მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა ქართული ტელევიზიის ლეგენდა - ლია მიქაძის სატელევიზიო გზა, მისი სილამაზით აღტაცებული ფიდელ კასტრო და ნაკლებად ცნობილი ფოტოები
გარდაიცვალა ქართული ტელევიზიის ლეგენდა - ლია მიქაძის სატელევიზიო გზა, მისი სილამაზით აღტაცებული ფიდელ კასტრო და ნაკლებად ცნობილი ფოტოები

86 წლის ასა­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლია მი­ქა­ძე. ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მისი გახ­სნის დღი­დან მუ­შა­ობ­და და იქ თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე გა­ა­ტა­რა.

1956 წლის 30 დე­კემ­ბრის სა­ღა­მოს ეთერ­ში გა­ვი­და "თბი­ლი­სის ტელე­ხედ­ვის" პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა. იმ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი თბი­ლი­სე­ლე­ბის ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის ეკ­რა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც სახ­ლში ეს სა­ო­ცა­რი ყუთი ედ­გათ, გა­მოჩ­ნდა ულა­მა­ზე­სი ახალ­გაზ­რდა ქალი. იგი მი­ე­სალ­მა მა­ყუ­რებ­ლებს, შემ­დეგ კი თა­ვი­სი სტუმ­რე­ბი წა­რუდ­გი­ნა. იმ წუ­თი­დან და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის ის­ტო­რია.

ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ზე ambebi.ge - ს არ­ქივ­ში არა­რე­თი სტა­ტია ინა­ხე­ბა, მათ შო­რის ინ­ტრე­ვიუ, რო­მელ­შიც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზე ჰყვე­ბო­და.

"ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად კონ­კურ­სი რომ გა­მო­ცხად­და, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, პირ­ველ კურ­სზე (მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­თან) ვსწავ­ლობ­დი. ერთხე­ლაც, ბა­ტონ მი­შას­თან მისი ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი, მე­რაბ ჯა­ლი­აშ­ვი­ლი მი­ვი­და და სთხო­ვა, - თბი­ლის­ში ტე­ლე­ვი­ზია იხ­სნე­ბა და ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი გვჭირ­დე­ბაო. მი­შამ მკვა­ხედ უპა­სუ­ხა: მე შენ­თვის არა­ვინ მყავს, თავი და­მა­ნე­ბეო... რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ რა­დი­ო­ში და­მი­ბა­რეს, მაგ­რამ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე რო­გორ გავ­ბე­დავ­დი წას­ვლას?! რომ ვკი­თხე, - რა­ტომ მი­ბა­რე­ბენ-მეთ­ქი? მეც მკაც­რად მი­პა­სუ­ხა: - მე რა ვი­ციო?). მა­შინ არ წა­ვალ-მეთ­ქი, - აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წახ­ვი­დეო. სა­ქარ­თვე­ლოს რა­დიო მა­შინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სახ­ლში მდე­ბა­რე­ობ­და. იქ ვი­ღაც კაცი დამ­ხვდა, დიდი სათ­ვა­ლით. მერე გა­ვი­გე, ავთო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც რა­დი­ოს სა­ბავ­შვო რე­დაქ­ცი­ი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ის ჯგუფ­ში გა­და­სუ­ლა. რა­ღაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტექ­სტი წა­მა­კი­თხეს გა­ზე­თი­დან, თა­ნაც - ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მთაწ­მინ­და­ზე და­მი­ბა­რეს. იქ რომ ავე­დი, კი­ნა­ღამ გა­და­ვი­რიე: 300-მდე გოგო დამ­ხვდა! ვინც კი თბი­ლის­ში ლა­მაზ­მა­ნი იყო, ყვე­ლა იქ შეკ­რე­ბი­ლა, სა­ღა­მოს კა­ბებ­ში, გრძე­ლი ხელ­თათ­მა­ნე­ბით, გეტ­რე­ბი­თა და ა.შ. ვი­ფიქ­რე, - ლია, აქ შენი ად­გი­ლი არ არის-მეთ­ქი, და გა­მო­პარ­ვა და­ვა­პი­რე. უკვე ეზო­ში ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი, როცა მე­რაბ ჯა­ლი­აშ­ვილ­მა და­მი­ნა­ხა და ძა­ლით შე­მათ­რია უკან.

ვეხ­ვე­წე­ბო­დი: დაღ­ლი­ლი ვარ, გა­მიშ­ვი-მეთ­ქი, მაგ­რამ არ მო­მეშ­ვა. სტუ­დი­ა­ში შე­მიყ­ვა­ნა, კა­მე­რის წინ და­მა­ყე­ნა და მი­თხრა, - გა­მო­ა­ცხა­დე: "ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, დრო­ე­ბით წყდე­ბა ფილ­მის ჩვე­ნე­ბა და ცოტა ხან­ში კვლავ გან­ვაგ­რძობთ ფილ­მის დე­მონ­სტრი­რე­ბას". ყვე­ლა­ფე­რი ეს ვთქვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ნერ­ვი­უ­ლო­ბის გა­რე­შე. მერე ისევ წა­მა­კი­თხეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტექ­სტე­ბი. მე­რაბს ისევ ვთხო­ვე: გა­მიშ­ვი, დაღ­ლი­ლი ვარ-მეთ­ქი. პა­ტა­რა ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნა, აქ და­ის­ვე­ნეო. იქ ორი ქალი და ერთი ბიჭი რა­ღა­ცას კე­რავ­დნენ. - უსაქ­მოდ ვერ გავ­ჩერ­დე­ბი, მო­მე­ცით, მეც მო­გეხ­მა­რე­ბით-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს იყო სტუ­დი­ის ფარ­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ 11 წელი ეკი­და მთაწ­მინ­დის სტუ­დი­ა­ში. კონ­კურ­სი ღია ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და და ვი­საც უკვე ჰქონ­და ტე­ლე­ვი­ზო­რი, უყუ­რებ­და. რე­კავ­დნენ სტუ­დი­ა­ში: "ეს კარ­გია, ეს არ ვარ­გა, ის სა­ერ­თოდ რა­ტომ მო­ვი­და, იმას სარ­კე არა აქვს სახ­ლში?!" ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი ჰქონ­და. ამ 300 გო­გო­ნა­დან პირ­ველ ეტაპ­ზე 9 შეგ­ვარ­ჩი­ეს, შემ­დეგ კი უკვე ცე­კა­ში გა­და­წყვი­ტეს, რომ პირ­ვე­ლი დიქ­ტო­რე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით მე და შუ­რი­კო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი", - ყვე­ბო­და ქალ­ბა­ტო­ნი ლია ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • კი­დევ ერთი ამო­ნა­რი­დი მისი მო­ნა­თხრო­ბი­დან:

"აკა­კი ძი­ძი­გუ­რი სულ გვე­უბ­ნე­ბო­და: ჩვენ თბი­ლი­სის ტე­ლე­ვი­ზია ვართ და არა­ვის არ უნდა მივ­ბა­ძოთ, ჩვენ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია უნდა შევ­ქმნა­თო. არა­ვის ვბა­ძავ­დით და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვენს სტუ­დი­ას სტუმ­რობ­დნენ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: მომ­ღე­რა­ლი დინ რიდი, პი­ა­ნის­ტი ვან კლი­ბერ­ნი, იტა­ლი­ე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი ლუ­ჩია ბოსე, ბერ­ძე­ნი მომ­ღე­რა­ლი იო­ვა­ნა. მა­შინ თბი­ლი­სის ფი­ლარ­მო­ნი­ის დი­რექ­ტო­რი იყო გუ­გუ­ლი ყი­ფი­ა­ნი. მოს­კოვ­ში თუ ვინ­მე ცნო­ბი­ლი არ­ტის­ტი ჩა­მო­ვი­დო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­იყ­ვან­და თბი­ლის­ში.

ბარ­ბა­რა ბრილსკას­თან ერ­თად

მა­შინ ფი­ლარ­მო­ნია "გო­ფი­ლექ­ტის ბაღ­ში", პლე­ხა­ნო­ვის გამ­ზირ­ზე იყო და იქ იმარ­თე­ბო­და კონ­ცერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მე მიმ­ყავ­და. რო­გორ­ღაც ისე მოხ­და, რომ მე მი­წევ­და მხე­ცე­ბის მომ­თვი­ნი­ე­რებ­ლე­ბი­სა და მათი ცხო­ვე­ლე­ბის მას­პინ­ძლო­ბაც. ავთო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე იყო ცირ­კის "გიჟი" და მას მოჰ­ყავ­და ხოლ­მე სტუმ­რე­ბი: ვალ­ტერ ზა­პაშ­ნი, მარ­გა­რი­ტა ნა­ზა­რო­ვა, ირი­ნა ბუგ­რი­მო­ვა. ზა­პაშ­ნის ვე­ფხვის თავი მუხ­ლებ­ზე მედო, მაგ­რამ რო­დე­საც მთაწ­მინ­დის სტუ­დი­ის ვიწ­რო კო­რი­დორ­ში ბუგ­რი­მო­ვას ლო­მის უზარ­მა­ზა­რი თავი გა­მოჩ­ნდა, ყვე­ლა­ნი ოთა­ხებ­ში ჩა­ვი­კე­ტეთ. ირი­ნა მას "ფი­სუ­ნი­ას" ეძახ­და. ეს "ფი­სუ­ნია" კი სტუ­დი­ურ პი­ა­ნი­ნო­ზე აძ­ვრა და ისე გვა­რი­ა­ნად გა­ი­სე­ირ­ნა მის კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე, რომ მერე ვე­ღარც აა­წყვეს".

ქალ­ბა­ტონ ლიას ხში­რად ახ­სე­ნებ­დნენ ხოლ­მე კუ­ბის ყო­ფილ ლი­დერ ფი­დელ კას­ტროს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ის­ტო­რი­ას. მას ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი თურ­მე ისე მო­ე­წო­ნა, რომ კუ­ბა­ში გა­და­სახ­ლე­ბაც კი შეს­თა­ვა­ზა. კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რი­სა და ლია მი­ქა­ძის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ხმა­მაღ­ლა არ ლა­პა­რა­კობ­დნენ, თუმ­ცა ჭო­რად ხმე­ბი ქა­ლაქ­ში მა­ინც და­დი­ო­და...

1961 წელს 25 წლის სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის ლია მი­ქა­ძე (და უკვე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი წამ­ყვა­ნი) ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი კო­მუ­ნის­ტი - პარ­ტოკ­რა­ტი, მო­ლო­ტო­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, კუ­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა. ჯგუფ­ში იყ­ვნენ ხე­ლოვ­ნე­ბის გი­გან­ტე­ბი: ვერა მა­რეც­კა­ია, გი­ორ­გი ტოვსტო­ნო­გო­ვი, ოლეგ ეფ­რე­მო­ვი, აკა­კი ხო­რა­ვა, იონა ტუს­კია... კუბა რე­ვო­ლი­ცი­ის ორი წლის თავს ზე­ი­მობ­და. ხოსე გრან­ტეს მო­ე­დან­ზე სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი გა­ი­მარ­თა. ექ­ვსი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რი, ფი­დელ კას­ტრო მგზნე­ბა­რე სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და. იქ შე­ნიშ­ნა თურ­მე მან ლია მი­ქა­ძე და შემ­დეგ " ბო­ნი­ტა, ბო­ნი­ტას" ("ლა­მა­ზო") ძა­ხი­ლით ცდი­ლობ­და მისი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას, კას­ტრო მა­შინ უცო­ლო იყო, არც ლია იყო გა­თხო­ვი­ლი... ამ­ბო­ბენ, რომ ქარ­თველ ტე­ლე­წამ­ყვანს იმ დრო­ის­თვის უცო­ლო რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა ცო­ლო­ბა და კუ­ბა­ში დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო. მე­ო­რედ მათი შეხ­ვედ­რა 1963 წელს შედ­გა, როცა საბ­ჭო­ე­თის ლი­დერ­მა ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვ­მა საბ­ჭო­ე­თის მე­გო­ბა­რი ფი­დელ კას­ტრო სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­იწ­ვია.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა“, - ასე მო­რი­დე­ბუ­ლად იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ ლია მი­ქა­ძე ფი­დელ კას­ტროს­თან შეხ­ვედ­რას.

  • ambebi.ge ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს ქარ­თვე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ლე­გენ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ANi
0

ჩემს ბავშვობაში ჯულიეტა ვაშაყმაძეზე მომისმენია კასტროს მოწონება... ნათელში ლია მიქაძის სული.

 

როზა
0

როგორ მიყვარდა საღამო,იმის გამო ,რომ ამ საოცარ წამყვანს მოვუსმენდი😢😢

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გარდაიცვალა ქართული ტელევიზიის ლეგენდა - ლია მიქაძის სატელევიზიო გზა, მისი სილამაზით აღტაცებული ფიდელ კასტრო და ნაკლებად ცნობილი ფოტოები

გარდაიცვალა ქართული ტელევიზიის ლეგენდა - ლია მიქაძის სატელევიზიო გზა, მისი სილამაზით აღტაცებული ფიდელ კასტრო და ნაკლებად ცნობილი ფოტოები

86 წლის ასაკაში გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ის ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან მუშაობდა და იქ თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.

1956 წლის 30 დეკემბრის საღამოს ეთერში გავიდა "თბილისის ტელეხედვის" პირველი გადაცემა. იმ მცირერიცხოვანი თბილისელების ტელევიზორების ეკრანებზე, რომლებსაც სახლში ეს საოცარი ყუთი ედგათ, გამოჩნდა ულამაზესი ახალგაზრდა ქალი. იგი მიესალმა მაყურებლებს, შემდეგ კი თავისი სტუმრები წარუდგინა. იმ წუთიდან დაიწყო საქართველოს ტელევიზიის ისტორია.

ქალბატონ ლიაზე ambebi.ge - ს არქივში არარეთი სტატია ინახება, მათ შორის ინტრევიუ, რომელშიც ტელევიზიაში მოხვედრის თაობაზე ჰყვებოდა.

"ტელევიზიის დიქტორების შესარჩევად კონკურსი რომ გამოცხადდა, თეატრალურ ინსტიტუტში, პირველ კურსზე (მიხეილ თუმანიშვილთან) ვსწავლობდი. ერთხელაც, ბატონ მიშასთან მისი ყოფილი სტუდენტი, მერაბ ჯალიაშვილი მივიდა და სთხოვა, - თბილისში ტელევიზია იხსნება და ლამაზი გოგონები გვჭირდებაო. მიშამ მკვახედ უპასუხა: მე შენთვის არავინ მყავს, თავი დამანებეო... რამდენიმე ხნის შემდეგ რადიოში დამიბარეს, მაგრამ თუმანიშვილის ნებართვის გარეშე როგორ გავბედავდი წასვლას?! რომ ვკითხე, - რატომ მიბარებენ-მეთქი? მეც მკაცრად მიპასუხა: - მე რა ვიციო?). მაშინ არ წავალ-მეთქი, - აუცილებლად უნდა წახვიდეო. საქართველოს რადიო მაშინ რუსთაველის გამზირზე, კავშირგაბმულობის სახლში მდებარეობდა. იქ ვიღაც კაცი დამხვდა, დიდი სათვალით. მერე გავიგე, ავთო გაჩეჩილაძე ყოფილა, რომელიც რადიოს საბავშვო რედაქციიდან ტელევიზიის ჯგუფში გადასულა. რაღაც ოფიციალური ტექსტი წამაკითხეს გაზეთიდან, თანაც - ქართულ და რუსულ ენებზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ მთაწმინდაზე დამიბარეს. იქ რომ ავედი, კინაღამ გადავირიე: 300-მდე გოგო დამხვდა! ვინც კი თბილისში ლამაზმანი იყო, ყველა იქ შეკრებილა, საღამოს კაბებში, გრძელი ხელთათმანებით, გეტრებითა და ა.შ. ვიფიქრე, - ლია, აქ შენი ადგილი არ არის-მეთქი, და გამოპარვა დავაპირე. უკვე ეზოში ვიყავი გასული, როცა მერაბ ჯალიაშვილმა დამინახა და ძალით შემათრია უკან.

ვეხვეწებოდი: დაღლილი ვარ, გამიშვი-მეთქი, მაგრამ არ მომეშვა. სტუდიაში შემიყვანა, კამერის წინ დამაყენა და მითხრა, - გამოაცხადე: "ტექნიკური მიზეზების გამო, დროებით წყდება ფილმის ჩვენება და ცოტა ხანში კვლავ განვაგრძობთ ფილმის დემონსტრირებას". ყველაფერი ეს ვთქვი ჩვეულებრივად, ნერვიულობის გარეშე. მერე ისევ წამაკითხეს ოფიციალური ტექსტები. მერაბს ისევ ვთხოვე: გამიშვი, დაღლილი ვარ-მეთქი. პატარა ოთახში შემიყვანა, აქ დაისვენეო. იქ ორი ქალი და ერთი ბიჭი რაღაცას კერავდნენ. - უსაქმოდ ვერ გავჩერდები, მომეცით, მეც მოგეხმარებით-მეთქი, - ვუთხარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სტუდიის ფარდა, რომელიც შემდეგ 11 წელი ეკიდა მთაწმინდის სტუდიაში. კონკურსი ღია ეთერში გადაიცემოდა და ვისაც უკვე ჰქონდა ტელევიზორი, უყურებდა. რეკავდნენ სტუდიაში: "ეს კარგია, ეს არ ვარგა, ის საერთოდ რატომ მოვიდა, იმას სარკე არა აქვს სახლში?!" ყველას თავისი აზრი ჰქონდა. ამ 300 გოგონადან პირველ ეტაპზე 9 შეგვარჩიეს, შემდეგ კი უკვე ცეკაში გადაწყვიტეს, რომ პირველი დიქტორები ვიქნებოდით მე და შურიკო მაჭავარიანი", - ყვებოდა ქალბატონი ლია ინტერვიუში.

  • კიდევ ერთი ამონარიდი მისი მონათხრობიდან:

"აკაკი ძიძიგური სულ გვეუბნებოდა: ჩვენ თბილისის ტელევიზია ვართ და არავის არ უნდა მივბაძოთ, ჩვენ ჩვენი პროდუქცია უნდა შევქმნათო. არავის ვბაძავდით და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყავით. ჩვენს სტუდიას სტუმრობდნენ მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები: მომღერალი დინ რიდი, პიანისტი ვან კლიბერნი, იტალიელი კინოვარსკვლავი ლუჩია ბოსე, ბერძენი მომღერალი იოვანა. მაშინ თბილისის ფილარმონიის დირექტორი იყო გუგული ყიფიანი. მოსკოვში თუ ვინმე ცნობილი არტისტი ჩამოვიდოდა, აუცილებლად ჩამოიყვანდა თბილისში.

ბარბარა ბრილსკასთან ერთად

მაშინ ფილარმონია "გოფილექტის ბაღში", პლეხანოვის გამზირზე იყო და იქ იმართებოდა კონცერტები, რომლებიც მე მიმყავდა. როგორღაც ისე მოხდა, რომ მე მიწევდა მხეცების მომთვინიერებლებისა და მათი ცხოველების მასპინძლობაც. ავთო გაჩეჩილაძე იყო ცირკის "გიჟი" და მას მოჰყავდა ხოლმე სტუმრები: ვალტერ ზაპაშნი, მარგარიტა ნაზაროვა, ირინა ბუგრიმოვა. ზაპაშნის ვეფხვის თავი მუხლებზე მედო, მაგრამ როდესაც მთაწმინდის სტუდიის ვიწრო კორიდორში ბუგრიმოვას ლომის უზარმაზარი თავი გამოჩნდა, ყველანი ოთახებში ჩავიკეტეთ. ირინა მას "ფისუნიას" ეძახდა. ეს "ფისუნია" კი სტუდიურ პიანინოზე აძვრა და ისე გვარიანად გაისეირნა მის კლავიატურაზე, რომ მერე ვეღარც ააწყვეს".

ქალბატონ ლიას ხშირად ახსენებდნენ ხოლმე კუბის ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროსთან დაკავშირებულ ისტორიას. მას ქართველი ქალბატონი თურმე ისე მოეწონა, რომ კუბაში გადასახლებაც კი შესთავაზა. კუბის რევოლუციის ლიდერისა და ლია მიქაძის შესახებ ისტორიაზე საქართველოში საკმაოდ დიდხანს ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ჭორად ხმები ქალაქში მაინც დადიოდა...

1961 წელს 25 წლის საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის ლია მიქაძე (და უკვე საკმაოდ პოპულარული წამყვანი) ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ცნობილი კომუნისტი - პარტოკრატი, მოლოტოვი ხელმძღვანელობდა, კუბაში გაემგზავრა. ჯგუფში იყვნენ ხელოვნების გიგანტები: ვერა მარეცკაია, გიორგი ტოვსტონოგოვი, ოლეგ ეფრემოვი, აკაკი ხორავა, იონა ტუსკია... კუბა რევოლიციის ორი წლის თავს ზეიმობდა. ხოსე გრანტეს მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართა. ექვსი საათის განმავლობაში ახალგაზრდა ლიდერი, ფიდელ კასტრო მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა. იქ შენიშნა თურმე მან ლია მიქაძე და შემდეგ " ბონიტა, ბონიტას" ("ლამაზო") ძახილით ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას, კასტრო მაშინ უცოლო იყო, არც ლია იყო გათხოვილი... ამბობენ, რომ ქართველ ტელეწამყვანს იმ დროისთვის უცოლო რევოლუციონერმა ცოლობა და კუბაში დარჩენა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. მეორედ მათი შეხვედრა 1963 წელს შედგა, როცა საბჭოეთის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა საბჭოეთის მეგობარი ფიდელ კასტრო საქართველოში მიიწვია.

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში უამრავ საინტერესო ადამიანთან მქონდა ურთიერთობა“, - ასე მორიდებულად იხსენებდა წლების შემდეგ ლია მიქაძე ფიდელ კასტროსთან შეხვედრას.

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართველი ტელევიზიის ლეგენდის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.