სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი ტურისტები თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, "ვაგონებით“ ჩამოდიან... დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა" - სალომე ზურაბიშვილი
"რუსი ტურისტები თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, "ვაგონებით“ ჩამოდიან... დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა" - სალომე ზურაბიშვილი

დღეს რუსი ტუ­რის­ტე­ბი, თუ ლტოლ­ვი­ლე­ბი, არ ვი­ცით რა ვუ­წო­დოთ მათ, რომ­ლე­ბიც "ვა­გო­ნე­ბით" ჩა­მო­დი­ან... და­ახ­ლო­ე­ბით, 100 000. უფრო მეტი ჩა­მო­ვი­და და ისი­ნი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. მათ არ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი, გა­და­რი­ცხვე­ბი. ისე­ვე რო­გორც სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­მა, ჩვენც და­ვა­წე­სეთ ტო­ტა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, არ და­ვა­წე­სეთ ეროვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ, მა­გა­ლი­თად, მოლ­დო­ვამ, -ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ფრან­გულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან france info-ს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პას შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ შე­უ­ერ­თდა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს, რა­ზეც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ “ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი რამ არ არის ზუს­ტი. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა სან­ქცი­ებს.“

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე უფრო ნაკ­ლე­ბა­დაა რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"დღეს რუსი ტუ­რის­ტე­ბი, თუ ლტოლ­ვი­ლე­ბი, არ ვი­ცით რა ვუ­წო­დოთ მათ, რომ­ლე­ბიც «ვა­გო­ნე­ბით» ჩა­მო­დი­ან... და­ახ­ლო­ე­ბით, 100 000. უფრო მეტი ჩა­მო­ვი­და და ისი­ნი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. მათ არ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი, გა­და­რი­ცხვე­ბი. ისე­ვე რო­გორც სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­მა, ჩვენც და­ვა­წე­სეთ ტო­ტა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი. არ და­ვა­წე­სეთ ეროვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ, მა­გა­ლი­თად, მოლ­დო­ვამ. ეს არ არის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­კი­თხი. ჩვენ ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე უფრო ნაკ­ლე­ბად ვართ რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი; ენერ­გე­ტი­კულ სა­კი­თხებ­ში დიდი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გვაქვს. გაზი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მოგ­ვაქვს, არ გვაქვს რუ­სუ­ლი გაზი. ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი.

ზა­ფხულ­ში უფრო ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ ამ დროს შე­მოგ­ვაქვს თურ­ქე­თი­დან, რუ­სეთ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დებ­ში, 8%-ია, რაც სრუ­ლი­ად მარ­თვა­დია. ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გან­სა­ზღვრავს არა ეს იმ­პორ­ტი, არა­მედ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. რუ­სე­თი ბევ­რჯერ და­ი­მუქ­რა, რომ უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად, იქ [ჩვენს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე] ჩა­ა­ტა­რებ­და რე­ფე­რენ­დუ­მებს და მო­ახ­დენ­და ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სრულ ანექ­სი­ას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც უნდა იყოს ევ­რო­პის მკა­ფიო პა­სუ­ხი. მე არ ვფიქ­რობ, რომ ევ­რო­პას, ან მსოფ­ლი­ოს სჭირ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, კი­დევ ერთი კონ­ფლიქ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, არის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ოჯა­ხე­ბი, ის 100 000 რუსი, რო­მელ­მაც შეძ­ლო ჩა­მოს­ვლა, რად­გან ვი­ზის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი არი­ან, თქვენ რა­ღაც მო­მენ­ტში ამ­ბობ­დით, რომ გა­გე­უქ­მე­ბი­ნათ ეს უვი­ზო მი­მოს­ვლა, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რა ხდე­ბა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა: "მე ეს არ მით­ქვამს. მე ვთქვი, რომ სა­ჭი­რო იყო ამ შე­მოს­ვლე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლი. გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ეს პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არი­ან პუ­ტი­ნის არ­მი­ის წევ­რე­ბი, ისი­ნი სა­შუ­ა­ლო კლა­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, უფრო ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რუ­სეთ­ში თა­ვი­ანთ ად­გილს ვე­ღარ ხე­და­ვენ. ეს 10 თვეა რაც გრძელ­დე­ბა, იმ­დე­ნი­ვე, რამ­დე­ნიც ომი. იყო შე­მომ­სვლე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ტალ­ღა, მათ შო­რის, იყ­ვნენ სხვა­თა შო­რის ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რობ­დნენ. არ არის და­პი­რის­პი­რე­ბა არც უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებ­თან, რომ­ლებ­საც ასე­ვე ვი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით, 30 000 არი­ან და არც რუს და ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის, მი­უ­ხე­და­ვად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა. სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა...

ვი­ზე­ბი არის, ისე­ვე რო­გორც სხვე­ბის­თვის. არის 1 წლი­ა­ნი ვი­ზე­ბი. არ არის უვი­ზო რე­ჟი­მი, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის. მე ვთქვი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ზის ხან­გრძლი­ვო­ბა შეგ­ვეც­ვა­ლა. ეს სა­კი­თხი და­ხუ­რუ­ლი არ არის, და ჩვენ ვა­კონ­ტრო­ლებთ ამ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მელ­მაც ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, თავი და­აღ­წია მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას. ამ შე­კი­თხვა­ზე თეთ­რი ან შავი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, რთუ­ლია და უნდა ვმარ­თოთ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა france info-სთან სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
0

მეშინია ქ-ნ სალომეს ამ მთავრობის საწინააღმდეგო ნარატივი არ გამოუვიდეს-გლობალისტებისკენაა მიდრეკილი, მაგრამ ,მადლობა ღმერთს,ამჯერად წელში გავიმართე,მადლობა მას.

შიში ოხერია
16

ძლივს არ თქმა რეალობა (უი,,,ამას ომი უნდა)))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რუსი ტურისტები თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, "ვაგონებით“ ჩამოდიან... დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა" - სალომე ზურაბიშვილი

"რუსი ტურისტები თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, "ვაგონებით“ ჩამოდიან... დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა" - სალომე ზურაბიშვილი

დღეს რუსი ტურისტები, თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, რომლებიც "ვაგონებით" ჩამოდიან... დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა და ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ საბანკო ბარათები, გადარიცხვები. ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებმა, ჩვენც დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები, არ დავაწესეთ ეროვნული სანქციები, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, მაგალითად, მოლდოვამ, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან france info-ს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მაგალითად, ევროპას შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რაზეც ზურაბიშვილი განმარტავს, რომ “ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ზუსტი. უპირველეს ყოვლისა, საქართველო შეუერთდა სანქციებს.“

მისივე განმარტებით, საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ნაკლებადაა რუსეთზე დამოკიდებული.

"დღეს რუსი ტურისტები, თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, რომლებიც «ვაგონებით» ჩამოდიან... დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა და ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ საბანკო ბარათები, გადარიცხვები. ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებმა, ჩვენც დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები. არ დავაწესეთ ეროვნული სანქციები, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, მაგალითად, მოლდოვამ. ეს არ არის ცენტრალური საკითხი. ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ნაკლებად ვართ რუსეთზე დამოკიდებული; ენერგეტიკულ საკითხებში დიდი დამოუკიდებლობა გვაქვს. გაზი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, არ გვაქვს რუსული გაზი. ელექტროენერგიასთან დაკავშირებით გვაქვს ჰიდროელექტროსადგურები.

ზაფხულში უფრო ნაკლებად, მაგრამ ამ დროს შემოგვაქვს თურქეთიდან, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება, გარკვეული პერიოდებში, 8%-ია, რაც სრულიად მართვადია. ჩვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს არა ეს იმპორტი, არამედ ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი ბევრჯერ დაიმუქრა, რომ უკრაინის მსგავსად, იქ [ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ჩაატარებდა რეფერენდუმებს და მოახდენდა ამ ტერიტორიების სრულ ანექსიას. ამასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ევროპის მკაფიო პასუხი. მე არ ვფიქრობ, რომ ევროპას, ან მსოფლიოს სჭირდება, უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, კიდევ ერთი კონფლიქტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის ქართულ-რუსული ოჯახები, ის 100 000 რუსი, რომელმაც შეძლო ჩამოსვლა, რადგან ვიზისგან გათავისუფლებული არიან, თქვენ რაღაც მომენტში ამბობდით, რომ გაგეუქმებინათ ეს უვიზო მიმოსვლა, ამ საკითხთან დაკავშირებით რა ხდება, სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: "მე ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ საჭირო იყო ამ შემოსვლების მკაცრი კონტროლი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს პირები, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში არ არიან პუტინის არმიის წევრები, ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან, უფრო ახალგაზრდები, რომლებიც ამ სიტუაციაში, რუსეთში თავიანთ ადგილს ვეღარ ხედავენ. ეს 10 თვეა რაც გრძელდება, იმდენივე, რამდენიც ომი. იყო შემომსვლელების რამდენიმე ტალღა, მათ შორის, იყვნენ სხვათა შორის ქართველები, რომლებიც რუსეთში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ. არ არის დაპირისპირება არც უკრაინელ ლტოლვილებთან, რომლებსაც ასევე ვიღებთ საქართველოში, რომლებიც დაახლოებით, 30 000 არიან და არც რუს და ქართველ მოსახლეობას შორის, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიების არსებობისა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება...

ვიზები არის, ისევე როგორც სხვებისთვის. არის 1 წლიანი ვიზები. არ არის უვიზო რეჟიმი, ისევე როგორც ევროპელებისთვის. მე ვთქვი, რომ შესაძლებელია, სიტუაციიდან გამომდინარე, ვიზის ხანგრძლივობა შეგვეცვალა. ეს საკითხი დახურული არ არის, და ჩვენ ვაკონტროლებთ ამ მოსახლეობას, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, თავი დააღწია მობილიზაციას. ამ შეკითხვაზე თეთრი ან შავი პასუხი არ არსებობს, რთულია და უნდა ვმართოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა france info-სთან საუბრისას.