საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიზეზები, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ დროა, პროდუქტების შეძენა ონლაინ დაიწყოთ
მიზეზები, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ დროა, პროდუქტების შეძენა ონლაინ დაიწყოთ

ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი სექ­ტო­რია, რო­მე­ლიც პროგ­ნო­ზე­ბის თა­ნახ­მად 2023 წელს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვებ­ში 22%-იან წილს და­ი­კა­ვებს, მა­შინ, როცა 2019 წელს 14,1% იყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­ნო­ზი ნიშ­ნავს იმას, რომ ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქცა. კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში, როცა ბავ­შვს ვე­რა­ვის ვუ­ტო­ვებთ და ვერც მა­ღა­ზი­ა­ში გავ­დი­ვართ, როცა უა­მინ­დო­ბა გვიშ­ლის ხელს, ან­დაც სტუმ­რებს ვე­ლო­დე­ბით და ვე­რაფ­რის მომ­ზა­დე­ბას ვას­წრებთ, ასე­ვე მა­შინ, როცა ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი ოკე­ა­ნის გა­დაღ­მაა, ონ­ლა­ინ შო­პინგს მივ­მარ­თავთ. სწო­რედ ცხოვ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ გა­ხა­და იგი შექ­მნის დღი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლი, პან­დე­მი­ის დროს კი, როცა სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გვქონ­და - აუ­ცი­ლე­ბე­ლიც.

და მა­ინც, რა­ტომ ღირს ონ­ლა­ინ შო­პინ­გი კი­დევ უფრო მე­ტად დავ­ნერ­გოთ ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში?

სი­მარ­ტი­ვე და კომ­ფორ­ტი

ონ­ლა­ინ შო­პინ­გის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას პირ­ვე­ლი რაც გვახ­სენ­დე­ბა, სწო­რედ ეს ორი მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია: სი­მარ­ტი­ვე და კომ­ფორ­ტი. სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, რბილ სა­ვარ­ძელ­ში, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ მო­კა­ლა­თე­ბუ­ლებს შეგ­ვიძ­ლია ერთი აპ­ლი­კა­ცი­ით შე­ვუკ­ვე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც გვჭირ­დე­ბა, შე­ძე­ნილ პრო­დუქტს კი ად­გილ­ზე მოგ­ვარ­თმე­ვენ. რა უნდა იყოს ამა­ზე მარ­ტი­ვი?

თუ აქამ­დე იმა­ვე შე­ნა­ძე­ნის გა­სა­კე­თებ­ლად ჩაც­მა, გა­რეთ გას­ვლა, შემ­დეგ მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტე­ბის არ­ჩე­ვა, ბო­ლოს კი პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თულს სახ­ლში უკან დაბ­რუ­ნე­ბა გვი­წევ­და, დღეს ეს 2-სა­ა­თი­ა­ნი პრო­ცე­სი 10 წუთ­ში ეტე­ვა. სა­ნამ შეკ­ვე­თას ვე­ლო­დე­ბით, შეგ­ვიძ­ლია სხვა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი საქ­მით დავ­კავ­დეთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლია მათ­თვის, ვი­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი ჰყავს და პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად სახ­ლი­დან ხში­რად გას­ვლას ვერ ახერ­ხებს.

დრო­ის და­ზოგ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

გა­დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რონ, და­კავ­დნენ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ისე­ირ­ნონ ბუ­ნე­ბა­ში ან სუ­ლაც გა­მო­ი­ძი­ნონ.

როცა სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი დრო სუ­პერ­მარ­კეტ­ში პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად უნდა გა­ა­ტა­რო, უფრო გე­ზღუ­დე­ბა საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­თვის ან დას­ვე­ნე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ა­თე­ბი. გა­მო­ძა­ხე­ბის სერ­ვი­სის და ზო­გა­დად, ონ­ლა­ინ შო­პინ­გის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი უპი­რა­ტე­სო­ბა სწო­რედ დრო­ის და­ზოგ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ამი­ტო­მაც იზ­რდე­ბა მას­ზე მო­თხოვ­ნა.

ონ­ლა­ინ შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი

ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად და ძვე­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კომ­პა­ნი­ე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ აქ­ცი­ას სთა­ვა­ზო­ბენ.

როცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვს, მა­გა­ლი­თად, სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტის ფას­დაკ­ლე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ა­შიც ისარ­გებ­ლო, ად­გილ­ზე მის­ვლა­ში დრო რა­ტომ უნდა და­კარ­გო? ონ­ლა­ინ შო­პინგზე გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნი­სა და მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ე­ბი ონ­ლა­ინ შო­პინ­გის უფრო და უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ სერ­ვისს გვთა­ვა­ზო­ბენ. მათ შო­რის არის „2 ნა­ბი­ჯის“ აპ­ლი­კა­ცია (ან­დრო­ი­დის­თვის და IOS-სთვის), რო­მელ­შიც მომ­ხმა­რე­ბელს ხვდე­ბა ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ფას­დაკ­ლე­ბა.

პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას, იქ­ნე­ბა ეს საკ­ვე­ბი, სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი თუ ტან­საც­მე­ლი, დრო­ის შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სის გამო ნაკ­ლე­ბად ვაკ­ვირ­დე­ბით მის შე­მად­გენ­ლო­ბას, წარ­მო­შო­ბას და ა. შ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი სხვაგ­ვა­რად დგას ონ­ლა­ინ შო­პინ­გის შემ­თხვე­ვა­ში: უფრო სწრა­ფად და მარ­ტი­ვად იღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მა­გა­ლი­თად, იო­გურ­ტის შემ­ცვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, ვიდ­რე მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ცდი­ლობ რიგ­ში დრო­უ­ლად ჩად­გო­მა მო­ას­წრო. აპ­ლი­კა­ცი­ა­ში უფრო თვალ­სა­ჩი­ნოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი მისი შე­მად­გენ­ლო­ბა, სწრა­ფად შე­გიძ­ლია მისი წა­კი­თხვა და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე, უკეთ ხე­დავ ვა­დებ­საც და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­თი­თე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც, რა­საც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მო.

ფა­სე­ბის მარ­ტი­ვად შე­და­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

როცა პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად ერთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­დი­ხარ, დრო­ის შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სის გამო, სხვა შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე აღარ იწყებ ფიქ­რს და ხან­და­ხან მეტ­საც იხდი იმა­ში, რისი შე­ძე­ნაც უფრო ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად შე­გეძ­ლო.

ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია მეშ­ვე­ო­ბით შე­გიძ­ლია რამ­დე­ნი­მე მომ­წო­დებ­ლის ფა­სე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ა­და­რო და სა­უ­კე­თე­სო ფა­სად შე­ი­ძი­ნო სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა რო­გორც დრო­ის, ისე ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
0

მაღაზიაში შესვლის დროს მიჩნდება იდეები: რა ვიყიდო, რა კერძი გავაკეთო, ასევე მსიამოვნებს სალაროსთან ანგარიშსწორება და მოლარისთვის მადლობის თქმაც. ვისი სამსახურიც მეტწილად კომპიუტერთან მუშაობაა, იმას არა მგონია, კიდევ კომპიუტერთან დაჯდომა და პროდუქტების ყიდვაზე თვალების დაღლა მოუნდეს. 

დდ
0

არ მუშაობს ეგ თქვენი აპლიკაციები.

ავტორი:

მიზეზები, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ დროა, პროდუქტების შეძენა ონლაინ დაიწყოთ

მიზეზები, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ დროა, პროდუქტების შეძენა ონლაინ დაიწყოთ

ელექტრონული კომერცია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც პროგნოზების თანახმად 2023 წელს მსოფლიოს მასშტაბით საცალო გაყიდვებში 22%-იან წილს დაიკავებს, მაშინ, როცა 2019 წელს 14,1% იყო.

აღნიშნული პროგნოზი ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული კომერცია ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. კრიტიკულ მომენტებში, როცა ბავშვს ვერავის ვუტოვებთ და ვერც მაღაზიაში გავდივართ, როცა უამინდობა გვიშლის ხელს, ანდაც სტუმრებს ველოდებით და ვერაფრის მომზადებას ვასწრებთ, ასევე მაშინ, როცა ჩვენთვის სასურველი ნივთი ოკეანის გადაღმაა, ონლაინ შოპინგს მივმართავთ. სწორედ ცხოვრების გამარტივების შესაძლებლობამ გახადა იგი შექმნის დღიდან პოპულარული, პანდემიის დროს კი, როცა სხვა ალტერნატივა არ გვქონდა - აუცილებელიც.

და მაინც, რატომ ღირს ონლაინ შოპინგი კიდევ უფრო მეტად დავნერგოთ ჩვენს ყოველდღიურობაში?

სიმარტივე და კომფორტი

ონლაინ შოპინგის უპირატესობებზე საუბრისას პირველი რაც გვახსენდება, სწორედ ეს ორი მთავარი მახასიათებელია: სიმარტივე და კომფორტი. სახლიდან გაუსვლელად, რბილ სავარძელში, ტელევიზორის წინ მოკალათებულებს შეგვიძლია ერთი აპლიკაციით შევუკვეთოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება, შეძენილ პროდუქტს კი ადგილზე მოგვართმევენ. რა უნდა იყოს ამაზე მარტივი?

თუ აქამდე იმავე შენაძენის გასაკეთებლად ჩაცმა, გარეთ გასვლა, შემდეგ მაღაზიაში პროდუქტების არჩევა, ბოლოს კი პროდუქტებით დატვირთულს სახლში უკან დაბრუნება გვიწევდა, დღეს ეს 2-საათიანი პროცესი 10 წუთში ეტევა. სანამ შეკვეთას ველოდებით, შეგვიძლია სხვა უფრო საინტერესო და ნაყოფიერი საქმით დავკავდეთ.

აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს და პროდუქტების შესაძენად სახლიდან ხშირად გასვლას ვერ ახერხებს.

დროის დაზოგვის შესაძლებლობა

გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარონ, დაკავდნენ საინტერესო აქტივობებით, ისეირნონ ბუნებაში ან სულაც გამოიძინონ.

როცა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დამატებითი დრო სუპერმარკეტში პროდუქტების შესაძენად უნდა გაატარო, უფრო გეზღუდება საყვარელი საქმისთვის ან დასვენებისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი საათები. გამოძახების სერვისის და ზოგადად, ონლაინ შოპინგის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა სწორედ დროის დაზოგვის შესაძლებლობაა, ამიტომაც იზრდება მასზე მოთხოვნა.

ონლაინ შეთავაზებები

ახალი მომხმარებლების შესაძენად და ძველის შესანარჩუნებლად კომპანიები მომხმარებელს სხვადასხვა ონლაინ აქციას სთავაზობენ.

როცა შესაძლებლობა გაქვს, მაგალითად, სასურსათო მარკეტის ფასდაკლებით აპლიკაციაშიც ისარგებლო, ადგილზე მისვლაში დრო რატომ უნდა დაკარგო? ონლაინ შოპინგზე გაზრდილი მოთხოვნისა და მაღალი კონკურენციის გამო საქართველოში კომპანიები ონლაინ შოპინგის უფრო და უფრო გაუმჯობესებულ სერვისს გვთავაზობენ. მათ შორის არის „2 ნაბიჯის“ აპლიკაცია (ანდროიდისთვის და IOS-სთვის), რომელშიც მომხმარებელს ხვდება ადგილზე არსებული ყველა ფასდაკლება.

პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა

ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, იქნება ეს საკვები, საკანცელარიო ნივთები თუ ტანსაცმელი, დროის შეზღუდული რესურსის გამო ნაკლებად ვაკვირდებით მის შემადგენლობას, წარმოშობას და ა. შ.

აღნიშნული საკითხი სხვაგვარად დგას ონლაინ შოპინგის შემთხვევაში: უფრო სწრაფად და მარტივად იღებ ინფორმაციას, მაგალითად, იოგურტის შემცველობის შესახებ, ვიდრე მაღაზიაში, სადაც ცდილობ რიგში დროულად ჩადგომა მოასწრო. აპლიკაციაში უფრო თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი მისი შემადგენლობა, სწრაფად შეგიძლია მისი წაკითხვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ასევე, უკეთ ხედავ ვადებსაც და შენახვის პირობების შესახებ მითითებულ ინფორმაციასაც, რასაც შეიძლება მაღაზიაში ნაკლები ყურადღება დაუთმო.

ფასების მარტივად შედარების შესაძლებლობა

როცა პროდუქტების შესაძენად ერთ მაღაზიაში შედიხარ, დროის შეზღუდული რესურსის გამო, სხვა შეთავაზებებზე აღარ იწყებ ფიქრს და ხანდახან მეტსაც იხდი იმაში, რისი შეძენაც უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეგეძლო.

ელექტრონული კომერცია მეშვეობით შეგიძლია რამდენიმე მომწოდებლის ფასები ერთმანეთს შეადარო და საუკეთესო ფასად შეიძინო სასურველი პროდუქტი. ეს მნიშვნელოვანი უპირატესობა როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს.

NS