მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცებ აგრესია დავინახე ჩემ მიმართ, დაუმსახურებლად, მაგრამ..." - როგორ დაამტკიცეს მთავარ როლზე პოპულარულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილი და რას ჰყვება "თურქულ თავგადასავალზე"
"უცებ აგრესია დავინახე ჩემ მიმართ, დაუმსახურებლად, მაგრამ..." - როგორ დაამტკიცეს მთავარ როლზე პოპულარულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილი და რას ჰყვება "თურქულ თავგადასავალზე"

ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი დღეს ყვე­ლამ იცის. ბა­თუ­მე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის "სხვი­სი შვი­ლის" მთა­ვა­რი გმი­რია. ნა­ნუ­კას­თვის ეს პირ­ვე­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა და პირ­ვე­ლი რო­ლია. თა­ვი­სი "თურ­ქუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლის" შე­სა­ხებ მან გა­და­ცე­მა­ში "სტუმ­რად ნო­ეს­თან" ისა­უბ­რა.

ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი:

- პირ­ველ რიგ­ში, მე ვარ დედა, შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე, უკვე მსა­ხი­ო­ბი, ეკო­ნო­მის­ტი და უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან რთუ­ლია ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მო­შო­რე­ბით ყოფ­ნა. ამ­დე­ნი ხანი მათ­გან შორს ჯერ არ­სად არ წავ­სულ­ვარ, რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, უკვე მზად ვი­ყა­ვი ამის­თვის. ახლა რო­გო­რი ადა­მი­ა­ნიც ვარ, ჩემი შვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ძა­ლი­ან გა­მაძ­ლი­ე­რა. მოვა დრო, როცა ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვი­სა­უბ­რებ ამ თე­მა­ზე, ეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეხე­ბა, სულ სხვა თე­მაა. ჩემი შვი­ლი გვაძ­ლი­ე­რებს ჩვენ. ჩემი თა­ი­სია ან­გე­ლო­ზია, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, დე.

ბა­თუმ­ში და­ვი­ბა­დე, ულა­მა­ზეს ქა­ლაქ­ში. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ამით. მად­ლო­ბა ოჯახს, ლაღი ბავ­შვო­ბის­თვის. დიდი ოჯა­ხი მაქვს და იღ­ბლი­ა­ნი ვარ.13 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე ცეკ­ვა. წელ­ში მოხ­რი­ლი დავ­დი­ო­დი და მშობ­ლებ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამი­ტომ მი­ი­ღეს. ხე­ლოვ­ნე­ბის კუ­თხით უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ ბა­თუმ­ში.

  • გვა­რის შე­სა­ხებ

"სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი გვა­რია, ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ლეღ­ვა­დან. ამ გვარ­მა ძა­ლი­ან დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი წერ­და, რომ გა­და­ვირ­ქვი, რად­გან სტამ­ბოლ­ში ჩა­მო­ვე­დი. ბევ­რი ის­ტო­რია მსმე­ნია ჩემ გვარ­ზე, მაგ­რამ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. დე­დის მხრი­დან, ჩემი ბა­ბუს დედა იყო თურ­ქე­თი­დან."

  • თურ­ქეთ­ში ჩას­ვლა და "სულ სხვა რე­ა­ლო­ბა"

სულ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში გა­ვიღ­ვი­ძე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ქვე­ყა­ნა, ახა­ლი ენა, ადა­მი­ა­ნე­ბი. მე დავ­ტო­ვე ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, ქა­ლა­ქი, ვარ ოჯა­ხის­გან შორს და და­ვი­წყე ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მსა­ხი­ო­ბო­ბა. ეს არის პირ­ვე­ლი როლი ჩემ­თვის, თან მთა­ვა­რი, რაც ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ბოლო ორი-სამი წელი თურ­ქე­თი­დან მო­დი­ო­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. თა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­სმა გა­მო­მი­წე­რა, და­ინ­ტე­რეს­დნენ, რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­ჭირ­და, ბევ­რი მი­ზე­ზი იყო, ენის ბა­რი­ე­რი, ამ სფე­რო­ში გა­მო­უც­დე­ლო­ბა, შიში, უნ­დობ­ლო­ბა. შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და ბა­ტო­ნი ჰა­ნო­ზე­ნი, სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა და დიდ სტი­მულს მაძ­ლევს და უბ­რა­ლოდ, ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უცებ მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამა­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ. მად­ლო­ბა მას ამის­თვის, რად­გან ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ.

რო­დე­საც უკან გიდ­გას კლდე­სა­ვით ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სუფ­ლად და იმე­დი­ა­ნად აკე­თებ. 16 წლის ვი­ყა­ვი რომ გა­ვი­ცა­ნი (სა­უბ­რობს მე­უღ­ლის შე­სა­ხებ), ცეკ­ვის ან­სამ­ბლი­დან გას­ტროლ­ზე მივ­დი­ო­დით. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი მე­უღ­ლის მამა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი იყო და თა­ვი­სი შვი­ლი, ლაშა მგე­ლა­ძე გა­მოგ­ვა­ყო­ლა. 20 წლის ასა­კამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და შემ­დეგ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ლა­შაც ეკო­ნო­მის­ტია, მუ­შა­ობს მე­რი­ა­ში. ახლა ქო­ნე­ბის მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სია. პა­ტივ­ცე­მუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. ყო­ველ­თვის მა­ო­ცებს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, ესეც ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, არ ვე­ლო­დი. ხში­რად ჩა­მო­დის ხოლ­მე.

მო­ლო­დი­ნის გა­რე­შე და დღე­ვან­დე­ლი დღით ვცხოვ­რობ. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი მინ­და, მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლია "სხვი­სი შვი­ლი“. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რად­გან ხალ­ხი შეჩ­ვე­უ­ლია წინა მსა­ხი­ობს, დიდ პა­ტივს ვცემ მას, რად­გან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და შრო­მა ჩადო სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 30 ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნე­ბენ. ავი­ღე ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და იმე­დი მაქვს, ღირ­სე­უ­ლად გა­ვარ­თმევ თავს.

  • ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე სე­რი­ალ­ში ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლის პარტნი­ორს, ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰან­საც ესა­უბ­რა:

ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ა­ნი:

- დიდი მად­ლო­ბა ნა­ნუ­კას უცხო მხა­რე­ში ყოფ­ნის­თვის, ვფიქ­რობ, მის­თვის რთუ­ლი იყო ახა­ლი ქვე­ყა­ნა და გა­რე­მო, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად არ­თმევს თავს. ის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რეა. კმა­ყო­ფი­ლია მა­ყუ­რე­ბე­ლი და თვალს გა­ფა­ცი­ცე­ბით ადევ­ნე­ბენ. ეს როლი ნა­ნუ­კას ძა­ლი­ან უნ­დო­და და ცდი­ლობს კარ­გად გა­არ­თვას თავი. ჩვე­ნი და თქვე­ნი ქვე­ყა­ნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ის ძა­ლი­ან ბევრ ენერ­გი­ას ხარ­ჯავს და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. ის კარგ პერ­ფორ­მან­სებს დგამს და ჩვენ მის შრო­მას ვა­ფა­სებთ.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ და ქარ­თველ ხალ­ხზე ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი. მხო­ლოდ ალი და ნი­ნოს ძეგლი ვიცი ბა­თუმ­ში. "გა­მარ­ჯო­ბა" და "რო­გორ ხარ" ვიცი, ვერ ვი­მახ­სოვ­რებ თქვენს სი­ტყვებს, რთუ­ლი ენაა. მარ­ტო ჯან­და­ბა ვის­წავ­ლე, რად­გან ნა­ნუ­კას რო­დე­საც თა­მა­ში არ გა­მოს­დის, ჯან­და­ბას ამ­ბობს. ჩემს პერ­სო­ნაჟს ბავ­შვო­ბი­დან და ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნას­წავ­ლი აქვს, რა არის ცხოვ­რე­ბა. ის სწორ და გათ­ვლილ ნა­ბი­ჯებს დგამს. რთუ­ლი რო­ლია, რად­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. ერ­თგვარ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს მისი თა­მა­ში.

მე სიმ­ღე­რებს და ლექ­სებს ვწერ, სიმ­ღე­რის ტექ­სტებ­საც, რა­საც გრძნო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. მომ­ღერ­ლებ­საც სჭირ­დე­ბათ თა­მა­ში, მთე­ლი გრძნო­ბით უნდა ითა­მა­შო, ისე რო­გორც იმ­ღე­რო, ხარ თუ არა ხა­სი­ათ­ზე.

ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი:

- გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან როცა გაქვს ენის ბა­რი­ე­რი და ახლა ერ­კვე­ვი ამ სფე­რო­ში, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­გორ და­გიდ­გე­ბი­ან გვერ­დით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბაა პარტნი­ო­რი ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა წინა მსა­ხი­ო­ბის შეც­ვლას, ეს ამ­ბა­ვი მე არ მე­ხე­ბა. ის უკვე გა­სუ­ლი იყო სე­რი­ა­ლი­დან. 32 წლის ისე გავ­ხდი, რა იყო ჰე­ი­თე­რი არ ვი­ცო­დი. ჩემ­ზე ცუდი რომ და­ე­წე­რა, ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ მახ­სენ­დე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, უცებ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის აგ­რე­სია და­ვი­ნა­ხე ჩემს მი­მართ, თან და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად. არა­ფერ შუ­ა­ში არ ვი­ყა­ვი, მეს­მის, რომ დიდ პა­ტივს სცემ­დნენ, უყ­ვარ­დათ წინა მსა­ხი­ო­ბი, წყვი­ლი, ჩემ­ში კი არ იყო პრობ­ლე­მა, ვერ გა­ი­გეს რა მოხ­და. ბევ­რი მე მა­და­ნა­შა­უ­ლებ­და, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ბევრ რა­ღა­ცებს წერ­დნენ, მაგ­რამ მგო­ნი და­დე­ბი­თის­კენ იც­ვლე­ბა მათი ემო­ცი­ე­ბი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს მიდ­გო­მა შე­იც­ვლე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რომ ნე­გა­ტი­უ­რი და უარ­ყო­ფი­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, წარ­სულს ჩა­ვა­ბა­რო და არ და­ვი­მახ­სოვ­რო.

ძა­ლი­ან კარ­გია და თბი­ლია თურ­ქი მა­ყუ­რე­ბე­ლი. სამი სე­რია იყო გა­სუ­ლი, ქუ­ჩა­ში რომ გა­ვე­დი, მო­ვიდ­ნენ, მიც­ნეს, თბი­ლი სი­ტყვე­ბი მი­თხრეს, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას მთხოვ­დნენ. ჩვე­ნე­ბის­გან ამით გან­სხვავ­დე­ბი­ან, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა ყვე­ლას­თვის.

ღმერ­თის ძა­ლი­ან მწამს და ჩემს გვერ­დით არის, ვგრძნობ ამას. მგო­ნია, რომ იქით სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი ხდე­ბა.

ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან რომ მი­ვი­ღო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, გან­ვი­ხი­ლავ­დი და თუ ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, დავ­თან­ხმდე­ბი. თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს ამას, ძი­რი­თა­დად ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლია. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი რა­ღაც როლ­ში სა­კუ­თარ თავს ხე­დავს, ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან, სა­ა­თი­ვით აქვთ აწყო­ბი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. სტამ­ბოლ­ში ძა­ლი­ან დიდი სა­ცო­ბე­ბია და ამის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მო­რი­ცხუ­ლია ვინ­მემ და­აგ­ვი­ა­ნოს. არ ვიცი, რო­გორ ახერ­ხე­ბენ ამას. მე არ მახ­სენ­დე­ბა დღე, რომ მძღოლს და­ეგ­ვი­ა­ნოს.

მად­ლო­ბას ვე­ტყვი კი­დევ ერთხელ ჩემს მე­უღ­ლეს და ოჯა­ხის წევ­რებს. ის რომ არა, მე აქ არ ვიქ­ნე­ბო­დი. იმ სიყ­ვა­რუ­ლით, რა სიყ­ვა­რუ­ლი­თაც გამ­ზარ­დეს, ეს არის ჩემი მად­ლი­ე­რე­ბა მათ­და­მი. ამით შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ოჯა­ხის წევ­რებს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს, იმ­ხე­ლა სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვი­ღებ, ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო კი­დევ ჩემს ემიგ­რან­ტებს, ყვე­ლა­ზე თბი­ლებს, საყ­ვარ­ლებს. ასე­ვე სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სო­რებს და პრო­დი­უ­სე­რებს, რომ სა­ხე­ლიც კი შე­მი­ნარ­ჩუ­ნეს და ნანა მქვია. ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს ქარ­თუ­ლად მე­ცეკ­ვა და მემ­ღე­რა. ბრა­ზი­ლი­ი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან მწე­რენ, ასე­ვე არა­ბე­ბი. გუ­გლით თარ­გმნი­ან და ქარ­თუ­ლად მწე­რენ, ძა­ლი­ან მა­გა­რი რა­მეა ეს."

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეილა
0

წარმატებები,არ ვუყურებ სერიალებს მაგრამ ტიკ- ტოკით გაგიცანი ძალიან კარგი გოგო ხარ,ჭორებს არ აყვე,პოპულარობა ჭორების გარეშე არაა,მიყვარხარ

ნანა
0

ამდენი ხანი რატომ არ შეგნიშნეს თუნდაც საქართველოში 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უცებ აგრესია დავინახე ჩემ მიმართ, დაუმსახურებლად, მაგრამ..." - როგორ დაამტკიცეს მთავარ როლზე პოპულარულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილი და რას ჰყვება "თურქულ თავგადასავალზე"

"უცებ აგრესია დავინახე ჩემ მიმართ, დაუმსახურებლად, მაგრამ..." - როგორ დაამტკიცეს მთავარ როლზე პოპულარულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილი და რას ჰყვება "თურქულ თავგადასავალზე"

ნანუკა სტამბოლიშვილის სახელი დღეს ყველამ იცის. ბათუმელი მოცეკვავე პოპულარული თურქული სერიალის "სხვისი შვილის" მთავარი გმირია. ნანუკასთვის ეს პირველი სამსახიობო გამოცდილება და პირველი როლია. თავისი "თურქული თავგადასავლის" შესახებ მან გადაცემაში "სტუმრად ნოესთან" ისაუბრა.

ნანუკა სტამბოლიშვილი:

- პირველ რიგში, მე ვარ დედა, შვილი, შვილიშვილი, მოცეკვავე, უკვე მსახიობი, ეკონომისტი და უბრალოდ, ადამიანი. ძალიან რთულია ოჯახის წევრებისგან მოშორებით ყოფნა. ამდენი ხანი მათგან შორს ჯერ არსად არ წავსულვარ, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, უკვე მზად ვიყავი ამისთვის. ახლა როგორი ადამიანიც ვარ, ჩემი შვილის დამსახურებაა, ძალიან გამაძლიერა. მოვა დრო, როცა ჩემს მეუღლესთან ერთად ვისაუბრებ ამ თემაზე, ეს ამ გადაწყვეტილებას არ ეხება, სულ სხვა თემაა. ჩემი შვილი გვაძლიერებს ჩვენ. ჩემი თაისია ანგელოზია, ძალიან მიყვარხარ, დე.

ბათუმში დავიბადე, ულამაზეს ქალაქში. ძალიან ვამაყობ ამით. მადლობა ოჯახს, ლაღი ბავშვობისთვის. დიდი ოჯახი მაქვს და იღბლიანი ვარ.13 წლის ასაკიდან დავიწყე ცეკვა. წელში მოხრილი დავდიოდი და მშობლებმა ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს. ხელოვნების კუთხით უნიჭიერესი ადამიანები ცხოვრობენ ბათუმში.

  • გვარის შესახებ

"სტამბოლიშვილი ქართული გვარია, ქობულეთის რაიონის, სოფელ ლეღვადან. ამ გვარმა ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრი წერდა, რომ გადავირქვი, რადგან სტამბოლში ჩამოვედი. ბევრი ისტორია მსმენია ჩემ გვარზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. დედის მხრიდან, ჩემი ბაბუს დედა იყო თურქეთიდან."

  • თურქეთში ჩასვლა და "სულ სხვა რეალობა"

სულ სხვა რეალობაში გავიღვიძე, აბსოლუტურად სხვა ქვეყანა, ახალი ენა, ადამიანები. მე დავტოვე ჩემი საყვარელი საქმიანობები, ქალაქი, ვარ ოჯახისგან შორს და დავიწყე ახალი საქმიანობა, მსახიობობა. ეს არის პირველი როლი ჩემთვის, თან მთავარი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ბოლო ორი-სამი წელი თურქეთიდან მოდიოდა შემოთავაზებები. სოციალური ქსელის მეშვეობით მიკავშირდებოდნენ. თავიდან რამდენიმე ცნობილმა რეჟისორსმა გამომიწერა, დაინტერესდნენ, რას ვსაქმიანობდი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, ბევრი მიზეზი იყო, ენის ბარიერი, ამ სფეროში გამოუცდელობა, შიში, უნდობლობა. შემდეგ დამიკავშირდა ბატონი ჰანოზენი, სერიალის მთავარი რეჟისორი, ძალიან კარგი ადამიანია. ყველაფერში მეხმარება და დიდ სტიმულს მაძლევს და უბრალოდ, ჩემი მასწავლებელია. გადაწყვეტილება უცებ მივიღე, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამაში ჩემმა მეუღლემ. მადლობა მას ამისთვის, რადგან ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

როდესაც უკან გიდგას კლდესავით ადამიანი, ყველაფერს თავისუფლად და იმედიანად აკეთებ. 16 წლის ვიყავი რომ გავიცანი (საუბრობს მეუღლის შესახებ), ცეკვის ანსამბლიდან გასტროლზე მივდიოდით. იმ პერიოდში ჩემი მეუღლის მამა უნივერსიტეტის ლექტორი იყო და თავისი შვილი, ლაშა მგელაძე გამოგვაყოლა. 20 წლის ასაკამდე შეყვარებულები ვიყავით და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. ლაშაც ეკონომისტია, მუშაობს მერიაში. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. პატივცემული და ნიჭიერი ადამიანია. ყოველთვის მაოცებს თავისი გადაწყვეტილებებით, ესეც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდი. ხშირად ჩამოდის ხოლმე.

მოლოდინის გარეშე და დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ყველაფერი კარგი მინდა, მაქსიმალისტი ვარ.

ძალიან საინტერესო სერიალია "სხვისი შვილი“. დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ხალხი შეჩვეულია წინა მსახიობს, დიდ პატივს ვცემ მას, რადგან დიდი ძალისხმევა და შრომა ჩადო სერიალის პოპულარიზაციაში. დაახლოებით 30 ქვეყანაში აჩვენებენ. ავიღე ეს დიდი პასუხისმგებლობა და იმედი მაქვს, ღირსეულად გავართმევ თავს.

  • ნოე სულაბერიძე სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილის პარტნიორს, ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანსაც ესაუბრა:

ჰალილ იბრაჰიმ ჯეიანი:

- დიდი მადლობა ნანუკას უცხო მხარეში ყოფნისთვის, ვფიქრობ, მისთვის რთული იყო ახალი ქვეყანა და გარემო, მაგრამ ძალიან კარგად ართმევს თავს. ის განათლებული და შრომისმოყვარეა. კმაყოფილია მაყურებელი და თვალს გაფაციცებით ადევნებენ. ეს როლი ნანუკას ძალიან უნდოდა და ცდილობს კარგად გაართვას თავი. ჩვენი და თქვენი ქვეყანა განსხვავებულია. ის ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და მოტივირებულია, რომ წარმატებული იყოს. ის კარგ პერფორმანსებს დგამს და ჩვენ მის შრომას ვაფასებთ.

საქართველოს შესახებ და ქართველ ხალხზე ბევრი არაფერი ვიცი. მხოლოდ ალი და ნინოს ძეგლი ვიცი ბათუმში. "გამარჯობა" და "როგორ ხარ" ვიცი, ვერ ვიმახსოვრებ თქვენს სიტყვებს, რთული ენაა. მარტო ჯანდაბა ვისწავლე, რადგან ნანუკას როდესაც თამაში არ გამოსდის, ჯანდაბას ამბობს. ჩემს პერსონაჟს ბავშვობიდან და ოჯახიდან გამომდინარე ნასწავლი აქვს, რა არის ცხოვრება. ის სწორ და გათვლილ ნაბიჯებს დგამს. რთული როლია, რადგან განსხვავებული ხასიათი აქვს. ერთგვარ სიამოვნებას მანიჭებს მისი თამაში.

მე სიმღერებს და ლექსებს ვწერ, სიმღერის ტექსტებსაც, რასაც გრძნობები სჭირდება. მომღერლებსაც სჭირდებათ თამაში, მთელი გრძნობით უნდა ითამაშო, ისე როგორც იმღერო, ხარ თუ არა ხასიათზე.

ნანუკა სტამბოლიშვილი:

- გადამღები ჯგუფი არაჩვეულებრივია, ძალიან გამიმართლა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა გაქვს ენის ბარიერი და ახლა ერკვევი ამ სფეროში, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დაგიდგებიან გვერდით. არაჩვეულებრივი პიროვნებაა პარტნიორი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი. რაც შეეხება წინა მსახიობის შეცვლას, ეს ამბავი მე არ მეხება. ის უკვე გასული იყო სერიალიდან. 32 წლის ისე გავხდი, რა იყო ჰეითერი არ ვიცოდი. ჩემზე ცუდი რომ დაეწერა, ასეთი ადამიანი არ მახსენდება.

სამწუხაროდ, უცებ ბევრი ადამიანის აგრესია დავინახე ჩემს მიმართ, თან დაუმსახურებლად. არაფერ შუაში არ ვიყავი, მესმის, რომ დიდ პატივს სცემდნენ, უყვარდათ წინა მსახიობი, წყვილი, ჩემში კი არ იყო პრობლემა, ვერ გაიგეს რა მოხდა. ბევრი მე მადანაშაულებდა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ბევრ რაღაცებს წერდნენ, მაგრამ მგონი დადებითისკენ იცვლება მათი ემოციები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მიდგომა შეიცვლება ახლო მომავალში. ყოველთვის ვცდილობ, რომ ნეგატიური და უარყოფითი რაღაცები, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, წარსულს ჩავაბარო და არ დავიმახსოვრო.

ძალიან კარგია და თბილია თურქი მაყურებელი. სამი სერია იყო გასული, ქუჩაში რომ გავედი, მოვიდნენ, მიცნეს, თბილი სიტყვები მითხრეს, ფოტოების გადაღებას მთხოვდნენ. ჩვენებისგან ამით განსხვავდებიან, ეს სასიამოვნოა ყველასთვის.

ღმერთის ძალიან მწამს და ჩემს გვერდით არის, ვგრძნობ ამას. მგონია, რომ იქით სამყაროში ყველაფერი კარგი ხდება.

ქართული სერიალიდან რომ მივიღო შემოთავაზება, განვიხილავდი და თუ ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, დავთანხმდები. თურქულ სერიალებს ბევრი მაყურებელი ჰყავს, ბევრი მიზეზი აქვს ამას, ძირითადად ცხოვრებისეულია. ყველა ადამიანი რაღაც როლში საკუთარ თავს ხედავს, ძალიან შრომისმოყვარეები არიან, საათივით აქვთ აწყობილი ყველაფერი. სტამბოლში ძალიან დიდი საცობებია და ამის მიუხედავად, გამორიცხულია ვინმემ დააგვიანოს. არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამას. მე არ მახსენდება დღე, რომ მძღოლს დაეგვიანოს.

მადლობას ვეტყვი კიდევ ერთხელ ჩემს მეუღლეს და ოჯახის წევრებს. ის რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი. იმ სიყვარულით, რა სიყვარულითაც გამზარდეს, ეს არის ჩემი მადლიერება მათდამი. ამით შემიძლია მადლობა გადავუხადო ოჯახის წევრებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, იმხელა სითბოს და სიყვარულს ვიღებ, ძალიან მაძლიერებს. მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ჩემს ემიგრანტებს, ყველაზე თბილებს, საყვარლებს. ასევე სერიალის რეჟისორებს და პროდიუსერებს, რომ სახელიც კი შემინარჩუნეს და ნანა მქვია. ასევე საშუალება მომცეს ქართულად მეცეკვა და მემღერა. ბრაზილიიდან, ესპანეთიდან მწერენ, ასევე არაბები. გუგლით თარგმნიან და ქართულად მწერენ, ძალიან მაგარი რამეა ეს."