სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გამოიგონა ყურსასმენები? - რამდენად შორს წავიდა აუდიოტექნიკის ევოლუცია მე-19 საუკუნიდან დღემდე
ვინ გამოიგონა ყურსასმენები? - რამდენად შორს წავიდა აუდიოტექნიკის ევოლუცია მე-19 საუკუნიდან დღემდე

1958 წელს მსოფ­ლი­ო­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოვ­ლე­ნა მოხ­და, რო­მელ­მაც თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნა იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მუ­სი­კის მოს­მე­ნა. ეს წელი აღი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი ყურ­სას­მე­ნე­ბის შექ­მნის წელი. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ყურ­სას­მე­ნებ­მა მთლი­ა­ნად გარ­დაქ­მნა მუ­სი­კის მოს­მე­ნის მე­თო­დე­ბი. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა იმის ცოდ­ნა, თუ რამ­დე­ნად შორს წა­ვი­და ტექ­ნი­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ბოლო 50 წლის მან­ძილ­ზე.

ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის ყურ­სას­მე­ნე­ბი დიდი ხა­ნია პირ­ვე­ლი მოხ­მა­რე­ბის სა­გა­ნია. ვი­ღა­ცის­თვის უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნია კომ­ფორ­ტუ­ლი, ვი­ღაც 3.5 მმ ჯე­კის მოყ­ვა­რუ­ლია, ზო­გის­თვის კი ყურ­სას­მე­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა ჰო­ბია, მაგ­რამ სა­ი­დან და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი? რას უს­მენ­დნენ მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მე­ლო­მა­ნე­ბი? სა­ი­დან გაჩ­ნდა ყურ­სას­მე­ნე­ბი, ვინ გა­მო­ი­გო­ნა აქ­ტი­უ­რი ხმა­უ­რის ჩამხშო­ბი? რო­გორ გახ­და ყურ­სას­მე­ნე­ბი უსა­დე­ნო და რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში?

1891 წელს, ფრან­გმა ინ­ჟი­ნერ­მა ერ­ნესტ მერ­კა­დი­ერ­მა პირ­ვე­ლი ყურ­სას­მე­ნე­ბი გა­მო­ი­გო­ნა.

მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში, ყურ­სას­მე­ნე­ბის იდეა ფაქ­ტობ­რი­ვად ღრუბ­ლებ­ში ტრი­ა­ლებ­და. 1875 წელს, ალექ­სან­დრ ბელ­მა ტე­ლე­ფო­ნი და­ა­პა­ტენ­ტა, მის­მა გა­მო­გო­ნე­ბამ სწრა­ფად შე­ი­ძი­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა. მალე, ტე­ლე­ფო­ნის­თვის მრა­ვა­ლი აპა­რა­ტის მო­დე­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გაჩ­ნდა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო ფრან­გი ერ­ნესტ მერ­კა­დი­ე­რის ყურ­სას­მე­ნე­ბი, რო­მელ­საც „შტეფ­სე­ლის“ ფორ­მა ჰქონ­და.

ამას­თან, ინ­გლის­ში გა­მოჩ­ნდა კომ­პა­ნია Electrophone System, რო­მელ­მაც მიკრო­ფო­ნე­ბი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში და­ა­ყე­ნა და ტე­ლე­ფო­ნის აბო­ნენ­ტებს შეს­თა­ვა­ზა ტე­ლე­ფო­ნით მო­ეს­მი­ნათ სიმ­ფო­ნი­ე­ბი და თე­ატ­რა­ლუ­რი პი­ე­სე­ბი გა­მო­წე­რით - წე­ლი­წად­ში 5 ფუნ­ტის სა­ნაც­ვლოდ. და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ტის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მე­ო­რე დი­ნა­მი­კის და­კავ­ში­რე­ბა, რაც ყურ­სას­მე­ნებს მო­თხოვ­ნადს ხდი­და.

მე­ო­რედ, მსოფ­ლი­ოს ყურ­სას­მე­ნე­ბი რა­დი­ოს მოს­ვლას­თან ერ­თად დას­ჭირ­და. სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ამე­რი­კელ­მა ელექტრო­ინ­ჟი­ნერ­მა ნა­თა­ნი­ელ ბოლ­დუ­ინ­მა და­ა­პა­ტენ­ტა ყურ­სას­მე­ნე­ბის ნაკ­რე­ბი პი­ე­ზო­ე­ლექტრუ­ლი დი­ნა­მი­კით და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი წი­ნა­ღო­ბით (და­ახ­ლო­ე­ბით 8 ათა­სი). პი­ე­ზოკ­რის­ტა­ლი არას­წო­რი შე­ნახ­ვის გამო და­ი­შა­ლა, ყურ­სას­მე­ნებს სჭირ­დე­ბო­დათ და­ბა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხმის შე­სა­ნიშ­ნავ­მა ხა­რის­ხმა სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მო­დელს ეპო­ვა თა­ვი­სი ად­გი­ლი ის­ტო­რი­ა­ში.

1910 წელს, ინ­ჟი­ნერ­მა ნა­თა­ნი­ელ ბოლ­დუ­ინ­მა შე­ი­მუ­შა­ვა ყურ­სას­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აშშ-ს სა­ზღვაო ძა­ლებ­მა შე­ი­ძი­ნა. ყურ­სას­მე­ნებს იყე­ნებ­დნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი. აშშ-ს სა­ზღვაო ფლო­ტის ბრძა­ნე­ბით გა­ი­ცა ბრძა­ნე­ბა 100 წყვი­ლი ყურ­სას­მე­ნის ყიდ­ვა­ზე. მათ არ იცოდ­ნენ რომ გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ყურ­სას­მე­ნებს ხე­ლით ამ­ზა­დებ­და სა­კუ­თარ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.

1937 - Beyerdynamic-მა გა­მო­უშ­ვა პირ­ვე­ლი DT-48 დი­ნა­მი­უ­რი ყურ­სას­მე­ნე­ბი

გაჩ­ნდა მო­თხოვ­ნა ხა­რის­ხი­ა­ნი ხმის, სან­დო და კომ­ფორ­ტულ ყურ­სას­მე­ნებ­ზე არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის, არა­მედ ჩამ­წე­რი სტუ­დი­ე­ბის­თვი­საც. გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია Beyerdynamic DT-48 მო­დელს 1937 წლი­დან 2012 წლამ­დე მი­ნი­მა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით აწარ­მო­ებ­და და შე­წყვი­ტა წარ­მო­ე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, როცა ვე­ღარ შე­ი­ძი­ნა მემ­ბრა­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი - მო­დე­ლი სა­კულ­ტო აღ­მოჩ­ნდა. ომის დროს წარ­მო­ე­ბა შე­ჩერ­და, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ნახ­ლდა და ორ­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში DT-48-მა თა­ვი­სი დი­დე­ბის მწვერ­ვალს მი­აღ­წია. Beyerdynamic კვლავ რჩე­ბა სტუ­დი­უ­რი ყურ­სას­მე­ნე­ბის ერთ-ერთ წამ­ყვან მწარ­მო­ებ­ლად.

გზა დი­დე­ბის­კენ

1958 წელს ჯონ კოს­მა გა­მო­უშ­ვა პირ­ვე­ლი Koss SP-3 სტე­რეო ყურ­სას­მე­ნე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა ყურ­სას­მენს სა­მო­ცი­ან წლე­ბამ­დე შე­ეძ­ლო მუ­სი­კის მხო­ლოდ მონო რე­ჟიმ­ში დაკ­ვრა. ყვე­ლა­ზე ხში­რად მას იყე­ნებ­დნენ მფრი­ნა­ვე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი, თა­ვად მუ­სი­კაც უმე­ტეს წი­ლად მო­ნო­ში იყო. Koss SP-3-მა რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა პერ­სო­ნა­ლუ­რი აუ­დი­ოს სამ­ყა­რო­ში. ყურ­სას­მე­ნე­ბი Koss დო­მი­ნი­რებ­და ამ ბა­ზარ­ზე სა­მო­ცი­ან წლებ­ში, ხოლო 1984 წელს კომ­პა­ნი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა კი­დევ ერთი სა­კულ­ტო მო­დე­ლი - Porta Pro, რო­მე­ლიც დღემ­დე ყო­ველ­გვა­რი ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე იწარ­მო­ე­ბა.

1959 - Stax-მა წარ­მო­ად­გი­ნა პირ­ვე­ლი SR-1 ელექტროს­ტა­ტი­კუ­რი ყურ­სას­მე­ნე­ბი. ტექ­ნო­ლო­გია გან­სხვავ­დე­ბო­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ნა­მი­კე­ბის­გან, რომ­ლებ­შიც მაგ­ნი­ტუ­რი თა­ვა­კი ირ­ხე­ო­და მას­თან შე­ერ­თე­ბულ დი­ფუ­ზორ­თან. აქ, ელექტროს­ტა­ტი­კურ ველ­ში ირ­ხე­ო­და თა­ვად მემ­ბრა­ნა, რო­მე­ლიც თმის რერ­ზე თხე­ლი იყო. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და მი­ე­ღოთ იდე­ა­ლუ­რად თა­ნა­ბა­რი და ბუ­ნებ­რი­ვი ჟღე­რა­დო­ბა. ორი­გი­ნა­ლი SR-1 კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის ნა­დავ­ლი გახ­და, ელექტროს­ტა­ტი­კურ­მა ყურ­სას­მე­ნებ­მა კი მა­ღა­ლი ფა­სის გამო ვერ მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და მე­ლო­მა­ნე­ბის და აუ­დი­ო­ფი­ლე­ბის იმე­დად დარ­ჩა.

1968 წელს Sennheiser-მა გა­მო­უშ­ვა პირ­ვე­ლი HD 414 ღია ყურ­სას­მე­ნე­ბი. ის წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით იყო გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი. ამ ყურ­სას­მე­ნებ­მა და­ი­წყო პორ­ტა­ტუ­ლი აუ­დი­ოს ეპო­ქა და იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი Hi-Fi ყურ­სას­მე­ნი.

პორ­ტა­ტუ­ლი აუ­დი­ოს ეპო­ქა

1979 – Sony-მ გა­მო­უშ­ვა Walkman და MDL-3L2 ყურ­სას­მე­ნე­ბი. ყურ­სას­მე­ნე­ბი მოყ­ვე­ბო­და Walkman-ს, მაგ­რამ ცალ­კე ყუთ­ში იდო. ამ კომ­ბომ მო­მენ­ტა­ლუ­რად და­ი­პყრო მსოფ­ლიო და ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა წარ­მოდ­გე­ნა იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­უს­მი­ნო მუ­სი­კას. მისი წყა­ლო­ბით მუ­სი­კის მოს­მე­ნა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბო­და. მყიდ­ველს შე­ეძ­ლო მო­ეს­მი­ნა Pink Floyd ვე­ლო­სი­პედ­ზე სე­ირ­ნო­ბი­სას. მეტი რა იყო სა­ჭი­რო ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის 70-იანი წლე­ბის ბო­ლოს?1995 წელს გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი ხმა­უ­რის ჩამხშო­ბი ყურ­სას­მე­ნე­ბი. 1995 წელს კი ვან ჰე­ლე­ნის ხმის ინ­ჟი­ნერ­მა გა­მო­ი­გო­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე "შტეფ­სე­ლე­ბის" პრო­ტო­ტი­პი.

2005 წელი - Bluetake-მა გა­მო­უშ­ვა პირ­ვე­ლი i-PHONO BT420EX უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნე­ბი. 2011 წელი - Razer-მა გა­მო­უშ­ვა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი Tiamat 7.1 (სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი) ყურ­სას­მე­ნე­ბი. ეს არის სახ­ლის კი­ნო­თე­ატ­რი მი­ნი­ა­ტუ­რა­ში და აღ­ჭურ­ვი­ლია ერ­თდრო­უ­ლად 10 დი­ნა­მი­კით: 5 თი­თო­ე­ულ მხა­რეს. სი­ახ­ლე შემ­თხვე­ვით არ არის გა­მოშ­ვე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო პე­რი­ფე­რი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მწარ­მო­ებ­ლის მიერ და წარ­მოდ­გე­ნი­ლია Gamescom 2011-ზე: გარს ხმა იძ­ლე­ვა რე­ა­ლურ უპი­რა­ტე­სო­ბას თა­მა­შებ­ში. ახლა თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­გოთ, სა­ი­დან გე­პა­რე­ბათ მტე­რი და ზუს­ტად გან­სა­ზღვროთ გას­რო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა. 2013 წელი - AfterShokz-მა გა­მო­უშ­ვა პირ­ვე­ლი უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნე­ბი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ახა­ლი ათას­წლე­უ­ლის და­სა­წყის­ში ყურ­სას­მე­ნე­ბი მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბი­დან გა­და­იქ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის აქ­სე­სუ­ა­რად. ისი­ნი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ო­ე­ბით: Bluetooth, ხმის კონ­ტრო­ლი და ჭკვი­ა­ნი ფუნ­ქცი­ე­ბი.

მათი შე­ძე­ნა სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ONLINE-აც შე­საძ­ლე­ბე­ლია და საკ­მა­ოდ ბი­უ­ჯე­ტურ ფა­სა­დაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მა­გა­ლი­თად, USAMS-ის უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნე­ბის შე­ძე­ნა 89 ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დე­რი კომ­პა­ნია თით­ქმის ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, ყურ­სას­მე­ნე­ბი მუ­სი­კო­სე­ბის, ხმის ინ­ჟინ­რე­ბის, გე­ი­მე­რე­ბის, ელექტრო­ნუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და სტრი­მე­რე­ბის­თვის სა­მუ­შაო ია­რა­ღად იქცა. მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და აუ­დი­ო­ფი­ლე­ბი ასე­ვე არ იდ­გნენ გან­ზე და მი­ი­ღეს მრა­ვა­ლი ახა­ლი პრო­დუქ­ტი და სა­კულ­ტო მო­დე­ლი ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით შე­ვა­ჯა­მოთ, რომ ყურ­სას­მე­ნე­ბი ისე­თი­ვე აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, რო­გორც სმარ­ტფო­ნი ან კომ­პი­უ­ტე­რი.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

Status quo
0

თქვენი თქმით, ყურსასმენებს მხოლოდ ქალაქის მცხოვრებლები იყენებენ?ზოგჯერ თქვენი სნობიზმი მარაზმში გადადის.

ავტორი:

ვინ გამოიგონა ყურსასმენები? - რამდენად შორს წავიდა აუდიოტექნიკის ევოლუცია მე-19 საუკუნიდან დღემდე

ვინ გამოიგონა ყურსასმენები? - რამდენად შორს წავიდა აუდიოტექნიკის ევოლუცია მე-19 საუკუნიდან დღემდე

1958 წელს მსოფლიოში რევოლუციური მოვლენა მოხდა, რომელმაც თავდაყირა დააყენა ადამიანების წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მუსიკის მოსმენა. ეს წელი აღინიშნება როგორც პირველი პერსონალური ყურსასმენების შექმნის წელი. გასაკვირი არ არის, რომ ყურსასმენებმა მთლიანად გარდაქმნა მუსიკის მოსმენის მეთოდები. თუმცა, საინტერესოა იმის ცოდნა, თუ რამდენად შორს წავიდა ტექნილოგიების განვითარება ბოლო 50 წლის მანძილზე.

ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობისთვის ყურსასმენები დიდი ხანია პირველი მოხმარების საგანია. ვიღაცისთვის უსადენო ყურსასმენია კომფორტული, ვიღაც 3.5 მმ ჯეკის მოყვარულია, ზოგისთვის კი ყურსასმენების კოლექციის შეგროვება ჰობია, მაგრამ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? რას უსმენდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს მელომანები? საიდან გაჩნდა ყურსასმენები, ვინ გამოიგონა აქტიური ხმაურის ჩამხშობი? როგორ გახდა ყურსასმენები უსადენო და რა მოხდება მომავალში?

1891 წელს, ფრანგმა ინჟინერმა ერნესტ მერკადიერმა პირველი ყურსასმენები გამოიგონა.

მე-19 საუკუნეში, ყურსასმენების იდეა ფაქტობრივად ღრუბლებში ტრიალებდა. 1875 წელს, ალექსანდრ ბელმა ტელეფონი დააპატენტა, მისმა გამოგონებამ სწრაფად შეიძინა პოპულარობა. მალე, ტელეფონისთვის მრავალი აპარატის მოდელი და აქსესუარები გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ფრანგი ერნესტ მერკადიერის ყურსასმენები, რომელსაც „შტეფსელის“ ფორმა ჰქონდა.

ამასთან, ინგლისში გამოჩნდა კომპანია Electrophone System, რომელმაც მიკროფონები საკონცერტო დარბაზებში დააყენა და ტელეფონის აბონენტებს შესთავაზა ტელეფონით მოესმინათ სიმფონიები და თეატრალური პიესები გამოწერით - წელიწადში 5 ფუნტის სანაცვლოდ. დამატებითი ფუნტისთვის შესაძლებელი იყო მეორე დინამიკის დაკავშირება, რაც ყურსასმენებს მოთხოვნადს ხდიდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/h9rKlIqx7C8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

მეორედ, მსოფლიოს ყურსასმენები რადიოს მოსვლასთან ერთად დასჭირდა. საუკუნის დასაწყისში, ამერიკელმა ელექტროინჟინერმა ნათანიელ ბოლდუინმა დააპატენტა ყურსასმენების ნაკრები პიეზოელექტრული დინამიკით და ძალიან მაღალი წინაღობით (დაახლოებით 8 ათასი). პიეზოკრისტალი არასწორი შენახვის გამო დაიშალა, ყურსასმენებს სჭირდებოდათ დაბალი ტენიანობა. მიუხედავად ამისა, ხმის შესანიშნავმა ხარისხმა საშუალება მისცა მოდელს ეპოვა თავისი ადგილი ისტორიაში.

1910 წელს, ინჟინერმა ნათანიელ ბოლდუინმა შეიმუშავა ყურსასმენები, რომლებიც აშშ-ს საზღვაო ძალებმა შეიძინა. ყურსასმენებს იყენებდნენ სამხედროები. აშშ-ს საზღვაო ფლოტის ბრძანებით გაიცა ბრძანება 100 წყვილი ყურსასმენის ყიდვაზე. მათ არ იცოდნენ რომ გამომგონებელი ყურსასმენებს ხელით ამზადებდა საკუთარ სამზარეულოში.

1937 - Beyerdynamic-მა გამოუშვა პირველი DT-48 დინამიური ყურსასმენები

გაჩნდა მოთხოვნა ხარისხიანი ხმის, სანდო და კომფორტულ ყურსასმენებზე არა მხოლოდ სამხედროებისთვის, არამედ ჩამწერი სტუდიებისთვისაც. გერმანული კომპანია Beyerdynamic DT-48 მოდელს 1937 წლიდან 2012 წლამდე მინიმალური ცვლილებებით აწარმოებდა და შეწყვიტა წარმოება მხოლოდ მაშინ, როცა ვეღარ შეიძინა მემბრანებისთვის საჭირო მასალები - მოდელი საკულტო აღმოჩნდა. ომის დროს წარმოება შეჩერდა, მაგრამ შემდეგ განახლდა და ორმოცდაათიან წლებში DT-48-მა თავისი დიდების მწვერვალს მიაღწია. Beyerdynamic კვლავ რჩება სტუდიური ყურსასმენების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად.

გზა დიდებისკენ

1958 წელს ჯონ კოსმა გამოუშვა პირველი Koss SP-3 სტერეო ყურსასმენები. აღსანიშნავია, რომ ყველა ყურსასმენს სამოციან წლებამდე შეეძლო მუსიკის მხოლოდ მონო რეჟიმში დაკვრა. ყველაზე ხშირად მას იყენებდნენ მფრინავები და სამხედროები, თავად მუსიკაც უმეტეს წილად მონოში იყო. Koss SP-3-მა რევოლუცია მოახდინა პერსონალური აუდიოს სამყაროში. ყურსასმენები Koss დომინირებდა ამ ბაზარზე სამოციან წლებში, ხოლო 1984 წელს კომპანიამ წარმოადგინა კიდევ ერთი საკულტო მოდელი - Porta Pro, რომელიც დღემდე ყოველგვარი ცვლილების გარეშე იწარმოება.

1959 - Stax-მა წარმოადგინა პირველი SR-1 ელექტროსტატიკური ყურსასმენები. ტექნოლოგია განსხვავდებოდა ჩვეულებრივი დინამიკებისგან, რომლებშიც მაგნიტური თავაკი ირხეოდა მასთან შეერთებულ დიფუზორთან. აქ, ელექტროსტატიკურ ველში ირხეოდა თავად მემბრანა, რომელიც თმის რერზე თხელი იყო. ეს საშუალებას იძლეოდა მიეღოთ იდეალურად თანაბარი და ბუნებრივი ჟღერადობა. ორიგინალი SR-1 კოლექციონერების ნადავლი გახდა, ელექტროსტატიკურმა ყურსასმენებმა კი მაღალი ფასის გამო ვერ მოიპოვა პოპულარობა და მელომანების და აუდიოფილების იმედად დარჩა.

1968 წელს Sennheiser-მა გამოუშვა პირველი HD 414 ღია ყურსასმენები. ის წინამორბედებისგან განსხვავებით იყო გაცილებით მსუბუქი და მოსახერხებელი. ამ ყურსასმენებმა დაიწყო პორტატული აუდიოს ეპოქა და იყო ერთ-ერთი პირველი Hi-Fi ყურსასმენი.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ZN0PBnMvO6g" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

პორტატული აუდიოს ეპოქა

1979 – Sony-მ გამოუშვა Walkman და MDL-3L2 ყურსასმენები. ყურსასმენები მოყვებოდა Walkman-ს, მაგრამ ცალკე ყუთში იდო. ამ კომბომ მომენტალურად დაიპყრო მსოფლიო და ძირეულად შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოუსმინო მუსიკას. მისი წყალობით მუსიკის მოსმენა ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა. მყიდველს შეეძლო მოესმინა Pink Floyd ველოსიპედზე სეირნობისას. მეტი რა იყო საჭირო ბედნიერებისთვის 70-იანი წლების ბოლოს?1995 წელს გამოჩნდა პირველი ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები. 1995 წელს კი ვან ჰელენის ხმის ინჟინერმა გამოიგონა თანამედროვე "შტეფსელების" პროტოტიპი.

2005 წელი - Bluetake-მა გამოუშვა პირველი i-PHONO BT420EX უსადენო ყურსასმენები. 2011 წელი - Razer-მა გამოუშვა მსოფლიოში პირველი Tiamat 7.1 (სამგანზომილებიანი) ყურსასმენები. ეს არის სახლის კინოთეატრი მინიატურაში და აღჭურვილია ერთდროულად 10 დინამიკით: 5 თითოეულ მხარეს. სიახლე შემთხვევით არ არის გამოშვებული სათამაშო პერიფერიული მოწყობილობების მწარმოებლის მიერ და წარმოდგენილია Gamescom 2011-ზე: გარს ხმა იძლევა რეალურ უპირატესობას თამაშებში. ახლა თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, საიდან გეპარებათ მტერი და ზუსტად განსაზღვროთ გასროლის მიმართულება. 2013 წელი - AfterShokz-მა გამოუშვა პირველი უსადენო ყურსასმენები.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ათასწლეულის დასაწყისში ყურსასმენები მოუხერხებელი მოწყობილობიდან გადაიქცა თანამედროვე დიზაინის აქსესუარად. ისინი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიოებით: Bluetooth, ხმის კონტროლი და ჭკვიანი ფუნქციები.

მათი შეძენა სახლიდან გაუსვლელად, ONLINE-აც შესაძლებელია და საკმაოდ ბიუჯეტურ ფასადაც ხელმისაწვდომია. მაგალითად, USAMS-ის უსადენო ყურსასმენების შეძენა 89 ლარად შეგიძლიათ. საერთაშორისო ლიდერი კომპანია თითქმის ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი და 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

ამავდროულად, ყურსასმენები მუსიკოსების, ხმის ინჟინრების, გეიმერების, ელექტრონული სპორტსმენებისა და სტრიმერებისთვის სამუშაო იარაღად იქცა. მუსიკის მოყვარულები და აუდიოფილები ასევე არ იდგნენ განზე და მიიღეს მრავალი ახალი პროდუქტი და საკულტო მოდელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით შევაჯამოთ, რომ ყურსასმენები ისეთივე აუცილებლობაა თანამედროვე სამყაროში, როგორც სმარტფონი ან კომპიუტერი.

ავტორი: თეა ინასარიძე