პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვსხედვართ მიშა და სხვები და ვმსჯელობთ, შალვა რომ გამოვუშვათ, გაჩერდებაო? უგულავა ამბობს, არაა სანდოო" - რას იხსენებს რამიშვილის შეწყალების თემაზე მისი ექსმეუღლე?
"ვსხედვართ მიშა და სხვები და ვმსჯელობთ, შალვა რომ გამოვუშვათ, გაჩერდებაო? უგულავა ამბობს, არაა სანდოო" - რას იხსენებს რამიშვილის შეწყალების თემაზე მისი ექსმეუღლე?

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თეა აბაშ­მა­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც იხ­სე­ნებს იმ ამ­ბავს, რო­გორ სთხო­ვა მე­უღ­ლის შე­წყა­ლე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს. თეას თქმით, მა­შინ ამის გამო მე­უღ­ლის­გან საყ­ვე­დუ­რიც მი­ი­ღო. ის ასე­ვე იხ­სე­ნებს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მის­გან გა­რან­ტი­ას ითხოვ­დნენ, რომ ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შალ­ვა ძვე­ლე­ბუ­რად აღარ გა­აგ­რძე­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბას...

თეა აბაშ­მა­ძე:

- ერთი ამ­ბა­ვი უნდა გა­ვიხ­სე­ნო ჩემი წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბი­დან. ეს ამ­ბა­ვი უკავ­შირ­დე­ბა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე კრი­ზი­სულ პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც 2006 წელს გირ­გვლი­ა­ნი­სა და სხვა ახალ­გაზ­რდე­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბით და­ი­წყო, გაგ­რძელ­და მაშ­ტა­ბუ­რი სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტე­ბის დარ­ბე­ვე­ბით და 2008 წლის ომით დაგ­ვირ­გვინ­და. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე წლე­ბია აღარ ვსა­უბ­რობ სა­ჯა­როდ, ამი­ტომ მშრა­ლად შე­ვე­ხე­ბი ფაქ­ტებს, ხოლო ვი­საც მეტი კონ­კრე­ტი­კა და­ა­ინ­ტე­რე­სებს, უამ­რა­ვი მა­სა­ლაა ნეტ­ში და თა­ვა­დაც ნა­ხავს.

2007 წლის 3 ნო­ემ­ბერს და­წყე­ბუ­ლი ხალ­ხმრა­ვა­ლი პრო­ტეს­ტი რუს­თა­ველ­ზე, 7 ნო­ემ­ბრის დი­ლას სას­ტი­კი დარ­ბე­ვით დამ­თავ­რდა, იმა­ვე ღა­მეს კი "იმე­დის" ტე­ლე­ვი­ზია და­არ­ბი­ეს და და­ხუ­რეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ იმ­დე­ნად მძი­მედ შე­ფას­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­დამ­დგა­რი­ყო და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და­ე­ნიშ­ნა. პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე გახ­და. 2008 წლის 5 იან­ვარს ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც ისევ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა. მის ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე კი ბურ­ჯა­ნა­ძე ინარ­ჩუ­ნებ­და პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ას. ამ პე­რი­ოდ­ში ინგა გრი­გო­ლი­ას მი­ყავ­და რე­ი­ტინ­გუ­ლი თოქ­შოუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე და არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს, როცა ხალ­ხის მღელ­ვა­რე­ბა პიკ­ში იყო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელო­და ამ გა­და­ცე­მას, სა­დაც ბურ­ჯა­ნა­ძე უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო.

ამ დროს ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რი, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და პა­ტიმ­რო­ბა­ში და მის­ჯი­ლი 4 წლი­დან მოხ­დი­ლი ქონ­და 2, 5 წელი. მე მყავ­და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, ვცხოვ­რობ­დი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში და გა­ჭირ­ვე­ბით ვი­ნა­ხავ­დი შვი­ლებ­საც და ქმარ­საც ცი­ხე­ში. "შე­წყა­ლე­ბი­სა" და ე.წ. "უდოს" შე­სა­ხებ, შალ­ვას გა­გო­ნე­ბაც არ სურ­და, მე მა­ინც არ ვყრი­დი ფარ-ხმალს და ვაგ­რო­ვებ­დი ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბის ხელ­მო­წე­რებს, სა­დაც ისი­ნი ეთან­ხმე­ბოდ­ნენ შალ­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რად­გან არ მი­აჩ­ნდათ ის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ პი­როვ­ნე­ბად.

6 იან­ვრის დი­ლას ინ­გამ და­მი­რე­კა და მო­მიწ­ვია გა­და­ცე­მის მე­ო­თხე ბლოკ­ში პო­ლიტ-პა­ტიმ­რე­ბის თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან ერ­თად. პირ­ვე­ლი ბლო­კი კი ბურ­ჯა­ნა­ძის გა­მოს­ვლას ეთ­მო­ბო­და. გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე ინ­გას ვთხო­ვე, იქ­ნებ საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­მახ­ვედ­რო ბურ­ჯა­ნა­ძეს, რო­გორც მოქ­მედ უმაღ­ლეს პირს რომ ვთხო­ვო, შალ­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა-თქო. ინ­გამ უცებ მი­თხრა: - "დარ­ბაზ­ში რომ იჯ­დე­ბი მისი გა­მოს­ვლი­სას, ადე­ქი და პირ­და­პირ მი­მარ­თეო." ეს იყო სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც სა­შინ­ლად დამ­ძა­ბა და ბურ­ჯა­ნა­ძის მო­ნო­ლო­გის დას­რუ­ლე­ბი­სას, უკვე ისე­თი გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მივ­ხვდი, ვერ შევ­ძლებ­დი სა­ჯა­როდ პირ­და­პირ ეთერ­ში მი­მარ­თვას. გვერ­დით ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რი მეჯ­და - მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჩემს მა­გივ­რად ას­წია ხელი და ფეხ­ზე ძა­ლით ამა­ყე­ნა.

დაბ­ნე­ულ­მა და აკან­კა­ლე­ბულ­მა ძლივს მო­ვა­ხერ­ხე ერთი წი­ნა­და­დე­ბის თქმა: "შალ­ვას ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მოხ­დი­ლი აქვს, სამი პა­ტა­რა შვი­ლით ძა­ლი­ან მი­ჭირს ცხოვ­რე­ბა მარ­ტოს, რო­გორც დე­დამ გა­მი­გეთ და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ, თქვენ ხომ შე­გიძ­ლი­ათ ეხ­ლა­ვე მი­ი­ღოთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა-თქო", თან გული მებ­ჯი­ნე­ბო­და ყელ­ში. ხელ­ში დიდი წვა­ლე­ბით, კარ­და­კარ სი­ა­რუ­ლით შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ხელ­მო­წე­რე­ბი მე­ჭი­რა, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბიც მი­ჭერ­დნენ მხარს. ბურ­ჯა­ნა­ძე ისე და­აბ­ნია ჩემ­მა გულ­წრფელ­მა თხოვ­ნამ, სა­დაც არ იყო არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­თო­სი, მხო­ლოდ ერთი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ტკი­ვი­ლი, რომ და­მე­თან­ხმა - "აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ, ოღონდ არ ვიცი, რა დრო დას­ჭირ­დე­ბაო.“

გა­და­ცე­მი­დან რომ გა­მო­ვე­დი, ტე­ლე­ფონ­ზე 300 ზარი და მე­სი­ჯი დამ­ხვდა, მი­რე­კავ­და უამ­რა­ვი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი და დახ­მა­რე­ბას მთა­ვა­ზობ­და, იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა მათ­თვის ჩემი სპონ­ტა­ნუ­რი გა­მოს­ვლა. იმ ღა­მეს, გვი­ან და­მი­რე­კა ერ­თმა ცნო­ბილ­მა პი­როვ­ნე­ბამ და მი­თხრა: "ახლა ვსხედ­ვართ მიშა და სხვე­ბი და ვმსჯე­ლობ­თო, შალ­ვას გა­მოშ­ვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად კი აწყობს მი­შას, მაგ­რამ გა­რან­ტი­ას მოგ­ვცემთ რომ გა­ჩერ­დე­ბაო? გიგი უგუ­ლა­ვა ამ­ბობს, არაა სან­დო და დავ­ტო­ვოთ ცი­ხე­შიო." მე ვი­ფი­ცე, ოღონდ გა­მო­უშ­ვით და ქვეყ­ნი­დან წა­ვალთ-მეთ­ქი, სხვა რა შე­მეძ­ლო... მე­ო­რე დღეს შალ­ვამ და­მი­რე­კა და მე­ჩხუ­ბა, რა­ტომ და­იმ­ცი­რე თავი, ხალ­ხი იფიქ­რებს, რომ მე და­გა­ვა­ლეო. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი შალ­ვას მი­მარ­თვა გა­მოქ­ვეყ­ნდა ერთ-ერთ გა­ზეთ­ში სა­თა­უ­რით - "არ გა­ბე­დოს მო­ქა­ლა­ქე სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩემი შე­წყა­ლე­ბა."

რა თქმა უნდა, არც შე­უ­წყა­ლე­ბი­ათ, სრუ­ლად მო­ი­ხა­და მან მის­ჯი­ლი 4 წელი. რაც მოვ­ყე­ვი ასე იყო ეს ამ­ბა­ვი, რომ­ლის მოწ­მე­ცაა ინგა, მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლი, ის პი­როვ­ნე­ბა ვინც და­მი­რე­კა და თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი, გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად. ეს ამ­ბა­ვი დღე­ვან­დე­ლი ხმა­უ­რის გამო მოვ­ყე­ვი. ეკა კვე­სი­ტა­ძე ამ­ბობს, შალ­ვამ ითხო­ვა შე­წყა­ლე­ბაო და მე მი­მოწ­მებს, უგუ­ლა­ვა კი წერს, რომ შე­ვი­წყა­ლე­თო. არა­სო­დეს მო­მი­ყო­ლია ეს ამ­ბა­ვი და კი­დევ უამ­რა­ვი რამ, მა­გა­ლი­თად ის, რომ შალ­ვას და­ჭე­რამ­დე ერთი თვით ადრე ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მაფრ­თხი­ლებ­და, მაქვს ინ­ფორ­მა­ცია რომ შალ­ვას და­ი­ჭე­რენ, თუ არ შე­წყვეტს 202-ის ეთერ­ში "60 წუ­თის" მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის ტრანსლა­ცი­ას, ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხე­ბო.

ფილმში ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნაც იდო - "სხე­ულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა არ იყო საკ­მა­რი­სი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თვი­სო". ამ ფილ­მს შალ­ვა თით­ქმის ყო­ველ დღე უშ­ვებ­და ეთერ­ში, რა­ზეც მი­შას სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია ქონ­და თურ­მე. შალ­ვას და­ჭე­რის­თა­ნა­ვე ამ ფილ­მის ავ­ტორ­მა შვე­ი­ცა­რი­ა­ში ითხო­ვა თავ­შე­სა­ფა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლით. მე არც შალ­ვას ვა­ფა­სებ და არც სხვას, დავ­წე­რე სი­მარ­თლე რო­გორც იყო და შე­ფა­სე­ბე­ბი თქვენ გა­ა­კე­თეთ. არა­ვის ცი­ხე­ში ყოფ­ნა არ მი­ხა­რია, ვწუხ­ვარ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და ძა­ლი­ან მინ­და, რო­დეს­მე მა­ინც შევ­ძლოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა სა­კუ­თარ საქ­ცი­ე­ლებ­ზე და სი­მარ­თლით ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლას ვუ­თა­ნაგ­რძნობ გა­ნურ­ჩევ­ლად შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და ვოც­ნე­ბობ ჩენი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ შე­რი­გე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მა­შინ მოხ­დე­ბა, როცა ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი გახ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
11

და რა მაგით? გამოსაშვები იყო? რისი ღირსიც იყო კი ვიცი და უნდა მიეღო წესით 

გაფართოებული უნდა ქონდეს წესით ერთი ადგილო

k
14

რა იყო ახლა ეს? შვილი რომ მამას გადამწყვეტ მომენტში დანას ზურგში ჩასცემს და დედა ამას რომ მოუწონებს, როგორი გამორთული უნდა იყო ყველა ადამიანური ქვეცნობიერიდან. ოჯახში რომ დაეტიათ ეს საქმე არა? მაგრამ ვისაც თავს აწონებენ , ისინი დაუფასებენ, ალბათ. ნახეთ რა მოხდება, თუ ნაცმოძრაობამ ლეგალურად იმოძრავა...90-იანები დაგვავიწყდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვსხედვართ მიშა და სხვები და ვმსჯელობთ, შალვა რომ გამოვუშვათ, გაჩერდებაო? უგულავა ამბობს, არაა სანდოო" - რას იხსენებს რამიშვილის შეწყალების თემაზე მისი ექსმეუღლე?

"ვსხედვართ მიშა და სხვები და ვმსჯელობთ, შალვა რომ გამოვუშვათ, გაჩერდებაო? უგულავა ამბობს, არაა სანდოო" - რას იხსენებს რამიშვილის შეწყალების თემაზე მისი ექსმეუღლე?

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე, სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც იხსენებს იმ ამბავს, როგორ სთხოვა მეუღლის შეწყალება პირდაპირ ეთერში ნინო ბურჯანაძეს. თეას თქმით, მაშინ ამის გამო მეუღლისგან საყვედურიც მიიღო. ის ასევე იხსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც მისგან გარანტიას ითხოვდნენ, რომ ციხის დატოვების შემთხვევაში შალვა ძველებურად აღარ გააგრძელებდა საქმიანობას...

თეა აბაშმაძე:

- ერთი ამბავი უნდა გავიხსენო ჩემი წარსული ცხოვრებიდან. ეს ამბავი უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ყველაზე კრიზისულ პერიოდს, რომელიც 2006 წელს გირგვლიანისა და სხვა ახალგაზრდების გახმაურებული მკვლელობებით დაიწყო, გაგრძელდა მაშტაბური სახალხო პროტესტების დარბევებით და 2008 წლის ომით დაგვირგვინდა. ქართულ პოლიტიკაზე წლებია აღარ ვსაუბრობ საჯაროდ, ამიტომ მშრალად შევეხები ფაქტებს, ხოლო ვისაც მეტი კონკრეტიკა დააინტერესებს, უამრავი მასალაა ნეტში და თავადაც ნახავს.

2007 წლის 3 ნოემბერს დაწყებული ხალხმრავალი პროტესტი რუსთაველზე, 7 ნოემბრის დილას სასტიკი დარბევით დამთავრდა, იმავე ღამეს კი "იმედის" ტელევიზია დაარბიეს და დახურეს. ეს ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იმდენად მძიმედ შეფასდა, რომ სააკაშვილი იძულებული გახდა გადამდგარიყო და რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახდა. 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა არჩევნები, სადაც ისევ სააკაშვილმა გაიმარჯვა. მის ინაუგურაციამდე კი ბურჯანაძე ინარჩუნებდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას. ამ პერიოდში ინგა გრიგოლიას მიყავდა რეიტინგული თოქშოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და არჩევნების მეორე დღეს, როცა ხალხის მღელვარება პიკში იყო, მთელი საქართველო ელოდა ამ გადაცემას, სადაც ბურჯანაძე უნდა გამოსულიყო.

ამ დროს ჩემი ყოფილი ქმარი, შალვა რამიშვილი იმყოფებოდა პატიმრობაში და მისჯილი 4 წლიდან მოხდილი ქონდა 2, 5 წელი. მე მყავდა სამი მცირეწლოვანი შვილი, ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში და გაჭირვებით ვინახავდი შვილებსაც და ქმარსაც ციხეში. "შეწყალებისა" და ე.წ. "უდოს" შესახებ, შალვას გაგონებაც არ სურდა, მე მაინც არ ვყრიდი ფარ-ხმალს და ვაგროვებდი ცნობადი სახეების ხელმოწერებს, სადაც ისინი ეთანხმებოდნენ შალვას გათავისუფლებას, რადგან არ მიაჩნდათ ის, საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად.

6 იანვრის დილას ინგამ დამირეკა და მომიწვია გადაცემის მეოთხე ბლოკში პოლიტ-პატიმრების თემებზე სასაუბროდ, სახალხო დამცველთან ერთად. პირველი ბლოკი კი ბურჯანაძის გამოსვლას ეთმობოდა. გადაცემის დაწყებამდე ინგას ვთხოვე, იქნებ საგრიმიოროში შემახვედრო ბურჯანაძეს, როგორც მოქმედ უმაღლეს პირს რომ ვთხოვო, შალვას გათავისუფლება-თქო. ინგამ უცებ მითხრა: - "დარბაზში რომ იჯდები მისი გამოსვლისას, ადექი და პირდაპირ მიმართეო." ეს იყო სრულიად სპონტანური გადაწყვეტილება, რომელმაც საშინლად დამძაბა და ბურჯანაძის მონოლოგის დასრულებისას, უკვე ისეთი განერვიულებული ვიყავი, რომ მივხვდი, ვერ შევძლებდი საჯაროდ პირდაპირ ეთერში მიმართვას. გვერდით ჩემი საყვარელი მეგობარი მეჯდა - მიშა გასიტაშვილი, რომელმაც ჩემს მაგივრად ასწია ხელი და ფეხზე ძალით ამაყენა.

დაბნეულმა და აკანკალებულმა ძლივს მოვახერხე ერთი წინადადების თქმა: "შალვას ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს, სამი პატარა შვილით ძალიან მიჭირს ცხოვრება მარტოს, როგორც დედამ გამიგეთ და გაათავისუფლეთ, თქვენ ხომ შეგიძლიათ ეხლავე მიიღოთ ეს გადაწყვეტილება-თქო", თან გული მებჯინებოდა ყელში. ხელში დიდი წვალებით, კარდაკარ სიარულით შეგროვებული ხელმოწერები მეჭირა, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე საზოგადო მოღვაწეებიც მიჭერდნენ მხარს. ბურჯანაძე ისე დააბნია ჩემმა გულწრფელმა თხოვნამ, სადაც არ იყო არანაირი პოლიტიკური პათოსი, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ქალის ტკივილი, რომ დამეთანხმა - "აუცილებლად გავათავისუფლებთ, ოღონდ არ ვიცი, რა დრო დასჭირდებაო.“

გადაცემიდან რომ გამოვედი, ტელეფონზე 300 ზარი და მესიჯი დამხვდა, მირეკავდა უამრავი უცნობი ადამიანი და დახმარებას მთავაზობდა, იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის ჩემი სპონტანური გამოსვლა. იმ ღამეს, გვიან დამირეკა ერთმა ცნობილმა პიროვნებამ და მითხრა: "ახლა ვსხედვართ მიშა და სხვები და ვმსჯელობთო, შალვას გამოშვება პოლიტიკურად კი აწყობს მიშას, მაგრამ გარანტიას მოგვცემთ რომ გაჩერდებაო? გიგი უგულავა ამბობს, არაა სანდო და დავტოვოთ ციხეშიო." მე ვიფიცე, ოღონდ გამოუშვით და ქვეყნიდან წავალთ-მეთქი, სხვა რა შემეძლო... მეორე დღეს შალვამ დამირეკა და მეჩხუბა, რატომ დაიმცირე თავი, ხალხი იფიქრებს, რომ მე დაგავალეო. რამდენიმე დღეში კი შალვას მიმართვა გამოქვეყნდა ერთ-ერთ გაზეთში სათაურით - "არ გაბედოს მოქალაქე სააკაშვილმა ჩემი შეწყალება."

რა თქმა უნდა, არც შეუწყალებიათ, სრულად მოიხადა მან მისჯილი 4 წელი. რაც მოვყევი ასე იყო ეს ამბავი, რომლის მოწმეცაა ინგა, მიშა გასიტაშვილი, ის პიროვნება ვინც დამირეკა და თავად სააკაშვილი, გიგი უგულავასთან ერთად. ეს ამბავი დღევანდელი ხმაურის გამო მოვყევი. ეკა კვესიტაძე ამბობს, შალვამ ითხოვა შეწყალებაო და მე მიმოწმებს, უგულავა კი წერს, რომ შევიწყალეთო. არასოდეს მომიყოლია ეს ამბავი და კიდევ უამრავი რამ, მაგალითად ის, რომ შალვას დაჭერამდე ერთი თვით ადრე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მაფრთხილებდა, მაქვს ინფორმაცია რომ შალვას დაიჭერენ, თუ არ შეწყვეტს 202-ის ეთერში "60 წუთის" მიერ გადაღებული ფილმის ტრანსლაციას, ჟვანიას მკვლელობის შესახებო.

ფილმში ამერიკელი ექსპერტების დასკვნაც იდო - "სხეულში აღმოჩენილი მომწამვლელი ნივთიერება არ იყო საკმარისი მისი გარდაცვალებისთვისო". ამ ფილმს შალვა თითქმის ყოველ დღე უშვებდა ეთერში, რაზეც მიშას საშინელი რეაქცია ქონდა თურმე. შალვას დაჭერისთანავე ამ ფილმის ავტორმა შვეიცარიაში ითხოვა თავშესაფარი პოლიტიკური სარჩულით. მე არც შალვას ვაფასებ და არც სხვას, დავწერე სიმართლე როგორც იყო და შეფასებები თქვენ გააკეთეთ. არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, ვწუხვარ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე და ძალიან მინდა, როდესმე მაინც შევძლოთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ საქციელებზე და სიმართლით ცხოვრება. ყველას ვუთანაგრძნობ განურჩევლად შეხედულებებისა და ვოცნებობ ჩენი საზოგადოების დიდ შერიგებაზე, რომელიც მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ჩვენი პრიორიტეტი ქვეყანა და ხალხი გახდება.