კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია" - პროკურატურა
"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია" - პროკურატურა

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სარ­ჩელ­ზე ძი­რი­თად ნა­წილ­ში მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბის სტა­ტუ­სი და­ა­დას­ტუ­რა და იგი­ვე და­ტო­ვა. უფრო მე­ტიც, ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სწო­რად იყო მო­პო­ვე­ბუ­ლი და ასე­ვე, ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა არ იყო ხარ­ვე­ზი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის საქ­მე­ზე, „მა­მა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სარ­ჩელ­ზე ორი დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა, რაც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მხრი­დან უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვა­სა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­ხურ­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"შე­სა­ბა­მი­სად, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ბრა­ლე­უ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, რო­გორც ევ­რო­სა­სა­მარ­თლო ას­კვნის, კონ­ვენ­ცი­ის მე-6 მუხ­ლის 1-ელი პუნ­ქტი არ დარ­ღვე­უ­ლა, რაც გუ­ლის­ხმობს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სამ­ხი­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ღვე­ვებს, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ. ამას­თან ერ­თად, მა­მა­ლა­ძეს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა, ხოლო კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით მო­თხოვ­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 800 000 ლა­რის ნაც­ვლად სა­ხელ­მწი­ფოს 9 000 ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა", - გა­ნუ­ცხა­დეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია" - პროკურატურა

"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია" - პროკურატურა

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ძირითად ნაწილში მისი ბრალეულობის სტატუსი დაადასტურა და იგივე დატოვა. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ასევე, ამ მტკიცებულებების მის წინააღმდეგ გამოყენების პროცედურა არ იყო ხარვეზიანი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განუცხადეს.

მათივე ცნობით, სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ორი დარღვევა დაადგინა, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და სასამართლო პროცესის დახურვასთან არის დაკავშირებული.

"შესაბამისად, გიორგი მამალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. გარდა ამისა, როგორც ევროსასამართლო ასკვნის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა, რაც გულისხმობს გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებასა და გამოყენებას. რაც შეეხება დარღვევებს, შესაბამისი უწყებები საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ამასთან ერთად, მამალაძეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, ხოლო კომპენსაციის სახით მოთხოვნილი დაახლოებით 800 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფოს 9 000 ლარის გადახდა დააკისრა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში.