სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა აქამდეც არაერთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც "ქართულ ოცნებას“ გულზე არ ეხატებოდა. ახლაც აჯობებს, შეიწყალოს, ეს ქვეყანას სჭირდება!" - რატომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია?
"პრეზიდენტმა აქამდეც არაერთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც "ქართულ ოცნებას“ გულზე არ ეხატებოდა. ახლაც აჯობებს, შეიწყალოს, ეს ქვეყანას სჭირდება!" - რატომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია?

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ შეც­ვა­ლა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტორს, ნიკა გვა­რა­მი­ას პატიმ­რო­ბა იმ ეპი­ზოდ­ზეც მი­უ­სა­ჯა, რო­მელ­ზეც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ჯა­რი­მა გა­მო­ი­ყე­ნა. კერ­ძოდ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“-ის დი­რექ­ტო­რო­ბი­სას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის გვა­რა­მია დამ­ნა­შა­ვედ ორ ეპი­ზოდ­ში ცნეს და მას სას­ჯე­ლის სა­ბო­ლოო სა­ხედ კვლავ 3 წლი­თა და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა გა­ნე­სა­ზღვრა.

ად­ვო­კატ დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­სა­მარ­თლომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გზავ­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შეც­ვა­ლა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ის პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს უფრო მო­არ­გო.

"მათ გა­და­წყვი­ტეს უსა­მარ­თლო­ბა კი არ გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნათ, არა­მედ ახლა სხვა ეპი­ზოდ­ზეც გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ პა­ტიმ­რო­ბა, თით­ქოს­და, რა­მე­ნა­ი­რად შე­ე­ცა­დონ თა­ვის გა­მარ­თლე­ბას, რომ ის არა მარ­ტო ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მოა პა­ტიმ­რო­ბა­ში“.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბა მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო­სა და მე­დია პლუ­რა­ლიზ­მის მი­მართ "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის სა­გა­ნია“, ნიკა გვა­რა­მი­ას მიმ­დი­ნა­რე პა­ტიმ­რო­ბა რის­კის ქვეშ აყე­ნებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მკა­ფიო არ­ჩე­ვან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბის გა­ცხა­დე­ბულ მი­ზანს - უფრო უსაფრ­თხო, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სა. სა­ელ­ჩომ კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტა ღრმა შეშ­ფო­თე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ "შერ­ჩე­ვი­თი გა­მო­ძი­ე­ბის, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნი­სა და მსჯავ­რდე­ბის აღ­ქმაც კი ასუს­ტებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის, პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი­სა და თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ“. სა­ელ­ჩოს თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მის მხარ­და­ჭე­რას, რაც "აუ­ცი­ლე­ბე­ლია სტა­ბი­ლუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ასა­შე­ნებ­ლად და რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მკა­ფიო სურ­ვი­ლია“.

ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, ოპო­ზი­ცია აპი­რებს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­მარ­თოს. სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მათი შე­ფა­სე­ბით, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს აფერ­ხებს.

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რად­გან სიფრ­თხი­ლე არ გა­მო­ი­ჩი­ნა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­მართ, უმ­ჯო­ბე­სია, ეს გა­ა­კე­თოს პრე­ზი­დენ­ტმა. მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი გვა­რა­მი­ას თუ შე­ი­წყა­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს და არა ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"პრე­ზი­დენ­ტმა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უნდა შე­ი­წყა­ლოს ნიკა გვა­რა­მია, მან ეს ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში სუ­რათს დი­დად ვერ შეც­ვლის, მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საც ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ (რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­და­სად­გმე­ლია და ეს ფაქ­ტი ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა­კენ სვლას), ჯო­ბია და უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ის შე­ი­წყა­ლოს (თუმ­ცა ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ). უნდა ით­ქვას, რომ ეს ფაქ­ტი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა და გვა­რა­მი­ას საქ­მეც ცოტა წყალ­წყა­ლაა. თან როცა სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, აქ თა­ვი­დან­ვე სიფრ­თხი­ლე იყო სა­ჭი­რო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რად­გან სიფრ­თხი­ლე არ გა­მო­ი­ჩი­ნა, ჯო­ბია, ეს გა­ა­კე­თოს პრე­ზი­დენ­ტმა. ევ­რო­პარ­ლა­მენტს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ჩვენ ხომ არ ვართ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა, ჩვენ გარ­და­მა­ვალ ფა­ზა­ში ვართ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ასე­თი საქ­მე­ე­ბი­სად­მი (მე­დია, არ­ჩევ­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი...) უნდა იყოს ძა­ლი­ან ფრთხი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჯო­ბია, უფრო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის­კენ გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯი. სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენ­ტმა აქამ­დე რამ­დე­ნი­მე ისე­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მა­ინ­ცდა­მა­ინც გულ­ზე არ ეხა­ტე­ბო­და. ამ კერ­ძო შემ­თხვე­ვა­ში რას იზამს, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ალ­ბათ აჯო­ბებს, შე­ი­წყა­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და არა გვა­რა­მი­ას ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა წი­ნას­წარ რომ გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა, თუ მომ­მარ­თა­ვენ, შე­ვი­წყა­ლე­ბო, ეს არ იქ­ნე­ბა მისი მხრი­დან სწო­რი გან­ცხა­დე­ბა“, - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლისტ თენ­გიზ ფხა­ლა­ძის აზრით, და­სავ­ლე­თის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი მოწ­მობს იმას, რომ ეს ფაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯს აზი­ა­ნებს, ხოლო პრე­ზი­დენ­ტი იმის­თვი­საა პრე­ზი­დენ­ტი, რომ მან შე­ა­ფა­სოს ფარ­თო სუ­რა­თი, არა - ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლი, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რა და ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"შე­წყა­ლე­ბა არის პრე­ზი­დენ­ტის დის­კრე­ცია და მისი გა­და­სა­წყვე­ტი. შე­წყა­ლე­ბა არ არის მე­ო­თხე ინ­სტან­ცია, ესაა აქტი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მელ­საც, რო­გორც წესი, მის­ჯი­ლი აქვს სას­ჯე­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჰუ­მა­ნუ­რი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი რას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და რას - არა, გა­მი­ჭირ­დე­ბა ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რეო კუ­თხით რა იქ­ნე­ბა, ზო­გა­დად, ამა­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის დღეს­ვე გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი - აშშ-ს სა­ელ­ჩო­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, იყო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი და ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს უწყობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ამას მოწ­მობს ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც დღეს გა­კეთ­და, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ პრე­ზი­დენ­ტი რას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და რას - არა, ეს მისი უფ­ლე­ბაა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­დან რას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ, ქვეყ­ნის გა­და­სა­წყვე­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა-არ­გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას აქვს თა­ვი­სი შე­დე­გი. ასე რომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია. პრე­ზი­დენ­ტი იმის­თვი­საა პრე­ზი­დენ­ტი, რომ მან შე­ა­ფა­სოს ფარ­თო სუ­რა­თი და არა ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლი, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რა. მან უნდა და­ი­ნა­ხოს ეს ყვე­ლა­ფე­რი ფარ­თო სუ­რათ­ში, და­ი­ნა­ხოს და შე­ა­ფა­სოს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი და ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღოს შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - ამ­ბობს თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 101 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
1

ვერ ვხვდები რატომ უნდა შეიწყალონ გვარამია,ისევ ისე რომ გააგრზელოს ადამიანების ლანძღვა-გინება და შეურაწყოფა?????

givi
1

ქალბატონო სალომე უთხარით ელჩებს, რომ ის არის სადისტი და ახალი თაობის მკვლელი. იქნებ გაიგონ რასთან აქვთ საქმე და ხალხს გაუწიონ ანგარიში. ფულს ოცნებაც მისცემს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პრეზიდენტმა აქამდეც არაერთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც "ქართულ ოცნებას“ გულზე არ ეხატებოდა. ახლაც აჯობებს, შეიწყალოს, ეს ქვეყანას სჭირდება!" - რატომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია?

"პრეზიდენტმა აქამდეც არაერთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც "ქართულ ოცნებას“ გულზე არ ეხატებოდა. ახლაც აჯობებს, შეიწყალოს, ეს ქვეყანას სჭირდება!" - რატომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია?

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და "მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა იმ ეპიზოდზეც მიუსაჯა, რომელზეც საქალაქო სასამართლომ ჯარიმა გამოიყენა. კერძოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდში ცნეს და მას სასჯელის საბოლოო სახედ კვლავ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, სასამართლომ ხელისუფლების გზავნილების შესაბამისად შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ის პოლიტიკურ დღის წესრიგს უფრო მოარგო.

"მათ გადაწყვიტეს უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ, არამედ ახლა სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა, თითქოსდა, რამენაირად შეეცადონ თავის გამართლებას, რომ ის არა მარტო ავტომობილის გამოყენების გამოა პატიმრობაში“.

ტელეკომპანია "მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ "განსაკუთრებული დაკვირვების საგანია“, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა. საელჩომ კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა შეშფოთება სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "შერჩევითი გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ“. საელჩოს თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდაჭერას, რაც "აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია“.

ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, ოპოზიცია აპირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მათი შეფასებით, "მთავარი არხის“ დამფუძნებლის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ხელისუფლებამ რადგან სიფრთხილე არ გამოიჩინა მედიასაშუალებების მიმართ, უმჯობესია, ეს გააკეთოს პრეზიდენტმა. მომგებიანი იქნება, პრეზიდენტი გვარამიას თუ შეიწყალებს სახელმწიფოს და არა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე.

"პრეზიდენტმა, დიდი ალბათობით, უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. დარწმუნებული ვარ, გვარამიას შეწყალება ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში სურათს დიდად ვერ შეცვლის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენი პარტნიორები მიიჩნევენ (რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელია და ეს ფაქტი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციისაკენ სვლას), ჯობია და უფრო მომგებიანი იქნება, ზურაბიშვილმა ის შეიწყალოს (თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ). უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი არასასიამოვნოა და გვარამიას საქმეც ცოტა წყალწყალაა. თან როცა საკითხი შეეხება მედიასაშუალებებს, აქ თავიდანვე სიფრთხილე იყო საჭირო. ხელისუფლებამ რადგან სიფრთხილე არ გამოიჩინა, ჯობია, ეს გააკეთოს პრეზიდენტმა. ევროპარლამენტს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხომ არ ვართ ჩამოყალიბებული დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გარდამავალ ფაზაში ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი საქმეებისადმი (მედია, არჩევნები, ადამიანის უფლებები...) უნდა იყოს ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება. ასეთ შემთხვევაში, ჯობია, უფრო ლიბერალიზაციისკენ გადავდგათ ნაბიჯი. სხვათა შორის, პრეზიდენტმა აქამდე რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც "ქართულ ოცნებას“ მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა. ამ კერძო შემთხვევაში რას იზამს, ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ აჯობებს, შეიწყალოს სახელმწიფოს და არა გვარამიას ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა პრეზიდენტმა წინასწარ რომ გააკეთოს განცხადება, თუ მომმართავენ, შევიწყალებო, ეს არ იქნება მისი მხრიდან სწორი განცხადება“, - ამბობს პოლიტოლოგი.

საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტ თენგიზ ფხალაძის აზრით, დასავლეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და შეფასებები მოწმობს იმას, რომ ეს ფაქტი საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზიანებს, ხოლო პრეზიდენტი იმისთვისაა პრეზიდენტი, რომ მან შეაფასოს ფართო სურათი, არა - ვიწრო პარტიული, თუ პოლიტიკური კონიუნქტურა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

"შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და მისი გადასაწყვეტი. შეწყალება არ არის მეოთხე ინსტანცია, ესაა აქტი, რომელიც გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც, როგორც წესი, მისჯილი აქვს სასჯელი. ამ შემთხვევაში, ჰუმანური აქტის განხორციელებისას ხდება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინება. პრეზიდენტი რას გაითვალისწინებს და რას - არა, გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება საგარეო კუთხით რა იქნება, ზოგადად, ამაზე განაჩენის გამოცხადების დღესვე გაკეთდა განცხადებები - აშშ-ს საელჩომაც გააკეთა განცხადება, იყო ევროპარლამენტარების შეფასებები და ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას. ამას მოწმობს ეს განცხადებები, რაც დღეს გაკეთდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრეზიდენტი რას გაითვალისწინებს და რას - არა, ეს მისი უფლებაა. ევროპარლამენტის რეკომენდაციებიდან რას გაითვალისწინებენ ქართველი კოლეგები, საბოლოოდ, ქვეყნის გადასაწყვეტია. შესაბამისად, გათვალისწინება-არგათვალისწინებას აქვს თავისი შედეგი. ასე რომ, ეს ყველაფერი დასაფიქრებელია. პრეზიდენტი იმისთვისაა პრეზიდენტი, რომ მან შეაფასოს ფართო სურათი და არა ვიწრო პარტიული, თუ პოლიტიკური კონიუნქტურა. მან უნდა დაინახოს ეს ყველაფერი ფართო სურათში, დაინახოს და შეაფასოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.