მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე უნიჭოები არიან... ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია" - ვახტანგ მეგრელიშვილი
"ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე უნიჭოები არიან... ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ამ ჯგუფს სურს, და­ი­კა­ვოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის ად­გი­ლი, არ მგო­ნია, ეს გა­მო­უ­ვი­დეთ, რად­გან ძა­ლი­ან უნი­ჭო­ე­ბი არი­ან", - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის" დე­პუ­ტატ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა "გირ­ჩი- მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის", "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" და "დრო­ას" გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

მისი თქმით, პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა, რად­გან 5-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე პარ­ტი­ას სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­აზ­რე­ბა მო­უ­წევს და სწო­რია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ა­ღი­დან გა­მო­სუ­ლი პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, თუმ­ცა ეს სწო­რია იმ რე­ა­ლო­ბი­დან, როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბედი გარ­კვე­უ­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ "მა­ნამ­დე მსგავ­სი მოძ­რა­ო­ბე­ბი არა­ფერს ნიშ­ნავს, რად­გან ყვე­ლა ცდი­ლობს, წარ­მო­იდ­გი­ნოს რე­ა­ლო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაშ­ლის შემ­დეგ".

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ეუბ­ნე­ბა, რომ არი­ან მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი და კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არი­ან ოკუ­პან­ტთან. ზუს­ტად ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბე­ბია მე­ო­რე მხრი­დან. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი ოდეს­მე რა­ი­მე კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე შე­თან­ხმდნენ და თა­ვის ამომ­რჩე­ველს აჩ­ვე­ნონ, რომ ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. მა­შინ, გა­მო­ვა, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ მტერ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ სა­მე­უ­ლის რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი (პრო­ევ­რო­პე­ლო­ბა­ზე) ჰგავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ფრთის გან­ცხა­დე­ბებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ჯგუფს სურს, და­ი­კა­ვოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის ად­გი­ლი.

არ მგო­ნია, ეს გა­მო­უ­ვი­დეთ, რად­გან ნიჭი არ ეყო­ფათ. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ნიჭი სჭირ­დე­ბა, ძა­ლი­ან უნი­ჭო­ე­ბი არი­ან. ხოშ­ტა­რი­ას კარ­გად არ ვიც­ნობ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი არც მის­თვის შე­მიმ­ჩნე­ვია, და­ნარ­ჩე­ნებს ვიც­ნობ“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

  • კი­თხვა­ზე, ამ­ბობს, რომ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე და გი­ორ­გი ვა­შა­ძე არი­ან უნი­ჭო­ე­ბი, მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს - "რა თქმა უნდა". ხოლო კი­თხვა­ზე, რა­ტომ ჰყავ­დათ მა­შინ უნი­ჭო ლი­დე­რი, მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ამის დამ­ტკი­ცე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უჭირ­და.

"ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იმის დამ­ტკი­ცე­ბა მი­ჭირ­და, რომ ჯა­ფა­რი­ძე უნი­ჭოა, მაგ­რამ თა­ვად და­მეხ­მა­რა. მა­გა­ლი­თად, ამის დამ­ტკი­ცე­ბა ია­გოს­თვის მი­ჭირ­და, მაგ­რამ რაც ჯა­ფა­რი­ძე და­მეხ­მა­რა, მგო­ნი, და­ი­ჯე­რა,"- გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გარეკახელი
13

 შე მუტრუკო, ზურა ჯაფარიძეზე მიცემული ხმებით შეხვედი პარლამენტში, თორემ ეგდებოდი ახლა სადმე სკვერში, პლანის კაიფში. უმადური კაიფარიკი ნახე!

მე...
32

ჩვეულებრივი პროვოკატორები არიან სამივე! კარგს არაფერს უნდა ველოდეთ,ხმაურის და მოღალატეობის გარდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე უნიჭოები არიან... ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე უნიჭოები არიან... ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ამ ჯგუფს სურს, დაიკავოს "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი, არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ძალიან უნიჭოები არიან", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "გირჩი- მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "დროას" გაერთიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, პარტიების გაერთიანებას მიესალმება, რადგან 5-პროცენტიანი ბარიერის პირობებში რამდენიმე პარტიას საკუთარი მდგომარეობის გადააზრება მოუწევს და სწორია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, თუმცა ეს სწორია იმ რეალობიდან, როცა "ნაციონალური მოძრაობის“ ბედი გარკვეული იქნება. თუმცა, მეგრელიშვილი ამბობს, რომ "მანამდე მსგავსი მოძრაობები არაფერს ნიშნავს, რადგან ყველა ცდილობს, წარმოიდგინოს რეალობა "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შემდეგ".

"ნაციონალური მოძრაობა“ "ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან ოკუპანტთან. ზუსტად ანალოგიური ბრალდებებია მეორე მხრიდან. შეუძლებელია, რომ ასეთი დაპირისპირებული მხარეები ოდესმე რაიმე კონკრეტულ თემაზე შეთანხმდნენ და თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ისინი თანამშრომლობენ. მაშინ, გამოვა, რომ თანამშრომლობენ მტერთან. აქედან გამომდინარე, ამ სამეულის რადიკალური განცხადებები (პროევროპელობაზე) ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს სურს, დაიკავოს "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი.

არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება, ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

  • კითხვაზე, ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე არიან უნიჭოები, მეგრელიშვილი პასუხობს - "რა თქმა უნდა". ხოლო კითხვაზე, რატომ ჰყავდათ მაშინ უნიჭო ლიდერი, მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ამის დამტკიცება ადამიანებისთვის უჭირდა.

"ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეხმარა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მგონი, დაიჯერა,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.