ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პირველად დამარცხდა "ლივერპულთან" ანფგარიშით - 0:2, თუმცა ამას პრობლემა გუნდისთვის არ შეუქნია, "ნაპოლიმ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ლუჩანო სპალეტის შეგირდები იტალიის ჩემპიონატსაც დამაჯერებლად ლიდერობს. მათი უახლოესი მეტოქე მეორეადგილოსანი "ატალანტაა" , რომელსაც "ნაპოლი" შაბათს, 5 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება. დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც "ნაპოლის" ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს, გავრცელებული ინფორმაციით, მას წელის მწვავე ტკივილი აწუხებს.
იხილეთ ასევე:
*სიტყვა ფენომენის აზრი თუ იცი ჭურნალისტკაა??
ვაიმე რა სახე აქვს, ჯანმრთელობა მაგარო ბიჭო, მე მეტკინოს შენს მაგივრად.