სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედვედევი უკრაინასთან ომს "სატანასთან ბრძოლას" უწოდებს - "დღეს პუტინს და მის გარემოცვას ის სჭირს, რაც სჭირდათ ჰიტლერსა და მის ოკულტურ პოლიტიკურ ჯგუფს"
მედვედევი უკრაინასთან ომს "სატანასთან ბრძოლას" უწოდებს - "დღეს პუტინს და მის გარემოცვას ის სჭირს, რაც სჭირდათ ჰიტლერსა და მის ოკულტურ პოლიტიკურ ჯგუფს"

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, გა­მო­ირ­ჩე­ვა უკი­დუ­რე­სად ხის­ტი რი­ტო­რი­კით, 4 ნო­ემ­ბრის დი­ლას, რო­დე­საც რუ­სე­თი ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და, კი­დევ უფრო აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე გა­და­ვი­და და უკ­რა­ი­ნას­თან ომს ახა­ლი სა­ხე­ლი "სა­ტა­ნა­თან ბრძო­ლა" მო­უ­ფიქ­რა. ომის და­სა­წყის­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, მისი მტკი­ცე­ბით, სპე­ცო­პე­რა­ცია უკ­რა­ი­ნის "დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ი­სა“ და "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ის­თვის“ წა­მო­ი­წყო, სამ­ხედ­რო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ, ეს მიზ­ნე­ბი, რო­გორც ჩანს, წარ­სულს ჩა­ბარ­და. მედ­ვე­დე­ვი კი ახალ ფორ­მუ­ლი­რე­ბებს ეძებს. ის რაც უფრო მე­ტად ბრაზ­დე­ბა, მით უფრო სა­ვა­ლა­ლო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს...

"რუ­სე­თი უზარ­მა­ზა­რი და მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა უცხო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი უხ­ვად გვაქვს. ჩვე­ნი მიწა ჩვენ­თვის წმინ­დაა, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და რო­მელ­ზე­დაც დღეს ჩვე­ნი ხალ­ხი ცხოვ­რობს და რო­მელ­საც ჩვენ არა­ვის მივ­ცემთ. ჩვენ ვი­ცავთ ჩვენს ხალ­ხს. ჩვენ ვიბ­რძვით ჩვე­ნი მი­წის­თვის, ის­ტო­რი­ის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­ბი "ებ­რძვი­ან გიჟი ნარ­კო­მან-ნა­ცის­ტე­ბის გრო­ვას და მათ­გან და­ში­ნე­ბულ ხალ­ხს, ასე­ვე მყე­ფა­რე ძაღ­ლე­ბის დიდ ხრო­ვას და­სავ­ლუ­რი გა­ლი­ე­ბი­დან“ და ამი­ტომ მათ "წმინ­და ძალა შე­ი­ძი­ნეს".

"გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლა მტე­რი ცე­ცხლო­ვან გე­ე­ნა­ში გა­ვაგ­ზავ­ნოთ, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არ არის. ჩვენ გულ­ში ვუს­მენთ შე­მოქ­მე­დის სი­ტყვებს და ვე­მორ­ჩი­ლე­ბით. ეს სი­ტყვე­ბი წმინ­და მი­ზანს გვაძ­ლევს. მი­ზა­ნია ჯო­ჯო­ხე­თის უზე­ნა­ე­სი მმარ­თვე­ლის შე­ჩე­რე­ბა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა სა­ხელს გა­მო­ი­ყე­ნებს - სა­ტა­ნა, ლუ­ცი­ფე­რი თუ იბ­ლისს, მისი მი­ზა­ნი სიკ­ვდი­ლია. ჩვე­ნი მი­ზა­ნი სი­ცო­ცხლეა. მისი ია­რა­ღი ჩახ­ლარ­თუ­ლი ტყუ­ი­ლია, ჩვე­ნი ია­რა­ღი სი­მარ­თლეა. ამი­ტომ არის ჩვე­ნი საქ­მე სწო­რი. ამი­ტომ გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი იქ­ნე­ბა! “ - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

სა­ერ­თშო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" აცხა­დებს:

"გა­მო­იკ­ვე­თა, რომ რუ­სე­თი ამ ომში ოპე­რა­ტი­ულ დო­ნე­ზეც ვე­ღარ ფლობს ინი­ცი­ა­ტი­ვას, ვერც სტრა­ტე­გი­ულ მიზ­ნებს მი­აღ­წია. ახლა გა­და­სა­წყვე­ტია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამ ომში რუ­სე­თის მარ­ცხის მას­შტა­ბი. ერ­თა­დერ­თი, რაც რჩე­ბა რუ­სეთს იმის­თვის, რომ სა­ბო­ლოო მარ­ცხი აი­რი­დოს თა­ვი­დან, მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღით შან­ტა­ჟი ან მისი გა­მო­ყე­ნე­ბაა. მაშ­ფო­თებს ამ "ბინ­ძურ ბომბზე" რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბე­ბი. ეს არ არის წა­საყ­რუ­ე­ბე­ლი ამ­ბა­ვი. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ამე­რი­კის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა, ყო­ფილ თუ ამ­ჟა­მინ­დელ მო­ხე­ლე­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ერთი შე­ფა­სე­ბა - თუ რუ­სეთ­ში ვერ გა­ი­გეს, რას ვგუ­ლის­ხმობთ მათ­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ში, მა­შინ იკი­თხონ, რა და­ე­მარ­თა ყა­სიმ სუ­ლე­ი­მან­სო. ეს იყო ირა­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი, რომ­ლის ლიკ­ვი­და­ცი­აც ამე­რი­კის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ბაღ­დად­ში მო­ა­ხერ­ხეს. მოკ­ლედ, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას ვერ და­ა­მარ­ცხებს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს იმ ტი­პის ავან­ტი­უ­რა­ზე, რო­მე­ლიც ამ ომს თვი­სებ­რი­ვად დიდ მას­შტაბს შეს­ძენს. პუ­ტი­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან მიწ­ვე­ვას კი არა, იზო­ლა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. ის თა­ვის გა­რე­მოც­ვას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შია. რა მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც ადეკ­ვა­ტუ­რო­ბის ზღვარს გას­ცდნენ. ომი და­ი­წყეს დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კით და დღეს უკვე მე­სი­ა­ნის­ტურ ის­ტე­რი­კა­ში არი­ან - დე­სა­ტა­ნი­ზა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. დღეს პუ­ტინს და მის გა­რე­მოც­ვას ის სჭირს, რაც სჭირ­დათ ჰიტ­ლერ­სა და მის ოკულ­ტურ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგიტა 1977
5

ბობოქრობს ბოროტი

გიორგი
2

მედვედევს ფიზიონომია მიუგავს სოფლის ორღობეებში ძროხის მოსაქმებულს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მედვედევი უკრაინასთან ომს "სატანასთან ბრძოლას" უწოდებს - "დღეს პუტინს და მის გარემოცვას ის სჭირს, რაც სჭირდათ ჰიტლერსა და მის ოკულტურ პოლიტიკურ ჯგუფს"

მედვედევი უკრაინასთან ომს "სატანასთან ბრძოლას" უწოდებს - "დღეს პუტინს და მის გარემოცვას ის სჭირს, რაც სჭირდათ ჰიტლერსა და მის ოკულტურ პოლიტიკურ ჯგუფს"

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან, გამოირჩევა უკიდურესად ხისტი რიტორიკით, 4 ნოემბრის დილას, როდესაც რუსეთი ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავდა, კიდევ უფრო აბსურდულ განცხადებებზე გადავიდა და უკრაინასთან ომს ახალი სახელი "სატანათან ბრძოლა" მოუფიქრა. ომის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მისი მტკიცებით, სპეცოპერაცია უკრაინის "დემილიტარიზაციისა“ და "დენაციფიკაციისთვის“ წამოიწყო, სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ, ეს მიზნები, როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა. მედვედევი კი ახალ ფორმულირებებს ეძებს. ის რაც უფრო მეტად ბრაზდება, მით უფრო სავალალო შთაბეჭდილებას ტოვებს...

"რუსეთი უზარმაზარი და მდიდარი ქვეყანაა. ჩვენ არ გვჭირდება უცხო ტერიტორიები, ყველაფერი უხვად გვაქვს. ჩვენი მიწა ჩვენთვის წმინდაა, რომელზეც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და რომელზედაც დღეს ჩვენი ხალხი ცხოვრობს და რომელსაც ჩვენ არავის მივცემთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის, ისტორიისთვის“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსები "ებრძვიან გიჟი ნარკომან-ნაცისტების გროვას და მათგან დაშინებულ ხალხს, ასევე მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან“ და ამიტომ მათ "წმინდა ძალა შეიძინეს".

"გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მტერი ცეცხლოვან გეენაში გავაგზავნოთ, მაგრამ ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენ გულში ვუსმენთ შემოქმედის სიტყვებს და ვემორჩილებით. ეს სიტყვები წმინდა მიზანს გვაძლევს. მიზანია ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს გამოიყენებს - სატანა, ლუციფერი თუ იბლისს, მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა. მისი იარაღი ჩახლართული ტყუილია, ჩვენი იარაღი სიმართლეა. ამიტომ არის ჩვენი საქმე სწორი. ამიტომ გამარჯვება ჩვენი იქნება! “ - აღნიშნა მედვედევმა.

საერთშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე "კვირის პალიტრასთან" აცხადებს:

"გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომში ოპერატიულ დონეზეც ვეღარ ფლობს ინიციატივას, ვერც სტრატეგიულ მიზნებს მიაღწია. ახლა გადასაწყვეტია, როგორი იქნება ამ ომში რუსეთის მარცხის მასშტაბი. ერთადერთი, რაც რჩება რუსეთს იმისთვის, რომ საბოლოო მარცხი აირიდოს თავიდან, მასობრივი განადგურების იარაღით შანტაჟი ან მისი გამოყენებაა. მაშფოთებს ამ "ბინძურ ბომბზე" რუსეთის განცხადებები. ეს არ არის წასაყრუებელი ამბავი. ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელთა, ყოფილ თუ ამჟამინდელ მოხელეთა განცხადებები. ძალიან საინტერესო იყო ერთი შეფასება - თუ რუსეთში ვერ გაიგეს, რას ვგულისხმობთ მათთვის პასუხის გაცემაში, მაშინ იკითხონ, რა დაემართა ყასიმ სულეიმანსო. ეს იყო ირანელი გენერალი, რომლის ლიკვიდაციაც ამერიკის სპეცსამსახურებმა ბაღდადში მოახერხეს. მოკლედ, რუსეთი უკრაინას ვერ დაამარცხებს, მაგრამ შეიძლება წავიდეს იმ ტიპის ავანტიურაზე, რომელიც ამ ომს თვისებრივად დიდ მასშტაბს შესძენს. პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვევას კი არა, იზოლაციას საჭიროებს. ის თავის გარემოცვასთან ერთად საზოგადოებისთვის საშიშია. რა მოლაპარაკებაზეა ლაპარაკი, როდესაც ადეკვატურობის ზღვარს გასცდნენ. ომი დაიწყეს დენაციფიკაციაზე ლაპარაკით და დღეს უკვე მესიანისტურ ისტერიკაში არიან - დესატანიზაციაზე ლაპარაკობენ. დღეს პუტინს და მის გარემოცვას ის სჭირს, რაც სჭირდათ ჰიტლერსა და მის ოკულტურ პოლიტიკურ ჯგუფს.