სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემის ბაბუა იყო მღვდელი, ჰოდა, როგორც ჩანს, აგენი ყველა ლოცულობდნენ, მეუღლედ ნატო რომ შემხვედროდა" - ბათუმის კოლორიტი, "გადარეული" წყვილის სიყვარულის ისტორია
"დედაჩემის ბაბუა იყო მღვდელი, ჰოდა, როგორც ჩანს, აგენი ყველა ლოცულობდნენ, მეუღლედ ნატო რომ შემხვედროდა" - ბათუმის კოლორიტი, "გადარეული" წყვილის სიყვარულის ისტორია

მათ სიყ­ვა­რუ­ლით "გა­და­რე­უ­ლებს“ ვუ­წო­დებ და სწო­რედ ასე წა­ვუმ­ძღვა­რე იმ ვი­დე­ო­საც, რო­მე­ლიც ამ შე­მოდ­გო­მას, ბა­თუმ­ში, ჩემი მუ­სი­კო­სი მე­გობ­რე­ბის - კახა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი­სა და ნატო თურ­მა­ნი­ძის ოჯახ­ში გა­და­ვი­ღე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუკ­ზე“ ავ­ტვირ­თე. კახა-ნა­ტოს წყვი­ლის ექ­სპრომ­ტად შეს­რუ­ლე­ბულ­მა - "ბი­ჭოვ, ბი­ჭოვ, შავ­თვა­ლავ“ მარ­თლაც და­ი­პყრო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი. სარ­ე­კორ­დო ნახ­ვა და გა­ზი­ა­რე­ბა ჰქონ­და, ფაქ­ტია, პი­რად­შიც კი მწერ­დნენ უც­ნო­ბე­ბი თუ ნაც­ნო­ბე­ბი და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ეს დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვინ არი­ა­ნო? სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სა­გან­გე­ბოდ წარ­მედ­გი­ნა მათი ოჯა­ხი.

იმი­ტომ არა, რომ ჩემ­თვის ძვირ­ფა­სე­ბი არი­ან, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად გე­ტყვით, რომ ამ წყვი­ლის მსგავ­სი იშ­ვი­ა­თად თუ შემ­ხვედ­რია სად­მე. ფაქ­ტობ­რი­ვად, უნი­კა­ლუ­რე­ბი არი­ან, გა­მორ­ჩე­უ­ლად გუ­ლი­ა­ნე­ბი, თბი­ლე­ბი, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი - რამ­დე­ნი­მე ინ­სტრუ­მენტზე უკ­რა­ვენ, მღე­რი­ან, სტუ­დი­ა­ში თა­ო­ბებს ზრდი­ან, კლი­პებს იღე­ბენ, თა­ნაგ­რძნო­ბა და თა­ნად­გო­მა არ ეშ­ლე­ბათ და დიდ სიყ­ვა­რულს და­ა­ტა­რე­ბენ! ენაკ­ვი­მა­ტი და იუ­მო­რით სავ­სე კახა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი დღეს უკვე აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­ჟი­სო­რია, მუ­დამ ხმა­უ­რი­ა­ნი და ხა­ლი­სი­ა­ნი - სტუმ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი - საქ­მე­ში. ნატო თურ­მა­ნი­ძე - თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი დი­ა­სახ­ლი­სი და, ამა­ვე დროს - შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სი, მომ­ღე­რა­ლი და პე­და­გო­გია. 28 წე­ლი­წა­დია, რაც ოჯა­ხი შექ­მნეს და ორი უსაყ­ვარ­ლე­სი შვი­ლი ჰყავთ - ციცი და გი­ორ­გი. დიდი გან­საც­დე­ლი გა­ი­ა­რეს, რო­დე­საც წლე­ბის წინ გიოს მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, უფ­ლის და გიოს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. სხვა­თა შო­რის, გიო "კვი­რის პა­ლიტ­რის“ შვი­ლო­ბი­ლა­დაც კი გვყავს, ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ჩვენც ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ და ჩვენ­მა კო­ლე­გა-მე­გობ­რებ­მაც, უპირ­ვე­ლე­სად კი - ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ნა­თია დო­ლი­ძემ და ესმა კუნ­ჭუ­ლი­ამ, რომ­ლებ­საც კახა დღემ­დე გიოს გა­დამ­რჩე­ნე­ლებ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს. ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ვერც ამ უდი­დეს­მა ტკი­ვილ­მა გა­ტე­ხა და დღემ­დე რწმე­ნით, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სიმ­ღე­რით ბევრ კარგ საქ­მეს აკე­თე­ბენ.

ნატო თურ­მა­ნი­ძე:

- ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს, სიმ­ღე­რა "ბი­ჭოვ, ბი­ჭოვ, შავ­თვა­ლავ“, რო­მე­ლიც შენ გა­და­ი­ღე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თე, სა­ი­დან ვიცი, მაგ­რამ ის კი მახ­სოვს, ახა­ლი შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, კა­ხას რომ ვას­წავ­ლე. ერ­თად და­ვა­მუ­შა­ვეთ და მას შემ­დეგ ვმღე­რით. სხვა­თა შო­რის, ეს სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჩემს დე­დამ­თილს - ცი­ა­ლა ჩი­ჩუ­ას, ხში­რად მთხოვ­და ხოლ­მე, "ბი­ჭოვ, ბი­ჭოვ“ დო­უ­კა­რიო.

კახა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი:

- დე­და­ჩე­მის ბა­ბუა იყო მღვდე­ლი. ჰოდა, რო­გორც ჩანს, აგე­ნი ყვე­ლა ჩემ­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ, მე­უღ­ლედ ნატო რომ შემ­ხვედ­რო­და. ვთქვათ, რომ გკი­თხონ, რა გიყ­ვარს ყვე­ლა­ზე მე­ტა­დო, რას უპა­სუ­ხებ? ასეა ჩემ­თვის ნატო - ეს არის ჩემი ან­გე­ლო­ზი, ჩემი ანა­ნა­სიც, ბა­ნა­ნიც, თაფ­ლიც, ნატო ჩემი ცო­ლი­ცაა, ძმა­კა­ციც და... ყვე­ლა­ფე­რი.

- თქვე­ნი გაც­ნო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, ვიცი, გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია თქვენს მშობ­ლებ­თან - ნატო, შენს მა­მას, სამ­წუ­ხა­როდ, არ ვიც­ნობ­დი და კახა, შენს გა­სა­ო­ცარ დე­დი­კოს - უშ­რე­ტი ენერ­გი­ი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მა­ტა­რე­ბელ, ჩემს ძვირ­ფას ცი­ა­ლა დე­ი­დას და მის ძმას, ბა­ტონ ჯე­მალ ჩი­ჩუ­ას კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვიც­ნობ­დი და უდი­დეს პა­ტივს ვცემ­დი.

კახა:

- დე­და­ჩემ­მა ცი­ა­ლა ჩი­ჩუ­ამ აჭა­რა­ში ხალ­ხურ საკ­რავ­თა პირ­ვე­ლი ორ­კესტრი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ამ ორ­კესტრით ტაშ­კენ­ტშიც გა­მო­ვიდ­ნენ და მოს­კოვ­შიც და სსრკ-ის სა­ხალ­ხოს წო­დე­ბა ჩა­მო­უ­ტა­ნეს აჭა­რას. მა­შინ ეს ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო. ნა­ტოს მამა - გუ­რამ თურ­მა­ნი­ძე, ხომ, მთელ ბა­თუმს უყ­ვარ­და! შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფოლკ­ლო­რის­ტი იყო, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­თან ერ­თად აჭა­რის სოფ­ლებ­ში და­დი­ო­და და სო­ფელ-სო­ფელ აგ­რო­ვებ­და ძველ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს. მის და­მუ­შა­ვე­ბულ სიმ­ღე­რებს, აჭა­რულ "ვე­ნა­ხოს“ და კი­დევ ბევ­რს, დღე­საც მღე­რი­ან ქე­და­სა და აჭა­რის სხვა და­ბებ­ში.

ნატო:

- ჩემ­მა ბა­ბუ­ამ, რე­ვაზ თურ­მა­ნი­ძემ მო­ი­ძია და ნო­ტე­ბით ჩა­წე­რა ბევ­რი აჭა­რუ­ლი სიმ­ღე­რა, მათ შო­რის - "ჩაღ­მა ჩაყ­რი­ლო ვე­ნა­ხოც“. მისი საქ­მე შემ­დეგ მა­მა­ჩემ­მა გა­ნაგ­რძო. მამა ბა­თუ­მის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე იყო, კა­ხას დედა, ცი­ა­ლა ჩი­ჩუა კი - ბა­თუ­მის ფი­ლარ­მო­ნი­ის დი­რექ­ტო­რი.

ნა­ტოს მამა გუ­რამ თურ­მა­ნი­ძე

გუ­რა­მი და ცი­ა­ლა ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­დნენ, ჭირ­სა და ლხინს ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რებ­დნენ და კა­ბი­ნე­ტე­ბიც კი გვერ­დიგ­ვერდ ჰქონ­დათ. ცი­ა­ლა თა­ოს­ნობ­და, თურ­მე, ჩემი დედ-მა­მის ქორ­წილ­საც. მი­უ­ხე­და­ვად მშობ­ლე­ბის ასე­თი სი­ახ­ლო­ვი­სა, მე და კახა ერ­თმა­ნეთს არ ვიც­ნობ­დით, რად­გან კახა თბი­ლის­ში გა­ი­ზარ­და, ბე­ბოს­თან - ას­თმა ჰქონ­და და ბა­თუ­მის ჰავა მას­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებ­და. რომ წა­მო­ი­ზარ­და, მხო­ლოდ მა­შინ ჩა­მო­ვი­და ბა­თუმ­ში.

კახა:

- ბა­თუმ­ში რომ დავ­ბრუნ­დი, ცი­ა­ლამ სკო­ლის გუნ­დე­ბის აკომ­პა­ნი­ა­ტო­რად ამიყ­ვა­ნა, ქო­ბუ­ლეთ­ში ბავ­შვთა სა­ესტრა­დო ან­სამ­ბლსაც ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი, მერე ხალ­ხურ საკ­რავ­თა ან­სამ­ბლიც შევ­ქმე­ნი - "ეგ­რი­სი“ და ა.შ. მე და ცი­ა­ლა გუნ­დე­ბი­თა და ორ­კესტრე­ბით ერ­თმა­ნეთ­საც ვე­ჯიბ­რე­ბო­დით.

- რო­გორ შეხ­ვდით ერ­თმა­ნეთს, რო­გორ შე­გიყ­ვარ­დათ და რო­გორ დაძ­მა­კაც­დით?

ნატო:

- აჭა­რის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი და ვუკ­რავ­დი, გო­გო­ნე­ბის კვინ­ტე­ტი გვქონ­და. ქუ­თა­ის­ში სტუ­დენ­ტუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბო­და და კა­ხას ბი­ძამ, ჯე­მალ ჩი­ჩუ­ამ და­მი­ყო­ლია, რომ სტუ­დენ­ტე­ბის სა­ხე­ლით წავ­სუ­ლი­ყა­ვით. კახა იქ გა­ვი­ცა­ნი, სა­ლა­მურ­ზე უკ­რავ­და, ჩვენ, გო­გო­ნე­ბი - ფან­დურ­ზე ვუკ­რავ­დით და ვმღე­რო­დით, სხვა­თა შო­რის, იმ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­მარ­ჯვეთ. ის ერთი შეხ­ვედ­რა არ გვაკ­მა­რა ღმერ­თმა და მე­ო­რე­დაც შევ­ხვდით, მერე კი ან­სამ­ბლიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, მე და მუ­სი­კო­სი ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე ერ­თად ვი­ყა­ვით იმ ან­სამ­ბლში, კახა კი ჩვე­ნი პე­და­გო­გი იყო.

ისე მოხ­და, რომ 1990-იან წლებ­ში ბა­თუმ­ში ძა­ლი­ან ცო­ტას ჰქონ­და სი­ნათ­ლე, კა­ხას კი გა­ნა­თე­ბა ჰქონ­და და კვინ­ტე­ტის გო­გო­ნე­ბი დაგვპა­ტი­ჟა, მეს­ტუმ­რეთ ხოლ­მე, კარ­გი ვი­დე­ო­ფილ­მე­ბი მაქვს და გა­ყუ­რე­ბი­ნებთ, მო­ვილ­ხენთ კი­დეც, ვიმ­ღე­რებთ და დროს გა­ვიყ­ვან­თო. ჩვენც ვეს­ტუმ­რეთ და...

კახა:

- ნატო რო შე­მო­ვი­და სახ­ლში, დე­მი­ნა­ხა და გა­შეშ­და - რო­ი­ა­ლი დე­ი­ნა­ხა, ცი­ა­ლას "შენი ჭი­რი­მე, შენ გე­ნაც­ვა­ლე“ მე­ის­მი­ნა, დე­ეფ­სო თვა­ლე­ბი და... დარ­ჩა. ჩა­წე­რე მანდ: "ფერი ფერ­სა და მად­ლი ღმერ­თსა“ ზედ­გა­მოჭ­რი­ლია ჩვენ­ზე (იცი­ნის).

- მა­ინც რო­დის შე­გიყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი?

- რო­დის შე­გიყ­ვარ­და­თო, რო ეძებთ ამ სიყ­ვა­რულს, მა­გას ვე­რას­დროს იპო­ვით. არც ვი­ცით, რო­დის შეგ­ვიყ­ვარ­და. რო ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში, ალ­ბათ, მა­შინ მივ­ხვდი. მო­მე­წო­ნა მისი სიმ­ღე­რა, კაი ადა­მი­ა­ნო­ბა. ვნა­ხე ისე­თი გოგო, რო­გო­რიც მინ­დო­და - თვი­ნი­ე­რი, დამ­ჯე­რე, ამ­ყო­ლი, ან­გე­ლო­ზი, ლა­მა­ზი, ჰოდა, ნა­ტო­საც მე­ვე­წო­ნე ლა­მა­ზი ბიჭი და... ნატო, უთხა­რი ირ­მას, რა­ფერ იყო, რო გე­დე­ი­რიე ჩემ­ზე...

ნატო:

- ჯერ ცი­ა­ლა გა­ვი­ცა­ნი და ის შე­მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან, მერე შე­მიყ­ვარ­დი შენ. კახა ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი იყო, მაგ­რამ სად გვხვდე­ბო­და სახ­ლში? ამი­ტომ სულ ცი­ა­ლა გვა­მე­ცა­დი­ნებ­და. კახა გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს მო­დი­ო­და ხოლ­მე (იცი­ნის). ცი­ა­ლამ, კა­ხამ და გიამ, კა­ხას ძმამ, სახ­ლში ნი­შა­ნი მო­მი­ტა­ნეს - ბე­ჭე­დი და სა­ჩუქ­რე­ბი, ნიშ­ნო­ბა კარ­გად ჩა­ტარ­და, მე­ო­რე დღეს კი ისევ მო­მა­კი­თხა კა­ხამ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად. კარ­გად მო­ვილ­ხი­ნეთ და კა­ხამ, წა­მო­დიო, მი­თხრა. სახ­ლში არა­ფე­რი და­მი­ბა­რე­ბია, ისე წავ­ყე­ვი - ყვე­ლა­ნი ჩავ­სხე­დით ტაქ­სი­ში და... გა­ვი­პა­რეთ. კა­ხამ ტაქ­სის მძღოლს უთხრა, ქალი მე­ვი­ტა­ცეო. მძღოლ­მა სარ­კი­დან შე­მომ­ხე­და, ალ­ბათ, იფიქ­რა, ძა­ლით ხომ არ მიჰ­ყავ­თო. რა­ღაც ხომ უნდა მეთ­ქვა? მეც ჩა­მოვ­წიე ფან­ჯა­რა და... რომ იტა­ცე­ბენ, ხომ ჰყვი­რი­ან, მიშ­ვე­ლე­თო? მე გა­დავ­ყა­ვი თავი და ხუმ­რო­ბით ვიყ­ვი­რე: მეშ­ვე­ლა­აა! (იცი­ნის).

კახა:

ნა­ტოს და ცი­ა­ლას ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო! მახ­სოვს, ნატო ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი მყავ­და ცო­ლად და "4 გიას“ გია ნაც­ვლიშ­ვი­ლი გვეს­ტუმ­რა თბი­ლი­სი­დან, თან ჩა­მო­მი­ტა­ნა ორი სამ­ლიტ­რი­ა­ნი ბოთ­ლით ტარ­ხუ­ნის არა­ყი. ეს არა­ყი სტუმ­რე­ბის­თვის გა­დავ­მა­ლე. იმ დღე­ებ­ში სამ­ზა­რე­უ­ლო­დან სულ ნა­ტოს და ცი­ა­ლას კის­კი­სი მეს­მო­და და მი­ხა­რო­და, რა კარ­გად არი­ან ერ­თმა­ნეთ­თან რძალ-დე­დამ­თი­ლი, სამ­ზა­რე­უ­ლო­საც კი ერ­თად ალა­გე­ბენ-მეთ­ქი. ერთხელ დამ­ჭირ­და და "მი­ვა­კი­თხე“ ჩემს გა­და­მა­ლულ არაყს. სა­დღა იყო არა­ყი?! - დო­უ­ლე­ვი­ათ, გა­მო­უც­ლი­ათ აგი სამ­ლიტ­რი­ა­ნი არა­ყი, ორი­ვე ბოთ­ლი და შიგ გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი წყა­ლი არ ჩო­უს­ხამთ?! გა­ვა­კი­თხე ნა­ტოს და ცი­ა­ლას და, აგი, რაია-მეთ­ქი? - გა­ოგ­ნე­ბულ­მა ვი­კი­თხე. სი­ცი­ლი-კის­კი­სით მი­თხრეს, - ასე დავძმა­კაც­დი­თო. ისე დაძ­მა­კაც­დნენ, რომ ცი­ა­ლა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ნატო კი­ნა­ღამ თან გაჰ­ყვა!

ცი­ა­ლა და ნატო

რა არის, იცი? ხან­და­ხან არის ურ­თი­ერ­თო­ბა, გრძნო­ბე­ბი, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლის სი­ტყვე­ბით ახ­სნა, ვთქვათ, მე შენ მიყ­ვარ­ხა­რო, ზედ­მე­ტია. ახლა შე­იძ­ლე­ბა დღე­ში 14-ჯე­რაც ვე­უბ­ნე­ბი ნა­ტოს ამ სი­ტყვებს, მაგ­რამ მა­შინ ამას თვა­ლე­ბით, გრძნო­ბე­ბით, ურ­თი­ერ­თო­ბით გა­მოვ­ხა­ტავ­დი. აგიც ხვდე­ბო­და, რომ ვგიჟ­დე­ბო­დი მას­ზე, უმი­სოდ არ მინ­დო­და ცხოვ­რე­ბა და რად მინ­დო­და სი­ტყვე­ბი ან კი­თხვა: შენც გიყ­ვარ­ვარ? 24 წლის ვი­ყა­ვი, ნატო რომ მე­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად, ახლა კი "ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბის გზა გავ­ლიე, ნა­ხე­ვა­რი კი­დევ გა­სავ­ლე­ლი გვაქვს“ (მღე­რის), მე და ნა­ტოს დღეს კი­დევ უფრო მე­ტად გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. კარ­გი შვი­ლე­ბი გვყავს - ციცი და გი­ორ­გი. ცი­ცის ვე­ძა­ხით, ისე კი, ბე­ბი­ის სა­ხე­ლი ჰქვია, ცი­ა­ლა. პა­ტა­რა რომ იყო, ვინც ჰკი­თხავ­და, რა გქვი­აო, ყვე­ლას პა­სუ­ხობ­და: ცი­ა­ლა ნო­მე­რი ორიო! უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ყვე­ლას ცი­ა­ლად გა­აც­ნო თავი. გი­ორ­გის კი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი უწე­რია - მა­მია.

ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი

- ბევ­რი ოჯა­ხის წევ­რი გა­მო­გაკ­ლდათ და კი­დევ დიდი გან­საც­დე­ლიც გა­მო­ი­ა­რეთ გი­ორ­გის ავად­მყო­ფო­ბით. სიყ­ვა­რუ­ლით, ერ­თო­ბით, რწმე­ნი­თა და იმე­დით, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ესეც ვაჟ­კა­ცუ­რად გა­და­ლა­ხა თქვენ­მა ოჯახ­მა. ახლა რო­გორ ხართ?

- მძი­მე წლე­ბი გვქონ­და, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ბეწ­ვის ხიდ­ზე ვი­ა­რეთ თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ ყო­ველ წელს ჩავ­დი­ო­დით ანა­ლი­ზე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, მაგ­რამ ერთი წლის წინ, გი­ორ­გის დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან მე­ექ­ვსე წელს რომ ვი­ყა­ვით, გვი­თხრეს, უკვე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, შე­გიძ­ლი­ათ, აღარ ჩა­მოხ­ვი­დე­თო. უფალ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, ნაც­ნო­ბე­ბის, უც­ნო­ბე­ბის თა­ნად­გო­მამ. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში ლო­ცუ­ლობ­დნენ გი­ორ­გის­თვის და იმ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო მო­დი­ო­და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ამით ვი­ცო­ცხლეთ, ამით გა­დავ­რჩით და მად­ლი­ე­რე­ბი ვართ ყვე­ლაფ­რის­თვის!

  • ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzia
1

გაიხარეთ ქართველებოოოოოოო

ნიკოლოზი
3

თქვენ გენაცვალეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"დედაჩემის ბაბუა იყო მღვდელი, ჰოდა, როგორც ჩანს, აგენი ყველა ლოცულობდნენ, მეუღლედ ნატო რომ შემხვედროდა" - ბათუმის კოლორიტი, "გადარეული" წყვილის სიყვარულის ისტორია

"დედაჩემის ბაბუა იყო მღვდელი, ჰოდა, როგორც ჩანს, აგენი ყველა ლოცულობდნენ, მეუღლედ ნატო რომ შემხვედროდა" - ბათუმის კოლორიტი, "გადარეული" წყვილის სიყვარულის ისტორია

მათ სიყვარულით "გადარეულებს“ ვუწოდებ და სწორედ ასე წავუმძღვარე იმ ვიდეოსაც, რომელიც ამ შემოდგომას, ბათუმში, ჩემი მუსიკოსი მეგობრების - კახა ფირცხალაიშვილისა და ნატო თურმანიძის ოჯახში გადავიღე და სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე“ ავტვირთე. კახა-ნატოს წყვილის ექსპრომტად შესრულებულმა - "ბიჭოვ, ბიჭოვ, შავთვალავ“ მართლაც დაიპყრო სოციალური ქსელი. სარეკორდო ნახვა და გაზიარება ჰქონდა, ფაქტია, პირადშიც კი მწერდნენ უცნობები თუ ნაცნობები და მეკითხებოდნენ, ეს დიდებული ადამიანები ვინ არიანო? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საგანგებოდ წარმედგინა მათი ოჯახი.

იმიტომ არა, რომ ჩემთვის ძვირფასები არიან, გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ამ წყვილის მსგავსი იშვიათად თუ შემხვედრია სადმე. ფაქტობრივად, უნიკალურები არიან, გამორჩეულად გულიანები, თბილები, სტუმართმოყვარეები, პროფესიონალები - რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავენ, მღერიან, სტუდიაში თაობებს ზრდიან, კლიპებს იღებენ, თანაგრძნობა და თანადგომა არ ეშლებათ და დიდ სიყვარულს დაატარებენ! ენაკვიმატი და იუმორით სავსე კახა ფირცხალაიშვილი დღეს უკვე აჭარის ტელევიზიის რეჟისორია, მუდამ ხმაურიანი და ხალისიანი - სტუმრებთან და მეგობრებთან, ძალიან სერიოზული - საქმეში. ნატო თურმანიძე - თბილი და მოსიყვარულე, შესანიშნავი დიასახლისი და, ამავე დროს - შესანიშნავი მუსიკოსი, მომღერალი და პედაგოგია. 28 წელიწადია, რაც ოჯახი შექმნეს და ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავთ - ციცი და გიორგი. დიდი განსაცდელი გაიარეს, როდესაც წლების წინ გიოს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა, თუმცა, საბედნიეროდ, უფლის და გიოს გულშემატკივრების წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა. სხვათა შორის, გიო "კვირის პალიტრის“ შვილობილადაც კი გვყავს, ფირცხალაიშვილებთან ერთად ჩვენც ძალიან ვინერვიულეთ და ჩვენმა კოლეგა-მეგობრებმაც, უპირველესად კი - ჟურნალისტებმა ნათია დოლიძემ და ესმა კუნჭულიამ, რომლებსაც კახა დღემდე გიოს გადამრჩენელებლად მოიხსენიებს. ფირცხალაიშვილების ოჯახი ვერც ამ უდიდესმა ტკივილმა გატეხა და დღემდე რწმენით, ადამიანების სიყვარულითა და სიმღერით ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ.

ნატო თურმანიძე:

- ნამდვილად არ მახსოვს, სიმღერა "ბიჭოვ, ბიჭოვ, შავთვალავ“, რომელიც შენ გადაიღე და სოციალურ ქსელში ატვირთე, საიდან ვიცი, მაგრამ ის კი მახსოვს, ახალი შეუღლებულები ვიყავით, კახას რომ ვასწავლე. ერთად დავამუშავეთ და მას შემდეგ ვმღერით. სხვათა შორის, ეს სიმღერა ძალიან უყვარდა ჩემს დედამთილს - ციალა ჩიჩუას, ხშირად მთხოვდა ხოლმე, "ბიჭოვ, ბიჭოვ“ დოუკარიო.

კახა ფირცხალაიშვილი:

- დედაჩემის ბაბუა იყო მღვდელი. ჰოდა, როგორც ჩანს, აგენი ყველა ჩემთვის ლოცულობდნენ, მეუღლედ ნატო რომ შემხვედროდა. ვთქვათ, რომ გკითხონ, რა გიყვარს ყველაზე მეტადო, რას უპასუხებ? ასეა ჩემთვის ნატო - ეს არის ჩემი ანგელოზი, ჩემი ანანასიც, ბანანიც, თაფლიც, ნატო ჩემი ცოლიცაა, ძმაკაციც და... ყველაფერი.

- თქვენი გაცნობა და სიყვარული, ვიცი, გადაჯაჭვულია თქვენს მშობლებთან - ნატო, შენს მამას, სამწუხაროდ, არ ვიცნობდი და კახა, შენს გასაოცარ დედიკოს - უშრეტი ენერგიისა და სიყვარულის მატარებელ, ჩემს ძვირფას ციალა დეიდას და მის ძმას, ბატონ ჯემალ ჩიჩუას კი, საბედნიეროდ, ვიცნობდი და უდიდეს პატივს ვცემდი.

კახა:

- დედაჩემმა ციალა ჩიჩუამ აჭარაში ხალხურ საკრავთა პირველი ორკესტრი ჩამოაყალიბა. ამ ორკესტრით ტაშკენტშიც გამოვიდნენ და მოსკოვშიც და სსრკ-ის სახალხოს წოდება ჩამოუტანეს აჭარას. მაშინ ეს ძალიან დიდი წარმატება იყო. ნატოს მამა - გურამ თურმანიძე, ხომ, მთელ ბათუმს უყვარდა! შესანიშნავი ფოლკლორისტი იყო, ანზორ ერქომაიშვილთან ერთად აჭარის სოფლებში დადიოდა და სოფელ-სოფელ აგროვებდა ძველ ხალხურ სიმღერებს. მის დამუშავებულ სიმღერებს, აჭარულ "ვენახოს“ და კიდევ ბევრს, დღესაც მღერიან ქედასა და აჭარის სხვა დაბებში.

ნატო:

- ჩემმა ბაბუამ, რევაზ თურმანიძემ მოიძია და ნოტებით ჩაწერა ბევრი აჭარული სიმღერა, მათ შორის - "ჩაღმა ჩაყრილო ვენახოც“. მისი საქმე შემდეგ მამაჩემმა განაგრძო. მამა ბათუმის კულტურის სამსახურის ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგე იყო, კახას დედა, ციალა ჩიჩუა კი - ბათუმის ფილარმონიის დირექტორი.

ნატოს მამა გურამ თურმანიძე

გურამი და ციალა ძალიან მეგობრობდნენ, ჭირსა და ლხინს ერთმანეთს უზიარებდნენ და კაბინეტებიც კი გვერდიგვერდ ჰქონდათ. ციალა თაოსნობდა, თურმე, ჩემი დედ-მამის ქორწილსაც. მიუხედავად მშობლების ასეთი სიახლოვისა, მე და კახა ერთმანეთს არ ვიცნობდით, რადგან კახა თბილისში გაიზარდა, ბებოსთან - ასთმა ჰქონდა და ბათუმის ჰავა მასზე ცუდად მოქმედებდა. რომ წამოიზარდა, მხოლოდ მაშინ ჩამოვიდა ბათუმში.

კახა:

- ბათუმში რომ დავბრუნდი, ციალამ სკოლის გუნდების აკომპანიატორად ამიყვანა, ქობულეთში ბავშვთა საესტრადო ანსამბლსაც ვხელმძღვანელობდი, მერე ხალხურ საკრავთა ანსამბლიც შევქმენი - "ეგრისი“ და ა.შ. მე და ციალა გუნდებითა და ორკესტრებით ერთმანეთსაც ვეჯიბრებოდით.

- როგორ შეხვდით ერთმანეთს, როგორ შეგიყვარდათ და როგორ დაძმაკაცდით?

ნატო:

- აჭარის სახელმწიფო ანსამბლში ვმღეროდი და ვუკრავდი, გოგონების კვინტეტი გვქონდა. ქუთაისში სტუდენტური ფესტივალი ტარდებოდა და კახას ბიძამ, ჯემალ ჩიჩუამ დამიყოლია, რომ სტუდენტების სახელით წავსულიყავით. კახა იქ გავიცანი, სალამურზე უკრავდა, ჩვენ, გოგონები - ფანდურზე ვუკრავდით და ვმღეროდით, სხვათა შორის, იმ ფესტივალზე გავიმარჯვეთ. ის ერთი შეხვედრა არ გვაკმარა ღმერთმა და მეორედაც შევხვდით, მერე კი ანსამბლიც ჩამოვაყალიბეთ, მე და მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე ერთად ვიყავით იმ ანსამბლში, კახა კი ჩვენი პედაგოგი იყო.

ისე მოხდა, რომ 1990-იან წლებში ბათუმში ძალიან ცოტას ჰქონდა სინათლე, კახას კი განათება ჰქონდა და კვინტეტის გოგონები დაგვპატიჟა, მესტუმრეთ ხოლმე, კარგი ვიდეოფილმები მაქვს და გაყურებინებთ, მოვილხენთ კიდეც, ვიმღერებთ და დროს გავიყვანთო. ჩვენც ვესტუმრეთ და...

კახა:

- ნატო რო შემოვიდა სახლში, დემინახა და გაშეშდა - როიალი დეინახა, ციალას "შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე“ მეისმინა, დეეფსო თვალები და... დარჩა. ჩაწერე მანდ: "ფერი ფერსა და მადლი ღმერთსა“ ზედგამოჭრილია ჩვენზე (იცინის).

- მაინც როდის შეგიყვარდათ ერთმანეთი?

- როდის შეგიყვარდათო, რო ეძებთ ამ სიყვარულს, მაგას ვერასდროს იპოვით. არც ვიცით, როდის შეგვიყვარდა. რო ჩავხედე თვალებში, ალბათ, მაშინ მივხვდი. მომეწონა მისი სიმღერა, კაი ადამიანობა. ვნახე ისეთი გოგო, როგორიც მინდოდა - თვინიერი, დამჯერე, ამყოლი, ანგელოზი, ლამაზი, ჰოდა, ნატოსაც მევეწონე ლამაზი ბიჭი და... ნატო, უთხარი ირმას, რაფერ იყო, რო გედეირიე ჩემზე...

ნატო:

- ჯერ ციალა გავიცანი და ის შემიყვარდა ძალიან, მერე შემიყვარდი შენ. კახა ანსამბლის ხელმძღვანელი კი იყო, მაგრამ სად გვხვდებოდა სახლში? ამიტომ სულ ციალა გვამეცადინებდა. კახა გაკვეთილის ბოლოს მოდიოდა ხოლმე (იცინის). ციალამ, კახამ და გიამ, კახას ძმამ, სახლში ნიშანი მომიტანეს - ბეჭედი და საჩუქრები, ნიშნობა კარგად ჩატარდა, მეორე დღეს კი ისევ მომაკითხა კახამ, მეგობრებთან ერთად. კარგად მოვილხინეთ და კახამ, წამოდიო, მითხრა. სახლში არაფერი დამიბარებია, ისე წავყევი - ყველანი ჩავსხედით ტაქსიში და... გავიპარეთ. კახამ ტაქსის მძღოლს უთხრა, ქალი მევიტაცეო. მძღოლმა სარკიდან შემომხედა, ალბათ, იფიქრა, ძალით ხომ არ მიჰყავთო. რაღაც ხომ უნდა მეთქვა? მეც ჩამოვწიე ფანჯარა და... რომ იტაცებენ, ხომ ჰყვირიან, მიშველეთო? მე გადავყავი თავი და ხუმრობით ვიყვირე: მეშველააა! (იცინის).

კახა:

ნატოს და ციალას ურთიერთობა ხომ განსაკუთრებული იყო! მახსოვს, ნატო ახალი მოყვანილი მყავდა ცოლად და "4 გიას“ გია ნაცვლიშვილი გვესტუმრა თბილისიდან, თან ჩამომიტანა ორი სამლიტრიანი ბოთლით ტარხუნის არაყი. ეს არაყი სტუმრებისთვის გადავმალე. იმ დღეებში სამზარეულოდან სულ ნატოს და ციალას კისკისი მესმოდა და მიხაროდა, რა კარგად არიან ერთმანეთთან რძალ-დედამთილი, სამზარეულოსაც კი ერთად ალაგებენ-მეთქი. ერთხელ დამჭირდა და "მივაკითხე“ ჩემს გადამალულ არაყს. სადღა იყო არაყი?! - დოულევიათ, გამოუცლიათ აგი სამლიტრიანი არაყი, ორივე ბოთლი და შიგ გაფერადებული წყალი არ ჩოუსხამთ?! გავაკითხე ნატოს და ციალას და, აგი, რაია-მეთქი? - გაოგნებულმა ვიკითხე. სიცილი-კისკისით მითხრეს, - ასე დავძმაკაცდითო. ისე დაძმაკაცდნენ, რომ ციალა რომ გარდაიცვალა, ნატო კინაღამ თან გაჰყვა!

ციალა და ნატო

რა არის, იცი? ხანდახან არის ურთიერთობა, გრძნობები, სადაც სიყვარულის სიტყვებით ახსნა, ვთქვათ, მე შენ მიყვარხარო, ზედმეტია. ახლა შეიძლება დღეში 14-ჯერაც ვეუბნები ნატოს ამ სიტყვებს, მაგრამ მაშინ ამას თვალებით, გრძნობებით, ურთიერთობით გამოვხატავდი. აგიც ხვდებოდა, რომ ვგიჟდებოდი მასზე, უმისოდ არ მინდოდა ცხოვრება და რად მინდოდა სიტყვები ან კითხვა: შენც გიყვარვარ? 24 წლის ვიყავი, ნატო რომ მევიყვანე ცოლად, ახლა კი "ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე, ნახევარი კიდევ გასავლელი გვაქვს“ (მღერის), მე და ნატოს დღეს კიდევ უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი. კარგი შვილები გვყავს - ციცი და გიორგი. ციცის ვეძახით, ისე კი, ბებიის სახელი ჰქვია, ციალა. პატარა რომ იყო, ვინც ჰკითხავდა, რა გქვიაო, ყველას პასუხობდა: ციალა ნომერი ორიო! უნივერსიტეტშიც ყველას ციალად გააცნო თავი. გიორგის კი დაბადების მოწმობაში მამაჩემის სახელი უწერია - მამია.

ფირცხალაიშვილების ოჯახი

- ბევრი ოჯახის წევრი გამოგაკლდათ და კიდევ დიდი განსაცდელიც გამოიარეთ გიორგის ავადმყოფობით. სიყვარულით, ერთობით, რწმენითა და იმედით, საბედნიეროდ, ესეც ვაჟკაცურად გადალახა თქვენმა ოჯახმა. ახლა როგორ ხართ?

- მძიმე წლები გვქონდა, სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდზე ვიარეთ თურქეთში, შემდეგ ყოველ წელს ჩავდიოდით ანალიზების გადასამოწმებლად, მაგრამ ერთი წლის წინ, გიორგის დიაგნოზის დასმიდან მეექვსე წელს რომ ვიყავით, გვითხრეს, უკვე ყველაფერი კარგად არის, შეგიძლიათ, აღარ ჩამოხვიდეთო. უფალმა გადაგვარჩინა და ჩვენი მეგობრების, ახლობლების, ნაცნობების, უცნობების თანადგომამ. საქართველოს ყველა ეკლესიაში ლოცულობდნენ გიორგისთვის და იმდენი სიყვარული და სითბო მოდიოდა ადამიანებისგან, ამით ვიცოცხლეთ, ამით გადავრჩით და მადლიერები ვართ ყველაფრისთვის!

  • ავტორი: ირმა ხარშილაძე