სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს არაფერი სურდა, აბსოლუტური ძალაუფლების გარდა. ამიტომ ხშირად ვჩხუბობდით და მებუტებოდა, როცა ვეუბნებოდი, რომ ინსტინქტები დაუჩლუნგდა" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი?
"სააკაშვილს არაფერი სურდა, აბსოლუტური ძალაუფლების გარდა. ამიტომ ხშირად ვჩხუბობდით და მებუტებოდა, როცა ვეუბნებოდი, რომ ინსტინქტები დაუჩლუნგდა" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, "ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ტა­ბუ­ლას­გან" ტე­ლე­ვი­ზია ჩემი სურ­ვი­ლით არ გა­მი­კე­თე­ბია, უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ვა­კე­თე. ტე­ლე­ვი­ზო­რი არ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, რომ სა­ჭი­რო იყო ისე­თი მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრის გა­ჩე­ნა, რო­მე­ლიც იმ იდე­ე­ბის საყ­რდე­ნი გახ­დე­ბო­და და ისეთ სპი­კე­რებს მის­ცემ­და გა­სა­ქანს, რა­საც და ვი­საც, ცვლი­ლე­ბე­ბის დროს, ამ ქვე­ყა­ნა­ში, ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბა უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო.

რად­გან კა­ხაც თა­ნახ­მა იყო ფულს გა­მო­სუ­ლი­ყო, დავ­თან­ხმდი. თა­ვი­დან წლი­უ­რად მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე შევ­თან­ხმდით - ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ბი­უ­ჯე­ტი.

მერე კა­ხამ მი­ლი­ონ ლარ­ზე ჩა­მო­მიყ­ვა­ნა. მალე კა­ხას წი­ნა­აღ­მდეგ ბი­ძი­ნამ სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და კახა დევ­ნი­ლო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რა­ღაც თან­ხა მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის ცხა­დია არ მე­ყო­ფო­და, ამი­ტომ მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რე ონ­ლა­ინ გა­დას­ვლა. უბ­რა­ლოდ, რუს­თა­ვი ორის ბედი ჰა­ერ­ში იყო და მთხოვ­დნენ, რომ შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა უტე­ლე­ვი­ზი­ოდ რომ არ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით.

და­ვი­წყე ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა. "ტა­ბუ­ლა" პა­ტა­რა, მცი­რე­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზია იყო, დღე­ვან­დელ "ფორ­მუ­ლა­ზე" მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გით. (წე­ლი­წად­ში მი­ლი­ონ ლა­რად "ფორ­მუ­ლა­ზე" მა­ღალ რე­ი­ტინგს ვდებ­დით). პა­ტა­რა ტე­ლე­ვი­ზი­ის რეკ­ლა­მის ცალ­კე გა­ყიდ­ვა ძა­ლი­ან ჭირ­და. უკე­თე­სი გზა იყო, რომ რო­მე­ლი­მე სე­ილ­სჰა­უსს გა­ე­ყი­და სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის რეკ­ლა­მას­თან ერ­თად და იქი­დან ჩვე­ნი წილი შეგ­ვხვედ­რო­და (ვინც ამ საქ­მე­შია, ყვე­ლამ იცის, რომ მარ­თალს ვამ­ბობ).

"იმე­დის" სე­ილს ჰა­უ­სი რომ არ იზამ­და ამას, ხომ გა­სა­გე­ბია, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვად "რუს­თა­ვი ორი­სას" მი­ვა­დე­ქი.

ამ დროს, "ნა­ცებ­ში" ვი­ყა­ვით ისევ, მაგ­რამ მი­შას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე და­ძა­ბუ­ლი მქონ­და.

ის ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბო­და, რომ ჩემი და მისი მიზ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა: მე, წარ­სუ­ლი ჩა­ვარ­დნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ისე­თი სის­ტე­მის და­ფუძ­ნე­ბა მინ­დო­და, რაც მის აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას გა­მო­რი­ცხავს. მას არა­ფე­რი სურ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გარ­და. ამი­ტომ ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით და მე­ბუ­ტე­ბო­და, როცა ვე­უბ­ნე­ბო­დი რომ ინ­სტიქ­ტე­ბი და­უ­ჩ­ლუნ­გდა, ერ­თსა და იმა­ვე მდი­ნა­რე­ში ორ­ჯერ ვერ შევა და რაც მას უნდა, ის აღარ გა­მო­უ­ვა. კარ­გად იცო­და ისიც, რომ ენერ­გი­უ­ლი ვარ, ჯი­უ­ტი ვარ და ვერ დამ­ღლის, ვერც აზრს შე­მაც­ვლე­ვი­ნებს და მის სულ­თა­ნის­ტურ მიდ­რე­კი­ლე­ბებს პრობ­ლე­მებს შე­ვუქ­მნი, სა­დამ­დეც ვფეთ­ქავ, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, რომ "ტა­ბუ­ლას" გა­დარ­ჩე­ნის წი­ნა­პი­რო­ბად ჩემი თვით­კას­ტრა­ცია და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, ან "ტა­ბუ­ლა" გა­ექ­როთ (უკონ­ტრო­ლო ბა­ცი­ლა - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­და). "რუს­თა­ვი 2"-ის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ტა­ბუ­ლას რეკ­ლა­მას არ გა­ყი­დის, იმი­ტომ რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბლო­კავს და მის წი­ნა­შე უნდა მო­ვიდ­რი­კო მუხ­ლი, იმის­თვის რომ დამ­თან­ხმდნენ.

სე­ილ­სჰა­უ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ბა­ბად რე­ი­ტინგს იშ­ვე­ლი­ებ­და, და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი გაქ­ვსო - მეთ­ქი, რაც მაქვს, იმ­დე­ნი გა­ყი­დეთ (კო­მი­კუ­რი ისაა, რომ ახლა ამ სე­ილს ჰა­უ­სის ხალ­ხს "ფორ­მუ­ლა" აბა­რია და ფორ­მუ­ლას რე­ი­ტინგს უყუ­რებს ყო­ველ დი­ლას).

მოკ­ლედ, ცხა­დია თვით­კას­ტრა­ცი­ას არ დავ­თან­ხმდი, "ტა­ბუ­ლას" სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უფრო დიდ სი­კე­თედ მი­ვიჩ­ნიე, ვიდ­რე ტა­ბუ­ლას ტე­ლე­ვი­ზი­ად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ტე­ლე­ვი­ზია დავ­ხუ­რე - ონ­ლა­ინ გა­და­ვე­დი. ონ­ლა­ინ ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის უფრო ცოტა ფული მჭირ­დე­ბო­და და ასეთ ფულს პო­ლი­ტი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბის გა­რე­შეც ვი­შო­ვი­დი. უფრო დიდ სი­კე­თედ მი­ვიჩ­ნიე იმი­ტომ, რომ რო­მე­ლი­მე ჩრდი­ლო­ვა­ნი/ან არაჩ­რდი­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის სამ­სა­ხურ­ში ჩამ­დგა­რი არხი გარ­და­უ­ვა­ლი მარ­ცხის ია­რა­ღად მი­მაჩ­ნდა.

მი­მაჩ­ნდა, რომ თუ თვით­კას­ტრა­ცი­ას დავ­თან­ხმდე­ბო­დი, "ტა­ბუ­ლას" ჟურ­ნა­ლის­ტებს პა­ტი­ვის­ცე­მით აღა­რა­ვინ მო­ექ­ცე­ო­და და მარ­თლე­ბიც იქ­ნე­ბოდ­ნენ. მი­მაჩ­ნდა, რომ არა­სო­დეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რად ამო­რა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად პრაგ­მა­ტუ­ლი. მი­მაჩ­ნდა, რომ რო­დე­საც პარ­ტია, მე­დია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის და ამავდრო­უ­ლად დო­ნო­რის ფე­ხე­ბია და ნაც­ვლად ურ­თი­ერ­თშე­კე­ვე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თკონ­ტრო­ლი­სა, ამ ერთ ლი­დერს ას­ხამს ხოტ­ბას და ამ ლი­დე­რის სამ­სა­ხურ­ში დგას, ეს დამ­ღუპ­ვე­ლია დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. მი­მაჩ­ნდა, რომ ეს ოლი­გარ­ქი­აა და ოლი­გარ­ქი­ას, ოლი­გარ­ქი­ით ვერ ამო­ძირ­კვავ. რომც მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და ამო­ძირ­კვო, ეს მე არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და - მე მა­ინ­ტე­რე­სებ­და ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა და ლი­ბე­რა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კით, თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა. ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი და ივა­ნიშ­ვილ­თან ბრძო­ლა ასეთ­მა მა­ხინ­ჯმა სის­ტე­მამ და დღე­საც ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს. თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, მე­დია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თმა­ნეთს არ აწო­ნას­წო­რებს და ერთი ფუ­ლით იკ­ვე­ბე­ბა, ერ­თის ახი­რე­ბე­ბის მორ­ჩი­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ - იქ ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ვერ ხდე­ბა, ოლი­გარ­ქი­უ­ლი ხდე­ბა", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აი თამარრრრ-ს
0

წაიკითხე კომენტარები გირჩევ და გაიაზრე! ეგრე მოგიხდება . გამიკვირდა კიდეც ისეთი ერთნაირი კომენტარებია სულ სააკაშვილზე ლაპარაკობ და მიხვდი რომ ეს მხოლოდ შენ მინუსებზე მიუთითებს ზოგმა 0% ისიც კი დაგიწერა მე მახსოვს 2% თამარ დაფიქრდი და იქნებ გააცნობიერო რომ ამდენი მიშა, მიშას ძახილი.. და სწორად შენიშნეს!!შენ რომ ხელიუფლებაში ყოფილიყავი ჩემ მტერს ისეთი "დემოკრატი " იქნებოდი ... ვაი და ვუის გვაძახებიებდი სუყველას. 

კოკი
5

მოგვწონს თუ არ მოგვწონს ფაქტი ერთია ამ გოგოს აქვს სიმართლის თქმის უნარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"სააკაშვილს არაფერი სურდა, აბსოლუტური ძალაუფლების გარდა. ამიტომ ხშირად ვჩხუბობდით და მებუტებოდა, როცა ვეუბნებოდი, რომ ინსტინქტები დაუჩლუნგდა" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"სააკაშვილს არაფერი სურდა, აბსოლუტური ძალაუფლების გარდა. ამიტომ ხშირად ვჩხუბობდით და მებუტებოდა, როცა ვეუბნებოდი, რომ ინსტინქტები დაუჩლუნგდა" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ევროპელი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს.

"ტაბულასგან" ტელევიზია ჩემი სურვილით არ გამიკეთებია, უფრო პასუხისმგებლობით გავაკეთე. ტელევიზორი არ მიყვარდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ საჭირო იყო ისეთი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა, რომელიც იმ იდეების საყრდენი გახდებოდა და ისეთ სპიკერებს მისცემდა გასაქანს, რასაც და ვისაც, ცვლილებების დროს, ამ ქვეყანაში, ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება უნდა უზრუნველეყო.

რადგან კახაც თანახმა იყო ფულს გამოსულიყო, დავთანხმდი. თავიდან წლიურად მილიონ დოლარზე შევთანხმდით - ეს უნდა ყოფილიყო ბიუჯეტი.

მერე კახამ მილიონ ლარზე ჩამომიყვანა. მალე კახას წინააღმდეგ ბიძინამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და კახა დევნილობაში გარდაიცვალა. რაღაც თანხა მქონდა დარჩენილი, რაც ტელევიზიისთვის ცხადია არ მეყოფოდა, ამიტომ მაშინვე ვიფიქრე ონლაინ გადასვლა. უბრალოდ, რუსთავი ორის ბედი ჰაერში იყო და მთხოვდნენ, რომ შემენარჩუნებინა უტელევიზიოდ რომ არ დავრჩენილიყავით.

დავიწყე ფინანსების მოძიება. "ტაბულა" პატარა, მცირებიუჯეტიანი ტელევიზია იყო, დღევანდელ "ფორმულაზე" მაღალი რეიტინგით. (წელიწადში მილიონ ლარად "ფორმულაზე" მაღალ რეიტინგს ვდებდით). პატარა ტელევიზიის რეკლამის ცალკე გაყიდვა ძალიან ჭირდა. უკეთესი გზა იყო, რომ რომელიმე სეილსჰაუსს გაეყიდა სხვა ტელევიზიების რეკლამასთან ერთად და იქიდან ჩვენი წილი შეგვხვედროდა (ვინც ამ საქმეშია, ყველამ იცის, რომ მართალს ვამბობ).

"იმედის" სეილს ჰაუსი რომ არ იზამდა ამას, ხომ გასაგებია, ამიტომ ბუნებრივად "რუსთავი ორისას" მივადექი.

ამ დროს, "ნაცებში" ვიყავით ისევ, მაგრამ მიშასთან ურთიერთობა უკვე დაძაბული მქონდა.

ის ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ჩემი და მისი მიზნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება: მე, წარსული ჩავარდნების გათვალისწინებით ისეთი სისტემის დაფუძნება მინდოდა, რაც მის აბსოლუტურ ძალაუფლებას გამორიცხავს. მას არაფერი სურდა, აბსოლუტური ძალაუფლების გარდა. ამიტომ ხშირად ვჩხუბობდით და მებუტებოდა, როცა ვეუბნებოდი რომ ინსტიქტები დაუჩლუნგდა, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შევა და რაც მას უნდა, ის აღარ გამოუვა. კარგად იცოდა ისიც, რომ ენერგიული ვარ, ჯიუტი ვარ და ვერ დამღლის, ვერც აზრს შემაცვლევინებს და მის სულთანისტურ მიდრეკილებებს პრობლემებს შევუქმნი, სადამდეც ვფეთქავ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ "ტაბულას" გადარჩენის წინაპირობად ჩემი თვითკასტრაცია დაეყენებინათ, ან "ტაბულა" გაექროთ (უკონტროლო ბაცილა - ასე მოიხსენიებდა). "რუსთავი 2"-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ტაბულას რეკლამას არ გაყიდის, იმიტომ რომ სააკაშვილი ბლოკავს და მის წინაშე უნდა მოვიდრიკო მუხლი, იმისთვის რომ დამთანხმდნენ.

სეილსჰაუსის ხელმძღვანელობა საბაბად რეიტინგს იშველიებდა, დაბალი რეიტინგი გაქვსო - მეთქი, რაც მაქვს, იმდენი გაყიდეთ (კომიკური ისაა, რომ ახლა ამ სეილს ჰაუსის ხალხს "ფორმულა" აბარია და ფორმულას რეიტინგს უყურებს ყოველ დილას).

მოკლედ, ცხადია თვითკასტრაციას არ დავთანხმდი, "ტაბულას" სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება უფრო დიდ სიკეთედ მივიჩნიე, ვიდრე ტაბულას ტელევიზიად შენარჩუნება და ტელევიზია დავხურე - ონლაინ გადავედი. ონლაინ ხარისხიანი მუშაობისთვის უფრო ცოტა ფული მჭირდებოდა და ასეთ ფულს პოლიტიკური ვალდებულებების აღების გარეშეც ვიშოვიდი. უფრო დიდ სიკეთედ მივიჩნიე იმიტომ, რომ რომელიმე ჩრდილოვანი/ან არაჩრდილოვანი პოლიტიკური ლიდერის სამსახურში ჩამდგარი არხი გარდაუვალი მარცხის იარაღად მიმაჩნდა.

მიმაჩნდა, რომ თუ თვითკასტრაციას დავთანხმდებოდი, "ტაბულას" ჟურნალისტებს პატივისცემით აღარავინ მოექცეოდა და მართლებიც იქნებოდნენ. მიმაჩნდა, რომ არასოდეს არ არის პოლიტიკურად ამორალური გადაწყვეტილება პოლიტიკურად პრაგმატული. მიმაჩნდა, რომ როდესაც პარტია, მედია და სამოქალაქო საზოგადოება ერთი პოლიტიკური ლიდერის და ამავდროულად დონორის ფეხებია და ნაცვლად ურთიერთშეკევებისა და ურთიერთკონტროლისა, ამ ერთ ლიდერს ასხამს ხოტბას და ამ ლიდერის სამსახურში დგას, ეს დამღუპველია დემოკრატიისთვის. მიმაჩნდა, რომ ეს ოლიგარქიაა და ოლიგარქიას, ოლიგარქიით ვერ ამოძირკვავ. რომც მოხდეს სასწაული და ამოძირკვო, ეს მე არ მაინტერესებდა - მე მაინტერესებდა ამ ქვეყნის ისტორიული მისიის შესრულება და ლიბერალურ დემოკრატიული რესპუბლიკით, თავისუფალ სამყაროში ადგილის დამკვიდრება. ძალიან დააზიანა საქართველოს დემოკრატიული მომავალი და ივანიშვილთან ბრძოლა ასეთმა მახინჯმა სისტემამ და დღესაც ძალიან აზიანებს. თუ პოლიტიკური პარტიები, მედია და სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს არ აწონასწორებს და ერთი ფულით იკვებება, ერთის ახირებების მორჩილების სანაცვლოდ - იქ ქვეყანა დემოკრატიული ვერ ხდება, ოლიგარქიული ხდება", - წერს ჩერგოლეიშვილი.