პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც "აზოვსტალში“ ვიყავით, სიკვდილის აღარ გვეშინოდა..." - რას ჰყვება "აზოვის“ მებრძოლი მარიუპოლისთვის ბრძოლზე, ტყვეობასა და თავისუფლებაზე?
"როდესაც "აზოვსტალში“ ვიყავით, სიკვდილის აღარ გვეშინოდა..."  - რას ჰყვება "აზოვის“ მებრძოლი მარიუპოლისთვის ბრძოლზე, ტყვეობასა და თავისუფლებაზე?

ომი არა მხო­ლოდ მა­რი­უ­პოლ­ში, მთელს ფრონტზე მი­დი­ო­და, კი­ევ­თან იყო ჯარი და თუკი დე­და­ქა­ლა­ქი და­ე­ცე­მო­და, მა­შინ არა­ვი­თა­რი ტე­რი­ტო­რია აღარ დაგ­ვრჩე­ბო­და - ჩვენ მი­ვი­ზი­დეთ სა­კუ­თარ თავ­ზე მტრის 14 000-იანი შე­ნა­ერ­თი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის და ტექ­ნი­კის მქო­ნე შე­ნა­ერ­თი შევ­ბო­ჭეთ და არ მი­ვე­ცით ად­გი­ლი­დან დაძ­ვრის სა­შუ­ა­ლე­ბა,- ამის შე­სა­ხებ ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა "აზო­ვის“ პოლ­კის მებ­რძოლ­მა ანა­ტო­ლი ეგო­როვ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

აზო­ვის მებ­რძოლ­მა ის მძი­მე დღე­ე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­მე­ლიც ჯერ "აზოვსტა­ლის“ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბლო­კა­და­ში შემ­დეგ კი რუ­სე­თის ტყვე­ო­ბა­ში გა­ა­ტა­რა.

მან ამას­თან, თავი შე­ი­კა­ვა ტყვე­ო­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან და აღ­ნიშ­ნა, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს აზო­ვის 700-მდე მებ­რძოლ­ზე, რომ­ლე­ბიც ჯერ ისევ ტყვე­ო­ბა­ში არი­ან, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბის სიმ­ძი­მის აღ­სა­წე­რად გა­ნა­ცხა­და, რომ ტყვე­ო­ბის 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 47 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო.

"რო­დე­საც ყო­ველ დღე სიკ­ვდილს უს­წო­რებ თვალს, უკვე სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ ყვე­ლა­ფერს. იმ დროს, რო­დე­საც ჩვენ ვი­ყა­ვით აზოვსტალ­ში, სიკ­ვდი­ლის აღარ გვე­ში­ნო­და. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს, ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ, ჩვენ ვცდი­ლობ­დით მათ­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას და რო­გორც კი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე დაგ­ვთან­ხმდა და­ზა­ვე­ბა­ზე, მა­შინ­ვე გა­ვიყ­ვა­ნეთ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი და გა­და­ვე­ცით წი­თელ ჯვარს. მე პი­რა­დად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ამ პრო­ცეს­ში.

იმ დღე­ებ­ში, რო­დე­საც შე­და­რე­ბი­თი სიმ­შვი­დე იყო, ჩვენ "აზოვსტალ­ში" ნან­გრე­ვებს ვთხრი­დით და ვცდი­ლობ­დით გა­მოგ­ვე­ტა­ნა სურ­სა­თის ნარ­ჩე­ნე­ბი და თუ იქ იყო რა­ი­მე ტკბი­ლე­უ­ლი, ბავ­შვებს ვაძ­ლევ­დით და ვცდი­ლობ­დით ბავ­შვე­ბი მა­ინც მოგ­ვე­მა­რა­გე­ბი­ნა. არ ვიცი რამ­დე­ნად ეხ­მა­რე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დით მათ­თვის მიგ­ვე­ცა. სუ­ლი­ე­რა­დაც ვცდი­ლობ­დით გაგ­ვემხნე­ვე­ბი­ნა და ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და. ჩვენ გვჯე­რო­და, რომ გზებს გა­მოვ­ნა­ხავ­დით მათი ევა­კუ­ი­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ანა­ტო­ლი ეგო­როვ­მა.

მისი თქმით, "აზოვსტა­ლის“ ბლო­კა­დის დროს, აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იმ­დე­ნად შე­ე­გუვ­ნენ აზრს გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "აზოვსტა­ლი­დან" გას­ვლა რთუ­ლად და­ი­ჯე­რეს.

"უი­მე­დო ნამ­დვი­ლად არ გვე­უფ­ლე­ბო­და, აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში, რო­დე­საც მა­რი­უ­პოლ­ში ვი­ყა­ვით, შე­იქ­მნა "აზო­ვის“ ვე­ტე­რა­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი პოლ­კი და ისი­ნი შე­ე­ცად­ნენ ბლო­კა­და გა­ერ­ღვი­ათ. წა­რუ­მა­ტებ­ლად დამ­თავ­რდა ეს მცდე­ლო­ბა და რა საკ­ვირ­ვე­ლია, ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მძი­მედ გან­ვი­ცა­დეთ ეს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა. იმ დრო­ის­თვის გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ, ალ­ბათ, მალე შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ღუ­პოთ. არა­ვინ არ გა­ტე­ხი­ლა სუ­ლი­ე­რად. გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა დავ­ხო­ცი­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ მა­ინც მშვი­დად ვი­ყა­ვით. რო­დე­საც გა­მოვ­დი­ო­დით "აზოვსტა­ლი­დან", ეს იყო თა­ვი­სე­ბუ­რი შოკი, ჩვენ არ გვჯე­რო­და, რომ გა­მო­ვი­დო­დით იქი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ტყვედ ჩა­ბა­რე­ბას, ჩვენ იმით გან­ვსხვავ­დე­ბით რუ­სე­ბის­გან, რომ არას­დროს არ ვმსჯე­ლობთ და ვბჭობთ ბრძა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, ბრძა­ნე­ბა უნდა შეს­რულ­დეს - უნდა დაგ­ვე­ყა­რა ია­რა­ღი. ჩვენ გვყავ­და 150-ზე მეტი დაჭ­რი­ლი, არ გვქონ­და წა­მა­ლი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მათი გა­დარ­ჩე­ნა სა­ჭი­რო იყო. ამი­ტომ არა­ვის და­უ­წყია მსჯე­ლო­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა - ბრძა­ნე­ბა შეს­რულ­და.

ცუდი კვე­ბა იყო, ძნე­ლი იყო ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნა, იყო ჩხრე­კაც, იყო და­კი­თხვაც, მაგ­რამ 700 ადა­მი­ა­ნამ­დეა ახლა "აზო­ვე­ლი“ ტყვე და რა­მეს თუ ვი­ტყვი, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერ­მა ამან მათ­ზე იმოქ­მე­დოს ცუ­დად, სა­ნამ ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი იქ არი­ან, მე არ შე­მიძ­ლია რა­მე­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით ვი­ლა­პა­რა­კო. ალ­ბათ, იქ­ნე­ბა სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლი სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე­ებ­ზე და ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა - მე პი­რა­დად 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 47 კი­ლოგ­რა­მით და­ვი­კე­ლი წო­ნა­ში“,- გა­ნა­ცხა­და "აზო­ვის“ მებ­რძოლ­მა.

ანა­ტო­ლი ეგო­რო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით თურ­ქეთ­ში მყო­ფი "აზო­ვის“ მე­თა­უ­რე­ბი, მათ შო­რის დე­ნის პრო­კო­პენ­კო, იქაც ტყვეა და ახ­ლობ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ.

"ის, რომ ჩვე­ნი მე­თა­უ­რი პრო­კო­პენ­კო თურ­ქეთ­შია, ეს არის ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ით დაშ­ვე­ბუ­ლი. ის ტყვეა იქაც, უბ­რა­ლოდ იქ ადა­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი აქვს. ის ტყვეა, მას, ასე­ვე, არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს, ისე­ვე რო­გორც ჩვენ არ გვქონ­და რა­ი­მე კავ­ში­რი. ისი­ნი, ვინც ახლა თურ­ქეთ­ში არი­ან იქაც არი­ან ტყვე­ე­ბად“,- გა­ნა­ცხა­და ანა­ტო­ლი იგო­როვ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"როდესაც "აზოვსტალში“ ვიყავით, სიკვდილის აღარ გვეშინოდა..." - რას ჰყვება "აზოვის“ მებრძოლი მარიუპოლისთვის ბრძოლზე, ტყვეობასა და თავისუფლებაზე?

"როდესაც "აზოვსტალში“ ვიყავით, სიკვდილის აღარ გვეშინოდა..."  - რას ჰყვება "აზოვის“ მებრძოლი მარიუპოლისთვის ბრძოლზე, ტყვეობასა და თავისუფლებაზე?

ომი არა მხოლოდ მარიუპოლში, მთელს ფრონტზე მიდიოდა, კიევთან იყო ჯარი და თუკი დედაქალაქი დაეცემოდა, მაშინ არავითარი ტერიტორია აღარ დაგვრჩებოდა - ჩვენ მივიზიდეთ საკუთარ თავზე მტრის 14 000-იანი შენაერთი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შესაძლებლობის და ტექნიკის მქონე შენაერთი შევბოჭეთ და არ მივეცით ადგილიდან დაძვრის საშუალება,- ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა "აზოვის“ პოლკის მებრძოლმა ანატოლი ეგოროვმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

აზოვის მებრძოლმა ის მძიმე დღეები გაიხსენა, რომელიც ჯერ "აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკადაში შემდეგ კი რუსეთის ტყვეობაში გაატარა.

მან ამასთან, თავი შეიკავა ტყვეობის დეტალებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს აზოვის 700-მდე მებრძოლზე, რომლებიც ჯერ ისევ ტყვეობაში არიან, თუმცა ვითარების სიმძიმის აღსაწერად განაცხადა, რომ ტყვეობის 4 თვის განმავლობაში 47 კილოგრამი დაიკლო.

"როდესაც ყოველ დღე სიკვდილს უსწორებ თვალს, უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აზოვსტალში, სიკვდილის აღარ გვეშინოდა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ბავშვებს, რომლებიც იქ იყვნენ, ჩვენ ვცდილობდით მათთვის დახმარების გაწევას და როგორც კი მოწინააღმდეგე დაგვთანხმდა დაზავებაზე, მაშინვე გავიყვანეთ სამოქალაქო პირები და გადავეცით წითელ ჯვარს. მე პირადად ვმონაწილეობდი ამ პროცესში.

იმ დღეებში, როდესაც შედარებითი სიმშვიდე იყო, ჩვენ "აზოვსტალში" ნანგრევებს ვთხრიდით და ვცდილობდით გამოგვეტანა სურსათის ნარჩენები და თუ იქ იყო რაიმე ტკბილეული, ბავშვებს ვაძლევდით და ვცდილობდით ბავშვები მაინც მოგვემარაგებინა. არ ვიცი რამდენად ეხმარებოდა ეს ყველაფერი მათ, მაგრამ ვცდილობდით მათთვის მიგვეცა. სულიერადაც ვცდილობდით გაგვემხნევებინა და ვეუბნებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ გზებს გამოვნახავდით მათი ევაკუირებისთვის“, - განაცხადა ანატოლი ეგოროვმა.

მისი თქმით, "აზოვსტალის“ ბლოკადის დროს, აპრილის შუა რიცხვებში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, იმდენად შეეგუვნენ აზრს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ "აზოვსტალიდან" გასვლა რთულად დაიჯერეს.

"უიმედო ნამდვილად არ გვეუფლებოდა, აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც მარიუპოლში ვიყავით, შეიქმნა "აზოვის“ ვეტერანებისგან შემდგარი პოლკი და ისინი შეეცადნენ ბლოკადა გაერღვიათ. წარუმატებლად დამთავრდა ეს მცდელობა და რა საკვირველია, ემოციური თვალსაზრისით ძალიან მძიმედ განვიცადეთ ეს წარუმატებლობა. იმ დროისთვის გავაცნობიერეთ, რომ, ალბათ, მალე შეიძლება დავიღუპოთ. არავინ არ გატეხილა სულიერად. გავაცნობიერეთ, რომ შეიძლება დავხოცილიყავით, მაგრამ მაინც მშვიდად ვიყავით. როდესაც გამოვდიოდით "აზოვსტალიდან", ეს იყო თავისებური შოკი, ჩვენ არ გვჯეროდა, რომ გამოვიდოდით იქიდან.

რაც შეეხება ტყვედ ჩაბარებას, ჩვენ იმით განვსხვავდებით რუსებისგან, რომ არასდროს არ ვმსჯელობთ და ვბჭობთ ბრძანების თაობაზე, ბრძანება უნდა შესრულდეს - უნდა დაგვეყარა იარაღი. ჩვენ გვყავდა 150-ზე მეტი დაჭრილი, არ გვქონდა წამალი, მედიკამენტები, მათი გადარჩენა საჭირო იყო. ამიტომ არავის დაუწყია მსჯელობა და წინააღმდეგობის გაწევა - ბრძანება შესრულდა.

ცუდი კვება იყო, ძნელი იყო ტყვეობაში ყოფნა, იყო ჩხრეკაც, იყო დაკითხვაც, მაგრამ 700 ადამიანამდეა ახლა "აზოველი“ ტყვე და რამეს თუ ვიტყვი, შეიძლება ყველაფერმა ამან მათზე იმოქმედოს ცუდად, სანამ ჩვენი მებრძოლები იქ არიან, მე არ შემიძლია რამეზე დაწვრილებით ვილაპარაკო. ალბათ, იქნება სამხედრო ტრიბუნალი სამხედრო დამნაშავეებზე და ყველაფერს ნათელი მოეფინება - მე პირადად 4 თვის განმავლობაში 47 კილოგრამით დავიკელი წონაში“,- განაცხადა "აზოვის“ მებრძოლმა.

ანატოლი ეგოროვის ინფორმაციით თურქეთში მყოფი "აზოვის“ მეთაურები, მათ შორის დენის პროკოპენკო, იქაც ტყვეა და ახლობლებთან კონტაქტის საშუალება არ აქვთ.

"ის, რომ ჩვენი მეთაური პროკოპენკო თურქეთშია, ეს არის ჟენევის კონვენციით დაშვებული. ის ტყვეა იქაც, უბრალოდ იქ ადამიანური პირობები აქვს. ის ტყვეა, მას, ასევე, არავითარი კავშირი არ აქვს, ისევე როგორც ჩვენ არ გვქონდა რაიმე კავშირი. ისინი, ვინც ახლა თურქეთში არიან იქაც არიან ტყვეებად“,- განაცხადა ანატოლი იგოროვმა.