საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბი­სა და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ფაქ­ტებ­ზე, 5 პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ორ პირს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი ფი­ნან­სუ­რი დავა სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შემ­დე­გაც, ხსე­ნე­ბულ­მა პი­რებ­მა "ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს მი­მარ­თეს.

"2022 წლის ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში, თბი­ლის­ში და ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შედ­გა "ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა", რა დრო­საც სა­კუ­თა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის და გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რებ­მა და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის გა­ნი­ხი­ლეს დავა, რის შემ­დე­გაც ერთ-ერთ მო­და­ვე პირს მე­ო­რე პი­რის­თვის "ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვით“ და­კის­რე­ბუ­ლი თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ხუ­თი­ვე პირი მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში და­ა­კა­ვეს.

სამ პირს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა სსკ-ის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო ორ პირს ბრალ­დე­ბა სსკ-ის 2234-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის მი­მარ­თვა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­დათ.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშისტი
0

ამაში, მიშა და მისი რაზმი იყვნენ მაგრები. პატიმარი(ქურდი) რომ სასჯელს მოიხდიდა, ციხის გარეთ გამოსასვლელ კარებს გაუღებდნენ და იქვე, კარების ზღურბლზე ეკითხებოდნენ, ქურდი ხარ? თუ იტყოდა კიო, სამი წლით აბრუნებდნენ უკან, საკანში. თუ იტყოდა არაო, უშვებდნენ, ის უკვე პერსპექტიული ინფორმატორი ხდებოდა. არა რა, ამაში მიშისტები მაგრები იყვნენ.

??
1

რა 5 პიროვნება, დღეს საქართველო ქურდებისაა. ,,ერია თუ ბერია, ყველა დასაჭერია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორის წარმოქმნილი ფინანსური დავა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ხსენებულმა პირებმა "ქურდული გარჩევის“ განხორციელების და მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, "ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს.

"2022 წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისში და ზუგდიდის რაიონში, "ქურდული სამყაროს" წევრების მონაწილეობით შედგა "ქურდული გარჩევა", რა დროსაც საკუთარი კრიმინალური გავლენის, ძალაუფლების დამკვიდრების და გავრცელების მიზნით, "ქურდული სამყაროს" წევრებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის განიხილეს დავა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოდავე პირს მეორე პირისთვის "ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხა გადაახდევინეს.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში დააკავეს.

სამ პირს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ხუთივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.