ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ambebi.ge -ს ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევას პედაგოგსა და მშობლებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ. კერძოდ, რამდენიმე დღით ადრე, მასწავლებელი მოსწავლეებმა გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულეს.
სწორედ აღნიშნულის გამო მასწავლებელსა და მოსწავლეების მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 141-ე (გარყვნილი ქმედება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში გვითხრეს, თავდაპირველად საქმეზე გამოძიება მხოლოდ ერთი - 115-ე მუხლით დაიწყო, რამდენიმე დღის შემდეგ, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე კი საქმეში კიდევ ერთი მუხლი გაჩნდა.
სიმართლე რომ გაირკვს და ეგ ადამიანი გამართლდეს ნეტავ თუ იმასაც გამოაქვეყნებენ აქ, და ბოდიშს თუ მოიხდიან.წესიერი ადამიანი იყოვო ამბობენ.
ის საცოდავი იქნებ გაუბრაზდა იქნებ მოქაჩა და ადგა და შური რომ ეძია ამ მოსწავლემ ტყუილად დააბრალა რაიმე სისაძგლე არ მგონია ეს კაცი მაგის გამკეთრებელი იყოს