საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულის პრობლემის გამო ექიმები არ იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ შვილი გაეჩინა, სარისკო იყო, მაინც გავბედეთ..." - გია ხუხაშვილის ცხოვრების მთავარი ამბები: ოჯახი, მეგობრები, პოლიტიკა
"გულის პრობლემის გამო ექიმები არ იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ შვილი გაეჩინა, სარისკო იყო, მაინც გავბედეთ..." - გია ხუხაშვილის ცხოვრების მთავარი ამბები: ოჯახი, მეგობრები, პოლიტიკა

ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა მა­თე­მა­ტი­კის შეს­წავ­ლას წლე­ბი მი­უ­ძღვნა, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ სპე­ცი­ა­ლო­ბით არ უმუ­შა­ვია, არა­და, დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის შემ­დეგ, სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და. რო­გორც ამ­ბობს, მა­თე­მა­ტი­კამ აზ­როვ­ნე­ბის და ანა­ლი­ზის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნა­რე­ბი შეს­ძი­ნა, მაგ­რამ არ ნა­ნობს, რომ საყ­ვა­რელ დარ­გს სა­ბო­ლო­ოდ უარი უთხრა.

"ან­გე­ლო­ზი არა­ვი­ნაა, შეც­დო­მე­ბი დაგ­ვიშ­ვია, გა­დაც­დო­მე­ბიც გვქო­ნია, მაგ­რამ "წი­თე­ლი ხა­ზე­ბი“ ყო­ველ­თვის და­სა­ცა­ვია... სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რეს­ზე მაღ­ლა არც პი­რა­დის და არც პო­ლი­ტი­კუ­რის და­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ "წი­თელ ხაზს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცოტა იცავს,“ - გვე­უბ­ნე­ბა გია ხუ­ხაშ­ვი­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ის ცოტა ხან­ში თა­ვი­სი ახა­ლი წიგ­ნით წარ­დგე­ბა, რო­მელ­საც ახლა დიდი მონ­დო­მე­ბით და ინ­ტე­რე­სით წერს.

მა­ნამ­დე კი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ambebi.ge-ს სტუ­მა­რია რუბ­რი­კა­ში "ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი“.

  • ბავ­შვო­ბის ნა­თე­ლი დღე­ე­ბი

- ვცხოვ­რობ­დი თბი­ლი­სურ მრა­ვა­ლეთ­ნი­კურ ეზო­ში, სა­დაც სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავ­და. არ ვი­ყა­ვი ისე­თი ბავ­შვი, რო­მე­ლიც დროს ეზო­სა და თა­მაშ­ში ატა­რებ­და. საკ­მა­ოდ ღრმა პა­ტა­რა­ო­ბი­დან კი­თხვა მიყ­ვარ­და, თან იმ­დე­ნად, რომ დე­და­ჩე­მი ამის გამო ხში­რად უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც კი გა­მოთ­ქვამ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეზო­ში ძა­ლით მიშ­ვებ­და. ღამე რომ არ მე­კი­თხა, სი­ნათ­ლეს მიქ­რობ­დნენ და რო­დე­საც წიგნს ვერ ვე­ლე­ო­დი, ხში­რად საბ­ნის ქვეშ, ფრა­ნის შუქ­ზე ჩუ­მად ვკი­თხუ­ლობ­დი.

...დი­დუ­ბე­ში ვცხოვ­რობ­დი, 60-იანი წლე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ექ­ტის ორო­თა­ხი­ან, მოკ­რძა­ლე­ბულ ბი­ნა­ში. მა­შინ ყვე­ლა ასე ცხოვ­რობ­და, რაც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს კი­დევ უფრო ჯან­საღს ხდი­და... ვი­ყა­ვით მე და ჩემი უფ­რო­სი ძმა. ის ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით ეზო­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და კი­თხვა ნაკ­ლე­ბად უყ­ვარ­და. დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა, ის სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა, სულ მოძ­რა­ობს, ად­გილ­ზე ვერ ჩერ­დე­ბა, უყ­ვარს ქე­ი­ფი, მე კი უმე­ტე­სად კა­მე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ.

  • ქუჩა, უბა­ნი და მა­თე­მა­ტი­კა

- მა­შინ ქუჩა არ იყო კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, შე­და­რე­ბით მშვი­დად ვცხოვ­რობ­დით. თუ რამ და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და, ამა­ზე მთე­ლი ქა­ლა­ქი ლა­პა­რა­კობ­და. ვსწავ­ლობ­დი უბან­ში­ვე, მე-100 სკო­ლა­ში. მერ­ვე კლას­ში კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში ჩა­ვა­ბა­რე და სწავ­ლა იქ გან­ვაგ­რძე.

მა­თე­მა­ტი­კა ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. კო­მა­როვ­ში იმი­ტომ აღ­მოვ­ჩნდი, რომ ეს სა­გა­ნი მიყ­ვარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და­ჩე­მი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა (იმ­ჟა­მად სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლა ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და), ჩემი გა­ვი­ტა­ნე, ხა­სი­ა­თი გა­მო­ვავ­ლი­ნე და მა­თე­მა­ტი­კურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. დედა გა­მოც­და­ზე რომ მიშ­ვებ­და, შინ ლო­ცუ­ლობ­და, რომ ჩავ­ჭრი­ლი­ყა­ვი. მაგ­რამ მისი სურ­ვი­ლი არ ახდა, და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი. შემ­დეგ იყო ას­პი­რან­ტუ­რა, დი­სერ­ტა­ცია.

დი­სერ­ტა­ცია მოს­კოვ­ში და­ვი­ცა­ვი, რად­გა­ნაც იმ­ჟა­მად ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო. თბი­ლის­ში გეგ­მე­ბით ჩა­მო­ვე­დი, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მეც­ნი­ე­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ვიდ­რე ამ გზას და­ვად­გე­ბო­დი, 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

  • შეც­ვლი­ლი გეგ­მე­ბი

- იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­ურ გა­რე­მო­ში, პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მოვ­ხვდი, რო­მე­ლიც 9 აპ­რი­ლის ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია... ამი­ტომ, ისე მოხ­და, რომ საქ­მი­ა­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლო­ბით ვერ და­ვი­წყე. ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, მაგ­რამ არ ვფიქ­რობ, რომ მა­თე­მა­ტი­კის­თვის მი­ძღვნი­ლი წლე­ბი ამა­ოდ და­ი­კარ­გა... აზ­როვ­ნე­ბის ალ­გო­რით­მე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, რაც შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­მად­გა.

  • ცხე­ნოს­ნო­ბა

- სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში პა­რა­ლე­ლუ­რად ცხე­ნოს­ნო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, იპოდ­რომ­ზე დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი. იქ ყო­ველ დღე დი­ლას, 6 სა­ათ­ზე მივ­დი­ო­დი, ვა­ვარ­ჯი­შებ­დი, რამ­დე­ნი­მე ცხე­ნი გა­მომ­ყავ­და და ვა­ვარ­ჯი­შებ­დი, ვბან­დი, ვაჭ­მევ­დი. მერე ტან­საც­მელს გა­მო­ვიც­ვლი­დი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­ში ლექ­ცი­ებ­ზე მივ­დი­ო­დი. მეტ­საც გე­ტყვით, დიპ­ლო­მის დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს იპოდ­რომ­ზე მის­ვლა ვერ გა­მოვ­ტო­ვე. მერე ჩა­ვიც­ვი პი­ჯა­კი და დიპ­ლო­მის დაც­ვა­ზე წა­ვე­დი... მოყ­ვა­რულ­თა დო­ღებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... მე­გობ­რე­ბის კარ­გი წრე მყავ­და, ხში­რად დავ­დი­ო­დით ლაშ­ქრო­ბებ­ში, იმ პე­რი­ოდ­თა­ნაც ბევ­რი კე­თი­ლი მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს.

  • ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა

- 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­მა ჩემი შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა გა­სა­ზღვრა. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი გახ­ლდათ და მეც იმ წრე­ში აღ­მოვ­ჩნდი. და­ი­წყო ჩემი მე­გობ­რო­ბა გარ­კვე­ულ ჯგუფ­თან (თედო პა­ა­ტაშ­ვი­ლი, მე­რაბ ური­დია, მალ­ხაზ კვან­ჭი­ლაშ­ვი­ლი და სხვ.) სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. "მრგვალ­მა მა­გი­დამ“ არ­ჩევ­ნებ­ში რომ გა­ი­მარ­ჯვა, იმ ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი. მერე უზე­ნა­ეს საბ­ჭო­შიც აღ­მოვ­ჩნდი. სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­ში გახ­ლდით, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე თედო პა­ა­ტაშ­ვი­ლი იყო...

ისე მოხ­და, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ, რა­ღა­ცე­ბი არ მოგ­ვწონ­და, არ ვე­თან­ხმე­ბო­დით. დიდი წნე­ხის ქვეშ აღ­მოვ­ჩნდით. სა­მო­ქა­ლა­ქო ომამ­დე ჩვენ­მა ჯგუფ­მა წე­რი­ლი - "კვან­ძი მალე გა­იხ­სნე­ბა“ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, ყვე­ლა მხა­რეს ვაფრ­თხი­ლებ­დით, მაგ­რამ პრო­ცე­სი ისე შორს იყო წა­სუ­ლი, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, მოხ­და ის, რაც მოხ­და. ჩვენ იმ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით.

  • ტაიმ-აუტი და შემ­დგო­მი საქ­მე

- რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კი­დან შორს გავ­დე­ქი. ქვე­ყა­ნა­შიც დიდი პრობ­ლე­მე­ბი იყო. პა­ტა­რა ბავ­შვი გვყავ­და და გვი­ჭირ­და, ამი­ტომ უფრო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბით დავ­კავ­დი... 1995 წლი­დან სა­კონ­სულ­ტა­ციო მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ვი­წყე. იმ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ტრა­ბან­დის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო, ჩრდი­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კის წილი დო­მი­ნი­რებ­და, ტო­ტა­ლუ­რი კო­რუფ­ცი­ის ეპო­ქა ყვა­ო­და და მუ­შა­ო­ბა ამ თე­მებ­ზე და­ვი­წყე. მერე ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ლე­გა­ლურ იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე გავ­ხდი. ლე­გა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ­დი...

პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი. სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხა და ცხა­დი იყო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ შე­ეძ­ლო მარ­თვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც აღარ სურ­და ცხოვ­რე­ბის იმ რე­ჟიმ­ში გაგ­რძე­ლე­ბა. ჩა­მოვ­შორ­დი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­კი­თხებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პლატ­ფორ­მა­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლე, თა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ცენ­ტე­ბით.

  • ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კაფე

- "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ წინა პე­რი­ოდ­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის კე­რე­ბი გაჩ­ნდა და კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კაფე გავ­ხსე­ნი (ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­ფეს იდეა ჩემი შე­მო­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში). ფარ­თი მე­გო­ბარ­მა და­მით­მო და ბავ­შვო­ბი­დან შეყ­ვა­რე­ბულ წიგნს და ამ სამ­ყა­როს მი­ვუბ­რუნ­დი. ვმარ­თავ­დით ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ებს, ამა­ში ჩარ­თუ­ლი მყავ­და დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, ლაშა ბუ­ღა­ძე, ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი. უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­დი­ო­და, ტევა არ იყო, ახალ­გაზ­რდე­ბი კი­ბე­ებ­ზე ის­ხდნენ... კა­ფე­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის კო­მი­ტე­ტი იყო და ხში­რად სა­ღა­მო­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ჩე­ვე­ბით მთავ­რდე­ბო­და. ასე რომ, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კაფე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ ერთ-ერთი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე იყო.

  • "2005 წლის 23 იან­ვარს ჩემ­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და“

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ შე­იც­ვა­ლა, ურ­თი­ერ­თო­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას­თან მქონ­და, საკ­მა­ოდ ახ­ლოს ვი­ყა­ვით და მისი თხოვ­ნი­თა და რე­კო­მენ­და­ცი­ით რკი­ნიგ­ზის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში მი­ვე­დი. იქ კო­რუფ­ცი­ის ჭა­ო­ბი იყო, სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მა იყო გა­სა­ტა­რე­ბე­ლი, მერე დი­რექ­ტო­რიც გავ­ხდი... იქაც და­ი­წყო არ­სა­სურ­ვე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რის შემ­დე­გაც, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, რკი­ნიგ­ზა დავ­ტო­ვე. ამა­ზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაც გა­ვა­კე­თე. 2005 წლის 23 იან­ვარს ჩემ­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და. 10 დღე­ში კი ზუ­რაბ ჟვა­ნია გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა...

ეს იყო ბოლო წერ­ტი­ლი და იმ­ჟა­მინ­დელ რე­ჟიმ­თან სის­ტე­მუ­რი ოპო­ნი­რე­ბა და­ვი­წყე. რაც საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და.

  • საკ­ვან­ძო ფი­გუ­რა

- ზუ­რაბ ჟვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რა იყო. ის რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ბევრ ტრა­გე­დი­ას ავ­ცდე­ბო­დით. ზუ­რა­ბი და მიშა რო­გორც ცე­ცხლი და წყა­ლი, ისე იყ­ვნენ. ორი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი შე­ხე­დუ­ლე­ბის, ტემ­პე­რა­მენ­ტის, ფსი­ქო­ლო­გი­ის ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს ავ­სებ­დნენ. ეს იმის ფაქ­ტო­რი იყო, რომ სის­ტე­მას არ გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბი და ნორ­მა­ლუ­რად გაგ­ვევ­ლო რე­ფორ­მე­ბის პე­რი­ო­დი. კი, ზურა სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იყო. რომ და­ი­ღუ­პა, და­ი­წყო ის, რაც და­ი­წყო... სა­ერ­თო­დაც იმ პრო­ცეს­ში ზუ­რას ფაქ­ტო­რის გამო შე­ვე­დი. მიხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მისი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი პო­პუ­ლიზ­მის, ექ­სპრე­სი­ის გამო თა­ვი­დან­ვე არ მომ­წონ­და. არა­და, სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვა­ში სიბ­რძნეა სა­ჭი­რო. მიშა ნი­ჭი­ე­რია, აქვს კარ­გი ალღო, მაგ­რამ სიბ­რძნის გა­მოც­დი­ლე­ბა მას­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც არ არის. აკ­ლდა გარ­ჩე­ვა, - სად არის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი და სად - სა­ხელ­მწი­ფო, რაც არა­ერ­თხელ გა­მო­უვ­ლე­ნია...ზუ­რას და­ღუპ­ვის შემ­დეგ სავ­სე­ბით ცხა­დი გახ­და, რომ ჩვე­ნი - ჩემი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გზე­ბი გა­ი­ყა­რა.

  • პო­ლი­ტი­კო­სი მე­გო­ბა­რი

- თუ მე­გო­ბარ­ში ვგუ­ლის­ხმობთ ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რომ­ლის ჭირი გწყინს, კარ­გი გი­ხა­რია, გა­ჭირ­ვე­ბა­ში გვერ­დში უდ­გა­ხარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ერ­თმა­ნეთს კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ ხვდე­ბით, ასე­თად ზუ­რას მი­ვიჩ­ნევ­დი, ასე­ვე ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს და შე­იძ­ლე­ბა, არც და­ი­ჯე­როთ, მაგ­რამ ბი­ძი­ნა­საც ასე­თად მი­ვიჩ­ნევ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის მი­მართ ძა­ლი­ან კა­ტე­გო­რი­უ­ლი ვარ. ჩვე­ნი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი ცუდი მწყინს და კარ­გი გა­მი­ხარ­დე­ბა. უნდა ვი­ცო­დეთ, ერ­თმა­ნე­თის­გან პი­რა­დის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვის, პო­ლი­ტი­კუ­რის გა­ყო­ფა. მე ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ვარ, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ბი­ძი­ნაც ასეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­მაჩ­ნია, მან სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და ამი­ტომ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა მაქვს იმ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში და­ამ­კვიდ­რა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თუ მას პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, არ და­ვი­ცავ. კი, ეს მე­გობ­რო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი ფორ­მაა, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ვიყო ობი­ექ­ტუ­რი, ვერ გე­ტყვი, რომ ეს ბა­ლან­სი ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მომ­დის, მაგ­რამ ვცდი­ლობ.

იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ჩემს ძმას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ერ­თოდ მათ­თან, ვინც ჩემს გვერ­დი­თაა. უბ­რა­ლო გა­დაც­დო­მა­საც ვერ ვპა­ტი­ობ, არ შე­მიძ­ლია. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩემი ძმა არ მიყ­ვარს ან მის გვერ­დში არ ვიდ­გე­ბი, როცა დას­ჭირ­დე­ბა. ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე მქონ­და დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შე­მეძ­ლო, ნე­პო­ტის­ტუ­რი მიდ­გო­მით, ძმის­თვის ან ნა­თე­სა­ვის­თვის რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა, და­მე­საქ­მე­ბი­ნა ან ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი, ეს არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია. აზ­რა­დაც არა­ვის მოს­ვლია, ჩემ­თვის მსგავ­სი თხოვ­ნით მო­ე­მარ­თა. თუ ადა­მი­ანს უჭირს და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად შე­მიძ­ლია და­ვეხ­მა­რო, სულ ეს არის...

  • ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

- მის­და­მი ადა­მი­ა­ნუ­რი ემო­ცი­ე­ბი მაქვს. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მის­გან ძი­რი­თა­დად კარ­გი მახ­სოვს. თუ ჩვენ პო­ლი­ტი­კა­ზე კა­მა­თებს და მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რივ თუ კონ­კრე­ტულ თე­მებ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბას არ ჩავ­თვლით, ხში­რად ვკა­მა­თობ­დით. ვერ­ტი­კა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია, რო­გო­რიც მას­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დღე­ვან­დელ ელი­ტას აქვს. პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ამა თუ იმ სა­კითხს კა­მა­თი­სას გან­ვი­ხი­ლავ­დით (ის კა­მა­თე­ბიც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა). გარ­და ამი­სა, მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა მაქვს. ჩემ­თვის ბევ­რი კარ­გი გა­უ­კე­თე­ბია. მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემი ოჯა­ხი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია.

რთუ­ლი პრო­ცე­სი მი­დი­ო­და. ჩემი შვი­ლი ისეთ ასაკ­ში იყო, რომ შე­იძ­ლე­ბო­და პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ე­გოთ, ამი­ტომ ოჯა­ხი გავ­ხიზ­ნე... მერე ჩემი მე­უღ­ლე აღ­მოჩ­ნდა სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ციო. ბი­ძი­ნას­თვის არ მით­ქვამს, მაგ­რამ სხვის­გან გა­ი­გო. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­უღ­ლის­თვის ამის გა­კე­თე­ბა და­მა­ძა­ლა... ეს ისე­თი რამ არის, რომ არა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რით არ გა­ი­ზო­მე­ბა. სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­მელ­საც ვე­რას­დროს გა­და­ვიხ­დი, შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ამას ვგრძნობ და ამი­ტომ არის ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა რთუ­ლი, ჩემი ხის­ტი კრი­ტი­კა არ გა­და­ი­ზარ­დოს პი­როვ­ნულ­ში. სხვა მხრივ, არ ვფიქ­რობ, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი რა­ი­მე ვალი მაქვს. მას რაც შე­ეძ­ლო, იმას აკე­თებ­და და მე რაც შე­მეძ­ლო, იმას ვა­კე­თებ­დი. რად­გან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, არ გვაქვს უფ­ლე­ბა, არ­ჩე­ვა­ნი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვა­კე­თოთ. რო­დე­საც ეს დი­ლე­მა გაჩ­ნდა, არ­ჩე­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მე­გობ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ვა­კე­თე.

ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მა დღე­საც უც­ვლე­ლია და ამ სის­ტე­მის ერ­თგუ­ლი ვარ. თუ ვინ­მემ გა­და­უხ­ვია, მან გა­და­უხ­ვია და გა­თე­ლა ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ის სის­ტე­მა, რა­ზეც იდგა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. არ მი­ღა­ლა­ტია, სა­დაც ვი­ყა­ვი, ისევ იქ ვარ. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მი­სად­მი პი­რად ერ­თგუ­ლე­ბა­ზე არ მდგა­რა.

  • უარი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე

- ჩემი გა­და­ად­გი­ლე­ბა საკ­მაო ხი­ფათ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რო­დე­საც ოჯა­ხის გა­ხიზ­ვნა გა­დავ­წყვი­ტე, ბი­ძი­ნამ შე­მომ­თა­ვა­ზა, ქვეყ­ნი­დან კი არ გა­მეყ­ვა­ნა, მას­თან გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და იქ გვე­ცხოვ­რა. ამა­ზე უარი ვუ­თხა­რი. ჩემი ოჯა­ხი იმის­თვის არ მე­მე­ტე­ბო­და, რომ ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში. მშვი­დად რომ ეცხოვ­რათ, ქვეყ­ნი­დან გა­ვუშ­ვი. შემ­დეგ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მე მა­ინც მე­ცხოვ­რა მას­თან, ამა­ზეც ვერ დავ­თან­ხმდი, მთელ დღე­ებს ერ­თად ვა­ტა­რებ­დით...

  • ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

- არც ბად­რი და არც ბი­ძი­ნა ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით არ გა­მიც­ვნია... სა­ერ­თოდ ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი ერ­თსაც და მე­ო­რე­საც. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მათი სურ­ვი­ლით მოხ­და, რაც შემ­დგომ მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ბად­რი­სა და ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა უნი­კა­ლუ­რი იყო, რად­გა­ნაც მის ორ­ბი­ტა­ზე ყვე­ლა რა­ღაც ინ­ტე­რე­სის ირ­გვლივ იკ­რი­ბე­ბო­და. ხში­რად ვხვდე­ბო­დით სა­დი­ლებ­ზე, დროს სა­უბ­რებ­ში ვა­ტა­რებ­დით. მას­თან არ მი­თა­ნამ­შრომ­ლია, ეს იყო უბ­რა­ლოდ მე­გობ­რო­ბა და სა­უბ­რე­ბი. ფული ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არას­დროს გა­მო­ჩე­ნი­ლა. დღეს არა­ვის უნდა ამის და­ჯე­რე­ბა, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თე არ მქო­ნია. სხვა­თა შო­რის, არც ბი­ძი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, მე­ტიც, მას მერე, რაც გა­დავ­წყვი­ტე, რომ ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად ამ პრო­ცე­სებ­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი, მხო­ლოდ ვი­ზა­რა­ლე.

მა­ნამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე მქონ­და, ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან კონ­ტრაქ­ტით ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლი­ან კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და. ამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვის შემ­დეგ, ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი იმის მე­სა­მე­დი გახ­და. ის, რომ მი­ლი­არ­დე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით რა­ი­მე მო­გე­ბა მი­ვი­ღე, სი­სუ­ლე­ლე და ტყუ­ი­ლია. ვინც ჩემი ცხოვ­რე­ბის წესი იცის, ეს ყვე­ლას­თვის აშ­კა­რაა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ქე­რის ორ­მო­ში იჯდე და იქი­დან რა­ღაც არ იხე­ი­რო.

  • ოჯა­ხი

- ჩვე­ნი ოჯა­ხის შექ­მნას წინ საკ­მა­ოდ რო­მან­ტი­კუ­ლი ის­ტო­რია უძღო­და...

ჩემი მე­უღ­ლე მე­ლა­ნო კო­პა­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია, მაგ­რამ როცა შე­ვუღლდით, ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. შეგ­ვე­ძი­ნა შვი­ლი, ბიჭი... თუმ­ცა მის და­ბა­დე­ბამ­დე ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­ვი­ა­რეთ. მე­უღ­ლეს გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი პრობ­ლე­მა ჰქონ­და (ოპე­რა­ცია შემ­დგომ წლებ­ში სწო­რედ ამის გამო დას­ჭირ­და), ექი­მე­ბი არ იძ­ლე­ოდ­ნენ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ შვი­ლი გა­ე­ჩი­ნა, სა­რის­კო იყო, მაგ­რამ მა­ინც გავ­ბე­დეთ... ჩემი შვი­ლი ახლა უკვე მა­მაა და 2 შვი­ლი ჰყავს...

ასე რომ, იყო პრობ­ლე­მე­ბი... გარ­და ამი­სა, მისი მშობ­ლე­ბი ავად­მყო­ფობ­დნენ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვქონ­და, ამი­ტომ, მე­უღ­ლეს იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­ლახ­ვა პი­რა­დად უწევ­და. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კი­დევ რომ ემუ­შა­ვა, ამის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ ჰქონ­და. ასე შე­მორ­ჩა სახ­ლში.

  • "გა­ინ­ტე­რე­სებთ, მაკ­რი­ტი­კებს, თუ - არა?“

- თუ რამე არ მოს­წონს, რბი­ლად მე­უბ­ნე­ბა, თუმ­ცა ამ მხრივ უფრო პო­ზი­ტი­უ­რი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ვიდ­რე კრი­ტი­კო­სის. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ვარ. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის საქ­მე არ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კო­სი უნდა იყოს. ჩემს ცოლს არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ ამის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა... ერთი პე­რი­ო­დი "რუხ კარ­დი­ნალ­საც“ მე­ძახ­დნენ... და­ნის პირ­ზე ასე სი­ა­რუ­ლი­სას ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი მის მხარ­და­ჭე­რას. ამ მხრივ პრობ­ლე­მე­ბი არ გვქო­ნია, თუმ­ცა რა­ღა­ცე­ბი არ მოს­წონ­და, დღე­საც არ მოს­წონს. ზოგ­ჯერ ჩემს გა­მოს­ვლებ­ში ნარ­ცი­სიზ­მის ელე­მენ­ტებს ხე­დავს. კრი­ტი­კუ­ლად უყუ­რებს ჩემს თი­თო­ე­ულ სი­ტყვას.

იმის გამო, რომ ბი­ძი­ნას­თან ოჯა­ხე­ბით ახ­ლოს ვი­ყა­ვით, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას ბი­ძი­ნას რომ ვაკ­რი­ტი­კებ, ადა­მი­ა­ნუ­რი უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდა აქვს. მე­უბ­ნე­ბა, რომ ვა­ჭარ­ბებ, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი უნდა ვიყო...

  • შვი­ლი

- ჩემი შვი­ლი - ლუკა ფსი­ქი­ატ­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ექი­მე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ცნო­ბი­ლია და მა­საც რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე უწევს მუ­შა­ო­ბა, რომ ოჯა­ხი შე­ი­ნა­ხოს. ის არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რა­ღაც მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელ­ზე, ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სწო­რი არჩვე­ნი გა­ა­კე­თა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჩემი მხრი­დან პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. სირ­თუ­ლე­ე­ბი არის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ბევრ რა­მე­ზე უა­რის თქმა მო­უ­წია. უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვად იდგა და ეს შე­ზღუდ­ვე­ბი მას­ზეც გა­და­დი­ო­და. ეს ჩემი და­ნა­შა­უ­ლია მის მი­მართ. თუმ­ცა მა­ინც გა­იკ­ვლია თა­ვი­სი გზა, აქვს პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც უყ­ვარს. ჰყავს საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე და 2 შვი­ლი.

პო­ლი­ტი­კის­გან დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კა არ აინ­ტე­რე­სებს, მეტ­საც გე­ტყვით, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია, ხში­რად გა­უ­კე­თე­ბია ისე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი, რა­საც იმ პე­რი­ოდ­ში მე ვერ ვხე­დავ­დი. მათ შო­რის, ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ბად­რის­თან, ბი­ძი­ნას­თან, უკე­თე­სად და­უ­ნა­ხავს, გა­ვუფრ­თხი­ლე­ბი­ვარ და რო­გორც დრომ აჩ­ვე­ნა, ხში­რად მარ­თა­ლიც ყო­ფი­ლა... არა­და, იმ მო­მენ­ტებ­ში არ ვუ­ჯე­რებ­დი...

  • წიგ­ნი, რო­მელ­საც ვწერ...

- ვწერ წიგნს, ეს იქ­ნე­ბა ჩემი თვა­ლით და შიგ­ნი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს აღვწერ ის­ტო­რი­ის­თვის საკ­ვან­ძო ფი­გუ­რებ­თან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის პრიზ­მა­ში. ვინც კვა­ლი და­ა­ტყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, იგი­ვე, ზურა, ბად­რი, ბი­ძი­ნა, - ეს არ არის უბ­რა­ლოდ ის­ტო­რია - ეს პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის ბა­ზას, დის­კუ­სი­ებს, სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და­ე­ფუძ­ნე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შიგა ანა­ტო­მია იქ­ნე­ბა. მკი­თხვე­ლი ბევრ ისეთ დე­ტალს აღ­მო­ა­ჩენს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ფე­რი იცის, ამი­ტომ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ბევ­რის­თვის ექ­სკლუ­ზი­ვი და დიდი სი­ურპრი­ზი იქ­ნე­ბა. წიგნს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" გა­მოს­ცემს. ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო უნდა გა­მო­ვი­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გულის პრობლემის გამო ექიმები არ იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ შვილი გაეჩინა, სარისკო იყო, მაინც გავბედეთ..." - გია ხუხაშვილის ცხოვრების მთავარი ამბები: ოჯახი, მეგობრები, პოლიტიკა

"გულის პრობლემის გამო ექიმები არ იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ შვილი გაეჩინა, სარისკო იყო, მაინც გავბედეთ..." - გია ხუხაშვილის ცხოვრების მთავარი ამბები: ოჯახი, მეგობრები, პოლიტიკა

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მათემატიკის შესწავლას წლები მიუძღვნა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სპეციალობით არ უმუშავია, არადა, დისერტაციის დაცვის შემდეგ, სამეცნიერო მიმართულებით დიდი გეგმები ჰქონდა. როგორც ამბობს, მათემატიკამ აზროვნების და ანალიზის განსხვავებული უნარები შესძინა, მაგრამ არ ნანობს, რომ საყვარელ დარგს საბოლოოდ უარი უთხრა.

"ანგელოზი არავინაა, შეცდომები დაგვიშვია, გადაცდომებიც გვქონია, მაგრამ "წითელი ხაზები“ ყოველთვის დასაცავია... სახელმწიფო ინტერესზე მაღლა არც პირადის და არც პოლიტიკურის დაყენება არ შეიძლება. სამწუხაროდ, ამ "წითელ ხაზს“ საქართველოში ძალიან ცოტა იცავს,“ - გვეუბნება გია ხუხაშვილი. საზოგადოების წინაშე ის ცოტა ხანში თავისი ახალი წიგნით წარდგება, რომელსაც ახლა დიდი მონდომებით და ინტერესით წერს.

მანამდე კი გია ხუხაშვილი ambebi.ge-ს სტუმარია რუბრიკაში "ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები“.

  • ბავშვობის ნათელი დღეები

- ვცხოვრობდი თბილისურ მრავალეთნიკურ ეზოში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბევრი მეგობარი მყავდა. არ ვიყავი ისეთი ბავშვი, რომელიც დროს ეზოსა და თამაშში ატარებდა. საკმაოდ ღრმა პატარაობიდან კითხვა მიყვარდა, თან იმდენად, რომ დედაჩემი ამის გამო ხშირად უკმაყოფილებასაც კი გამოთქვამდა. ფაქტობრივად, ეზოში ძალით მიშვებდა. ღამე რომ არ მეკითხა, სინათლეს მიქრობდნენ და როდესაც წიგნს ვერ ველეოდი, ხშირად საბნის ქვეშ, ფრანის შუქზე ჩუმად ვკითხულობდი.

...დიდუბეში ვცხოვრობდი, 60-იანი წლების სტანდარტული პროექტის ოროთახიან, მოკრძალებულ ბინაში. მაშინ ყველა ასე ცხოვრობდა, რაც ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ჯანსაღს ხდიდა... ვიყავით მე და ჩემი უფროსი ძმა. ის ჩემგან განსხვავებით ეზოზე იყო ორიენტირებული და კითხვა ნაკლებად უყვარდა. დღემდე ასე გრძელდება, ის სოციალურად აქტიურ ცხოვრებას ეწევა, სულ მოძრაობს, ადგილზე ვერ ჩერდება, უყვარს ქეიფი, მე კი უმეტესად კამერული ცხოვრების მოყვარული ვარ.

  • ქუჩა, უბანი და მათემატიკა

- მაშინ ქუჩა არ იყო კრიმინალიზებული, შედარებით მშვიდად ვცხოვრობდით. თუ რამ დანაშაული ხდებოდა, ამაზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა. ვსწავლობდი უბანშივე, მე-100 სკოლაში. მერვე კლასში კომაროვის სკოლაში ჩავაბარე და სწავლა იქ განვაგრძე.

მათემატიკა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. კომაროვში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ეს საგანი მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა (იმჟამად სამედიცინოზე სწავლა ძალიან პრესტიჟულად მიიჩნეოდა), ჩემი გავიტანე, ხასიათი გამოვავლინე და მათემატიკურზე ჩავაბარე. დედა გამოცდაზე რომ მიშვებდა, შინ ლოცულობდა, რომ ჩავჭრილიყავი. მაგრამ მისი სურვილი არ ახდა, დავამთავრე უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. შემდეგ იყო ასპირანტურა, დისერტაცია.

დისერტაცია მოსკოვში დავიცავი, რადგანაც იმჟამად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. თბილისში გეგმებით ჩამოვედი, რომ უნივერსიტეტში სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემაში დამეწყო მუშაობა, მაგრამ ვიდრე ამ გზას დავადგებოდი, 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა.

  • შეცვლილი გეგმები

- იმ საზოგადოებრივად აქტიურ გარემოში, პოლიტიკურ წრეებში ჩემი მომავალი მეუღლის მეშვეობით მოვხვდი, რომელიც 9 აპრილის ერთ-ერთი დაზარალებულია... ამიტომ, ისე მოხდა, რომ საქმიანობა სპეციალობით ვერ დავიწყე. ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მათემატიკისთვის მიძღვნილი წლები ამაოდ დაიკარგა... აზროვნების ალგორითმები იმ პერიოდში ჩამომიყალიბდა, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამომადგა.

  • ცხენოსნობა

- სტუდენტობის პერიოდში პარალელურად ცხენოსნობით ვიყავი დაკავებული. ძალიან სერიოზულად ვიყავი გატაცებული, იპოდრომზე დიდ დროს ვატარებდი. იქ ყოველ დღე დილას, 6 საათზე მივდიოდი, ვავარჯიშებდი, რამდენიმე ცხენი გამომყავდა და ვავარჯიშებდი, ვბანდი, ვაჭმევდი. მერე ტანსაცმელს გამოვიცვლიდი და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ლექციებზე მივდიოდი. მეტსაც გეტყვით, დიპლომის დაცვის მნიშვნელოვან დღეს იპოდრომზე მისვლა ვერ გამოვტოვე. მერე ჩავიცვი პიჯაკი და დიპლომის დაცვაზე წავედი... მოყვარულთა დოღებშიც ვმონაწილეობდი... მეგობრების კარგი წრე მყავდა, ხშირად დავდიოდით ლაშქრობებში, იმ პერიოდთანაც ბევრი კეთილი მოგონება მაკავშირებს.

  • ეროვნული მოძრაობა

- 9 აპრილის მოვლენებმა ჩემი შემდგომი ცხოვრება გასაზღვრა. მომავალი მეუღლე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლდათ და მეც იმ წრეში აღმოვჩნდი. დაიწყო ჩემი მეგობრობა გარკვეულ ჯგუფთან (თედო პაატაშვილი, მერაბ ურიდია, მალხაზ კვანჭილაშვილი და სხვ.) საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზე მიმდინარე პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩართული. "მრგვალმა მაგიდამ“ არჩევნებში რომ გაიმარჯვა, იმ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი. მერე უზენაეს საბჭოშიც აღმოვჩნდი. საგარეო საქმეთა კომიტეტში გახლდით, რომლის თავმჯდომარე თედო პაატაშვილი იყო...

ისე მოხდა, რომ ოპოზიციაში გადავინაცვლეთ, რაღაცები არ მოგვწონდა, არ ვეთანხმებოდით. დიდი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით. სამოქალაქო ომამდე ჩვენმა ჯგუფმა წერილი - "კვანძი მალე გაიხსნება“ გამოვაქვეყნეთ, ყველა მხარეს ვაფრთხილებდით, მაგრამ პროცესი ისე შორს იყო წასული, რომ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ იმ დაპირისპირებაში არ ვმონაწილეობდით.

  • ტაიმ-აუტი და შემდგომი საქმე

- რაღაც პერიოდის განმავლობაში პოლიტიკიდან შორს გავდექი. ქვეყანაშიც დიდი პრობლემები იყო. პატარა ბავშვი გვყავდა და გვიჭირდა, ამიტომ უფრო საყოფაცხოვრებო პრობლემებით დავკავდი... 1995 წლიდან საკონსულტაციო მოღვაწეობა დავიწყე. იმჟამად საქართველოში კონტრაბანდის სერიოზული პრობლემა იყო, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი დომინირებდა, ტოტალური კორუფციის ეპოქა ყვაოდა და მუშაობა ამ თემებზე დავიწყე. მერე ნავთობპროდუქტების ლეგალურ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე გავხდი. ლეგალური ბიზნესის ინტერესებს ვიცავდი...

პოლიტიკური თემებითაც დავინტერესდი. სრულიად ცალსახა და ცხადი იყო, რომ ხელისუფლებას აღარ შეეძლო მართვა და საზოგადოებასაც აღარ სურდა ცხოვრების იმ რეჟიმში გაგრძელება. ჩამოვშორდი ნავთობპროდუქტების საკითხებს და საზოგადოებრივ პლატფორმაზე გადავინაცვლე, თანაც პოლიტიკური აქცენტებით.

  • ლიტერატურული კაფე

- "ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდში წინააღმდეგობის კერები გაჩნდა და კოსტავას ქუჩაზე პირველი ლიტერატურული კაფე გავხსენი (ლიტერატურული კაფეს იდეა ჩემი შემოტანილია საქართველოში). ფართი მეგობარმა დამითმო და ბავშვობიდან შეყვარებულ წიგნს და ამ სამყაროს მივუბრუნდი. ვმართავდით ლიტერატურულ საღამოებს, ამაში ჩართული მყავდა დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი. უამრავი ხალხი მოდიოდა, ტევა არ იყო, ახალგაზრდები კიბეებზე ისხდნენ... კაფეში წინააღმდეგობის კომიტეტი იყო და ხშირად საღამოები პოლიტიკური გარჩევებით მთავრდებოდა. ასე რომ, ლიტერატურული კაფე "ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი თანამონაწილე იყო.

  • "2005 წლის 23 იანვარს ჩემზე თავდასხმა მოხდა“

- ხელისუფლება რომ შეიცვალა, ურთიერთობა ზურაბ ჟვანიასთან მქონდა, საკმაოდ ახლოს ვიყავით და მისი თხოვნითა და რეკომენდაციით რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოში მივედი. იქ კორუფციის ჭაობი იყო, სერიოზული რეფორმა იყო გასატარებელი, მერე დირექტორიც გავხდი... იქაც დაიწყო არსასურველი ტენდენციები, რის შემდეგაც, პროტესტის ნიშნად, რკინიგზა დავტოვე. ამაზე საჯარო განცხადებაც გავაკეთე. 2005 წლის 23 იანვარს ჩემზე თავდასხმა მოხდა. 10 დღეში კი ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა...

ეს იყო ბოლო წერტილი და იმჟამინდელ რეჟიმთან სისტემური ოპონირება დავიწყე. რაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

  • საკვანძო ფიგურა

- ზურაბ ჟვანია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბევრ ტრაგედიას ავცდებოდით. ზურაბი და მიშა როგორც ცეცხლი და წყალი, ისე იყვნენ. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი შეხედულების, ტემპერამენტის, ფსიქოლოგიის ადამიანი, ამიტომ ერთმანეთს ავსებდნენ. ეს იმის ფაქტორი იყო, რომ სისტემას არ გაემეორებინა წარსულის შეცდომები და ნორმალურად გაგვევლო რეფორმების პერიოდი. კი, ზურა სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი იყო. რომ დაიღუპა, დაიწყო ის, რაც დაიწყო... საერთოდაც იმ პროცესში ზურას ფაქტორის გამო შევედი. მიხეილ სააკაშვილი მისი გადაჭარბებული პოპულიზმის, ექსპრესიის გამო თავიდანვე არ მომწონდა. არადა, სახელმწიფო მართვაში სიბრძნეა საჭირო. მიშა ნიჭიერია, აქვს კარგი ალღო, მაგრამ სიბრძნის გამოცდილება მასში მაინცდამაინც არ არის. აკლდა გარჩევა, - სად არის პოლიტიკური ინტერესი და სად - სახელმწიფო, რაც არაერთხელ გამოუვლენია...ზურას დაღუპვის შემდეგ სავსებით ცხადი გახდა, რომ ჩვენი - ჩემი და ხელისუფლების გზები გაიყარა.

  • პოლიტიკოსი მეგობარი

- თუ მეგობარში ვგულისხმობთ ჩვენს დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ, რომლის ჭირი გწყინს, კარგი გიხარია, გაჭირვებაში გვერდში უდგახარ, მიუხედავად იმისა, ერთმანეთს კვირაში რამდენჯერ ხვდებით, ასეთად ზურას მივიჩნევდი, ასევე ბადრი პატარკაციშვილს და შეიძლება, არც დაიჯეროთ, მაგრამ ბიძინასაც ასეთად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად მისი მოღვაწეობის მიმართ ძალიან კატეგორიული ვარ. ჩვენი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი ცუდი მწყინს და კარგი გამიხარდება. უნდა ვიცოდეთ, ერთმანეთისგან პირადის და საზოგადოებრივის, პოლიტიკურის გაყოფა. მე ამ დამოკიდებულებით ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბიძინაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, მან სერიოზულად დააზიანა ქვეყნის მომავალი და ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა მაქვს იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში დაამკვიდრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მას პირადი პრობლემები შეექმნა, არ დავიცავ. კი, ეს მეგობრობის თავისებური ფორმაა, მაგრამ ვცდილობ, ვიყო ობიექტური, ვერ გეტყვი, რომ ეს ბალანსი ყოველთვის კარგად გამომდის, მაგრამ ვცდილობ.

იგივე დამოკიდებულება მაქვს ჩემს ძმასთან დაკავშირებით და საერთოდ მათთან, ვინც ჩემს გვერდითაა. უბრალო გადაცდომასაც ვერ ვპატიობ, არ შემიძლია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი ძმა არ მიყვარს ან მის გვერდში არ ვიდგები, როცა დასჭირდება. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონდა დიდი შესაძლებლობები, შემეძლო, ნეპოტისტური მიდგომით, ძმისთვის ან ნათესავისთვის რაღაც გამეკეთებინა, დამესაქმებინა ან ბიზნესის კეთებაში დავხმარებოდი, ეს არასდროს გამიკეთებია. აზრადაც არავის მოსვლია, ჩემთვის მსგავსი თხოვნით მოემართა. თუ ადამიანს უჭირს და შესაძლებლობა მაქვს, მატერიალურად შემიძლია დავეხმარო, სულ ეს არის...

  • ბიძინა ივანიშვილი

- მისდამი ადამიანური ემოციები მაქვს. ურთიერთობაში მისგან ძირითადად კარგი მახსოვს. თუ ჩვენ პოლიტიკაზე კამათებს და მსოფლმხედველობრივ თუ კონკრეტულ თემებზე დაპირისპირებას არ ჩავთვლით, ხშირად ვკამათობდით. ვერტიკალური ურთიერთობა არ გვქონია, როგორიც მასთან "ქართული ოცნების" დღევანდელ ელიტას აქვს. პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა და ამა თუ იმ საკითხს კამათისას განვიხილავდით (ის კამათებიც კარგად მახსენდება). გარდა ამისა, მადლიერების გრძნობა მაქვს. ჩემთვის ბევრი კარგი გაუკეთებია. მისი დამოკიდებულება ჩემი ოჯახისადმი განსაკუთრებულია.

რთული პროცესი მიდიოდა. ჩემი შვილი ისეთ ასაკში იყო, რომ შეიძლებოდა პროვოკაციაზე წამოეგოთ, ამიტომ ოჯახი გავხიზნე... მერე ჩემი მეუღლე აღმოჩნდა სასწრაფოდ საოპერაციო. ბიძინასთვის არ მითქვამს, მაგრამ სხვისგან გაიგო. ძვირად ღირებული ოპერაცია ესაჭიროებოდა, ფაქტობრივად, მეუღლისთვის ამის გაკეთება დამაძალა... ეს ისეთი რამ არის, რომ არანაირი მატერიალურით არ გაიზომება. სხვა ვალდებულებაა, რომელსაც ვერასდროს გადავიხდი, შეუფასებელია. ამას ვგრძნობ და ამიტომ არის ჩემი მდგომარეობა რთული, ჩემი ხისტი კრიტიკა არ გადაიზარდოს პიროვნულში. სხვა მხრივ, არ ვფიქრობ, რომ მატერიალურიდან გამომდინარე, მისი რაიმე ვალი მაქვს. მას რაც შეეძლო, იმას აკეთებდა და მე რაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი. რადგან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვმონაწილეობთ, არ გვაქვს უფლება, არჩევანი პირადი ურთიერთობის სასარგებლოდ გავაკეთოთ. როდესაც ეს დილემა გაჩნდა, არჩევანი საზოგადოებრივი ცხოვრების სასარგებლოდ და შეიძლება ითქვას, მეგობრის საწინააღმდეგოდ გავაკეთე.

ფასეულობათა სისტემა დღესაც უცვლელია და ამ სისტემის ერთგული ვარ. თუ ვინმემ გადაუხვია, მან გადაუხვია და გათელა ფასეულობათა ის სისტემა, რაზეც იდგა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობა. არ მიღალატია, სადაც ვიყავი, ისევ იქ ვარ. ჩვენი ურთიერთობა მისადმი პირად ერთგულებაზე არ მდგარა.

  • უარი შემოთავაზებაზე

- ჩემი გადაადგილება საკმაო ხიფათთან იყო დაკავშირებული და როდესაც ოჯახის გახიზვნა გადავწყვიტე, ბიძინამ შემომთავაზა, ქვეყნიდან კი არ გამეყვანა, მასთან გადავსულიყავით და იქ გვეცხოვრა. ამაზე უარი ვუთხარი. ჩემი ოჯახი იმისთვის არ მემეტებოდა, რომ ერთ ტერიტორიაზე გაურკვეველი დროით ყოფილიყვნენ, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში. მშვიდად რომ ეცხოვრათ, ქვეყნიდან გავუშვი. შემდეგ იყო შემოთავაზება, მე მაინც მეცხოვრა მასთან, ამაზეც ვერ დავთანხმდი, მთელ დღეებს ერთად ვატარებდით...

  • ბადრი პატარკაციშვილი

- არც ბადრი და არც ბიძინა ჩემი ინიციატივით არ გამიცვნია... საერთოდ ეჭვის თვალით ვუყურებდი ერთსაც და მეორესაც. ჩვენი ურთიერთობა მათი სურვილით მოხდა, რაც შემდგომ მეგობრობაში გადაიზარდა. ბადრისა და ჩემი ურთიერთობა უნიკალური იყო, რადგანაც მის ორბიტაზე ყველა რაღაც ინტერესის ირგვლივ იკრიბებოდა. ხშირად ვხვდებოდით სადილებზე, დროს საუბრებში ვატარებდით. მასთან არ მითანამშრომლია, ეს იყო უბრალოდ მეგობრობა და საუბრები. ფული ჩვენს ურთიერთობაში არასდროს გამოჩენილა. დღეს არავის უნდა ამის დაჯერება, რომ ამ ურთიერთობებით მატერიალური სიკეთე არ მქონია. სხვათა შორის, არც ბიძინასთან ურთიერთობისას, მეტიც, მას მერე, რაც გადავწყვიტე, რომ ივანიშვილთან ერთად ამ პროცესებში ჩავრთულიყავი, მხოლოდ ვიზარალე.

მანამდე სერიოზული საქმე მქონდა, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან კონტრაქტით ვმუშაობდი და ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა. ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემდეგ, ჩემი შემოსავალი იმის მესამედი გახდა. ის, რომ მილიარდერებთან ურთიერთობით რაიმე მოგება მივიღე, სისულელე და ტყუილია. ვინც ჩემი ცხოვრების წესი იცის, ეს ყველასთვის აშკარაა, მაგრამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქერის ორმოში იჯდე და იქიდან რაღაც არ იხეირო.

  • ოჯახი

- ჩვენი ოჯახის შექმნას წინ საკმაოდ რომანტიკული ისტორია უძღოდა...

ჩემი მეუღლე მელანო კოპაძე პროფესიით ექიმია, მაგრამ როცა შევუღლდით, ქვეყანაში რთული პერიოდი იყო. შეგვეძინა შვილი, ბიჭი... თუმცა მის დაბადებამდე ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მეუღლეს გულის ქრონიკული პრობლემა ჰქონდა (ოპერაცია შემდგომ წლებში სწორედ ამის გამო დასჭირდა), ექიმები არ იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ შვილი გაეჩინა, სარისკო იყო, მაგრამ მაინც გავბედეთ... ჩემი შვილი ახლა უკვე მამაა და 2 შვილი ჰყავს...

ასე რომ, იყო პრობლემები... გარდა ამისა, მისი მშობლები ავადმყოფობდნენ, მატერიალურად მოკრძალებული შესაძლებლობები გვქონდა, ამიტომ, მეუღლეს იმ პრობლემების გადალახვა პირადად უწევდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ რომ ემუშავა, ამისთვის ფიზიკური შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ასე შემორჩა სახლში.

  • "გაინტერესებთ, მაკრიტიკებს, თუ - არა?“

- თუ რამე არ მოსწონს, რბილად მეუბნება, თუმცა ამ მხრივ უფრო პოზიტიური როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე კრიტიკოსის. ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლების პირობებში ფრონტის წინა ხაზზე ვარ. სამოქალაქო აქტივისტის საქმე არ არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ნებისმიერი ხელისუფლების კრიტიკოსი უნდა იყოს. ჩემს ცოლს არასოდეს უთქვამს, რომ ამისთვის თავი დამენებებინა... ერთი პერიოდი "რუხ კარდინალსაც“ მეძახდნენ... დანის პირზე ასე სიარულისას ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. ამ მხრივ პრობლემები არ გვქონია, თუმცა რაღაცები არ მოსწონდა, დღესაც არ მოსწონს. ზოგჯერ ჩემს გამოსვლებში ნარცისიზმის ელემენტებს ხედავს. კრიტიკულად უყურებს ჩემს თითოეულ სიტყვას.

იმის გამო, რომ ბიძინასთან ოჯახებით ახლოს ვიყავით, საჯარო გამოსვლისას ბიძინას რომ ვაკრიტიკებ, ადამიანური უხერხულობის განცდა აქვს. მეუბნება, რომ ვაჭარბებ, თავშეკავებული უნდა ვიყო...

  • შვილი

- ჩემი შვილი - ლუკა ფსიქიატრია, საქართველოში ექიმების მდგომარეობა ცნობილია და მასაც რამდენიმე ადგილზე უწევს მუშაობა, რომ ოჯახი შეინახოს. ის არ არის ორიენტირებული რაღაც მატერიალურ სარგებელზე, ფუფუნებაზე... დარწმუნებულია, რომ სწორი არჩვენი გააკეთა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩემი მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. სირთულეები არის ურთიერთობაში, მოგეხსენებათ, რთული პერიოდი იყო, ჩემი საქმიანობის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწია. უსაფრთხოების პრობლემა მუდმივად იდგა და ეს შეზღუდვები მასზეც გადადიოდა. ეს ჩემი დანაშაულია მის მიმართ. თუმცა მაინც გაიკვლია თავისი გზა, აქვს პროფესია, რომელიც უყვარს. ჰყავს საყვარელი მეუღლე და 2 შვილი.

პოლიტიკისგან დისტანცირებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს, მეტსაც გეტყვით, ძალიან ჭკვიანია, ხშირად გაუკეთებია ისეთი შეფასებები, რასაც იმ პერიოდში მე ვერ ვხედავდი. მათ შორის, ჩემი ურთიერთობის შესახებ ბადრისთან, ბიძინასთან, უკეთესად დაუნახავს, გავუფრთხილებივარ და როგორც დრომ აჩვენა, ხშირად მართალიც ყოფილა... არადა, იმ მომენტებში არ ვუჯერებდი...

  • წიგნი, რომელსაც ვწერ...

- ვწერ წიგნს, ეს იქნება ჩემი თვალით და შიგნიდან დანახული საქართველოს უახლესი ისტორია. პოლიტიკურ პროცესებს აღვწერ ისტორიისთვის საკვანძო ფიგურებთან პირადი ურთიერთობის პრიზმაში. ვინც კვალი დაატყო ჩვენი ქვეყნის ისტორიას, იგივე, ზურა, ბადრი, ბიძინა, - ეს არ არის უბრალოდ ისტორია - ეს პირადი ურთიერთობის ბაზას, დისკუსიებს, სწორ გადაწყვეტილებებს დაეფუძნება და ფაქტობრივად, საქართველოს ისტორიის შიგა ანატომია იქნება. მკითხველი ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენს, რომლის შესახებაც არაფერი იცის, ამიტომ, გარკვეულწილად, ბევრისთვის ექსკლუზივი და დიდი სიურპრიზი იქნება. წიგნს გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს. ვფიქრობ, საინტერესო უნდა გამოვიდეს.