მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი პრობლემა არის არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობა - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ" - მეგრელიშვილი
"ჩვენი პრობლემა არის არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობა - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ" - მეგრელიშვილი

ჩვე­ნი პრობ­ლე­მა არის არა ოლი­გარ­ქი­უ­ლი, არა­მედ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა,- ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის" დე­პუ­ტატ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა"დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის კა­ნონპ­რო­ექტს მხარს არ და­უ­ჭერს.

"დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნის მი­ღე­ბით, პრობ­ლე­მას სხვა­გან გა­და­ვი­ტანთ და ვე­რას­დროს მო­ვაგ­ვა­რებთ მას. ერ­თპი­როვ­ნულ მმარ­თვე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზა ორ რა­მე­ში მდგო­მა­რე­ობს: ჩვე­ნი პრობ­ლე­მა არის ის, რომ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე ცოტა მო­თა­მა­შეა, პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი არის ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რი პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში. მე­ო­რე პრობ­ლე­მა, რაც მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, არის სა­სა­მარ­თლო, ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. ჩვენ არც ერთი გვაქვს (ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რი, სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში) და არც მე­ო­რე (სა­სა­მარ­თლო), ამი­ტომ უნდა ვიზ­რუ­ნოთ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კურ პლუ­რა­ლიზ­მზე, ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თპარ­ტი­უ­ლი და ერ­თპი­როვ­ნი­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­დან,"- გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ აკე­თებ­დნენ გან­ცხა­დე­ბებს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბაა და რო­გორ გა­და­წყვეტ­და ეს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პრობ­ლე­მას, მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად, პრობ­ლე­მას ვერ გა­დაჭ­რი­და, თუმ­ცა მოხ­სნი­და ევ­რო­პე­ლე­ბის თვალ­ში ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მას.

"ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პრობ­ლე­მას ნამ­დვი­ლად ვერ გა­დაჭ­რი­და. ივა­ნიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ევ­რო­პე­ლე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან მოგ­ვიხ­სნი­და ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მას, რად­გან მათი გად­მო­სა­ხე­დით ოლი­გარ­ქი­ზა­ცია ნიშ­ნავს არა­ფორ­მა­ლურ ზე­გავ­ლე­ნას პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში,"- გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტი „დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას იწყებს. მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბულ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტზე დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ში იმ­სჯე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნელიკო
1

ამას და იაგოს ერთნაირი თავი აქვთ?

სოხუმელი
0

ყოფილი მაღალი თანნამდებობის ჩინოვნიკის ოჯახს ............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ჩვენი პრობლემა არის არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობა - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ" - მეგრელიშვილი

"ჩვენი პრობლემა არის არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობა - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ" - მეგრელიშვილი

ჩვენი პრობლემა არის არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობა,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მეგრელიშვილის განცხადებით, ის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

"დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით, პრობლემას სხვაგან გადავიტანთ და ვერასდროს მოვაგვარებთ მას. ერთპიროვნულ მმართველობას რაც შეეხება, ამ პრობლემის მოგვარების გზა ორ რამეში მდგომარეობს: ჩვენი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკურ ველზე ცოტა მოთამაშეა, პოლიტიკური პლურალიზმის შექმნის შესაძლებლობა კი არის ბუნებრივი ბარიერი პროპორციული სისტემის ფარგლებში. მეორე პრობლემა, რაც მოსაგვარებელია, არის სასამართლო, ამ პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაში, ასევე შეუძლებელი იქნება ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ არც ერთი გვაქვს (ბუნებრივი ბარიერი, სრულად პროპორციული სისტემის ფარგლებში) და არც მეორე (სასამართლო), ამიტომ უნდა ვიზრუნოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და პოლიტიკურ პლურალიზმზე, ეს არის გამოსავალი ერთპარტიული და ერთპიროვნილი მმართველობიდან,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, რატომ აკეთებდნენ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა და როგორ გადაწყვეტდა ეს ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ივანიშვილის დაბრუნება რეალურად, პრობლემას ვერ გადაჭრიდა, თუმცა მოხსნიდა ევროპელების თვალში ოლიგარქიზაციის პრობლემას.

"ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას ნამდვილად ვერ გადაჭრიდა. ივანიშვილის დაბრუნება ევროპელების გადმოსახედიდან მოგვიხსნიდა ოლიგარქიზაციის პრობლემას, რადგან მათი გადმოსახედით ოლიგარქიზაცია ნიშნავს არაფორმალურ ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესებში,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.