სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს" - სერგეი ლავროვი
"რუსეთი უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს" - სერგეი ლავროვი

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია უფრო მეტ სამ­ხედ­რო კონ­ტაქ­ტებს აპი­რებს იმის გამო, რომ კი­ე­ვი "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბას გეგ­მავს. ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო TASS-ი ავ­რცე­ლებს.

ლავ­რო­ვის თქმით, სი­ტუ­ა­ცია უკ­რა­ი­ნის მიერ "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის“ შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში "დღეს ან ხვალ“ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ლავ­როვ­მა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი უწო­და და­სავ­ლე­თის მიერ რუ­სე­თის ტყუ­ი­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბას "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის“ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც თით­ქოს და უკ­რა­ი­ნა აპი­რებს.

მა­ნამ­დე, ორ­შა­ბათს, რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვი ბრი­ტა­ნე­თის შტა­ბე­ბის უფ­როს­თა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელს ტონი რა­და­კინს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა და უკ­რა­ი­ნა "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ორ­შა­ბათს, გე­რა­სი­მოვ­მა და­უ­რე­კა თა­ვის ამე­რი­კელ კო­ლე­გას მარკ მი­ლის, რათა გა­ნე­ხი­ლათ იგი­ვე ბრალ­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რუსეთი უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს" - სერგეი ლავროვი

"რუსეთი უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს. ლავროვის განცხადებას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ლავროვის თქმით, სიტუაცია უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოში "დღეს ან ხვალ“ განიხილება.

ლავროვმა არასერიოზული უწოდა დასავლეთის მიერ რუსეთის ტყუილად მოხსენიებას "ბინძური ბომბის“ შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოყენებასაც თითქოს და უკრაინა აპირებს.

მანამდე, ორშაბათს, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ბრიტანეთის შტაბების უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელს ტონი რადაკინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით, ორშაბათს, გერასიმოვმა დაურეკა თავის ამერიკელ კოლეგას მარკ მილის, რათა განეხილათ იგივე ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ.