სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ისროლა რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე? - რა ვერსიები განიხილება და ვინ რას აცხადებს
ვინ ისროლა რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე? - რა ვერსიები განიხილება და ვინ რას აცხადებს

მსოფ­ლიო შეშ­ფო­თე­ბით ადევ­ნებს თვალს პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის რა­კე­ტე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს. ინ­ცი­დენ­ტი, რო­მელ­საც 2 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 15 ნო­ემ­ბერს პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან 6 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე სო­ფელ პშე­ვო­დუვ­ში მოხ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­კე­ტე­ბი რუ­სეთ­მა ის­რო­ლა, რო­მელ­მაც იმა­ვე დღეს უკ­რა­ი­ნა­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნა.

რუ­სე­თი­დან ეს ბრალ­დე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს. ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბის მოხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი “მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ად” შე­ა­ფა­სა.

"პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბულ პუნ­ქტ პშე­ვო­დუვ­თან თით­ქოს­და “რუ­სუ­ლი” რა­კე­ტე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის. პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­თან რუ­სე­თის ძა­ლე­ბის მიერ არა­ნა­ი­რი დარ­ტყმე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ის მიერ და­სახ­ლე­ბულ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნამ­სხვრე­ვებს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ რუ­სე­თის ძა­ლებ­თან”, - წე­რია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ა­გენ­ტო Associated Press-ი აშშ-ის სამ ოფი­ცი­ა­ლურ პირ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რა­კე­ტე­ბი, რომ­ლი­თაც პო­ლო­ნეთ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს, შე­საძ­ლოა უკ­რა­ი­ნის ძა­ლე­ბის მიერ იყო გაშ­ვე­ბუ­ლი. მათ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ თავი რუ­სუ­ლი თავ­დას­ხმის­გან და­ეც­ვათ, რო­მე­ლიც მათ ენერ­გო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს დი­ლით აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ რა­კე­ტა, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში ჩა­მო­ვარ­და, რუ­სე­თი­დან ყო­ფი­ლი­ყო გას­რო­ლი­ლი.

"დიდი შვი­დე­უ­ლი­სა“ და ნატო-ს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ინ­დო­ნე­ზი­ის კუნ­ძულ ბა­ლი­ზე "დიდი ოცე­უ­ლის“ სა­მიტ­ზე არი­ან შეკ­რე­ბი­ლი, მომ­ხდა­რის გამო სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­ი­ერ-მი­ნის­ტრი, რიში სუ­ნა­კი, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, ოლაფ შოლ­ცი, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი, კა­ნა­დის პრე­ზი­დენ­ტი, ჯას­ტინ ტრუ­დო და ია­პო­ნი­ის პრე­მი­ე­რი, ფუ­მიო კი­ში­და. შეხ­ვედ­რა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი, ნი­დერ­ლან­დე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მარკ რუტე, ეს­პა­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, პედ­რო სან­ჩე­სი, იტა­ლი­ის პრე­მი­ე­რი, ჯორ­ჯია მე­ლო­ნი და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, შარლ მი­შე­ლი.

ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცახ­დე­ბით, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ პო­ლო­ნეთ­ში აფეთ­ქე­ბუ­ლი რა­კე­ტა რუ­სე­თი­დან ის­რო­ლეს.

ამას­თა­ნა­ვე, ბა­ი­დე­ნი, რიში სუ­ნა­კი და ოლაფ შოლ­ცი პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენტს, ან­ჯეი დუ­დას დღეს დი­ლით ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბრნენ.

"სა­ში­ნე­ლი ინ­ცი­დენ­ტია და სა­ჭი­როა დიდი სიფრ­თხი­ლით გა­ირ­კვეს, თუ რო­გორ მოხ­და ეს“, - გა­ნა­ცხა­და გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რამ ოლაფ შოლცმა,

ამას­თა­ნა­ვე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა პო­ლო­ნე­თის და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს ზბიგ­ნევ რაუს და დმიტ­რო კუ­ლე­ბას.

პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან სა­უბ­რის შემ­დეგ, ბლინ­კენ­მა "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა, რომ რაუს და­უ­დას­ტუ­რა აშშ-ის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აფეთ­ქე­ბის მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ში.

პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ან­ჯეი დუ­დამ წუ­ხელ გა­ნა­ცხა­და, რომ პშე­ვო­დუვ­ში აფეთ­ქე­ბა იყო ერ­თგზის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი და ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის იმის ნიშ­ნე­ბი, რომ შე­საძ­ლოა, გან­მე­ორ­დეს. პრე­ზი­დენტ დუ­დას თა­ნახ­მად, რა­კე­ტა სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის იყო, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუ ვინ ის­რო­ლა. დუ­დას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მას­ში ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ზო­გი­ერ­თი ქვე­და­ნა­ყო­ფის საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის გაზ­რდის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პი­ოტრ მი­უ­ლერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
2

დადასტურებულია, უკრაინის ნასროლია და რაღას არჩევენ?!

იღბლიანი
2

კომენტარებით რომ ჭამთ ერთმანეთს ვისი ნასროლიაო, რა მნიშვნელობა აქვს ვისი ნასროლია?! უკრაინაში, რუსეთში და დასავლეთში რამდენიმე ტვინ ნაღრძობის გამო რატომ იტანჯება ამდენი ხალხი? აქაც ირონიულად რომ იძახის ბევრი "აბა ომი გინდათ"-ო, გულწრფელად თქვით, მართლა გინდათ ომი? თუ ვინმეს გინდათ წადით ყველა და იომეთ უკრაინაში, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და აქაც რომ რამე მოხდეს, თქვენ შეაფარებთ თავს თბილ ქვეყნებს და ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ??? ასე რომ მოვრჩეთ სხვისთვის ვითომ პატრიოტობას და ჩვენ ოჯახებს და ჩვენ სამშობლოს მივხედოთ!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ვინ ისროლა რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე? - რა ვერსიები განიხილება და ვინ რას აცხადებს

ვინ ისროლა რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე? - რა ვერსიები განიხილება და ვინ რას აცხადებს

მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტების ჩამოვარდნის შემდგომ განვითარებულ პროცესებს. ინციდენტი, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 ნოემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან 6 კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები რუსეთმა ისროლა, რომელმაც იმავე დღეს უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა.

რუსეთიდან ეს ბრალდება კატეგორიულად უარყვეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციად” შეაფასა.

"პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ პშევოდუვთან თითქოსდა “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის. პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ დასახლებულ გამოქვეყნებულ ნამსხვრევებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის ძალებთან”, - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს პირველად ინფორმაციას, რომ რაკეტები, რომლითაც პოლონეთზე იერიში მიიტანეს, შესაძლოა უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული. მათ მედიასაშუალებას განუცხადეს, რომ უკრაინელები ცდილობდნენ თავი რუსული თავდასხმისგან დაეცვათ, რომელიც მათ ენერგო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული.

შეგახსენებთ, დღეს დილით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი.

"დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე "დიდი ოცეულის“ სამიტზე არიან შეკრებილი, მომხდარის გამო საგანგებო შეხვედრა გამართეს.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს პრეიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კანადის პრეზიდენტი, ჯასტინ ტრუდო და იაპონიის პრემიერი, ფუმიო კიშიდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

ჯო ბაიდენის განცახდებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.

ამასთანავე, ბაიდენი, რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას დღეს დილით ტელეფონით ესაუბრნენ.

"საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, თუ როგორ მოხდა ეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერამ ოლაფ შოლცმა,

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს ზბიგნევ რაუს და დმიტრო კულებას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ, ბლინკენმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ რაუს დაუდასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა აფეთქების მიმდინარე გამოძიებაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პშევოდუვში აფეთქება იყო ერთგზის მომხდარი ინციდენტი და ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს. პრეზიდენტ დუდას თანახმად, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ზოგიერთი ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის გადაწყვეტილებაა მიღებული. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.