პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "ზორო" მსოფლიოს ჩემპიონია - სანდრო ბაზაძის წარმატების გზა: "მამამ დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ადგილის დამკვიდრება"
ქართველი "ზორო" მსოფლიოს ჩემპიონია - სანდრო ბაზაძის წარმატების გზა: "მამამ დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ადგილის დამკვიდრება"

ქარ­თვე­ლი ხმლით მო­ფა­რი­კა­ვე სან­დრო ბა­ზა­ძე ალ­ჟი­რის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ბა­ზა­ძემ ფი­ნა­ლურ ორ­თაბ­რძო­ლა­ში იტა­ლი­ე­ლი ლუ­ი­ჯი სა­მე­ლე და­ა­მარ­ცხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სან­დრო ბა­ზა­ძემ უკვე მე­ო­თხედ მო­ა­ხერ­ხა მსოფ­ლი­ოს თას­ზე მედ­ლის მო­პო­ვე­ბა.

აქამ­დე მსოფ­ლიო თა­სის ეგი­დით სან­დრო ბა­ზა­ძეს ერთი ბრინ­ჯა­ოს, ერთი ვერ­ცხლის და ერთი ოქ­როს მე­და­ლი ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი.

  • Ambebi.ge-ს არ­ქივ­ში არის ინ­ტერ­ვიუ უკვე ლე­გენ­დად ქცე­ულ სპორ­ტსმენ­თან, რო­მელ­საც მე­გობ­რე­ბი "ზო­როს" ეძა­ხია. სან­დროს თქმით, მას მა­მამ და ძმამ უბიძ­გეს, რომ ეს გზა აერ­ჩია.

"ერთი ძმა მყავს, ბექა და ისიც მო­ფა­რი­კა­ვეა. ჩე­მამ­დე და­ი­წყო ფა­რი­კა­ო­ბა და სტი­მუ­ლიც მან მომ­ცა. ბექა 4 წლით უფ­რო­სია ჩემ­ზე, რო­გორც წესი, ძმა ძმის­თვის სა­მა­გა­ლი­თოა ხოლ­მე, და მეც ეს სპორ­ტი ავირ­ჩიე. მამა - მე­რაბ ბა­ზა­ძეც მო­ფა­რი­კა­ვე იყო. ერთი სი­ტყვით, მათ მი­ბიძ­გეს, ამ გზას დავ­დგო­მო­დი, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას ვაგ­რძე­ლებ...

სხვა­თა შო­რის, ფა­რი­კა­ო­ბა­ზე გვი­ან შე­ვე­დი - 14 წლის. მა­ნამ­დე ფეხ­ბურთზე დავ­დი­ო­დი, კარ­გა­დაც ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო, აღარ გა­ვაგ­რძე­ლე ვარ­ჯი­ში და კა­რი­ე­რა. ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი და ის ადა­მი­ა­ნი, ვინც აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა, არის მე­რაბ ბა­ზა­ძე - მა­მა­ჩე­მი, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი ძალა, ენერ­გია, გული და სული ჩადო იმა­ში, რომ მე ამ დო­ნემ­დე მი­მეღ­წია და აქამ­დე მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ვფიქ­რობ, მა­მას იმე­დებს ვუ­მარ­თლებ, თან ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. ბექა ჩვე­ნი გუნ­დის კა­პი­ტა­ნია და ძა­ლი­ან კარ­გი სპორ­ტსმე­ნი, მას ყვე­ლა პა­ტივს სცემს. ოთხკა­ცი­ა­ნია ჩვე­ნი ჯგუ­ფი და ბექა ერთ-ერთი ლი­დე­რია მას­ში. დე­დაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს ხელი შე­მი­წყოს, ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაც უდა­ვოა.", - ამ­ბობ­და ბა­ზა­ძე.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ:

გა­მი­მარ­თლა ასე­თი მე­უღ­ლე რომ მყავს. სა­ლო­მე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­ში, ის ჩემი მო­ტი­ვა­ცი­აა. ჩვენ პა­ტა­რა, 3 წლის დაჩი გვყავს. ხში­რად დიდი ხნით მი­წევს ქვეყ­ნი­დან წას­ვლა, მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ლო­მე მიმ­სუ­ბუ­ქებს და მე­უბ­ნე­ბა, არ ინერ­ვი­უ­ლო, სა­ფიქ­რა­ლი არა­ფე­რი გქონ­დე­სო. ეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის. სა­ლო­მე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო, რო­მე­ლიც მისი პა­რა­ლე­ლურ კლა­სე­ლი იყო. იმ წელს ქო­ბუ­ლეთ­ში ვის­ვე­ნებ­დით, იქ ვნა­ხე და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სიმ­პა­თია გა­მიჩ­ნდა მის მი­მართ, სა­ლო­მე ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასეც იქ­ნე­ბა. სა­ლო­მე ბიზ­ნესს სწავ­ლობს, სხვა­თა შო­რის, ის ჩვენს ფე­დე­რა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს და ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა შე­ჯიბ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ის უძღვე­ბა პი­არ­საც და ა.შ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ... დიდი იმე­დი მაქვს, და­ჩიც ჩემს გზას გა­აგ­რძე­ლებს, არა­ფერს და­ვა­ძა­ლებ, მაგ­რამ დიდი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია გა­აგ­რძე­ლოს და იფა­რი­კა­ოს. ვნა­ხოთ, თუ მო­ინ­დო­მებს, მე ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­წყობ ხელს.

  • მიღ­წე­ვე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი რომ გავ­ხდი, რა თქმა უნდა, ჩემ­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ ჩემი კა­რი­ე­რის მე­სა­მე წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი 20 წლამ­დე ასაკ­ში და ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა. მა­შინ უაღ­რე­სად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და დღემ­დე მახ­სოვს ეს გრძნო­ბა, რო­გორ გა­ვა­ხა­რე ჩემი მწვრთნე­ლი მამა, მან და­ი­ნა­ხა, რომ ამ სპორ­ტში შე­მეძ­ლო ჩემი ად­გი­ლი და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა. ამ შე­დე­გის შემ­დეგ მო­ვუ­მა­ტე ვარ­ჯიშს და ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბას.

შემ­დეგ კი­დევ ორ­ჯერ გავ­ხდი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, უკვე 23 წლამ­დე ასაკ­ში, ბევ­რჯერ მაქვს მო­გე­ბუ­ლი მსოფ­ლიო თასი ახალ­გაზ­რდებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც ბევ­რჯერ გავ­ხდი. შემ­დეგ, უკვე დი­დებ­ში, სამ­ჯერ მაქვს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი,10-ჯერ გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი... მარ­თა­ლია, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მე-4 ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე, მაგ­რამ ესეც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო ჩემ­თვის და ალ­ბათ იმით, რომ უფრო მეტს ვმუ­შა­ობ თავ­ზე. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მა­ინც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბია. მა­ნამ­დე მსოფ­ლი­ოს თასი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მექ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია მა­ინც ოლიმ­პი­ა­დაა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

გილოცავ... და გმადლობთ!!!

მამუკა
0

მაგარი სპორტსმენი. ოლიმპიური ოქრო უნდა მოიპოვოს. მას ამის გაკეთება შეუძლია.წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქართველი "ზორო" მსოფლიოს ჩემპიონია - სანდრო ბაზაძის წარმატების გზა: "მამამ დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ადგილის დამკვიდრება"

ქართველი "ზორო" მსოფლიოს ჩემპიონია - სანდრო ბაზაძის წარმატების გზა: "მამამ დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ადგილის დამკვიდრება"

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ალჟირის დედაქალაქში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია. ბაზაძემ ფინალურ ორთაბრძოლაში იტალიელი ლუიჯი სამელე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ უკვე მეოთხედ მოახერხა მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება.

აქამდე მსოფლიო თასის ეგიდით სანდრო ბაზაძეს ერთი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი ჰქონდა მოპოვებული.

  • Ambebi.ge-ს არქივში არის ინტერვიუ უკვე ლეგენდად ქცეულ სპორტსმენთან, რომელსაც მეგობრები "ზოროს" ეძახია. სანდროს თქმით, მას მამამ და ძმამ უბიძგეს, რომ ეს გზა აერჩია.

"ერთი ძმა მყავს, ბექა და ისიც მოფარიკავეა. ჩემამდე დაიწყო ფარიკაობა და სტიმულიც მან მომცა. ბექა 4 წლით უფროსია ჩემზე, როგორც წესი, ძმა ძმისთვის სამაგალითოა ხოლმე, და მეც ეს სპორტი ავირჩიე. მამა - მერაბ ბაზაძეც მოფარიკავე იყო. ერთი სიტყვით, მათ მიბიძგეს, ამ გზას დავდგომოდი, ოჯახურ ტრადიციას ვაგრძელებ...

სხვათა შორის, ფარიკაობაზე გვიან შევედი - 14 წლის. მანამდე ფეხბურთზე დავდიოდი, კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, აღარ გავაგრძელე ვარჯიში და კარიერა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი პირველი მწვრთნელი და ის ადამიანი, ვინც აქამდე მომიყვანა, არის მერაბ ბაზაძე - მამაჩემი, რომელმაც მთელი თავისი ძალა, ენერგია, გული და სული ჩადო იმაში, რომ მე ამ დონემდე მიმეღწია და აქამდე მოვსულიყავი. ვფიქრობ, მამას იმედებს ვუმართლებ, თან ჯერ ყველაფერი წინ არის. ბექა ჩვენი გუნდის კაპიტანია და ძალიან კარგი სპორტსმენი, მას ყველა პატივს სცემს. ოთხკაციანია ჩვენი ჯგუფი და ბექა ერთ-ერთი ლიდერია მასში. დედაც ძალიან მეხმარება და ყველანაირად ცდილობს ხელი შემიწყოს, ჩემს წარმატებაში მისი დამსახურებაც უდავოა.", - ამბობდა ბაზაძე.

  • პირადი ცხოვრების შესახებ:

გამიმართლა ასეთი მეუღლე რომ მყავს. სალომე ძალიან მეხმარება და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი შედეგების მიღწევაში, ის ჩემი მოტივაციაა. ჩვენ პატარა, 3 წლის დაჩი გვყავს. ხშირად დიდი ხნით მიწევს ქვეყნიდან წასვლა, მდგომარეობას სალომე მიმსუბუქებს და მეუბნება, არ ინერვიულო, საფიქრალი არაფერი გქონდესო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. სალომე ჩემმა მეგობარმა გამაცნო, რომელიც მისი პარალელურ კლასელი იყო. იმ წელს ქობულეთში ვისვენებდით, იქ ვნახე და პირველივე დღიდან სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ, სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება. სალომე ბიზნესს სწავლობს, სხვათა შორის, ის ჩვენს ფედერაციაში მუშაობს და ძალიან დაგვეხმარა შეჯიბრის ორგანიზებაში, ის უძღვება პიარსაც და ა.შ. ძალიან ბედნიერები ვართ... დიდი იმედი მაქვს, დაჩიც ჩემს გზას გააგრძელებს, არაფერს დავაძალებ, მაგრამ დიდი სურვილი მექნება, რომ ჩვენი ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს და იფარიკაოს. ვნახოთ, თუ მოინდომებს, მე ყველანაირად შევუწყობ ხელს.

  • მიღწევები

საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სიხარული იყო, მაგრამ ჩემი კარიერის მესამე წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი 20 წლამდე ასაკში და ეს იყო ყველაზე დიდი პირველი წარმატება. მაშინ უაღრესად ბედნიერი ვიყავი და დღემდე მახსოვს ეს გრძნობა, როგორ გავახარე ჩემი მწვრთნელი მამა, მან დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა. ამ შედეგის შემდეგ მოვუმატე ვარჯიშს და ჩემს თავზე მუშაობას.

შემდეგ კიდევ ორჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი, უკვე 23 წლამდე ასაკში, ბევრჯერ მაქვს მოგებული მსოფლიო თასი ახალგაზრდებში, საქართველოს ჩემპიონიც ბევრჯერ გავხდი. შემდეგ, უკვე დიდებში, სამჯერ მაქვს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოპოვებული,10-ჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი... მართალია, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ადგილი მოვიპოვე, მაგრამ ესეც უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის და ალბათ იმით, რომ უფრო მეტს ვმუშაობ თავზე. ჩემი მთავარი მიზანი მაინც ოლიმპიური თამაშებია. მანამდე მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი მექნება, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოტივაცია მაინც ოლიმპიადაა.