პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი კადრები ინდოეთიდან: რა გახდა 4 დღით ადრე საზეიმოდ გახსნილი ხიდის ჩანგრევის მიზეზი, რასაც 141 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ბევრი ბავშვია
უმძიმესი კადრები ინდოეთიდან: რა გახდა 4 დღით ადრე საზეიმოდ გახსნილი ხიდის ჩანგრევის მიზეზი, რასაც 141 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ბევრი ბავშვია

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში, სა­დაც ქა­ლაქ მორ­ბი­ში, მდი­ნა­რე მა­ჩე­ხუ­ზე გა­დე­ბუ­ლი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა 230-მეტ­რი­ა­ნი ხიდი ჩა­ინ­გრა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 141-მდე გა­ი­ზარ­და. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ის, 170 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ბევ­რი ბავ­შვი­ცაა, რომ­ლე­ბიც, მშობ­ლებ­თან ერ­თად, ერთ-ერთ მთა­ვარ ინ­დუ­სურ დღე­სას­წა­ულს - დი­ვა­ლის აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

ხიდი 30 ოქ­ტომ­ბერს სა­ღა­მოს ჩა­ინ­გრა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ -26 ოქ­ტომ­ბერს კი, ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ, სა­ზე­ი­მოდ გახ­სნეს.

30 ოქ­ტომ­ბერს, ხიდ­ზე და მიმ­დე­ბა­რედ დღე­სას­წა­უ­ლის სა­ზე­ი­მოდ 500-მდე ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. სიმ­ძი­მის­გან ბა­გი­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ხიდი ეკი­და, გა­წყდა. თვითმხილ­ველ­თა გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, ათო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­გორ ეჭი­დე­ბი­ან ბა­გი­რებ­სა და ხი­დის გა­დარ­ჩე­ნილ ნა­წი­ლებს და ასე ცდი­ლო­ბენ გა­დარ­ჩე­ნას, მაშ­ვე­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნამ­დე.

მდი­ნა­რე მა­ჩე­ხუს და­კი­დე­ბუ­ლი ხიდი მი­იჩ­ნე­ო­და მნიშ­ვნე­ლო­ვან ტუ­რის­ტულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად. ის აა­შე­ნეს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარკშეიდერი
0

ხიდი იმისია რომ მაქსიმალურ დატვირთვას გაუძლოს. აქ ზოგიერთი "ინჟინერ-ექსპერტი", შეშფოთებულ-აღშფოთებული კითხულობს, რა უნდოდა ხიდზე 500 კაცსო? და ვინ და როგორ უნდა აკონტროლოს ხიდზე ხალხის მიმოსვლა? პოლიციელები დააყენონ თავში და ბოლოში? ჩინელებს ააქვთ კარგი ტრადიცია. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ხიდის ქვეშ აყენებენ ყველას, დაწყებული დამპროექტებელი ინჟინრიდან დამთავრებული სამუშაოთა ზედამხველამდე და ამ ხიდზე მიდის სრული მაქსიმალური დატვირთვა. ასე ეს. უბრალოდ, მაგ ხიდის მშენებლობაზე გამიზნული თანხის ნახევარზე მეტი, ვიღაცეების ჯიბეებში ჩავიდა. ამიტომაც მშენებლობაზე გამოიყენეს მაქსიმალურად იაფი მასალა. ჰოდა აქსიომაა, "იაფი და კარგი არ არსებობს".

დოდო
8

ერთდროულად ამდენი ადამიანი ერთ ადგილას არ უნდა იყოს. სეულში რამდენი გაიჭყლიტა ხომ ვნახეთ? როცა ასეთი ხალხმრავლობაა, დავეტიოთ შინ უსაფრთხოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უმძიმესი კადრები ინდოეთიდან: რა გახდა 4 დღით ადრე საზეიმოდ გახსნილი ხიდის ჩანგრევის მიზეზი, რასაც 141 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ბევრი ბავშვია

უმძიმესი კადრები ინდოეთიდან: რა გახდა 4 დღით ადრე საზეიმოდ გახსნილი ხიდის ჩანგრევის მიზეზი, რასაც 141 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ბევრი ბავშვია

ტრაგედია დატრიალდა ინდოეთში, გუჯარათის შტატში, სადაც ქალაქ მორბიში, მდინარე მაჩეხუზე გადებული ფეხით მოსიარულეთა 230-მეტრიანი ხიდი ჩაინგრა. მომხდარის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. პოლიციის ინფორმაციის, 170 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დაშავებულები გადაყვანილია კლინიკაში, გარდაცვლილთა შორის ბევრი ბავშვიცაა, რომლებიც, მშობლებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ ინდუსურ დღესასწაულს - დივალის აღნიშნავდნენ.

ხიდი 30 ოქტომბერს საღამოს ჩაინგრა, რამდენიმე დღის წინ -26 ოქტომბერს კი, ნახევარწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოს შემდეგ, საზეიმოდ გახსნეს.

30 ოქტომბერს, ხიდზე და მიმდებარედ დღესასწაულის საზეიმოდ 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. სიმძიმისგან ბაგირები, რომლებზეც ხიდი ეკიდა, გაწყდა. თვითმხილველთა გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, ათობით ადამიანი, როგორ ეჭიდებიან ბაგირებსა და ხიდის გადარჩენილ ნაწილებს და ასე ცდილობენ გადარჩენას, მაშველების გამოჩენამდე.

მდინარე მაჩეხუს დაკიდებული ხიდი მიიჩნეოდა მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. ის ააშენეს დიდი ბრიტანეთის მმართველობის დროს, მე-19 საუკუნეში.