მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ახალი რეგულაციების დაწესება იგეგმება აგრესიული ჯიშის ძაღლებთან დაკავშირებით?
რა ახალი რეგულაციების დაწესება იგეგმება აგრესიული ჯიშის ძაღლებთან დაკავშირებით?

ძაღ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა მო­უ­წევთ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის ნუს­ხა, ასე­ვე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც დღის კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ში აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის შეს­ვლა­ზე შე­ზღუდ­ვა იქ­ნე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რა ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და რო­გო­რი იქ­ნე­ბა მათი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს მთა­ვა­რი იუ­რის­ტი, კახა­ბერ იო­სე­ლი­ა­ნი ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო კა­ხა­ბერ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს, შე­იქ­მნას ნუს­ხა, სა­დაც აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შევა. გარ­და პიტ­ბუ­ლი­სა, რო­მე­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდნენ აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის ნუს­ხა­ში და კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლი?

- რაც შე­ე­ხე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლებს, სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სია, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი არ­სე­ბობ­დეს, რათა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი არ დად­გეს.

გა­ნი­ხი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, ერთ-ერ­თია ნუს­ხის გან­სა­ზღვრა და ის, რომ ცალ­კე­უ­ლი ჯი­შე­ბის მი­მართ დად­გინ­დეს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის შე­ზღუდ­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ან ჯი­შე­ბის გამ­რავ­ლე­ბის და ქვე­ყა­ნა­ში შე­მოყ­ვა­ნის აკ­რძალ­ვა.

მე­სა­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყოს იმ ჯი­შის ძაღ­ლე­ბის გაწ­ვრთნა, რომ­ლე­ბიც გაწ­ვრთნას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. ამას­თან, შე­სა­ბა­მი­სი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი უნდა ჰქონ­დეს მე­პატ­რო­ნეს. ამ ვა­რი­ან­ტე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ვე­ცა­ნით, რა პრაქ­ტი­კაც აქვთ იმის მი­ხედ­ვით ვმსჯე­ლობთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ჯი­შე­ბი, მა­გა­ლი­თად პიტ­ბუ­ლი და სხვა აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შე­ბი.

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ტი­პის ძაღ­ლე­ბის ნუს­ხა?

- სხვა ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძალ­ვე­ბი ჰა­ერ­ზე არ არის შედ­გე­ნი­ლი. არ­სე­ბობს კვლე­ვე­ბი, მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად უდევს. შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს, რომ გარ­კვე­უ­ლი ჯიში აგ­რე­სი­უ­ლია და მა­ღალ რის­კებს შე­ი­ცავს.

სპონ­ტა­ნუ­რად არ ხდე­ბა ამ ჯი­შე­ბის შედ­გე­ნა. მა­გა­ლი­თად, სა­მე­ზობ­ლო თუ იტყვის, რომ ეს ჯიში აგ­რე­სი­უ­ლია და ავ­კრძა­ლოთ - არა, ასე არ ხდე­ბა. მსოფ­ლი­ოს გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა ჯი­შე­ბის შერ­ჩე­ვა. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბის გა­რე­მო იყოს. აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი არის სხვა ცხო­ვე­ლი. უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ცხო­ვე­ლებს გლე­ჯენ, რაც ხში­რად არ მო­დის ჩვე­ნამ­დე. უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი ცხო­ვე­ლის უფ­ლე­ბებს და ინ­ტე­რე­სებ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. ზოგს წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ ცხო­ვე­ლის და პატ­რო­ნის კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებს ვზღუ­დავთ: "აი, რას ჰქვია ალი­კა­პი“ და ასე შემ­დეგ. ეს ასე არ არის. მიკ­ვირს, რა­ტომ არის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. უსაფრ­თხოდ რომ უნდა იყოს ცხო­ვე­ლი და რისკს არ უნდა ქმნი­დეს, ეს ხომ ცხა­დია?! ძაღ­ლი მხო­ლოდ პატ­რო­ნის ნე­ბით არ მოქ­მე­დებს, პატ­რონს რა­ღაც დო­ზით აქვს ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. იცით, რომ ვარ­კე­თილ­ში პიტ­ბულ­მა პატ­რო­ნიც კი დაგ­ლი­ჯა. ასეთ ძაღლს შე­ზღუდ­ვა უნდა ჰქონ­დეს.

- კა­ნონპ­რო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რის და­წე­სე­ბაც, კერ­ძოდ, ის რომ 16 წლამ­დე პირს არ შე­უძ­ლია აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლის სა­სე­ირ­ნოდ გაყ­ვა­ნა. რა გა­მოც­დი­ლე­ბის ფონ­ზე გა­კეთ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი და რას შეც­ვლის აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის ამოქ­მე­დე­ბა?

- რა თქმა უნდა, აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღლს, რო­მელ­საც 5 სმ-იანი სიგ­რძის კბი­ლი აქვს, კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი სჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მცი­რე­წლო­ვა­ნიც კი ასე­ირ­ნებს ასე­თი ჯი­შის ძაღლს და ვერ იმორ­ჩი­ლებს, გა­ექ­ცე­ვა ხოლ­მე, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს დაკ­ბენს. ვფიქ­რობ, ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა პოს­ტფაქ­ტუმ ხდე­ბო­დეს რე­ა­გი­რე­ბა? რო­დე­საც დაგ­ლეჯს ადა­მი­ანს, შემ­დეგ უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ ცოფი სჭირს თუ არა?! პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი უნდა იყოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, ეს რომ არ მოხ­დეს.

უნდა გა­ი­ზარ­დოს კონ­ტრო­ლის და აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ცი­ას ჰქონ­დეს რე­ა­გი­რე­ბის უფ­ლე­ბა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნო­ებს არ გვყავს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ მთე­ლი ქა­ლა­ქი მო­ვიც­ვათ და ვა­კონ­ტრო­ლოთ. რო­დე­საც კონ­ტროლს უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ე­ცე­მა, ეს შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. მა­გა­ლი­თად, უნდა გა­კონ­ტროლ­დეს მე­პატ­რო­ნე აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღლს დღის სა­ა­თებ­ში თუ ასე­ირ­ნებს ალი­კა­პის გა­რე­შე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სტა­დი­ონ­ზე...

- რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ იმ ჯი­შის ძაღ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ნუს­ხა­ში არ შე­დი­ან? მათ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა რა­ი­მე ტი­პის შე­ზღუდ­ვა?

- რა ზო­მი­საც არ უნდა იყოს არა­აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლი, რისკს არ ქმნის, რომ ვი­ღაც დაგ­ლი­ჯოს და ასე შემ­დეგ. გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბიც, მათ არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ შე­ე­ხე­ბათ. მათი ზო­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი და­მორ­ჩი­ლე­ბა მარ­ტი­ვია. ძი­რი­თა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია ალი­კა­პი, მოკ­ლე სა­ბე­ლი, ან გრძე­ლი სა­ბე­ლი, ასე­ვე ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას მოკ­ლე საბ­მე­ლი, და­მა­ტე­ბით ალი­კა­პი, ან სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტე­ი­ნე­რი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს ინ­ტენ­სი­უ­რად გა­კონ­ტროლ­დეს, რაც შემ­დეგ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს.

ასე­ვე, კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, სა­დაც აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლებს შე­ზღუდ­ვა ექ­ნე­ბათ, რომ შე­ვიდ­ნენ დღის კონ­კრე­ტულ სა­ა­თებ­ში, ღა­მის სა­ა­თებ­ში უფრო შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლია ეს რე­ჟი­მი. ასე­ვე, შე­ზღუდ­ვა არ ექ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად ცხო­ვე­ლე­ბის­თვის გა­სა­სე­ირ­ნე­ბელ სივ­რცე­ებს. რო­გორც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, სა­დაც კი მო­ე­წყო­ბა მას­შტა­ბუ­რი სკვე­რი, იქ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ცხო­ვე­ლე­ბის გა­სა­სე­ირ­ნე­ბე­ლი სივ­რცე, შე­სა­ბა­მი­სად, იქ არ იქ­ნე­ბა შე­ზღუდ­ვა.

- მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, მას არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პიტ­ბუ­ლი არ არის მკვლე­ლი. ადა­მი­ა­ნია მკვლე­ლი, ვინც არას­წო­რად შე­აჯ­ვა­რა და გა­ამ­რავ­ლა, არას­წო­რად აღ­ზარ­და და მარ­თა, ამი­ტო­მაც სა­ჭი­როა თა­ვი­დან­ვე, ნე­ბის­მი­ე­რი ჯი­შის სწო­რად აღ­ზრდა. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მათ პო­ზი­ცი­ას?

- არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც კა­ნონპ­რო­ექ­ტზე გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო პრე­ტენ­ზია აქვთ. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია საღი აზრი, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სტან­დარ­ტებს და მიზ­ნებს. არ შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე არ­სე­ბობ­დეს, ცხო­ვე­ლის უფ­ლე­ბა ილა­ხე­ბო­დეს. ცხო­ვე­ლის უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვას გა­ნა­პი­რო­ბებს ის, რომ არა­სა­თა­ნა­დოდ კონ­ტროლ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს ცხო­ვე­ლის მე­პატ­რო­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პატ­რო­ნი ფო­ბი­ებს უჩენს ადა­მი­ა­ნებს ცხო­ვე­ლის მი­მართ.

უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბა უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის უფ­ლე­ბაა, ვიდ­რე პატ­რო­ნის სურ­ვი­ლი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ჯი­შის ცხო­ვე­ლის ყოლა სურს ისე, რომ მას შე­ზღუდ­ვა არ ჰქონ­დეს. ეს არ შე­ე­ხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ძაღ­ლებს, მე­პატ­რო­ნეს არა­ვინ ჩა­მო­არ­თმევს ამ ძაღლს, უბ­რა­ლოდ, მათ გამ­რავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ. სა­უ­ბა­რი არ არის, რომ ძაღ­ლებს წა­ვარ­თმევთ და ჩავ­კე­ტავთ სა­დღაც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში. პატ­რო­ნი ამ ძაღ­ლის ინ­ტე­რე­სებს უნდა იცავ­დეს. უნდა არ­სე­ბობ­დეს შე­ზღუდ­ვე­ბი, მე­პატ­რო­ნე­ებს არ­სე­ბულ ძაღ­ლე­ბი ეყო­ლე­ბათ, უბ­რა­ლოდ გამ­რავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ექ­ნე­ბათ. ასე­ვე, სა­უ­ბა­რია, რომ თუ მე ჯერ არ მყავს ძაღ­ლი, ვერ შე­ვი­ძენ მა­გა­ლი­თად პიტ­ბულს.

- რო­დის შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს კა­ნო­ნად აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. რა ეტაპ­ზეა პრო­ცე­სი? რო­დის გვექ­ნე­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი?

- ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მომ­ხდა­რა კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა, ახლა იწყე­ბა პრო­ცე­სი, რომ შე­იქ­მნას სა­მუ­შაო ჯგუ­ფი და სა­ბო­ლოო რე­დაქ­ცი­აც ვი­ცო­დეთ. ზუს­ტი პა­სუ­ხი არ მაქვს, რო­დის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი გაგ­ცემთ ზუსტ პა­სუხს. რო­გორც რი­გი­თი ექ­სპერ­ტი, ჩარ­თუ­ლი ვარ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. მე რო­გორც ვიცი, წლის ბო­ლომ­დე აპი­რე­ბენ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას. სა­მუ­შაო ჯგუ­ფი ვიკ­რი­ბე­ბით, გან­ხილ­ვა უკვე ამ თვის ბო­ლო­დან და­ი­წყე­ბა.

თე­ო­ნა ცი­ხიშ­ვი­ლი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1111
5

ადამიანს არ უნდა უშლიდეს ხელს ეს უმთავრესია. შემოღობეთ ადგილები და ასეირნეთ რამდენიც გინდათ ალიკაპით თუ ალიკაფის გარეშე. და ესე თუ გიყვართ 1,000,000 ლარი დააწესეთ ჯარიმა კბენაზე ან ადამიანის შეშინებისთვის და რამდენი იყოლიებს შემდეგ ვნახოთ. პიტბულს ხომ შეიძლება მოეკლა ადამიანები და იტყოდით უბედური შემთხვევაა. და თავდაცვის მიზნიტ რომ მოკლა პიტბული დაგიჭერენ. ძაღლები უფრო დაცულები არიან ვიდრე ჩვენ. ხმა ჩაიგდეთ და ხალხის უფლებები დაიცავიტ.

უბნის ყურშა
9

ეს ქვეყანა ყველასია, ჩვენ ძაღლები ერთგული ცხოველები ვართ და რაც უნდა გაჭირვება იყოს, თქვენსავით თბილ ქვეყნებში არ გავრბივართ გამოსაზამთრებლად. და საერთოდ ვინ ჩაგაგონათ ე.წ. ადამიანებს, რომ ჩვენზე მეტი უფლებები გაქვთ? ლაპარაკი და კლავიატურაზე წკაპუნი რომ არ ვიცით, მაგიტომ? მე არ ვპოსტავ, ბატონო, მეზობლის ლაბრადორი წერს ჩემი თხოვნით .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა ახალი რეგულაციების დაწესება იგეგმება აგრესიული ჯიშის ძაღლებთან დაკავშირებით?

რა ახალი რეგულაციების დაწესება იგეგმება აგრესიული ჯიშის ძაღლებთან დაკავშირებით?

ძაღლების მეპატრონეებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხა, ასევე ტერიტორიები, სადაც დღის კონკრეტულ მონაკვეთში აგრესიული ჯიშის ძაღლების შესვლაზე შეზღუდვა იქნება. კონკრეტულად რა ინიციატივებზე მიმდინარეობს მუშაობა და როგორი იქნება მათი კონტროლის მექანიზმი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი, კახაბერ იოსელიანი ესაუბრა.

- ბატონო კახაბერ, როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, შეიქმნას ნუსხა, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი შევა. გარდა პიტბულისა, რომელი ჯიშის ძაღლები შეიძლება მოხვდნენ აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაში და კონკრეტულად რა სახის შეზღუდვები იქნება დაწესებული?

- რაც შეეხება აგრესიული ჯიშის ძაღლებს, სამუშაო ჯგუფის წევრებისა და დაინტერესებული პირების მხრიდან სრული კონსენსუსია, რომ უსაფრთხოების ნორმები არსებობდეს, რათა ფატალური შედეგები არ დადგეს.

განიხილება რამდენიმე ალტერნატივა, ერთ-ერთია ნუსხის განსაზღვრა და ის, რომ ცალკეული ჯიშების მიმართ დადგინდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვა, უსაფრთხოების ვალდებულებების გამოყენება, ან ჯიშების გამრავლების და ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვა.

მესამე ალტერნატივაა, რომ სავალდებულო იყოს იმ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან. ამასთან, შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს მეპატრონეს. ამ ვარიანტების განხილვა მიმდინარეობს. ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავეცანით, რა პრაქტიკაც აქვთ იმის მიხედვით ვმსჯელობთ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც შინაური ცხოველებისადმი სიყვარულით და უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან, საერთოდ აკრძალულია გარკვეული ჯიშები, მაგალითად პიტბული და სხვა აგრესიული ჯიშები.

- რა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება აგრესიული ტიპის ძაღლების ნუსხა?

- სხვა ქვეყანაში აკრძალვები ჰაერზე არ არის შედგენილი. არსებობს კვლევები, მეცნიერულად დასაბუთებული, რაც გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ გარკვეული ჯიში აგრესიულია და მაღალ რისკებს შეიცავს.

სპონტანურად არ ხდება ამ ჯიშების შედგენა. მაგალითად, სამეზობლო თუ იტყვის, რომ ეს ჯიში აგრესიულია და ავკრძალოთ - არა, ასე არ ხდება. მსოფლიოს გამოცდილების მიხედვით ხდება ჯიშების შერჩევა. ამ ყველაფრის მიზანია მოქალაქეებისთვის და ცხოველებისთვის ჰარმონიული თანაარსებობის გარემო იყოს. აგრესიული ჯიშის ძაღლის პირველი მსხვერპლი არის სხვა ცხოველი. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ცხოველებს გლეჯენ, რაც ხშირად არ მოდის ჩვენამდე. უსაფრთხოების ნორმები ცხოველის უფლებებს და ინტერესებსაც ემსახურება. ზოგს წარმოუდგენია, რომ ცხოველის და პატრონის კანონიერ ინტერესებს ვზღუდავთ: "აი, რას ჰქვია ალიკაპი“ და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის. მიკვირს, რატომ არის უსაფრთხოების ნორმებზე აზრთა სხვადასხვაობა. უსაფრთხოდ რომ უნდა იყოს ცხოველი და რისკს არ უნდა ქმნიდეს, ეს ხომ ცხადია?! ძაღლი მხოლოდ პატრონის ნებით არ მოქმედებს, პატრონს რაღაც დოზით აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა. იცით, რომ ვარკეთილში პიტბულმა პატრონიც კი დაგლიჯა. ასეთ ძაღლს შეზღუდვა უნდა ჰქონდეს.

- კანონპროექტში გათვალისწინებულია ასაკობრივი ზღვარის დაწესებაც, კერძოდ, ის რომ 16 წლამდე პირს არ შეუძლია აგრესიული ჯიშის ძაღლის სასეირნოდ გაყვანა. რა გამოცდილების ფონზე გაკეთდა აღნიშნული ჩანაწერი და რას შეცვლის აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება?

- რა თქმა უნდა, აგრესიული ჯიშის ძაღლს, რომელსაც 5 სმ-იანი სიგრძის კბილი აქვს, კონტროლის მექანიზმი სჭირდება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მცირეწლოვანიც კი ასეირნებს ასეთი ჯიშის ძაღლს და ვერ იმორჩილებს, გაექცევა ხოლმე, რამდენიმე ადამიანს დაკბენს. ვფიქრობ, ასაკობრივი შეზღუდვა შედეგს გამოიღებს. ხომ არ შეიძლება პოსტფაქტუმ ხდებოდეს რეაგირება? როდესაც დაგლეჯს ადამიანს, შემდეგ უნდა დავაკვირდეთ ცოფი სჭირს თუ არა?! პრევენციული მექანიზმი უნდა იყოს კანონმდებლობაში, ეს რომ არ მოხდეს.

უნდა გაიზარდოს კონტროლის და აღსრულების მექანიზმი, მაგალითად, პოლიციას ჰქონდეს რეაგირების უფლება. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს არ გვყავს თანამშრომლების ის რაოდენობა, რომ მთელი ქალაქი მოვიცვათ და ვაკონტროლოთ. როდესაც კონტროლს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა, ეს შედეგს გამოიღებს. მაგალითად, უნდა გაკონტროლდეს მეპატრონე აგრესიული ჯიშის ძაღლს დღის საათებში თუ ასეირნებს ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სტადიონზე...

- რა შეგიძლიათ თქვათ იმ ჯიშის ძაღლებზე, რომლებიც ნუსხაში არ შედიან? მათზეც გავრცელდება რაიმე ტიპის შეზღუდვა?

- რა ზომისაც არ უნდა იყოს არააგრესიული ჯიშის ძაღლი, რისკს არ ქმნის, რომ ვიღაც დაგლიჯოს და ასე შემდეგ. განსაზღვრული იქნება დეკორატიული ჯიშის ძაღლებიც, მათ არანაირი შეზღუდვა არ შეეხებათ. მათი ზომიდან გამომდინარე, მათი დამორჩილება მარტივია. ძირითადი უსაფრთხოების საშუალებებია ალიკაპი, მოკლე საბელი, ან გრძელი საბელი, ასევე ტრანსპორტირებისას მოკლე საბმელი, დამატებით ალიკაპი, ან სპეციალური კონტეინერი. აუცილებელია ეს ინტენსიურად გაკონტროლდეს, რაც შემდეგ შედეგს გამოიღებს.

ასევე, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ შევიდნენ დღის კონკრეტულ საათებში, ღამის საათებში უფრო შემსუბუქებულია ეს რეჟიმი. ასევე, შეზღუდვა არ ექნება სპეციალურად ცხოველებისთვის გასასეირნებელ სივრცეებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე, შესაბამისად, იქ არ იქნება შეზღუდვა.

- მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ გახდა ცნობილი, მას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნავენ, რომ პიტბული არ არის მკვლელი. ადამიანია მკვლელი, ვინც არასწორად შეაჯვარა და გაამრავლა, არასწორად აღზარდა და მართა, ამიტომაც საჭიროა თავიდანვე, ნებისმიერი ჯიშის სწორად აღზრდა. როგორ შეაფასებთ მათ პოზიციას?

- არიან ადამიანები, რომლებსაც კანონპროექტზე გაურკვეველი მიზეზების გამო პრეტენზია აქვთ. აქ მნიშვნელოვანია საღი აზრი, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და მიზნებს. არ შეიძლება საფრთხე არსებობდეს, ცხოველის უფლება ილახებოდეს. ცხოველის უფლების შელახვას განაპირობებს ის, რომ არასათანადოდ კონტროლდება და არ არსებობს ცხოველის მეპატრონის სამართლებრივი საფუძვლები. უპასუხისმგებლო პატრონი ფობიებს უჩენს ადამიანებს ცხოველის მიმართ.

უსაფრთხო გარემოში ყოფნის უფლება უფრო მაღალი სტანდარტის უფლებაა, ვიდრე პატრონის სურვილი, რომ კონკრეტული ჯიშის ცხოველის ყოლა სურს ისე, რომ მას შეზღუდვა არ ჰქონდეს. ეს არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ძაღლებს, მეპატრონეს არავინ ჩამოართმევს ამ ძაღლს, უბრალოდ, მათ გამრავლების უფლება არ ექნებათ. საუბარი არ არის, რომ ძაღლებს წავართმევთ და ჩავკეტავთ სადღაც დახურულ სივრცეში. პატრონი ამ ძაღლის ინტერესებს უნდა იცავდეს. უნდა არსებობდეს შეზღუდვები, მეპატრონეებს არსებულ ძაღლები ეყოლებათ, უბრალოდ გამრავლების შესაძლებლობა არ ექნებათ. ასევე, საუბარია, რომ თუ მე ჯერ არ მყავს ძაღლი, ვერ შევიძენ მაგალითად პიტბულს.

- როდის შეიძლება იქცეს კანონად აღნიშნული ინიციატივები. რა ეტაპზეა პროცესი? როდის გვექნება ხელშესახები შედეგი?

- ჯერ ოფიციალურად არ მომხდარა კანონპროექტის ინიცირება, ახლა იწყება პროცესი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და საბოლოო რედაქციაც ვიცოდეთ. ზუსტი პასუხი არ მაქვს, როდის განხორციელდება, პარლამენტი გაგცემთ ზუსტ პასუხს. როგორც რიგითი ექსპერტი, ჩართული ვარ სამუშაო პროცესში. მე როგორც ვიცი, წლის ბოლომდე აპირებენ კანონის მიღებას. სამუშაო ჯგუფი ვიკრიბებით, განხილვა უკვე ამ თვის ბოლოდან დაიწყება.

თეონა ციხიშვილი

"ინტერპრესნიუსი“