არ აქვს, რა მოუვა მის შვილს, რომელსაც, როგორც წინააღმდეგობის მებრძოლს, სერიოზული ბრალდებები ემუქრება. მაშინაც კი, თუ მისი შვილი გაათავისუფლეს, იურის თქმით, წარმოდგენაც არ აქვს, რა მდგომარეობაში დაბრუნდება შინ.

ვარდან მაგლოჩიანი, 61 წლის მამაკაცია, რომელიც ასევე ხერსონის ციხის პატიმარად იქცა. მისი თქმით, რუსები ხშირად ხვრეტდნენ პატიმრებს დაუმორჩილებლობისთვის ან მათ ვინც ეჭვმიტანილი იყო პარტიზანობაში

ადგილზე მტკიცებულებები აღარ არსებობს ხანძრის გამო, რომელიც რუსების ხერსონიდან გასვლიდან რამდენიმე საათში გაჩნდა...