სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას "ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს“ - რას ამბობს გიორგი ვაშაძე თეონა აქუბარდიას მიერ "სტრატეგია აღმაშენებლის" დატოვებაზე?
"მას "ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს“ - რას ამბობს გიორგი ვაშაძე თეონა აქუბარდიას მიერ "სტრატეგია აღმაშენებლის" დატოვებაზე?

ერთი ტყუ­ი­ლი იკად­რა დღეს და ძა­ლი­ან ცუ­დია - მან თქვა, რომ ომ­ბუდსმე­ნის კან­დი­და­ტე­ბის გა­მო­კი­თხვა­ზე არ ვი­ღებ­თო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, არა­და პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე არის ამ გა­სა­უბ­რე­ბებ­ზე , - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ელ­ზე, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა.

რო­გორც ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მან გუნ­დის წევ­რებს ბო­დი­შიც კი მო­უ­ხა­და იმის გამო, რომ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია პარ­ლა­მენ­ტში თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იყ­ვა­ნა.

"სიღ­რმი­სე­ულ კო­მენ­ტა­რებ­ში არ შე­ვალ, მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ჩემს თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს ბო­დი­შიც მო­ვუ­ხა­დე მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო მისი შეყ­ვა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა“ ვე­რა­ფე­რი მი­ი­ღო ამ პრო­ცე­სი­დან. ის, რომ მას ცოტა სხვა­ნა­ი­რი პო­ზი­ცია აქვს, მხო­ლოდ ჩემი აზრი არ არის“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ამას­თან, ვა­შა­ძე ფიქ­რობს, რომ აქუ­ბარ­დი­ას "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით "დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს“.

"პარ­ლა­მენ­ტში სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი რომ აღარ არის, ახლა მო­უნ­და სა­მუ­შაო ჯგუფ­ში შეს­ვლა და რო­მელ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში, არ ვიცი - დამ­თავ­რდა ეს სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი. არ მინ­დო­და ამ დე­ტა­ლებ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი.

თქვენ ისიც იცით, რომ სამ­წუ­ხა­როდ, [თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია] ჩვე­ნი პარ­ტი­ის დიდი სახე არ ყო­ფი­ლა. მძი­მე ვი­თა­რე­ბა გვქონ­და და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და. ვფიქ­რობ, რომ მას "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, ხომ არ იგუ­ლის­ხმა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ სწო­რედ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ტე­ლი­ტი იქ­ნე­ბა ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტე­ბის გარ­და, რო­მე­ლი­მე სხვას და­უ­ჭერს მხარს, ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა: "ყვე­ლა, ვინც ამას ხმას მის­ცემს, აღარ არის ოპო­ზი­ცია და ის არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - თე­ო­ნა იქ­ნე­ბა თუ პეტ­რე, ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამს, იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მო­ღა­ლა­ტე. ეს არის ყვე­ლაფ­რის ღა­ლა­ტი - ესაა ხალ­ხის, მან­და­ტის და ღირ­სე­ბის ღა­ლა­ტი"

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
2

ამგვარი ნამცეცა საქციელი, ჩემი აზრით, ავლენს გიორგის პიროვნულ სისუსტეებს. შეეძლო ეთქვა, რომ განსხვავებული პოზიციები გამოვლინდა ცალკეულ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით, რის გამოც აღარ გააგრძელებენ ერთ პოლიტიკურ პარტიის ფარგლებში საქმიანობას და, რომ უსურვებს ქალბატონ აქუბარდიას წარმატებებს. ნაცვლად ამისა ჩვეულებისამებრ წამოიწყო მწარე-მწარე სიტყვების გოიმური ფრქვევა... "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!"

ana
20

უღირსი საქციელი აქუბარდიას მხრიდან. არადა მამამისის ფანი გახლავართ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მას "ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს“ - რას ამბობს გიორგი ვაშაძე თეონა აქუბარდიას მიერ "სტრატეგია აღმაშენებლის" დატოვებაზე?

"მას "ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს“ - რას ამბობს გიორგი ვაშაძე თეონა აქუბარდიას მიერ "სტრატეგია აღმაშენებლის" დატოვებაზე?

ერთი ტყუილი იკადრა დღეს და ძალიან ცუდია - მან თქვა, რომ ომბუდსმენის კანდიდატების გამოკითხვაზე არ ვიღებთო მონაწილეობას, არადა პაატა მანჯგალაძე არის ამ გასაუბრებებზე , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ყოფილ თანაპარტიელზე, თეონა აქუბარდიაზე განაცხადა, რომელმაც "სტრატეგია აღმაშენებელი“ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მან გუნდის წევრებს ბოდიშიც კი მოუხადა იმის გამო, რომ თეონა აქუბარდია პარლამენტში თავისი ინიციატივით შეიყვანა.

"სიღრმისეულ კომენტარებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს თანაპარტიელებს ბოდიშიც მოვუხადე მასთან დაკავშირებით, რადგან ჩემი ინიციატივა იყო მისი შეყვანა. სამწუხაროდ, "სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვერაფერი მიიღო ამ პროცესიდან. ის, რომ მას ცოტა სხვანაირი პოზიცია აქვს, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე ფიქრობს, რომ აქუბარდიას "ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით "დიდი მომავალი აქვს“.

"პარლამენტში სამუშაო ჯგუფები რომ აღარ არის, ახლა მოუნდა სამუშაო ჯგუფში შესვლა და რომელ სამუშაო ჯგუფში, არ ვიცი - დამთავრდა ეს სამუშაო ჯგუფები. არ მინდოდა ამ დეტალებში შევსულიყავი.

თქვენ ისიც იცით, რომ სამწუხაროდ, [თეონა აქუბარდია] ჩვენი პარტიის დიდი სახე არ ყოფილა. მძიმე ვითარება გვქონდა და ყველაფერი თავისთავად მოხდა. ვფიქრობ, რომ მას "ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ხომ არ იგულისხმა გიორგი ვაშაძემ სწორედ თეონა აქუბარდია, როდესაც განაცხადა, რომ "ქართული ოცნების“ სატელიტი იქნება ყველა დეპუტატი, რომელიც სახალხო დამცველის პოზიციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების გარდა, რომელიმე სხვას დაუჭერს მხარს, ვაშაძემ აღნიშნა: "ყველა, ვინც ამას ხმას მისცემს, აღარ არის ოპოზიცია და ის არის "ქართული ოცნება“ - თეონა იქნება თუ პეტრე, ნებისმიერი, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, იქნება "ქართული ოცნება“ და მოღალატე. ეს არის ყველაფრის ღალატი - ესაა ხალხის, მანდატის და ღირსების ღალატი"