პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ ხალხს... "ძაღლს ძაღლური სიკვდილი" - "ვაგნერის" სისასტიკე, "სიკვდილით დასჯის" კადრები და რუსეთში შიშის დათესვის მცდელობა
"უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ ხალხს... "ძაღლს ძაღლური სიკვდილი" - "ვაგნერის" სისასტიკე, "სიკვდილით დასჯის" კადრები და რუსეთში შიშის დათესვის მცდელობა

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ვი­დეო, სა­დაც უკ­რა­ი­ნის მხა­რეს გა­და­სუ­ლი (ტყვედ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი) რუ­სუ­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლის, ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნის სა­ვა­რა­უ­დო სიკ­ვდი­ლით დას­ჯაა ასა­ხუ­ლი.

ვი­დეო 13 ნო­ემ­ბრის ღა­მეს, "ტე­ლეგ­რამ­ზე" "ვაგ­ნერ­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ­მა არ­ხმა - Grey Zone გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კად­რებ­ში ადა­მი­ა­ნის სას­ტი­კად წა­მე­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი, ამი­ტომ Ambebi.ge-ს რე­დაქ­ცია მის ბმულს არ აზი­ა­რებს.

ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც თავ­ზე აგუ­რე­ბი აქვს წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით და­მაგ­რე­ბუ­ლი. ის ამ­ბობს, რომ 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ევ­გე­ნი ანა­ტო­ლი­ე­ვიჩ ნუ­ჟი­ნია. ასე­ვე სა­უბ­რობს, რომ "წა­ვი­და ფრონტზე, რათა გა­და­სუ­ლი­ყო უკ­რა­ი­ნის მხა­რეს." მი­სი­ვე თქმით, 4 სექ­ტემ­ბერს მან თა­ვი­სი გეგ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და "უკ­რა­ი­ნის მხა­რეს გა­და­ვი­და."

მა­მა­კა­ცის თქმით, 11 ნო­ემ­ბერს კი­ევ­ში, ქუ­ჩა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავ­ში რა­ღაც ჩა­არ­ტყეს, შე­დე­გად გო­ნე­ბა და­კარ­გა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სარ­დაფ­ში გა­ეღ­ვი­ძა, სა­დაც უთხრეს, რომ გა­ა­სა­მარ­თლებ­დნენ. ამის შემ­დეგ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მას ფი­ზი­კუ­რად სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან და თავ­ში უროს ურტყა­მენ.

  • ვინ არის ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნი?

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ნუ­ჟი­ნის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბერ­ში წერ­და. ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას მას უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იური ბუ­ტუსო­ვი ესა­უბ­რა. ნუ­ჟი­ნი მა­შინ ამ­ბობ­და, რომ "ვაგ­ნე­რის" და­მა­არ­სე­ბელ­მა, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა ცი­ხის კო­ლო­ნი­ი­დან წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს. ნუ­ჟი­ნი ამ­ბობ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წა­ვი­და, რათა უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს და­ნე­ბე­ბო­და და ტყვედ ჩა­ბა­რე­ბო­და.

"ეს იყო ჩემი გან­ზრახ­ვა", - ამ­ბობ­და ის. ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დარ­ჩე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც მისი ნა­თე­სა­ვე­ბი - და და ბიძა ცხოვ­რო­ბენ.

ნუ­ჟი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ტყვე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ნუ­ჟი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია, არც რუ­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს გა­უ­კე­თე­ბი­ათ რა­ი­მე კო­მენ­ტა­რი. რო­გორც გა­მო­ცე­მა "სოტა“ "ტე­ლეგ­რამ­ში" წერს, ურო­თი მკვლე­ლო­ბა "ვაგ­ნე­რის“ ერ­თგვა­რი "სა­ფირ­მო ნი­შა­ნია."

  • "ვაგ­ნე­რი“ რუ­სუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფია, რო­მე­ლიც არ ირი­ცხე­ბა არც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის ბა­ლანსზე და არც იუ­რი­დი­ულ პირ­თა რე­ესტრში, მაგ­რამ მისი მებ­რძო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ომებ­ში უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის სი­რი­ა­ში.

ამ ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვაა. მა­გა­ლი­თად, გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ მოხ­ვდა ნუ­ჟი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ტყვედ ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ კვლავ "ვაგ­ნე­რის" ხელ­ში.

უც­ნა­უ­რია ისიც, რომ სამ­ხედ­რო ტყვეს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში სი­ა­რუ­ლი. არის ვა­რა­უ­დე­ბი, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ ის ტყვე­ებ­ში გაც­ვა­ლა, მაგ­რამ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნის შვილ­მა, ილი­ამ, ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბერ­ში სთხო­ვა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ დახ­მა­რე­ბო­და მა­მის პოვ­ნა­ში. "რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი მა­მა­ჩე­მის ვი­დეო ვნა­ხე, მა­შინ­ვე დავ­რე­კე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­დაც მი­თხრეს: "ჩვენ არა­ფე­რი გვაქვს სა­ერ­თო ვაგ­ნე­რე­ლებ­თან, ეს არ არის ჩვე­ნი პრობ­ლე­მა. დავ­რე­კე კო­ლო­ნი­ა­ში, სა­დაც ის სას­ჯელს იხ­დი­და. რო­დე­საც მისი სა­ხე­ლი გა­ი­გეს, მი­თხრეს, - "არა­ფე­რი ვი­ცით" და გა­მი­თი­შეს", - ამ­ბობს ილია.

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტმა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა გუ­შინ, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ზე, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია ვაგ­ნე­რის ყო­ფი­ლი მებ­რძო­ლის ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნის სა­ვა­რა­უ­დოდ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა, პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. სი­მო­ნი­ა­ნის თქმით, "იმი­სათ­ვის, რომ გან­სა­ჯოთ რა ხდე­ბა ომში, მათ შო­რის "სი­სას­ტი­კე, გაბ­რა­ზე­ბა...“ სა­ჭი­როა, მო­ნა­წი­ლე­ობ­დეთ ომში."

"მათ, ვინც შეძრწუ­ნე­ბუ­ლია "ვაგ­ნე­რის" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი­სად­მი, ვე­ტყვი, რომ რომ არა ვაგ­ნე­რი, უფრო მეტი სიკ­ვდი­ლი იქ­ნე­ბო­და, უფრო მეტი ცო­ლე­ბი და შვი­ლე­ბი ატირ­დე­ბოდ­ნენ. უფრო მეტი ახალ­გაზ­რდა წა­ვი­დო­და ფრონტზე და მოკ­ვდე­ბო­და. დიახ, ასე იქ­ნე­ბო­და", - ამ­ბობს სი­მო­ნი­ა­ნი.

ვი­დე­ოს გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი და კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნიც:

"ამ შო­უ­ში ჩანს, რომ მან უკ­რა­ი­ნა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა ვერ იპო­ვა, სა­ნაც­ვლოდ შეხ­ვდა ბო­როტ, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ან ხალ­ხს. მგო­ნი ამ ფილ­მს ჰქვია "ძაღლს ძაღ­ლუ­რი სიკ­ვდი­ლი."

მშვე­ნი­ე­რი სა­რე­ჟი­სო­რო ნა­მუ­შე­ვა­რია, ერთი ამო­სუნ­თქვით შე­იძ­ლე­ბა ყუ­რე­ბა. იმე­დი მაქვს, გა­და­ღე­ბის დროს არც ერთი ცხო­ვე­ლი არ და­შა­ვე­ბუ­ლა", – ამ­ბობს პრი­გო­ჟი­ნი

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzirali
0

და როგორ მოხდა რომ ეს კაცი კიევში გაიტაცეს ვაგნერელებმა და მოკლეს????

111
10

ბოლოს ვრწმუნდები რომ რუსები სულ უფრო წააგვანან კაციჭამია სადისტებს ფილმიდან არასწორი მოსახვევი (wrong turn), მათთვის ორკების და გობლენების წოდება დიდი შეურაცმყოფა იქნებოდა ამ უკანასკნელებისთვის.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ ხალხს... "ძაღლს ძაღლური სიკვდილი" - "ვაგნერის" სისასტიკე, "სიკვდილით დასჯის" კადრები და რუსეთში შიშის დათესვის მცდელობა

"უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ ხალხს... "ძაღლს ძაღლური სიკვდილი" - "ვაგნერის" სისასტიკე, "სიკვდილით დასჯის" კადრები და რუსეთში შიშის დათესვის მცდელობა

სოციალურ ქსელებში საზოგადოების განხილვის საგანია ვიდეო, სადაც უკრაინის მხარეს გადასული (ტყვედ ჩაბარებული) რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლის, ევგენი ნუჟინის სავარაუდო სიკვდილით დასჯაა ასახული.

ვიდეო 13 ნოემბრის ღამეს, "ტელეგრამზე" "ვაგნერთან“ დაკავშირებულმა არხმა - Grey Zone გამოაქვეყნა. კადრებში ადამიანის სასტიკად წამებაა აღბეჭდილი, ამიტომ Ambebi.ge-ს რედაქცია მის ბმულს არ აზიარებს.

ვიდეოში ნაჩვენებია სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც თავზე აგურები აქვს წებოვანი ლენტით დამაგრებული. ის ამბობს, რომ 1967 წელს დაბადებული ევგენი ანატოლიევიჩ ნუჟინია. ასევე საუბრობს, რომ "წავიდა ფრონტზე, რათა გადასულიყო უკრაინის მხარეს." მისივე თქმით, 4 სექტემბერს მან თავისი გეგმა განახორციელა და "უკრაინის მხარეს გადავიდა."

მამაკაცის თქმით, 11 ნოემბერს კიევში, ქუჩაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად თავში რაღაც ჩაარტყეს, შედეგად გონება დაკარგა. მოგვიანებით კი სარდაფში გაეღვიძა, სადაც უთხრეს, რომ გაასამართლებდნენ. ამის შემდეგ ვიდეოში ჩანს, რომ მას ფიზიკურად სასტიკად უსწორდებიან და თავში უროს ურტყამენ.

  • ვინ არის ევგენი ნუჟინი?

უკრაინული მედია ნუჟინის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში წერდა. ტყვეობაში ყოფნისას მას უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ესაუბრა. ნუჟინი მაშინ ამბობდა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ციხის კოლონიიდან წაიყვანა, სადაც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ნუჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა, რათა უკრაინელ სამხედროებს დანებებოდა და ტყვედ ჩაბარებოდა.

"ეს იყო ჩემი განზრახვა", - ამბობდა ის. ამავე ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ომის დასრულების შემდეგ დარჩებოდა უკრაინაში, სადაც მისი ნათესავები - და და ბიძა ცხოვრობენ.

ნუჟინი უკრაინაში ტყვეობის პერიოდში

ოფიციალურად, ნუჟინის გარდაცვალება არავის დაუდასტურებია, არც რუსულ სამართალდამცავ ორგანოებს გაუკეთებიათ რაიმე კომენტარი. როგორც გამოცემა "სოტა“ "ტელეგრამში" წერს, უროთი მკვლელობა "ვაგნერის“ ერთგვარი "საფირმო ნიშანია."

  • "ვაგნერი“ რუსული არაოფიციალური შეიარაღებული ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება არც რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსზე და არც იურიდიულ პირთა რეესტრში, მაგრამ მისი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ ომებში უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის სირიაში.

ამ ისტორიაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად, გაუგებარია, როგორ მოხვდა ნუჟინი უკრაინაში ტყვედ ჩაბარების შემდეგ კვლავ "ვაგნერის" ხელში.

უცნაურია ისიც, რომ სამხედრო ტყვეს თავისუფლად შეეძლო კიევის ქუჩებში სიარული. არის ვარაუდები, რომ უკრაინულმა მხარემ ის ტყვეებში გაცვალა, მაგრამ ამ საქმესთან დაკავშირებით უკრაინის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ევგენი ნუჟინის შვილმა, ილიამ, ჯერ კიდევ ოქტომბერში სთხოვა რუსეთის ხელისუფლებას, რომ დახმარებოდა მამის პოვნაში. "როდესაც უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი მამაჩემის ვიდეო ვნახე, მაშინვე დავრეკე თავდაცვის სამინისტროში, სადაც მითხრეს: "ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ვაგნერელებთან, ეს არ არის ჩვენი პრობლემა. დავრეკე კოლონიაში, სადაც ის სასჯელს იხდიდა. როდესაც მისი სახელი გაიგეს, მითხრეს, - "არაფერი ვიცით" და გამითიშეს", - ამბობს ილია.

კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა გუშინ, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ნაჩვენებია ვაგნერის ყოფილი მებრძოლის ევგენი ნუჟინის სავარაუდოდ სიკვდილით დასჯა, პირველი კომენტარი გააკეთა. სიმონიანის თქმით, "იმისათვის, რომ განსაჯოთ რა ხდება ომში, მათ შორის "სისასტიკე, გაბრაზება...“ საჭიროა, მონაწილეობდეთ ომში."

"მათ, ვინც შეძრწუნებულია "ვაგნერის" დამოკიდებულებით მოღალატეებისადმი, ვეტყვი, რომ რომ არა ვაგნერი, უფრო მეტი სიკვდილი იქნებოდა, უფრო მეტი ცოლები და შვილები ატირდებოდნენ. უფრო მეტი ახალგაზრდა წავიდოდა ფრონტზე და მოკვდებოდა. დიახ, ასე იქნებოდა", - ამბობს სიმონიანი.

ვიდეოს გამოეხმაურა რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც:

"ამ შოუში ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ, მაგრამ სამართლიან ხალხს. მგონი ამ ფილმს ჰქვია "ძაღლს ძაღლური სიკვდილი."

მშვენიერი სარეჟისორო ნამუშევარია, ერთი ამოსუნთქვით შეიძლება ყურება. იმედი მაქვს, გადაღების დროს არც ერთი ცხოველი არ დაშავებულა", – ამბობს პრიგოჟინი

წაიკითხეთ ასევე: