სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვარ დამნაშავე... ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ... " - რას წერს ციხიდან სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი
"არ ვარ დამნაშავე...  ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ... " - რას წერს ციხიდან სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი

ხა­დას ხე­ო­ბა­ში, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის 3 წევ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ წე­რილს უგ­ზავ­ნის.

უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი მწყემ­სი ცი­ხე­ში ყოფ­ნი­დან 3 წლის შემ­დე­გაც აცხა­დებს, რომ მკვლე­ლო­ბა მას არ ჩა­უ­დე­ნია. კო­ბა­უ­რი გან­მარ­ტავს, რომ მოკ­ლულ რა­ი­ან სმი­ტის დე­დას­თან შეხ­ვედ­რა აღარ სურს, ვი­ნა­ი­დან ამას ვერ ბე­დავს, თუმ­ცა მზა­დაა, რა­ი­ან სმი­ტის ძმას ესა­უბ­როს.

"3 წე­ლია უკვე აქ ვზი­ვარ და ძა­ლი­ან ბევ­რი დრო მქონ­და იმ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ფიქ­რა, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლო, მაგ­რამ მხო­ლოდ ის მაძ­ლი­ე­რებს, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი დღემ­დე ჩემ გვერ­დით არი­ან და ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში ერთი წუ­თი­თაც არ შე­უ­ტა­ნი­ათ ეჭვი. მამა ჩემ­თან პა­ემ­ნებ­ზე არ მო­დის, არ ვიცი რა­ტომ, ალ­ბათ, მის­თვის კი­დევ უფრო რთუ­ლია მისი შვი­ლის ასეთ დღე­ში ხილ­ვა, თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნით მუდ­მი­ვად გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. დედა და ჩემი ძმა კი გა­მუდ­მე­ბით მო­დი­ან ჩემ­თან და მათი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს“, - აცხა­დებს მსჯავ­რდე­ბუ­ლი.

კო­ბა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, მისი და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ ის არის, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მის­თვის ცნო­ბი­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ა­წო­და.

"მე არ ვარ დამ­ნა­შა­ვე და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­მაც­ვლე­ვი­ნებს ამ პო­ზი­ცი­ას. ჩემი ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ ის არის, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს თა­ვი­დან­ვე არ ვაც­ნო­ბე იმის შე­სა­ხებ, რომ ჩემ­თვის რა­ი­ან სმი­ტის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო. მე უბ­რა­ლოდ შე­მე­შინ­და, რომ ყვე­ლა­ფერს მე და­მაბ­რა­ლებ­დნენ და მთე­ლი სის­ტე­მა ჩემ­ზე შე­იწ­მენ­დდა ხე­ლებს. სა­ბო­ლო­ოდ კი ასეც მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ურ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რა­ი­ან სმი­ტის დე­დის­გან, ლინ სმი­ტის­გან მი­ღე­ბულ წე­რილს, რო­მელ­შიც მოკ­ლუ­ლის დედა კო­ბა­ურს “ბევ­რი ლოც­ვის­კენ” მო­უ­წო­დებ­და. წე­რი­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მსჯავ­რდე­ბულ­მა მას­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, თუმ­ცა ახლა აცხა­დებს, რომ რა­ი­ან სმი­ტის დე­დას­თან შეხ­ვედ­რას ვერ შეძ­ლებს.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მისი მხრი­დან წე­რი­ლის მი­ღე­ბა. უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტი და მო­საზ­რე­ბა მქონ­და, თუ რა­ტომ გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი და წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი რთუ­ლი იყო ეს მის­თვის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახლა შე­მიძ­ლია და­ნამ­დვი­ლე­ბით ვთქვა, რომ მას­თან შეხ­ვედ­რას ვერ გავ­ბე­დავ­დი და ახ­ლაც ვერ შევ­ძლებ, თუმ­ცა შე­მიძ­ლია მის (რა­ი­ან სმი­ტის) ძმას შევ­ხვდე. მგო­ნია, რომ ის, რო­გორც მა­მა­კა­ცი, უფრო გა­მი­გებს და ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, რას გრძნო­ბენ ისი­ნი მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ.

ამ ოჯა­ხის მი­მართ მად­ლო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის მეტი რა დამ­რჩე­ნია. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კარ­გეს, ჩემ­ზე არას­წო­რი და ამაზ­რზე­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი არ გა­ბო­როტ­დნენ და სა­კუ­თარ თავ­ში იმის ძალა იპო­ვეს, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ეპა­ტი­ე­ბი­ნათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ, მეს­მის ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ამის დამ­ტკი­ცე­ბა მათ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია. სი­ტყვე­ბით ვერ აღ­გი­წერთ, თუ რას ნიშ­ნავს ეს ჩემ­თვის“, - აცხა­დებს კო­ბა­უ­რი.

ცნო­ბის­თვის, 2018 წელს, ხა­დას ხე­ო­ბა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რა­ი­ან და ლორა სმი­ტე­ბის, მათ შო­რის, მათი 4 წლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 19 წლის მწყემ­სი, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი და­ა­კა­ვეს. მას გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. კო­ბა­უ­რი ბრალს არ აღი­ა­რებს.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
6

ძნელია ითქვას სინამდვილეში რა მოხდა. ერთი კი ცხადია, არავის არ შეუწუხებია თავი კარგად გამოეძიებინა სინამდვილეში რატომ ცხოვრობდა ეს ოჯახი იქ სადაც ცხოვრობდა და რეალურად რას საქმიანობდნენ. არც უცდიათ გამოეძიებინათ ხომ არ უკავშირდებოდა მკვლელობის მოტივი მათ საქმიანობას და ამ მხრივაც ეწარმოებინათ კვლევა. რაც შეეხება სამხილებს რომლებიც წარმოდგენილი იქნა, მათი გაყალბება ამერიკის გავლენიანი ხალხის მითითებებით შეუძლებელი სულაც არ მეჩვენება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროინდელ მოვლენებს და მათ ზეწოლას ქართველ ხალხსა და ხელისუფლებაზე. 

Logica
2

ამონაწერი ვიკიპედიიდან: შეთქმულების თეორია (ინგლ. conspiracy theory, ასევე ცნობილია როგორც „კონსპირაციული თეორია“) — ჰიპოთეზათა ერთობლიობა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მოვლენებს ან ისტორიის სვლას წარმოაჩენს, როგორც ადამიანთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულების შედეგს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს „კულისებიდან“ მართავს. შეთქმულების თეორია ასევე შეიძლება განხილულ იქნას როგორც „ელიტის თეორიის“ ერთ-ერთი ვარიანტი. 

თეორიის წარმოშობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს ადამიანის ერთგვარი სოციალური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები — იგი პირდაპირაა დაკავშირებული სტერეოტიპიზაციის, პროექციის მექანიზმებსა და ესკაპიზმის ფენომენთან. საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეთქმულების თეორიის წარმატებულად დამკვიდრების მიზეზად ასევე სახელდება სოციალური უთანასწორობა და მასზე ადამიანთა მწვავე იდეოლოგიური რეაგირება. დაგუგლეთ და წაიკითხეთ ვიკიპედიის გვერდი, ძაან ბევრი აქ რომ აკომენტრიბეთ საკუთარ თავს გამოიცნობთ.

ავტორი:

"არ ვარ დამნაშავე... ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ... " - რას წერს ციხიდან სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი

"არ ვარ დამნაშავე...  ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ... " - რას წერს ციხიდან სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური პენიტენციური დაწესებულებიდან "ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.

უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. კობაური განმარტავს, რომ მოკლულ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრა აღარ სურს, ვინაიდან ამას ვერ ბედავს, თუმცა მზადაა, რაიან სმიტის ძმას ესაუბროს.

"3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ მხოლოდ ის მაძლიერებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები, ყველანი დღემდე ჩემ გვერდით არიან და ჩემს უდანაშაულობაში ერთი წუთითაც არ შეუტანიათ ეჭვი. მამა ჩემთან პაემნებზე არ მოდის, არ ვიცი რატომ, ალბათ, მისთვის კიდევ უფრო რთულია მისი შვილის ასეთ დღეში ხილვა, თუმცა ტელეფონით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. დედა და ჩემი ძმა კი გამუდმებით მოდიან ჩემთან და მათი მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს“, - აცხადებს მსჯავრდებული.

კობაურის განმარტებით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ სამართალდამცავებს მისთვის ცნობილი ინფორმაცია არ მიაწოდა.

"მე არ ვარ დამნაშავე და სიცოცხლის ბოლომდე ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს ამ პოზიციას. ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პოლიციის თანამშრომლებს თავიდანვე არ ვაცნობე იმის შესახებ, რომ ჩემთვის რაიან სმიტის მკვლელობის შესახებ ცნობილი იყო. მე უბრალოდ შემეშინდა, რომ ყველაფერს მე დამაბრალებდნენ და მთელი სისტემა ჩემზე შეიწმენდდა ხელებს. საბოლოოდ კი ასეც მოხდა“, - განაცხადა კობაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა რაიან სმიტის დედისგან, ლინ სმიტისგან მიღებულ წერილს, რომელშიც მოკლულის დედა კობაურს “ბევრი ლოცვისკენ” მოუწოდებდა. წერილის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრას ვერ შეძლებს.

"ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მისი მხრიდან წერილის მიღება. უამრავი ვარიანტი და მოსაზრება მქონდა, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და წარმომიდგენია, როგორი რთული იყო ეს მისთვის. სიმართლე გითხრათ, ახლა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მასთან შეხვედრას ვერ გავბედავდი და ახლაც ვერ შევძლებ, თუმცა შემიძლია მის (რაიან სმიტის) ძმას შევხვდე. მგონია, რომ ის, როგორც მამაკაცი, უფრო გამიგებს და ნაკლებად ემოციური იქნება. წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობენ ისინი მათი ოჯახის წევრების დაკარგვის შემდეგ.

ამ ოჯახის მიმართ მადლობისა და პატივისცემის მეტი რა დამრჩენია. ადამიანები, რომელთაც საკუთარი ოჯახის წევრები დაკარგეს, ჩემზე არასწორი და ამაზრზენი ინფორმაცია მიაწოდეს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი არ გაბოროტდნენ და საკუთარ თავში იმის ძალა იპოვეს, რომ ჩემთვის ყველაფერი ეპატიებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მე უდანაშაულო ვარ, მესმის ის გარემოებაც, რომ ამის დამტკიცება მათთვის ძალიან რთულია. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის“, - აცხადებს კობაური.

ცნობისთვის, 2018 წელს, ხადას ხეობაში მკვლელობა მოხდა. რაიან და ლორა სმიტების, მათ შორის, მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კობაური ბრალს არ აღიარებს.