საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძალადე ქმარი, ღალატი და სენატორთან ნაპოვნი ბედნიერება - ლათინო-ამერიკული სერიალების ვარსკვლავის მდიდრული ცხოვრება მძიმე წარსულის შემდეგ: როგორ გამოიყურება დღეს "უბრალო მარია"?
მოძალადე ქმარი, ღალატი და სენატორთან ნაპოვნი ბედნიერება - ლათინო-ამერიკული სერიალების ვარსკვლავის მდიდრული ცხოვრება მძიმე წარსულის შემდეგ: როგორ გამოიყურება დღეს "უბრალო მარია"?

ალ­ბათ უფ­როს თა­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახ­სოვს სე­რი­ა­ლი "უბ­რა­ლო მა­რია", რო­მე­ლიც ბევ­რი ქა­ლის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქცა. სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მკე­რა­ვის მა­რია ლო­პე­სის თავ­გა­და­სა­ვა­ლი მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მექ­სი­კუ­რი სე­რი­ა­ლი 1993-94 წლებ­ში გა­დი­ო­და და სა­ღა­მო­ო­ბით ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ყო­ველ ახალ სე­რი­ას მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ. ვიქ­ტო­რია რუ­ფოს მორ­ცხვ ღი­მილ­ზე კი უამ­რა­ვი მა­მა­კა­ცი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ალ­ბათ იმ თა­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ცხოვ­რობს დღეს ქალი, რო­მე­ლიც მექ­სი­კა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბია და რამ­დე­ნი­მე თვის წინ 60 წელი შე­ურ­სულ­და. ვიქ­ტო­რია რუფო მშობ­ლი­ურ მექ­სი­კა­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვია. ის აგ­რძე­ლებს სე­რი­ა­ლებ­ში გა­და­ღე­ბას, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში მისი მთა­ვა­რი სა­მუ­შაო მა­ინც რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ გახ­და.

რუფო პო­პუ­ლა­რუ­ლია არა მხო­ლოდ უფ­რო­სი თა­ო­ბის აუ­დი­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბი­დან, არა­მედ ახალ­გაზ­რდებ­შიც. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ვი­დე­ო­ე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლებ­საც ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვი TikTok-ის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად იღებს. მისი ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც კო­ლე­გებ­თან ერ­თად ცეკ­ვავს, ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

პან­დე­მი­ის დროს ვიქ­ტო­რი­ამ უარი თქვა თმის შე­ღებ­ვა­ზე და ასე წარ­სდგა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის წი­ნა­შე. მის გამ­ბე­და­ო­ბას მიმ­დევ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით შეხ­ვდნენ, რად­გან მან და­ან­გრია სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ჭა­ღა­რა ქალი, აუ­ცი­ლებ­ლად მო­უვ­ლელ­სა და ხან­დაზ­მულს ნიშ­ნავს.

ვიქ­ტო­რია მშვიდ, ზო­მი­ერ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა თა­ვის ულა­მა­ზეს აგა­რაკ­ზე. ის მე­ო­რედ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, სე­ნა­ტორ ომარ ფა­ი­ა­დი­ზე. რო­დე­საც წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდა, რუ­ფოს უკვე ჰყავ­და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან შვი­ლი ხოსე ედუ­არ­დო, რო­მე­ლიც კო­მი­კოს ევ­გე­ნიო დერ­ბე­სის­გან შე­ე­ძი­ნა.

"ეკ­რან­ზე მხი­ა­რუ­ლი ევ­გე­ნიო, ცხოვ­რე­ბა­ში მო­ღა­ლა­ტე აღ­მოჩ­ნდა და ვიქ­ტო­რი­ას გული გა­უ­ტე­ხა, - წერს მექ­სი­კუ­რი მე­დია.

ვიქ­ტო­რია მა­შინ 27 წლის იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ მა­მა­კაცს მოს­წონ­და, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ შედ­გა. ქალი ერთხელ ამ თე­მა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ესა­უბ­რა 57 წლის მსა­ხი­ობ სილ­ვია დერ­ბეზს, რო­მე­ლიც მექ­სი­კუ­რი კი­ნოს ლე­გენ­და გახ­ლდათ და ისი­ნი ერ­თად თა­მა­შობ­დნენ სე­რი­ალ­ში "უბ­რა­ლოდ მა­რია..." სილ­ვი­ამ ქალს თა­ვი­სი ვაჟი ევ­გე­ნიო გა­აც­ნო, რო­მე­ლიც კო­მიქ­სის ჟან­რის მსა­ხი­ო­ბად მუ­შა­ობ­და. ახალ­გაზ­რდებს ერ­თმა­ნე­თი ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­დათ და რო­მა­ნი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

სილ­ვია დერ­ბე­ზი ვიქ­ტო­რი­ას დე­დამ­თი­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც გახ­და. მალე პირ­ვე­ლი შვი­ლი ხოსე ედუ­არ­დო შე­ე­ძი­ნათ. ვიქ­ტო­რია ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო - მდი­და­რი, ცნო­ბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქმა­რი და მშვე­ნი­ე­რი ვაჟი. მე­გობ­რე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი და კო­ლე­გე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ მათი ოჯა­ხით და რუ­ფოს ცოლ-ქმრულ ცხოვ­რე­ბას ოჯა­ხის იდე­ა­ლად თვლიდ­ნენ.

რე­ა­ლუ­რად კი ამ ბრწყინ­ვა­ლე­ბის მიღ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იმა­ლე­ბო­და. ბავ­შვი ერთი წლი­საც არ იყო, რო­დე­საც ვიქ­ტო­რია ეკ­რანს და­უბ­რუნ­და, შვი­ლის აღ­ზრდა კი ძი­ძას ანდო. მე­უღ­ლე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბო­და. ქმა­რი გა­მუდ­მე­ბით ჩი­ო­და, რომ ის ცუდი ცოლი და დედა იყო, ასე­ვე ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნობ­და. უწყობ­და სკან­და­ლებს, აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის თან­დას­წრე­ბი­თაც კი. ამა­ვე დროს მუდ­მი­ვად ღა­ლა­ტობ­და ცოლს.

ვიქ­ტო­რი­ას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ევ­გე­ნიო, ამი­ტომ მუდ­მი­ვად პა­ტი­ობ­და სკან­და­ლებს, ღა­ლატს და სა­ში­ნელ ხა­სი­ათ­საც კი. მო­ღა­ლა­ტე ქმარს მას შემ­დე­გაც არ უსაყ­ვე­დუ­რა, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ საყ­ვარ­ლის­გან შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. რაც უფრო მე­ტად ცდი­ლობ­და ქალი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას, მით უფრო შე­უ­წყნა­რე­ბე­ლი ხდე­ბო­და ქმა­რი ვიქ­ტო­რი­ას მი­მართ. ევ­გე­ნი­ოს აღი­ზი­ა­ნებ­და ცო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვა­დაც პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ქმა­რი მუდ­მი­ვად ზარ­მაცს და უსაქ­მურს უწო­დებ­და ვიქ­ტო­რი­ას, ეუბ­ნე­ბო­და, რომ წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბამ და იღ­ბალ­მა მო­უ­ტა­ნა, თა­ვად კი ნი­ჭი­ერ­სა და ფუტ­კა­რი­ვით შრო­მის­მოყ­ვა­რეს, მაგ­რამ არ გა­უ­მარ­თლა.

უფრო მე­ტიც, კაცი მუდ­მი­ვად დას­ცი­ნო­და რუ­ფოს სე­რი­ა­ლებს, ეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­და ქა­ლებს მის თვალ­წინ და თვლი­და, რომ ამა­ში მისი ცოლი იყო დამ­ნა­შა­ვე...

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში სტუმ­რად ჩა­სულ რუ­ფოს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მია ხვდე­ბო­და, მაგ­რამ მის ქმარს ვე­რა­ვინ ცნობ­და და ის მისი მძღო­ლი ან დაც­ვის წევ­რი ეგო­ნათ, რა­საც ევ­გე­ნიო სი­გი­ჟემ­დე მი­ყავ­და. 1996 წელს წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და. ხოსე ედუ­რა­დო დე­დას­თან დარ­ჩა. ეს ფაქ­ტი მა­მა­კაც­მა სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნა, უარი თქვა ალი­მენ­ტის გა­დახ­და­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეუბ­ნე­ბო­და, თუ რა ცუდი ცოლი და დედა იყო ვიქ­ტო­რია რუფო. რომ მან გა­მო­ი­ყე­ნა ქმა­რი სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის, აი­ძუ­ლა შვი­ლი გა­ე­ზარ­და, რის გა­მოც მან ვერ შეძ­ლო კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა. ყო­ფი­ლი ქმა­რი ამ­ბობ­და, რომ ვიქ­ტო­რი­ას კა­რი­ე­რა­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი საყ­ვარ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ...

მსა­ხი­ო­ბი აღი­ა­რებს, რომ მტკივ­ნე­ულ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბამ იგი მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა და ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. გა­და­წყვი­ტა ბოლო მო­ე­ღო მყუდ­რო ოჯა­ხუ­რი ბუ­დის აშე­ნე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და მთე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შვილ­ზე ხოსე ედუ­არ­დო­ზე გა­და­ი­ტა­ნა, მაგ­რამ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ვიქ­ტო­რია პო­ლი­ტი­კოს ომარ ფა­ი­ადს შეხ­ვდა. მალე მე­გობ­რო­ბა რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­და. მა­მა­კაც­მა მო­ა­ხერ­ხა მსა­ხი­ო­ბის შვილ­თან ხოსე ედუ­არ­დოს­თან და­მე­გობ­რე­ბა. 2001 წელს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­ქორ­წინ­დნენ. ქა­ლის მეჯ­ვა­რე ვე­რო­ნი­კა კას­ტრო იყო, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მისი მე­გო­ბა­რია.

სამი წლის შემ­დეგ, ომარ­სა და ვიქ­ტო­რი­ას ტყუ­პე­ბი ვიქ­ტო­რია და ანუ­ა­რი შე­ე­ძი­ნათ. ორ­სუ­ლო­ბა ად­ვი­ლად არ დამ­დგა­რა, ვიქ­ტო­რია ამ დროს 42 წლის იყო, მაგ­რამ მას ძა­ლი­ან უნ­დო­და საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის შვი­ლი გა­ე­ჩი­ნა.

"ხში­რად ქა­ლე­ბი დიდ შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ რო­დე­საც მე­უღ­ლის­გან ღა­ლატს, დამ­ცი­რე­ბას და შე­უ­რა­ცხყო­ფას იტა­ნენ იმ იმე­დით, რომ „დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა“ ან "გა­ი­გებს, რომ შეც­და..." - ამ­ბობ­და ქალი მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

ვიქ­ტო­რი­ამ ბედ­ნი­ე­რე­ბა იპო­ვა, მაგ­რამ ტყუ­პე­ბი სუს­ტე­ბი და­ი­ბად­ნენ, ბავ­შვებს სე­რი­ო­ზუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ, რის გა­მოც, ვიქ­ტო­რი­ამ კა­რი­ე­რა დიდი ხნით მი­ა­ტო­ვა და მთლი­ა­ნად მათ­ზე ზრუნ­ვას მი­უ­ძღვნა. ეკ­რან­ზე კი მხო­ლოდ მა­შინ დაბ­რუნ­და, რო­დე­საც ტყუ­პე­ბი გა­ი­ზარ­დნენ და ქალი დარ­წმუნ­და, რომ მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბო­და.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი:

რუფო ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბია. გა­სულ წელს მისი ქო­ნე­ბა 82 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფას­და. 2021 წელს მის­მა ქმარ­მა მსა­ხი­ობს ვილა უყი­და ნიუ მექ­სი­კა­ში, რო­მელ­შიც 500 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი ამ­ჟა­მად მექ­სი­კის ქა­ლაქ პა­ჩუ­კა­ში მდიდ­რულ სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობს, სა­დაც ვიქ­ტო­რი­ას ორ ძაღლსაც კი, კო­კოს და შა­ნელს, სა­კუ­თა­რი ოთა­ხე­ბი აქვთ. რუ­ფომ უფ­როს ვაჟს აჩუ­ქა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პენ­ტჰა­უ­სი მექ­სი­კის დე­და­ქა­ლაქ­ში.

მსა­ხი­ობს უყ­ვარს ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტი და არ მა­ლავს რომ მავ­ნე ჩვე­ვე­ბი აქვს...

- ნა­ო­ჭე­ბი არ მა­წუ­ხებს. ვიცი, რომ მო­წე­ვა კანს აუ­ა­რე­სებს, მაგ­რამ სკო­ლის ასა­კი­დან ვე­წე­ვი და არ ვა­პი­რებ თა­ვის და­ნე­ბე­ბას. პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მორ­ცხვი ვარ და ქი­რურგთან ნა­ო­ჭე­ბის გამო არ წა­ვალ. ვაკ­ვირ­დე­ბი რას ვჭამ და ვცდი­ლობ მა­კი­ა­ჟით არ და­ვი­ძი­ნო, რაც არ უნდა გვი­ან მი­ვი­დე სახ­ლში. თმას ვუვ­ლი, მაგ­რამ ვარ­ჯი­ში და ფიტ­ნე­სი სუ­ლაც არ არის ჩემი, მო­სა­წყე­ნია.

რუ­ფოს წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა - ცე­ლი­ა­კი აწუ­ხებს.

"მე არ შე­მიძ­ლია ვჭა­მო ის, რაც გლუ­ტენს შე­ი­ცავს. პური, მა­კა­რო­ნი, მარ­ცვლე­უ­ლი და ა.შ. ამ დროს მე­წყე­ბა სა­ში­ნე­ლი ფა­ღა­რა­თი, ანე­მია და გუ­ლის­რე­ვა. ხან­და­ხან მუ­ცე­ლი ორ­სუ­ლი­ვით მე­ბე­რე­ბა. თით­ქოს ცხრა თვის ორ­სუ­ლი ვარ. ამის გამო, ხში­რად არ მძი­ნავს" - ამ­ბობს რუფო.

ვიქ­ტო­რი­ას არ შე­უძ­ლია საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა. ყა­ვის მო­დუ­ღე­ბაც კი... მსა­ხი­ო­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი არი­ან...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
. .....
3

მომკლით და საერთოდ არ მომწონს ეს ქალი გარეგნობით რა აგიჟებდათ არ მესმის, მოკლე კისერი,დიდი ლოყები ერთი თვალები ლამაზი. საქართველოში ბევრად ლამაზი ქალები არიან 

მსგავსება
8

მართლა გავს ეკასაც და მაკასაც, ოღონდ იმათ უფრო ევროპული სახის ფორმა აქვთ, ვიქტორიას კი უფრო ქართული

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მოძალადე ქმარი, ღალატი და სენატორთან ნაპოვნი ბედნიერება - ლათინო-ამერიკული სერიალების ვარსკვლავის მდიდრული ცხოვრება მძიმე წარსულის შემდეგ: როგორ გამოიყურება დღეს "უბრალო მარია"?

მოძალადე ქმარი, ღალატი და სენატორთან ნაპოვნი ბედნიერება - ლათინო-ამერიკული სერიალების ვარსკვლავის მდიდრული ცხოვრება მძიმე წარსულის შემდეგ: როგორ გამოიყურება დღეს "უბრალო მარია"?

ალბათ უფროს თაობას განსაკუთრებულად ახსოვს სერიალი "უბრალო მარია", რომელიც ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. სოფელში მცხოვრები მკერავის მარია ლოპესის თავგადასავალი მსოფლიოში პოპულარული გახდა. მექსიკური სერიალი 1993-94 წლებში გადიოდა და საღამოობით ოჯახის წევრები ერთად იკრიბებოდნენ და ყოველ ახალ სერიას მოუთმენლად ელოდნენ. ვიქტორია რუფოს მორცხვ ღიმილზე კი უამრავი მამაკაცი იყო შეყვარებული.

ალბათ იმ თაობას ყველაზე მეტად აინტერესებს, როგორ ცხოვრობს დღეს ქალი, რომელიც მექსიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია და რამდენიმე თვის წინ 60 წელი შეურსულდა. ვიქტორია რუფო მშობლიურ მექსიკაში ნომერ პირველი ვარსკვლავია. ის აგრძელებს სერიალებში გადაღებას, თუმცა ბოლო წლებში მისი მთავარი სამუშაო მაინც რეიტინგული სატელევიზიო შოუ გახდა.

რუფო პოპულარულია არა მხოლოდ უფროსი თაობის აუდიტორიაში, რომელიც მას ძალიან კარგად იცნობს ტელენოველებიდან, არამედ ახალგაზრდებშიც. ეს ყველაფერი იმ ვიდეოების წყალობით, რომლებსაც ტელევარსკვლავი TikTok-ისთვის სპეციალურად იღებს. მისი ვიდეოები, სადაც კოლეგებთან ერთად ცეკვავს, ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში.

პანდემიის დროს ვიქტორიამ უარი თქვა თმის შეღებვაზე და ასე წარსდგა თაყვანისმცემლების წინაშე. მის გამბედაობას მიმდევრები განსაკუთრებული მადლიერებით შეხვდნენ, რადგან მან დაანგრია სტერეოტიპი, რომ ჭაღარა ქალი, აუცილებლად მოუვლელსა და ხანდაზმულს ნიშნავს.

ვიქტორია მშვიდ, ზომიერ ცხოვრებას ეწევა თავის ულამაზეს აგარაკზე. ის მეორედ არის დაქორწინებული, სენატორ ომარ ფაიადიზე. როდესაც წყვილი ერთმანეთს შეხვდა, რუფოს უკვე ჰყავდა პირველი ქორწინებიდან შვილი ხოსე ედუარდო, რომელიც კომიკოს ევგენიო დერბესისგან შეეძინა.

"ეკრანზე მხიარული ევგენიო, ცხოვრებაში მოღალატე აღმოჩნდა და ვიქტორიას გული გაუტეხა, - წერს მექსიკური მედია.

ვიქტორია მაშინ 27 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მამაკაცს მოსწონდა, მისი პირადი ცხოვრება არ შედგა. ქალი ერთხელ ამ თემაზე გულახდილად ესაუბრა 57 წლის მსახიობ სილვია დერბეზს, რომელიც მექსიკური კინოს ლეგენდა გახლდათ და ისინი ერთად თამაშობდნენ სერიალში "უბრალოდ მარია..." სილვიამ ქალს თავისი ვაჟი ევგენიო გააცნო, რომელიც კომიქსის ჟანრის მსახიობად მუშაობდა. ახალგაზრდებს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და რომანი ქორწინებით დასრულდა.

სილვია დერბეზი ვიქტორიას დედამთილი რეალურ ცხოვრებაშიც გახდა. მალე პირველი შვილი ხოსე ედუარდო შეეძინათ. ვიქტორია ძალიან ბედნიერი იყო - მდიდარი, ცნობილი, მოსიყვარულე ქმარი და მშვენიერი ვაჟი. მეგობრები, ნაცნობები და კოლეგები აღფრთოვანებული იყვნენ მათი ოჯახით და რუფოს ცოლ-ქმრულ ცხოვრებას ოჯახის იდეალად თვლიდნენ.

რეალურად კი ამ ბრწყინვალების მიღმა სერიოზული პრობლემები იმალებოდა. ბავშვი ერთი წლისაც არ იყო, როდესაც ვიქტორია ეკრანს დაუბრუნდა, შვილის აღზრდა კი ძიძას ანდო. მეუღლეებს შორის ურთიერთობა ყოველდღიურად უარესდებოდა. ქმარი გამუდმებით ჩიოდა, რომ ის ცუდი ცოლი და დედა იყო, ასევე ძალიან ეჭვიანობდა. უწყობდა სკანდალებს, აყენებდა შეურაცხყოფას უცხო ადამიანების თანდასწრებითაც კი. ამავე დროს მუდმივად ღალატობდა ცოლს.

ვიქტორიას ძალიან უყვარდა ევგენიო, ამიტომ მუდმივად პატიობდა სკანდალებს, ღალატს და საშინელ ხასიათსაც კი. მოღალატე ქმარს მას შემდეგაც არ უსაყვედურა, როდესაც გაიგო, რომ საყვარლისგან შვილი შეეძინა. რაც უფრო მეტად ცდილობდა ქალი ოჯახური ცხოვრების გამოსწორებას, მით უფრო შეუწყნარებელი ხდებოდა ქმარი ვიქტორიას მიმართ. ევგენიოს აღიზიანებდა ცოლის წარმატებული კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც პოპულარული იყო. ქმარი მუდმივად ზარმაცს და უსაქმურს უწოდებდა ვიქტორიას, ეუბნებოდა, რომ წარმატება მხოლოდ გარეგნობამ და იღბალმა მოუტანა, თავად კი ნიჭიერსა და ფუტკარივით შრომისმოყვარეს, მაგრამ არ გაუმართლა.

უფრო მეტიც, კაცი მუდმივად დასცინოდა რუფოს სერიალებს, ეფლირტავებოდა ქალებს მის თვალწინ და თვლიდა, რომ ამაში მისი ცოლი იყო დამნაშავე...

სხვადასხვა ქვეყნებში სტუმრად ჩასულ რუფოს თაყვანისმცემლების არმია ხვდებოდა, მაგრამ მის ქმარს ვერავინ ცნობდა და ის მისი მძღოლი ან დაცვის წევრი ეგონათ, რასაც ევგენიო სიგიჟემდე მიყავდა. 1996 წელს წყვილი განქორწინდა. ხოსე ედურადო დედასთან დარჩა. ეს ფაქტი მამაკაცმა სათავისოდ გამოიყენა, უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე და საზოგადოებას ეუბნებოდა, თუ რა ცუდი ცოლი და დედა იყო ვიქტორია რუფო. რომ მან გამოიყენა ქმარი საკუთარი მიზნებისთვის, აიძულა შვილი გაეზარდა, რის გამოც მან ვერ შეძლო კარიერის გაკეთება. ყოფილი ქმარი ამბობდა, რომ ვიქტორიას კარიერაში გავლენიანი საყვარლები ეხმარებოდნენ...

მსახიობი აღიარებს, რომ მტკივნეულმა განქორწინებამ იგი მთლიანად გაანადგურა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. გადაწყვიტა ბოლო მოეღო მყუდრო ოჯახური ბუდის აშენების მცდელობისთვის და მთელი სიყვარული შვილზე ხოსე ედუარდოზე გადაიტანა, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში ვიქტორია პოლიტიკოს ომარ ფაიადს შეხვდა. მალე მეგობრობა რომანში გადაიზარდა. მამაკაცმა მოახერხა მსახიობის შვილთან ხოსე ედუარდოსთან დამეგობრება. 2001 წელს, შეყვარებულები დაქორწინდნენ. ქალის მეჯვარე ვერონიკა კასტრო იყო, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც მისი მეგობარია.

სამი წლის შემდეგ, ომარსა და ვიქტორიას ტყუპები ვიქტორია და ანუარი შეეძინათ. ორსულობა ადვილად არ დამდგარა, ვიქტორია ამ დროს 42 წლის იყო, მაგრამ მას ძალიან უნდოდა საყვარელი მამაკაცისთვის შვილი გაეჩინა.

"ხშირად ქალები დიდ შეცდომას უშვებენ როდესაც მეუღლისგან ღალატს, დამცირებას და შეურაცხყოფას იტანენ იმ იმედით, რომ „დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება“ ან "გაიგებს, რომ შეცდა..." - ამბობდა ქალი მოგვიანებით.

ვიქტორიამ ბედნიერება იპოვა, მაგრამ ტყუპები სუსტები დაიბადნენ, ბავშვებს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ, რის გამოც, ვიქტორიამ კარიერა დიდი ხნით მიატოვა და მთლიანად მათზე ზრუნვას მიუძღვნა. ეკრანზე კი მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როდესაც ტყუპები გაიზარდნენ და ქალი დარწმუნდა, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

საინტერესო ფაქტები:

რუფო ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. გასულ წელს მისი ქონება 82 მილიონ დოლარად შეფასდა. 2021 წელს მისმა ქმარმა მსახიობს ვილა უყიდა ნიუ მექსიკაში, რომელშიც 500 000 დოლარი გადაიხადა. წყვილი ამჟამად მექსიკის ქალაქ პაჩუკაში მდიდრულ სასახლეში ცხოვრობს, სადაც ვიქტორიას ორ ძაღლსაც კი, კოკოს და შანელს, საკუთარი ოთახები აქვთ. რუფომ უფროს ვაჟს აჩუქა ორსართულიანი პენტჰაუსი მექსიკის დედაქალაქში.

მსახიობს უყვარს ექსტრემალური სპორტი და არ მალავს რომ მავნე ჩვევები აქვს...

- ნაოჭები არ მაწუხებს. ვიცი, რომ მოწევა კანს აუარესებს, მაგრამ სკოლის ასაკიდან ვეწევი და არ ვაპირებ თავის დანებებას. პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ძალიან მორცხვი ვარ და ქირურგთან ნაოჭების გამო არ წავალ. ვაკვირდები რას ვჭამ და ვცდილობ მაკიაჟით არ დავიძინო, რაც არ უნდა გვიან მივიდე სახლში. თმას ვუვლი, მაგრამ ვარჯიში და ფიტნესი სულაც არ არის ჩემი, მოსაწყენია.

რუფოს წვრილი ნაწლავის განუკურნებელი დაავადება - ცელიაკი აწუხებს.

"მე არ შემიძლია ვჭამო ის, რაც გლუტენს შეიცავს. პური, მაკარონი, მარცვლეული და ა.შ. ამ დროს მეწყება საშინელი ფაღარათი, ანემია და გულისრევა. ხანდახან მუცელი ორსულივით მებერება. თითქოს ცხრა თვის ორსული ვარ. ამის გამო, ხშირად არ მძინავს" - ამბობს რუფო.

ვიქტორიას არ შეუძლია საჭმლის მომზადება. ყავის მოდუღებაც კი... მსახიობის სამზარეულოზე პასუხისმგებლები დიასახლისები არიან...