მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უპასუხისმგებლოები არიან, უზრდელები, მათი სახელი ლეგიონია" - ლევან მურუსიძე NGO-ებზე
"უპასუხისმგებლოები არიან, უზრდელები, მათი სახელი ლეგიონია" - ლევან მურუსიძე NGO-ებზე

ესე­ნი არი­ან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, უზ­რდე­ლე­ბი, მო­სა­მარ­თლეს ყვე­ლა­ნა­ირ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ, - ასე პა­სუ­ხობს მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში მო­სა­მარ­თლე წევ­რად მის არ­ჩე­ვა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის კრი­ტი­კას.

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რა­საც NGO-ები აკე­თე­ბენ ეს არის ბო­რო­ტე­ბა ქვეყ­ნი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"გა­მო­დი­ოდ­ნენ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და გვლან­ძღავ­დნენ „რუს­თა­ვი 2-ის“ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­მოჩ­ნდა შემ­დეგ, რომ „რუს­თა­ვი 2-ის“ საქ­მე იყო სწო­რი და კა­ნო­ნი­ე­რად გა­და­წყვე­ტი­ლი. ვინ­მემ მო­ი­ხა­და ბო­დი­ში? ამი­ტომ ესე­ნი არი­ან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, უზ­რდე­ლე­ბი, მო­სა­მარ­თლეს ყვე­ლა­ნა­ირ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. ერთ კონ­კრე­ტულს არ გა­მოვ­ყოფ, ჩემ­თვის ერ­თია, მათი სა­ხე­ლი ლე­გი­ო­ნია. რო­დის­მე NGO-ების­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მო­გის­მე­ნი­ათ? რა­ი­მე და­დე­ბი­თი უთ­ქვამთ სა­სა­მარ­თლო­ზე?

რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ ეს არის ბო­რო­ტე­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. შევ­თა­ვა­ზე მათ, რომ ერ­თმა NGO-მ მა­ინც იტ­ვირ­თოს თა­ვის თავ­ზე, რომ სა­სა­მარ­თლო­ში და­დე­ბი­თი რა ხდე­ბა იქ­ნებ ამ კუ­თხით გვე­თა­ნამ­შრომ­ლოს. თუ გინ­დათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და თუ გულ­წრფე­ლად იქ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით, მე მზად ვარ, რომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, თუ არ იქ­ნე­ბით ზმად და წავა ისევ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა-ბუ­ლინ­გი, მა­შინ რა თქმა უნდა, ჩვენ სა­კუ­თარ თავს არა მარ­ტო და­ვი­ცავთ, არა­მედ ყვე­ლა­ფერს და­ვარ­ქმევთ თა­ვის სა­ხელს. სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის ისე­თი სუს­ტი, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი­სა და რო­მე­ლი­ღაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მოხ­ტო­მე­ბის ეში­ნო­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია მუშ­ტი-კრივ­ზე არ გა­და­ვალთ, და­ვი­ცავთ თავს ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ით, წე­სი­ე­რე­ბით, პა­ტი­ოს­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამვლელი
0

აბა გირგვლიანის საქმე გააპრავაო ? 24/7 ზე არ ლაილაობდით მურუსიძე ,მურუსიძეო ? თუ მთავარია დროზე ერთი პოლიტიკური ბანაკიდან მეორეში ისკუპო ? ამ ქვეყანაში არასდროს არაფერი არ იქნება. სასამართლო არა ტოლმა :)

ბედნიერებაა
12

არაერთხელ დამიფიქსირებია ბოლო წლებია, რომ სასამართლო არის სამართლიანი. პატივისცემა სამართლიან მოსამართლეებს, რომლებიც არ აძლევენ მართალი ადამიანის ჩაგვრის უფლებას ცილისმწამებელს, პროვოკატორებს და ა.შ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უპასუხისმგებლოები არიან, უზრდელები, მათი სახელი ლეგიონია" - ლევან მურუსიძე NGO-ებზე

"უპასუხისმგებლოები არიან, უზრდელები, მათი სახელი ლეგიონია" - ლევან მურუსიძე NGO-ებზე

ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ, - ასე პასუხობს მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად მის არჩევაზე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას.

ლევან მურუსიძის განცხადებით, რასაც NGO-ები აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ.

"გამოდიოდნენ არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა შემდეგ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ კონკრეტულს არ გამოვყოფ, ჩემთვის ერთია, მათი სახელი ლეგიონია. როდისმე NGO-ებისგან განსხვავებული აზრი მოგისმენიათ? რაიმე დადებითი უთქვამთ სასამართლოზე?

რასაც ისინი აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნის წინაშე და მართლმსაჯულების წინააღმდეგ. შევთავაზე მათ, რომ ერთმა NGO-მ მაინც იტვირთოს თავის თავზე, რომ სასამართლოში დადებითი რა ხდება იქნებ ამ კუთხით გვეთანამშრომლოს. თუ გინდათ თანამშრომლობა და თუ გულწრფელად იქნებით დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით, მე მზად ვარ, რომ ვითანამშრომლოთ, თუ არ იქნებით ზმად და წავა ისევ მოსამართლეების ლანძღვა-გინება-ბულინგი, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს არა მარტო დავიცავთ, არამედ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს. სასამართლო ხელისუფლება არ არის ისეთი სუსტი, რომ არასამთავრობოებისა და რომელიღაც პოლიტიკოსების გამოხტომების ეშინოდეს. ბუნებრივია მუშტი-კრივზე არ გადავალთ, დავიცავთ თავს ჩვენი კომპეტენციით, წესიერებით, პატიოსნებით“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.