მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაქცეული ვარსკვლავების" ფოტო, რომელმაც რუსები გააღიზიანა - პუგაჩოვას, სობჩაკის ყოფილი ქმრისა და სხვა ცნობილების შეხვედრა ისრაელში: "სამშობლოს მოღალატეები"
"გაქცეული ვარსკვლავების" ფოტო, რომელმაც რუსები გააღიზიანა - პუგაჩოვას, სობჩაკის ყოფილი ქმრისა და სხვა ცნობილების შეხვედრა ისრაელში: "სამშობლოს მოღალატეები"

ალა პუ­გა­ჩო­ვა, სე­მი­ონ სლე­პა­კო­ვი, მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი და რუ­სე­თი­დან წა­სუ­ლი სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბი ის­რა­ელ­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, რა­მაც რუ­სუ­ლი მე­დია ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის შეხ­ვედ­რას, სამ­შობ­ლო­ში მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის შეკ­რე­ბა უწო­დეს.

ალა პუ­გა­ჩო­ვას­თან ერ­თად ფო­ტო­ზე ჩანს მაქს ვი­ტორ­გა­ნი. ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ქსე­ნია სობ­ჩა­კის ყო­ფი­ლი ქმა­რია. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბამ­დე კი ვი­ტორ­გა­ნი ნინო ნი­ნი­ძე­ზე იყო გა­მიჯ­ნუ­რე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც მაქსმა რუ­სე­თი და­ტო­ვა, მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ ნი­ნი­ძე მი­ა­ტო­ვა, რის გა­მოც, ქალს სე­რი­ო­ზუ­ლი დეპ­რე­სია და­ე­მარ­თა. მაქ­სიმ ვი­ტორ­გან­მა ადრე ინ­ტერ­ვი­უ­ში ომის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ არ იცის „რო­გორ აუხ­სნას ბავ­შვებს ის, რაც ახლა ხდე­ბა“.

ფო­ტო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ნა­წი­ლი დღეს სამ­შობ­ლო­ში უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბად არი­ან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლე­ბი, დაბ­ლო­კი­ლია მათი კონ­ცერ­ტე­ბი და თე­ატ­რა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი. ფო­ტო­ზე არ ჩანს ქსე­ნია სობ­ჩა­კი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქალს ჩუ­მად ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ის­რა­ელ­ში გა­და­სუ­ლი სობ­ჩა­კი და ვი­ტორ­გა­ნი, შე­საძ­ლოა, ისევ გა­ერ­თი­ან­დნენ და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლონ.

ნი­უ­სის კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, რომ შე­საძ­ლოა, ფოტო ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა გა­და­ი­ღო. რო­გორც ჩანს, მაქს ვი­ტორ­გა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა ნინო ნი­ნი­ძეს­თან ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ.მ.
2

ალა ბორისოვნა!❤ძლიერი ქალის ეტალონი! 

თ.მ.
0

ალა უმაგრესი ქალი!❤

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაქცეული ვარსკვლავების" ფოტო, რომელმაც რუსები გააღიზიანა - პუგაჩოვას, სობჩაკის ყოფილი ქმრისა და სხვა ცნობილების შეხვედრა ისრაელში: "სამშობლოს მოღალატეები"

"გაქცეული ვარსკვლავების" ფოტო, რომელმაც რუსები გააღიზიანა - პუგაჩოვას, სობჩაკის ყოფილი ქმრისა და სხვა ცნობილების შეხვედრა ისრაელში: "სამშობლოს მოღალატეები"

ალა პუგაჩოვა, სემიონ სლეპაკოვი, მაქსიმ ვიტორგანი და რუსეთიდან წასული სხვა ვარსკვლავები ისრაელში შეხვდნენ ერთმანეთს, რამაც რუსული მედია ძალიან გააღიზიანა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული ვარსკვლავების შეხვედრას, სამშობლოში მოღალატეების შეკრება უწოდეს.

ალა პუგაჩოვასთან ერთად ფოტოზე ჩანს მაქს ვიტორგანი. ცნობილი მსახიობი ქსენია სობჩაკის ყოფილი ქმარია. წყვილს საერთო შვილი ჰყავთ. რუსეთის დატოვებამდე კი ვიტორგანი ნინო ნინიძეზე იყო გამიჯნურებული. მას შემდეგ, რაც მაქსმა რუსეთი დატოვა, მედიაში წერდნენ, რომ ნინიძე მიატოვა, რის გამოც, ქალს სერიოზული დეპრესია დაემართა. მაქსიმ ვიტორგანმა ადრე ინტერვიუში ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იცის „როგორ აუხსნას ბავშვებს ის, რაც ახლა ხდება“.

ფოტოზე წარმოდგენილი ვარსკვლავების ნაწილი დღეს სამშობლოში უცხოეთის აგენტებად არიან გამოცხადებულები, დაბლოკილია მათი კონცერტები და თეატრალური სპექტაკლები. ფოტოზე არ ჩანს ქსენია სობჩაკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ქვეყანა და როგორც აღმოჩნდა, ქალს ჩუმად ისრაელის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. რუსული მედია წერს, რომ ისრაელში გადასული სობჩაკი და ვიტორგანი, შესაძლოა, ისევ გაერთიანდნენ და ოჯახური ცხოვრება გააგრძელონ.

ნიუსის კომენტარებში წერენ, რომ შესაძლოა, ფოტო ქსენია სობჩაკმა გადაიღო. როგორც ჩანს, მაქს ვიტორგანის ურთიერთობა ნინო ნინიძესთან ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.