სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლადიმერ პუტინი საომარი მოქმედებების გაგრძელებას 2023 წელსაც აპირებს" - "ომის შესწავლის ინსტიტუტი“
"ვლადიმერ პუტინი საომარი მოქმედებების გაგრძელებას 2023 წელსაც აპირებს" - "ომის შესწავლის ინსტიტუტი“

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­ეც­დე­ბა გა­აგ­რძე­ლოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, და­ი­კა­ვოს ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და შექ­მნას პი­რო­ბე­ბი და­სავ­ლე­თის­თვის, რომ შე­წყვი­ტოს კი­ე­ვის მხარ­და­ჭე­რა, რაც მისი მო­ლო­დი­ნით, ამ ზამ­თარს მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის „ომის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის“ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ პუ­ტინს ნატო-სთან პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი სურ­დეს, თუმ­ცა, ის სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­აგ­რძე­ლებს მი­ნიშ­ნე­ბას რუ­სუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და ნატო-ზე თავ­დას­ხმე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, იმ მიზ­ნით, რომ შე­არ­ყი­ოს და­სავ­ლე­თის ნება, გა­აგ­რძე­ლონ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

„პირ­ვე­ლი, ის, რომ პუ­ტი­ნი წა­მო­ა­ყე­ნებს პი­რო­ბებს, რათა გა­აგ­რძე­ლოს ცუ­დად მომ­ზა­დე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში გა­დას­რო­ლა იმის ნაც­ვლად, რომ შე­ა­ჩე­როს ოპე­რა­ცი­ე­ბი ეფექ­ტუ­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად. მე­ო­რე, რომ პუ­ტი­ნის გა­მარ­ჯვე­ბის თე­ო­რია ეყ­რდნო­ბა მკაც­რი ზამ­თრის გა­მო­ყე­ნე­ბას ევ­რო­პის ნე­ბის შე­სარ­ყე­ვად“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, თუ პუ­ტი­ნი აპი­რებს 4-6 წვრთნის შემ­დეგ რუსი ახალ­წვე­უ­ლე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნას, შე­საძ­ლოა, რუ­სე­თის ძა­ლებს შე­უქ­მნას პი­რო­ბე­ბი, რათა გა­ნა­ახ­ლონ შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ზა­ფხუ­ლის დათ­ბო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

„რე­ზერ­ვის­ტე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზე­ბა მტკი­ცედ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ პუ­ტი­ნი აპი­რებს გა­აგ­რძე­ლოს ბრძო­ლა 2023 წელს და არ მო­ე­ლის რა­ი­მე სა­ხის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსებს არ შეუძლიათ უომრად
0

რაც უფრო დიდი ხანი გაიწელება ომი, მით უფრო უხარიათ რუსებს. როცა მტერი არ ჰყავდათ მაშინაც ომობდნენ, ოღონდ ერთმანეთში. გაიყოფდნენ "წითლებზე" და "თეთრებზე" და ხოცავდნენ ერთმანეთს.

 

 

tngh
2

რუსეთი წლის ბოლოს კაპიტულაციას გამოაცხადებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ვლადიმერ პუტინი საომარი მოქმედებების გაგრძელებას 2023 წელსაც აპირებს" - "ომის შესწავლის ინსტიტუტი“

"ვლადიმერ პუტინი საომარი მოქმედებების გაგრძელებას 2023 წელსაც აპირებს" - "ომის შესწავლის ინსტიტუტი“

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება გააგრძელოს საომარი მოქმედებები, რათა შეინარჩუნოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, დაიკავოს ახალი ტერიტორიები და შექმნას პირობები დასავლეთისთვის, რომ შეწყვიტოს კიევის მხარდაჭერა, რაც მისი მოლოდინით, ამ ზამთარს მოხდება, - ამის შესახებ ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი სურდეს, თუმცა, ის სავარაუდოდ, გააგრძელებს მინიშნებას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ნატო-ზე თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ, იმ მიზნით, რომ შეარყიოს დასავლეთის ნება, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„პირველი, ის, რომ პუტინი წამოაყენებს პირობებს, რათა გააგრძელოს ცუდად მომზადებული რუსული ჯარების უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გადასროლა იმის ნაცვლად, რომ შეაჩეროს ოპერაციები ეფექტური სამხედრო ძალების აღსადგენად. მეორე, რომ პუტინის გამარჯვების თეორია ეყრდნობა მკაცრი ზამთრის გამოყენებას ევროპის ნების შესარყევად“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.

მათივე შეფასებით, თუ პუტინი აპირებს 4-6 წვრთნის შემდეგ რუსი ახალწვეულების უკრაინაში გაგზავნას, შესაძლოა, რუსეთის ძალებს შეუქმნას პირობები, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები გაზაფხულის დათბობის დასრულების შემდეგ.

„რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზება მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა 2023 წელს და არ მოელის რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას”, - აღნიშნულია ანგარიშში.