მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას" - ლევან მურუსიძე
"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას" - ლევან მურუსიძე

"თქვენ გჯე­რათ, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე აპი­რებს ბესო ალა­ვი­ძის და მისი ოჯა­ხის ლიკ­ვი­და­ცი­ას? სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ არ ვა­პი­რებ ბესო ალა­ვი­ძის და მისი ოჯა­ხის ლიკ­ვი­და­ცი­ას, მო­გო­ნი­ლია ეს, ამი­ტომ ამ თე­მის­გან არა­ფე­რი გა­მო­ვა", - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რმა ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა დას­მულ შე­კი­თხვას მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძე მის ლიკ­ვი­და­ცი­ას არ გა­მო­რი­ცხავს იმის გამო, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს.

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე ამ გან­ცხა­დე­ბას არა­სე­რი­ო­ზულს უწო­დებს.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ალა­ვი­ძე სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ხებ ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს იმი­ტომ, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბა სურს.

"ძა­ლი­ან გთხოვთ, რომ ნუ ცდი­ლობთ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ზო­გა­დად, ისე გა­ა­კე­თოთ, რომ იყოთ არა­ო­ბი­ექ­ტუ­რე­ბი და ჩირ­ქი მოს­ცხოთ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას. ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბით და ამა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბესო ალა­ვი­ძეს სურს, მი­ი­ღოს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი. ეს და­ემ­თხვა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას, რომ მათ სურთ გა­მო­ი­ყე­ნონ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სათ­ვის. ამ დროს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცდი­ლო­ბენ, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ ბესო ალა­ვი­ძე. მე ვერ და­გეხ­მა­რე­ბით იმა­ში, რომ ეს თემა სკან­და­ლურ გახ­დეს, ვი­ნა­ი­დან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დუ­ლია“, - აცხა­დებს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სხვა­დას­ხვა დროს, ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძემ და კი­დევ სხვა მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცეს, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ რომ მათ მი­მართ არა მარ­ტო, "რუს­თა­ვი2“- ის საქ­მე­ზე, არა­მედ არც ერთ საქ­მე­ზე ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა.

"ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძეს, რო­გორც ჩანს უნდა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი, წინა პლან­ზე გა­მოჰ­ყავს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ, ვი­თომ მის სი­ცო­ცხლეს ან მისი ოჯა­ხის წევ­რებს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, თქვენ გჯე­რათ, რომ ჩვენ­გან საფრ­თხე ემუქ­რე­ბა მას ან მის ოჯა­ხის წევ­რებს? ამ აბ­სურ­დზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ? რაზე ვმუ­შა­ობთ, სად­მე დავ­ხვდე­ბით ბესო ალა­ვი­ძეს, მის ოჯა­ხის წევ­რებს და ავა­წი­ო­კებთ, თუ რას ვუ­ზამთ? ეს გათ­ვლი­ლია იმი­სათ­ვის, რომ თავ­შე­სა­ფა­რი უნდა. ხვდე­ბა ვი­ღაც გარ­კვე­ულ პი­რებს, ისი­ნი ეუბ­ნე­ბი­ან, მიდი ახლა და სა­სა­მარ­თლოს ლაფი შე­ას­ხი. უზე­ნა­ე­სი მო­სა­მარ­თლე­ო­ბის ვადა 6 თვით რომ გა­უგ­რძე­ლეს, მა­შინ არ იყო "კლა­ნი“?“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ­მა მო­სა­მარ­თლემ ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძემ გა­და­ცე­მა "დრო­ე­ბის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ე.წ. კლა­ნი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ მი­ი­ღებ­დნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, მათ­ზე ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

"ხდე­ბო­და მო­სა­მარ­თლის და­ბა­რე­ბა სად­მე კა­ბი­ნეტ­ში კა­ფე­ში, ქა­ლაქ­ში რეს­ტო­რან­ში ან ასე შემ­დეგ და პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნა მის­თვის, რა­ტომ იღებს ის ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და რა­ტომ ფიქ­რობს ან არ ფიქ­რობს ისე რო­გორც ეს მათ უნ­დათ, ან რა­ტომ აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი და თუ არ შე­იც­ვლის აზრს შე­ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, იქ­ნე­ბა იზო­ლი­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი კო­ლე­გე­ბის­გან. ეს არის ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვა“, - აცხა­დებს ალა­ვი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ურო
3

აშკარაა, ალავიძე პოლიტიკური თავშესაფრის მოსათხოვად საფუძვლებს ამზადებს

grisha
20

მადლობა ბატონო ლევან. ჩვენ გვჯერა თქვენი 

ავტორი:

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას" - ლევან მურუსიძე

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას" - ლევან მურუსიძე

"თქვენ გჯერათ, რომ ლევან მურუსიძე აპირებს ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას, მოგონილია ეს, ამიტომ ამ თემისგან არაფერი გამოვა", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს იმის გამო, რომ სასამართლო სისტემის მიმართ მწვავე განცხადებებს აკეთებს.

ლევან მურუსიძე ამ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

მისი განმარტებით, ალავიძე სასამართლოს შესახებ ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებს იმიტომ, რომ საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღება სურს.

"ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ცდილობთ ტელევიზიები ზოგადად, ისე გააკეთოთ, რომ იყოთ არაობიექტურები და ჩირქი მოსცხოთ სასამართლო სისტემას. ჩემი მონაცემებით და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ბესო ალავიძეს სურს, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი. ეს დაემთხვა არასამთავრობოების პოზიციას, რომ მათ სურთ გამოიყენონ ყველა ადამიანი, სასამართლოს დისკრედიტაციისათვის. ამ დროს, ფაქტობრივად, ცდილობენ, რომ გამოიყენონ ბესო ალავიძე. მე ვერ დაგეხმარებით იმაში, რომ ეს თემა სკანდალურ გახდეს, ვინაიდან, აბსოლუტურად აბსურდულია“, - აცხადებს ლევან მურუსიძემ.

მისი განმარტებით, სხვადასხვა დროს, ბესარიონ ალავიძემ და კიდევ სხვა მოსამართლემ პროკურატურაში ჩვენება მისცეს, სადაც განაცხადეს, რომ რომ მათ მიმართ არა მარტო, "რუსთავი2“- ის საქმეზე, არამედ არც ერთ საქმეზე ზეწოლა არ ყოფილა.

"ბესარიონ ალავიძეს, როგორც ჩანს უნდა პოლიტიკური თავშესაფარი, წინა პლანზე გამოჰყავს საკუთარი ოჯახი ამბობს, რომ, ვითომ მის სიცოცხლეს ან მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრება, თქვენ გჯერათ, რომ ჩვენგან საფრთხე ემუქრება მას ან მის ოჯახის წევრებს? ამ აბსურდზე უნდა ვილაპარაკოთ? რაზე ვმუშაობთ, სადმე დავხვდებით ბესო ალავიძეს, მის ოჯახის წევრებს და ავაწიოკებთ, თუ რას ვუზამთ? ეს გათვლილია იმისათვის, რომ თავშესაფარი უნდა. ხვდება ვიღაც გარკვეულ პირებს, ისინი ეუბნებიან, მიდი ახლა და სასამართლოს ლაფი შეასხი. უზენაესი მოსამართლეობის ვადა 6 თვით რომ გაუგრძელეს, მაშინ არ იყო "კლანი“?“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ბესარიონ ალავიძემ გადაცემა "დროებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ე.წ. კლანისა და ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ მოსამართლეები, მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

"ხდებოდა მოსამართლის დაბარება სადმე კაბინეტში კაფეში, ქალაქში რესტორანში ან ასე შემდეგ და პასუხის მოთხოვნა მისთვის, რატომ იღებს ის ასეთ გადაწყვეტილებებს და რატომ ფიქრობს ან არ ფიქრობს ისე როგორც ეს მათ უნდათ, ან რატომ აქვს განსხვავებული აზრი და თუ არ შეიცვლის აზრს შეექმნება პრობლემები, იქნება იზოლირებული საკუთარი კოლეგებისგან. ეს არის ქუჩური გარჩევა“, - აცხადებს ალავიძე.