სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება ყურსასმენებთან ერთად - როგორ დავძლიოთ სტრესი მუსიკის დახმარებით
ცხოვრება ყურსასმენებთან ერთად - როგორ დავძლიოთ სტრესი მუსიკის დახმარებით

ხში­რად მი­ფიქ­რია იმა­ზე, თუ რო­გო­რი მო­სა­წყე­ნი იქ­ნე­ბო­და ცხოვ­რე­ბა ყურ­სას­მე­ნე­ბის გა­რე­შე. ალ­ბათ თქვენს გარ­შე­მოც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყველ­გან ყურ­სას­მე­ნე­ბით და­დი­ან, ჭა­მენ ყურ­სას­მე­ნე­ბით და ხან­და­ხან იძი­ნე­ბენ კი­დეც. შე­საძ­ლოა თქვენს კა­ბი­ნეტ­შიც ზის რო­მე­ლი­მე კო­ლე­გა, რომ­ლის ყურ­სას­მე­ნე­ბის დი­ნა­მი­კე­ბი­დან მუდ­მი­ვად ვი­ღაც „მღე­რის“. ბევ­რს უკ­ვირს და აინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ უს­მენს ეს ხალ­ხი მუდ­მი­ვად მუ­სი­კას?

თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია მუ­სი­კის გა­რე­შე, და სა­დაც არის მუ­სი­კა, არის ყურ­სას­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს ისი­ა­მოვ­ნო შენი საყ­ვა­რე­ლი მე­ლო­დი­ე­ბით ყველ­გან, ნე­ბის­მი­ერ დროს, სხვე­ბის შე­წუ­ხე­ბის გა­რე­შე.

ვფიქ­რობ, ყურ­სას­მე­ნებ­ზე და მუ­სი­კა­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად სტრე­სის დო­ნე­საც უკავ­შირ­დე­ბა. ყო­ველ ადა­მი­ანს აქვს მო­მენ­ტე­ბი, როცა გინ­დე­ბა გა­მო­დევ­ნო დაგ­რო­ვი­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი. მუ­სი­კა კი ამ მხრივ შე­სა­ნიშ­ნა­ვი დამ­ხმა­რეა. მა­გა­ლი­თად ჩემ­თვის, ყო­ველ დღე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბაც სტრე­სი და უსი­ა­მოვ­ნო რუ­ტი­ნაა. მგზავ­რო­ბის დროს ყო­ველ­თვის ვუს­მენ მუ­სი­კას, ან პოდ­კას­ტებს და დრო ისე უსას­რუ­ლო აღარ მეჩ­ვე­ნე­ბა, არც გარე ხმა­უ­რი მიშ­ლის ხელს. ყურ­სას­მე­ნე­ბი სიმ­ყუდ­რო­ვის გან­ცდას გიქ­მნის. თით­ქოს შენს პი­რად მიკ­რო­სამ­ყა­რო­ში იზო­ლირ­დე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლია იფიქ­რო რა­ზეც გინ­და.

იცით, რომ მუ­სი­კით მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და?

პი­თა­გო­რა, არის­ტო­ტე­ლე და პლა­ტო­ნი თვლიდ­ნენ, რომ მუ­სი­კას შე­უძ­ლია აღად­გი­ნოს დარ­ღვე­უ­ლი ჰარ­მო­ნია ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში. ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში თე­რა­პი­უ­ლი მიზ­ნით მუ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყეს. დღეს, მუ­სი­კის და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ და ეს მე­თო­დი, ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

რო­გორ ზე­მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მუ­სი­კა:

  • ნელი მი­ნო­რი - ხსნის მსუ­ბუქ სიმპტო­მებს, რო­გო­რი­ცაა სევ­და და ას­თე­ნია.
  • სწრა­ფი მი­ნო­რი - გეხ­მა­რე­ბა სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის და სუ­ი­ცი­დუ­რი გან­წყო­ბის დროს.
  • ნელი მა­ჟო­რი - მო­აქვს სიმ­შვი­დე და ჰარ­მო­ნი­ის გან­ცდა.
  • სწრა­ფი მა­ჟო­რი - გმა­ტებს ენერ­გი­ას.

ასე­ვე, და­აკ­ვირ­დით, თუ რო­მე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი საკ­რა­ვი მოქ­მე­დებს თქვენს გან­წყო­ბა­ზე სა­უ­კე­თე­სოდ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაა, რომ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს მი­თია. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის დიდ­ხანს მოს­მე­ნამ შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნი დეპ­რე­სი­ა­შიც კი ჩა­აგ­დოს.თე­რა­პი­ის­თვის არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მო­უს­მი­ნოთ ძა­ლი­ან სწრაფ, ხმა­მა­ღალ და დი­სო­ნან­სურ მუ­სი­კას, რად­გან ორ­გა­ნიზ­მში ად­რე­ნა­ლი­ნის დონე ყვე­ლას­თვის არ არის სა­სარ­გებ­ლო. აუ­დიო უნდა იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი, ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გქონ­დეთ ხა­რის­ხი­ა­ნი ყურ­სას­მე­ნე­ბი.

ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რამ­დე­ნად ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ყურ­სას­მე­ნე­ბი, მაგ­რამ თუ ისი­ნი რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის არ გჭირ­დე­ბათ (მა­გა­ლი­თად გე­ი­მინ­გი, აუ­დიო მონ­ტა­ჟი და სხვ.), შე­გიძ­ლი­ათ არ­ჩე­ვა­ნი ისეთ ბრენ­დებ­ზე გა­ა­კე­თოთ, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას ბი­უ­ჯე­ტურ ფა­სად ყი­დი­ან. ასეთ ბრენ­დებს შო­რის გა­მო­ვარ­ჩევ­დი USAMS-ს.

USAMS- ბი­უ­ჯე­ტურ მო­დე­ლებს შო­რის, სან­დო­ო­ბით და ხა­რის­ხით ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბრენ­დია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დე­რი კომ­პა­ნია პრო­დუქ­ცი­ას ჩი­ნეთ­ში აწარ­მო­ებს. Usams თით­ქმის ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა.

ყურ­სას­მენს აქვს სენ­სო­რი ყურ­სას­მენ­ზე; 28 სთ. მუ­შა­ო­ბა; BT5.1 ჩიპი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­თვის; 10 მეტ­რის დის­ტან­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი; სა­პა­სუ­ხო სიხ­ში­რე -30 Hz -20 KHz; დე­ცი­ბე­ლი შე­ზღუ­დუ­ლი - ხმის სიხ­ში­რე 95 dB.

უკა­ბე­ლო ყურ­სას­მე­ნე­ბის ბა­ზარ­ზე და­ნერგვა უდა­ვოდ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვაა ყვე­ლა მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლის­თვის. კა­ბე­ლე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი გა­დახ­ლარ­თვა და მათი გას­წო­რე­ბა წარ­სულს ჩა­ბარ­და, რაც ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი ამ­ბა­ვია.

გან­წყო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და სტრე­სის და­საძ­ლე­ვად ხში­რად უს­მი­ნეთ მუ­სი­კას. რო­გორც კი დარ­წმუნ­დე­ბით, რომ მუ­სი­კას ჯა­დოს­ნუ­რი ძალა აქვს, ყურ­სას­მე­ნი თქვე­ნი გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რი გახ­დე­ბა.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

ცხოვრება ყურსასმენებთან ერთად - როგორ დავძლიოთ სტრესი მუსიკის დახმარებით

ცხოვრება ყურსასმენებთან ერთად - როგორ დავძლიოთ სტრესი მუსიკის დახმარებით

ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორი მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება ყურსასმენების გარეშე. ალბათ თქვენს გარშემოც არიან ადამიანები, რომლებიც ყველგან ყურსასმენებით დადიან, ჭამენ ყურსასმენებით და ხანდახან იძინებენ კიდეც. შესაძლოა თქვენს კაბინეტშიც ზის რომელიმე კოლეგა, რომლის ყურსასმენების დინამიკებიდან მუდმივად ვიღაც „მღერის“. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ უსმენს ეს ხალხი მუდმივად მუსიკას?

თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია მუსიკის გარეშე, და სადაც არის მუსიკა, არის ყურსასმენები, რომლებიც საშუალებას გაძლევს ისიამოვნო შენი საყვარელი მელოდიებით ყველგან, ნებისმიერ დროს, სხვების შეწუხების გარეშე.

ვფიქრობ, ყურსასმენებზე და მუსიკაზე მიჯაჭვულობა გარკვეულწილად სტრესის დონესაც უკავშირდება. ყოველ ადამიანს აქვს მომენტები, როცა გინდება გამოდევნო დაგროვილი ნეგატიური ემოციები. მუსიკა კი ამ მხრივ შესანიშნავი დამხმარეა. მაგალითად ჩემთვის, ყოველ დღე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაც სტრესი და უსიამოვნო რუტინაა. მგზავრობის დროს ყოველთვის ვუსმენ მუსიკას, ან პოდკასტებს და დრო ისე უსასრულო აღარ მეჩვენება, არც გარე ხმაური მიშლის ხელს. ყურსასმენები სიმყუდროვის განცდას გიქმნის. თითქოს შენს პირად მიკროსამყაროში იზოლირდები, სადაც შეგიძლია იფიქრო რაზეც გინდა.

იცით, რომ მუსიკით მკურნალობის მეთოდი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა?

პითაგორა, არისტოტელე და პლატონი თვლიდნენ, რომ მუსიკას შეუძლია აღადგინოს დარღვეული ჰარმონია ადამიანის სხეულში. ფსიქიატრიაში თერაპიული მიზნით მუსიკის გამოყენება მე-19 საუკუნეში დაიწყეს. დღეს, მუსიკის დადებითი გავლენა დადასტურებულია სპეციალისტების მიერ და ეს მეთოდი, ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

როგორ ზემოქმედებს სხვადასხვანაირი მუსიკა:

  • ნელი მინორი - ხსნის მსუბუქ სიმპტომებს, როგორიცაა სევდა და ასთენია.
  • სწრაფი მინორი - გეხმარება სასოწარკვეთილების, გაღიზიანების და სუიციდური განწყობის დროს.
  • ნელი მაჟორი - მოაქვს სიმშვიდე და ჰარმონიის განცდა.
  • სწრაფი მაჟორი - გმატებს ენერგიას.

ასევე, დააკვირდით, თუ რომელი კონკრეტული საკრავი მოქმედებს თქვენს განწყობაზე საუკეთესოდ. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ კლასიკური მუსიკა ყველაზე სასარგებლოა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მითია. კლასიკური მუსიკის დიდხანს მოსმენამ შესაძლოა ადამიანი დეპრესიაშიც კი ჩააგდოს.თერაპიისთვის არ არის რეკომენდებული მოუსმინოთ ძალიან სწრაფ, ხმამაღალ და დისონანსურ მუსიკას, რადგან ორგანიზმში ადრენალინის დონე ყველასთვის არ არის სასარგებლო. აუდიო უნდა იყოს ხარისხიანი, ხარვეზების გარეშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გქონდეთ ხარისხიანი ყურსასმენები.

ყველამ კარგად ვიცით, რამდენად ძვირი სიამოვნებაა მაღალი ხარისხის პროფესიონალური ყურსასმენები, მაგრამ თუ ისინი რაიმე კონკრეტული მიზნებისთვის არ გჭირდებათ (მაგალითად გეიმინგი, აუდიო მონტაჟი და სხვ.), შეგიძლიათ არჩევანი ისეთ ბრენდებზე გააკეთოთ, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას ბიუჯეტურ ფასად ყიდიან. ასეთ ბრენდებს შორის გამოვარჩევდი USAMS-ს.

USAMS- ბიუჯეტურ მოდელებს შორის, სანდოობით და ხარისხით ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია. საერთაშორისო ლიდერი კომპანია პროდუქციას ჩინეთში აწარმოებს. Usams თითქმის ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი და 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

ყურსასმენს აქვს სენსორი ყურსასმენზე; 28 სთ. მუშაობა; BT5.1 ჩიპი სწრაფი რეაგირებისთვის; 10 მეტრის დისტანციაზე საუბარი; საპასუხო სიხშირე -30 Hz -20 KHz; დეციბელი შეზღუდული - ხმის სიხშირე 95 dB.

უკაბელო ყურსასმენების ბაზარზე დანერგვა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევაა ყველა მუსიკის მოყვარულისთვის. კაბელების გაუთავებელი გადახლართვა და მათი გასწორება წარსულს ჩაბარდა, რაც ალბათ დამეთანხმებით, ძალიან კარგი ამბავია.

განწყობის გასაუმჯობესებლად და სტრესის დასაძლევად ხშირად უსმინეთ მუსიკას. როგორც კი დარწმუნდებით, რომ მუსიკას ჯადოსნური ძალა აქვს, ყურსასმენი თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება.

ავტორი: თეა ინასარიძე