საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპერაციაზე იყო, როგორც ქირურგის ასისტენტი, თუმცა მისი მსვლელობისას არ გარდაცვლილა... გამთენიისას ინფარქტით დაიღუპა" - რა ამბობენ ზესტაფონის კლინიკაში, გარდაცვლილ ექიმზე?
"ოპერაციაზე იყო, როგორც ქირურგის ასისტენტი, თუმცა მისი მსვლელობისას არ გარდაცვლილა... გამთენიისას ინფარქტით დაიღუპა" - რა ამბობენ ზესტაფონის კლინიკაში, გარდაცვლილ ექიმზე?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზეს­ტა­ფონ­ში, ექი­მი როს­ტომ შვე­ლი­ძე პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა.

"ეს არის კაცი, რო­მე­ლიც 8 სა­ა­თი იდგა ოპე­რა­ცი­ა­ზე, ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თა­ვად გახ­და ცუ­დად, მაგ­რამ ვერ შე­წყვი­ტა ბრძო­ლა ახალ­გაზ­რდა სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ბა­ტო­ნი როს­ტომ შვე­ლი­ძე პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ცია ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს უსამ­ძიმ­რებს ოჯა­ხის წევ­რებს, კო­ლე­გებ­სა და სრუ­ლი­ად ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა, რომ შენ აირ­ჩიე ფი­ცის ერ­თგუ­ლე­ბა, სი­ცო­ცხლის ფა­სად #გმი­რო“, - ვკი­თხუ­ლობთ Facebook გვერ­დის "ყვე­ლა­ფე­რი მე­დი­ცი­ნა­ზე“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კა­ში გა­და­ვა­მოწ­მეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ბა­ტო­ნი როს­ტო­მი, ოპე­რა­ცი­ის დროს არ გარ­დაც­ვლი­ლა. ზეს­ტა­ფო­ნის კლი­ნი­კა "ჯეო ჰოს­პი­ტა­ლის“ დი­რექ­ტო­რი, ქი­რურ­გი ირაკ­ლი ლა­ღი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცია სამ სა­ათს გაგ­რძელ­და და როს­ტომ შვე­ლი­ძე ოპე­რა­ცი­ა­ზე ქი­რურ­გის ასის­ტენ­ტი იყო.

ირაკ­ლი ლა­ღი­ძე:

"ბა­ტო­ნო როს­ტო­მი ოპე­რა­ცი­ის დროს არ გარ­დაც­ვლი­ლა. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გავ­რცელ­და. იმ დღეს მო­რი­გე იყო. ოპე­რა­ცია, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და, სამ სა­ათს გაგ­რძელ­და და ღა­მის 11 სა­ათ­ზე დას­რულ­და. პა­ცი­ენ­ტი სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით იყო შე­მოყ­ვა­ნი­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. როს­ტომ შვე­ლი­ძე ცუ­დად გამ­თე­ნი­ი­სას, შვი­დის ნა­ხე­ვარ­ზე გახ­და, კარ­დი­ო­გე­ნუ­რი შოკი გან­ვი­თარ­და, ინ­ფარ­ქტი იყო, ვე­რა­ფე­რი მო­ვას­წა­რით..."

ცნო­ბის­თვის, პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც იმ დღეს ოპე­რა­ცი­ის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, ზეს­ტა­ფონ­ში სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვას ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ფელ წიფ­ლა­ვა­კე­ში 23 წლის ბიჭი თა­ნა­სოფ­ლელ­მა სა­ნა­დი­რო თო­ფით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. ჭრი­ლო­ბე­ბი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ელთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოპერაციაზე იყო, როგორც ქირურგის ასისტენტი, თუმცა მისი მსვლელობისას არ გარდაცვლილა... გამთენიისას ინფარქტით დაიღუპა" - რა ამბობენ ზესტაფონის კლინიკაში, გარდაცვლილ ექიმზე?

"ოპერაციაზე იყო, როგორც ქირურგის ასისტენტი, თუმცა მისი მსვლელობისას არ გარდაცვლილა... გამთენიისას ინფარქტით დაიღუპა" - რა ამბობენ ზესტაფონის კლინიკაში, გარდაცვლილ ექიმზე?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ზესტაფონში, ექიმი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

"ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად. ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად #გმირო“, - ვკითხულობთ Facebook გვერდის "ყველაფერი მედიცინაზე“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცია კლინიკაში გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ბატონი როსტომი, ოპერაციის დროს არ გარდაცვლილა. ზესტაფონის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორი, ქირურგი ირაკლი ლაღიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ოპერაცია სამ საათს გაგრძელდა და როსტომ შველიძე ოპერაციაზე ქირურგის ასისტენტი იყო.

ირაკლი ლაღიძე:

"ბატონო როსტომი ოპერაციის დროს არ გარდაცვლილა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. იმ დღეს მორიგე იყო. ოპერაცია, რომელსაც ესწრებოდა, სამ საათს გაგრძელდა და ღამის 11 საათზე დასრულდა. პაციენტი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით იყო შემოყვანილი და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. როსტომ შველიძე ცუდად გამთენიისას, შვიდის ნახევარზე გახდა, კარდიოგენური შოკი განვითარდა, ინფარქტი იყო, ვერაფერი მოვასწარით..."

ცნობისთვის, პაციენტი, რომელიც იმ დღეს ოპერაციის დროს გარდაიცვალა, ზესტაფონში სისხლიან გარჩევას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გუშინ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ წიფლავაკეში 23 წლის ბიჭი თანასოფლელმა სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა. ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის კლინიკაში გარდაიცვალა.

იხიელთ ასევე: