კიდევ რამდენი ეს სისულელე უნდა ავიტანოთ? ეს საბჭო სერიოზული ორგანოა და რუსეთის ქმედებებით რეპუტაციის შელახვის საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ბარბარა ვუდუორდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც უკრაინასა და ბიოლოგიური იარაღის საკითხებს ეხებოდა.
"24 თებერვალს, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ეს იყო აგრესიის აქტი, რომელიც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაგმო. მას შემდეგ რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია, მათ შორის ბრალდებები "ბინძური ბომბების“, ქიმიური იარაღისა და ბიოლოგიური კვლევის შესახებ. კიდევ რამდენი სისულელე უნდა ავიტანოთ?“- აღნიშნა ელჩმა.
"გასულ თვეში რუსეთის ბრალდებები სრულად განვიხილეთ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცესების შესაბამისად. ამ შეხვედრას დაესწრო 89 მონაწილე სახელმწიფო და მოისმინეს, როდესაც რუსეთმა არაფერი წარმოადგინა, გარდა შეცდომაში შემყვანი საჯარო დოკუმენტებისა ვიკიპედიიდან „ქოფი-ფეისთით“ გადმოტანილი სურათებისა.
ეს პროცესი დასრულდა. რუსეთის პრეტენზიები მოისმინეს, განიხილეს და უარყვეს. შემდგომი გამოძიებისა და შემდგომ ქმედებასთან დაკავშირებული წინადადებების განხილვის მიზნით შეხვედრა აღარ მომხდარა, ვინაიდან ეს ამ საბჭოს დროის კარგვა იქნებოდა. ეს საბჭო სერიოზული ორგანოა და რუსეთის ქმედებებით რეპუტაციის შელახვის საფრთხე ემუქრება. არის უამრავი საკითხი, რომელიც ჩვენს ყურადღებას ითხოვს, მაგრამ რუსეთი დღის წესრიგს ბლოკავს შეთქმულების თეორიებით.
უკრაინისთვის ჩირქის მოცხების მცდელობის ნაცვლად, რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს საკუთარ ვალდებულებებზე, მათ შორის გაერო-ს წესდების შესრულებაზე და დაასრულოს ეს ომი“, - აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა.
იქნებ ვინმემ სავარცხელი უსაჩუქროს... ღრმად პატივცემულ ბორის ჯონსონს.
რა უნდა ამას გაეროში ეგ სილამაზის კონკურსებზე უნდა დადიოდეს