სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მრევლს ნებას რთავს, რომ შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ - უკრაინელებს ამ გადაწყვეტილებისკენ რუსეთის აგრესიამ უბიძგა
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მრევლს ნებას რთავს, რომ შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ - უკრაინელებს ამ გადაწყვეტილებისკენ რუსეთის აგრესიამ უბიძგა

უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბია. მრევ­ლის მხრი­დან დიდი მო­თხოვ­ნის შემ­დეგ, ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, კი­ე­ვის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას შო­ბის 25 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ვნა შე­ეძ­ლე­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 7 000-მდე ეკ­ლე­სი­ას შე­ე­ხე­ბა.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შო­ბას იუ­ლი­უ­სის კალნდრის მი­ხედ­ვით, 7 იან­ვარს აღ­ნიშ­ნავ­დნენ, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში პუ­ტი­ნის ჯა­რე­ბის შეჭ­რამ უკ­რა­ი­ნის მარ­თლმდი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას უბიძ­გა, რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო. უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, ისე­ვე, რო­გორც ეკ­ლე­სი­ას, სურს, რომ რუ­სეთს ჩა­მოს­ცილ­დეს და და­სავ­ლე­თის­კენ აი­ღოს გეზი.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ას, მათი პატ­რი­არ­ქი ღიად გა­მო­ხა­ტავს პუ­ტი­ნი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას და ნათ­ქვა­მი აქვს, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი, ომში სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ვე­ლი ცოდ­ვის­გან გა­ნიწ­მინ­დე­ბი­ან.

Guardian-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის სპი­კერ­მა, არ­ქი­ე­პის­კო­პოს­მა ევსტრა­ტი ზო­რი­ამ თქვა, რომ 25 დე­კემ­ბერს, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე დამ­სწრე­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად, მო­ნა­ცე­მე­ბი შეგ­როვ­დე­ბა:

“არ გვსურს, ვინ­მეს რა­ი­მე და­ვა­ძა­ლოთ. გვეს­მის, რომ ეს ცვლი­ლე­ბა არა­ფერს წყვეტს. მე პი­რა­დად, ჩემს მრევ­ლთან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვეტ, რო­დის ჩა­ვა­ტა­რო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის ცე­რე­მო­ნია. სჯობს, რომ ეს პრო­ცე­სი ნელა და წარ­მა­ტე­ბუ­ლად დავ­ნერ­გოთ“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სეთს შე­მოჭ­რამ­დე, მრევ­ლის მე­სა­მედს უკვე სურ­და შო­ბის და­სავ­ლუ­რი თა­რი­ღით აღ­ნიშ­ვნა. ომის და­წყე­ბის შემ­დეგ კი ამ ცვლი­ლე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, კი­დევ უფრო უნდა გაზ­რდი­ლი­ყო.

წყა­რო: theguardian

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემი_granti
5

ასეთი დიდი ერი რომ ღირსეულ პოლიტიკოს ვერ აირჩევენ ქვეყნის მმართველად და "ჯამბაზზე" ჩამოკიდებ ქვეყნის მმართველობას,უკვე გასაგებიცაა საიდან ვინ მართავს უკრაინას და სამწუხაროდ ეროვნული სიწმინდეები და ღირებულებებიც ისე შერჩევითი გაუხდებათ როგორც ამ კონკრეტულ სიტუაციაში იღებენ თავისდაუნებურად გადაწყვეტილებას რომ საეკლესიო კალენდარში შეიტანონ დასავლური ძირეული ცვლილებები...

Rima
3

უბრალოდ რელიგია ევროპისთვის მარტო პოლიტიკაა და სხვა არაფერი. სამწუხაროა, რომ მართმადიდებლები. ურწმუნოების აღმოჩნდნენ, აბა რა შუაშია საკუთარ რწმენასთან რუსეთი ან ნებისმიერი სხვა. სამწუხაროა, სამწუხარო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მრევლს ნებას რთავს, რომ შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ - უკრაინელებს ამ გადაწყვეტილებისკენ რუსეთის აგრესიამ უბიძგა

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მრევლს ნებას რთავს, რომ შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ - უკრაინელებს ამ გადაწყვეტილებისკენ რუსეთის აგრესიამ უბიძგა

უკრაინის ეკლესიაში ცვლილებებია. მრევლის მხრიდან დიდი მოთხოვნის შემდეგ, ოქტომბერში ჩატარებულ სინოდის სხდომაზე, კიევის მიტროპოლიტმა გამოაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, მოსახლეობას შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა შეეძლება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 7 000-მდე ეკლესიას შეეხება.

უკრაინელები საუკუნეების განმავლობაში შობას იულიუსის კალნდრის მიხედვით, 7 იანვარს აღნიშნავდნენ, მაგრამ ქვეყანაში პუტინის ჯარების შეჭრამ უკრაინის მართლმდიდებლურ ეკლესიას უბიძგა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. უკრაინელ ხალხს, ისევე, როგორც ეკლესიას, სურს, რომ რუსეთს ჩამოსცილდეს და დასავლეთისკენ აიღოს გეზი.

რაც შეეხება რუსეთის ეკლესიას, მათი პატრიარქი ღიად გამოხატავს პუტინისადმი მხარდაჭერას და ნათქვამი აქვს, რომ რუსი სამხედროები, ომში სიკვდილის შემთხვევაში, ყოველი ცოდვისგან განიწმინდებიან.

Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის ეკლესიის სპიკერმა, არქიეპისკოპოსმა ევსტრატი ზორიამ თქვა, რომ 25 დეკემბერს, ღვთისმსახურებაზე დამსწრეთა რაოდენობის შესამოწმებლად, მონაცემები შეგროვდება:

“არ გვსურს, ვინმეს რაიმე დავაძალოთ. გვესმის, რომ ეს ცვლილება არაფერს წყვეტს. მე პირადად, ჩემს მრევლთან გასაუბრების შემდეგ გადავწყვეტ, როდის ჩავატარო ღვთისმსახურების ცერემონია. სჯობს, რომ ეს პროცესი ნელა და წარმატებულად დავნერგოთ“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს შემოჭრამდე, მრევლის მესამედს უკვე სურდა შობის დასავლური თარიღით აღნიშვნა. ომის დაწყების შემდეგ კი ამ ცვლილების მსურველთა რაოდენობა, კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო.

წყარო: theguardian