სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ბრედ პიტის ახალი გატაცება? - 58 მსახიობმა 29 წლის ინეს დე რამონი, ბონოს კონცერტზე, მეგობრებს გააცნო
ვინ არის ბრედ პიტის ახალი გატაცება? - 58 მსახიობმა 29 წლის ინეს დე რამონი, ბონოს კონცერტზე, მეგობრებს გააცნო

58 ბრედ პიტს ახალი გა­ტა­ცე­ბა ჰყავს: ინეს დე რა­მო­ნი. ინე­სი სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი და 2020 წლი­დან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დის, Anita Ko-ს გა­ყიდ­ვე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობს. პიტი და დე რა­მო­ნი ბო­ნოს კონ­ცერტს ერ­თად და­ეს­წრნენ და მსა­ხი­ო­ბის ცნო­ბილ მე­გობ­რებ­საც შეხ­ვდნენ. გარ­და იმი­სა, რომ ინე­სი პიტს ხვდე­ბა, წყა­როს თქმით, იუ­ვე­ლი­რი გო­გო­ნა მსა­ხი­ო­ბის გუნ­დის წევ­რი­ცაა.

წყვი­ლი სა­კონ­ცერ­ტო შე­ნო­ბის გა­რეთ ერ­თად გა­მოჩ­ნდა და ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე პიტ­მა, დე რა­მო­ნი, თა­ვის ახლო მგობ­რებს - სინ­დი კრო­უ­ფორდს, რან­დე გერ­ბერ­სა და შონ პენს წა­რუდ­გი­ნა. წყვი­ლი მათ ხელ­გა­დახ­ვე­უ­ლი ესა­უბ­რე­ბო­და. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი თა­ვი­სი "ტეს­ლა­თი" წა­ვი­და, დე რა­მო­ნი კი პი­ტის დაც­ვამ გა­ა­ცი­ლა.

29 წლის ინეს დე რა­მო­ნი სულ ახ­ლა­ხანს გას­ცილ­და "ვამ­პი­რის დღი­უ­რე­ბის" მსა­ხი­ობ პოლ უეს­ლის. მათ გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ სექ­ტემ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­დეს, მაგ­რამ რო­გორც წყვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იტყო­ბი­ნე­ბა, ისი­ნი აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ.

პა­რა­ლე­ლუ­რად, არ ცხრე­ბა ბრედ პი­ტი­სა და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის სა­სა­მარ­თლო და­ვის გარ­შე­მო მით­ქმა-მოთ­ქმა. ისი­ნი კვლავ იბ­რძვი­ან თა­ვი­ან­თი 6 შვი­ლის მე­ურ­ვე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად და საფ­რან­გე­თის "შატო მი­რა­ვა­ლის“ გა­ყიდ­ვის საქ­მეც სა­კა­მა­თო საგ­ნად აქ­ცი­ეს.

2016 წელს ჯო­ლის­თან გაყ­რის შემ­დეგ, პიტი რამ­დე­ნი­მე ქალს ხვდე­ბო­და, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხა­დე­ბას ერი­დე­ბა, რათა შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­ი­ფუ­ჭოს. წყა­როს თქმით, მას ეში­ნია, რომ თუ ბრედს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეყო­ლე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ან­ჯე­ლი­ნა ბავ­შვებ­თან მას აუ­გად მო­იხ­სე­ნი­ებს და მა­მა­სა და შვი­ლებს ერ­თმა­ნეთს ჩა­მო­ა­შო­რებს.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ავტორი:

ვინ არის ბრედ პიტის ახალი გატაცება? - 58 მსახიობმა 29 წლის ინეს დე რამონი, ბონოს კონცერტზე, მეგობრებს გააცნო

ვინ არის ბრედ პიტის ახალი გატაცება? - 58 მსახიობმა 29 წლის ინეს დე რამონი, ბონოს კონცერტზე, მეგობრებს გააცნო

58 ბრედ პიტს ახალი გატაცება ჰყავს: ინეს დე რამონი. ინესი საიუველირო ბიზნესშია ჩართული და 2020 წლიდან ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდის, Anita Ko-ს გაყიდვების ხელმძღვანელად მუშაობს. პიტი და დე რამონი ბონოს კონცერტს ერთად დაესწრნენ და მსახიობის ცნობილ მეგობრებსაც შეხვდნენ. გარდა იმისა, რომ ინესი პიტს ხვდება, წყაროს თქმით, იუველირი გოგონა მსახიობის გუნდის წევრიცაა.

წყვილი საკონცერტო შენობის გარეთ ერთად გამოჩნდა და ღონისძიების დაწყებამდე პიტმა, დე რამონი, თავის ახლო მგობრებს - სინდი კროუფორდს, რანდე გერბერსა და შონ პენს წარუდგინა. წყვილი მათ ხელგადახვეული ესაუბრებოდა. კონცერტის შემდეგ, მსახიობი თავისი "ტესლათი" წავიდა, დე რამონი კი პიტის დაცვამ გააცილა.

29 წლის ინეს დე რამონი სულ ახლახანს გასცილდა "ვამპირის დღიურების" მსახიობ პოლ უესლის. მათ განქორწინების შესახებ სექტემბერში განაცხადეს, მაგრამ როგორც წყვილის წარმომადგენელი იტყობინება, ისინი აპრილიდან მოყოლებული ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

პარალელურად, არ ცხრება ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის სასამართლო დავის გარშემო მითქმა-მოთქმა. ისინი კვლავ იბრძვიან თავიანთი 6 შვილის მეურვეობის მოსაპოვებლად და საფრანგეთის "შატო მირავალის“ გაყიდვის საქმეც საკამათო საგნად აქციეს.

2016 წელს ჯოლისთან გაყრის შემდეგ, პიტი რამდენიმე ქალს ხვდებოდა, მაგრამ მსახიობი ურთიერთობების ოფიციალურად გაცხადებას ერიდება, რათა შვილებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. წყაროს თქმით, მას ეშინია, რომ თუ ბრედს ოფიციალურად ეყოლება შეყვარებული, ანჯელინა ბავშვებთან მას აუგად მოიხსენიებს და მამასა და შვილებს ერთმანეთს ჩამოაშორებს.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა