მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი" - რას წერს მებო ნუცუბიძე ბასილაშვილზე?
"რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი" - რას წერს მებო ნუცუბიძე ბასილაშვილზე?

მომ­ღე­რა­ლი მებო ნუ­ცუ­ბი­ძე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩე­ზე წერს. მისი თქმით, სა­სი­ხა­რუ­ლო არა­ფე­რია იმა­ში, რომ მო­ძა­ლა­დე კაცს ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩა.

"რამ­დე­ნი­მე რამ მა­ო­ცებს და ხმა­მაღ­ლა ვი­კი­თხავ:

- რა არის სა­ზე­ი­მო იმა­ში, რომ ერთ მო­ძა­ლა­დე კაცს ხახ­ვი­ვით შერ­ჩა ყვე­ლა­ფე­რი, რაც უთ­ქვამს და რაც გა­უ­კე­თე­ბია სა­კუ­თა­რი ცო­ლის­თვის?

- თუ წა­ი­კი­თხეთ ან მო­ის­მი­ნეთ, რო­გორ ესა­უბ­რე­ბო­და ან რო­გორ ექ­ცე­ო­და ის სა­კუ­თარ ცოლს, ამის მერე, რა­ტომ ან რო­გორ მი­გაჩ­ნი­ათ ისევ კაი ტი­პად?

- თუ არ წა­გი­კი­თხავთ და არც არა­ფე­რი მო­გის­მე­ნით ამ საქ­მის შე­სა­ხებ, მა­შინ, ასე ზე­რე­ლად რა­ნა­ი­რად შე­გიძ­ლი­ათ ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ლის გამო გა­ა­მარ­თლოთ და მისი "გა­მარ­ჯვე­ბა" იზე­ი­მოთ?- ყო­ველ­თვის ქა­ლებს რა­ტომ ამ­ტყუ­ნებთ?

- ამ­დე­ნი ზი­ზღი სა­ი­დან გაქვთ?

- თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რს, თქვენს მე­გო­ბარს ან უბ­რა­ლოდ - თქვენ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ანს რომ მოქ­ცე­ო­და ვინ­მე ასე, მა­ინც და­ი­წყებ­დით სა­სა­მარ­თლოს უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე სა­უ­ბარს?

- რას იტყო­დით იმ ადა­მი­ან­ზე, ვინც ასე ექ­ცე­ვა ან/და ესა­უბ­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რს, თუკი ის ცნო­ბი­ლი და შე­და­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და?- ჩოგ­ბურთს თუ უყუ­რებთ, რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ კარ­გი ჩოგ­ბურ­თე­ლია?

- და თუ არ უყუ­რებთ, მა­შინ რა­ტომ ითავ­სებთ სა­ჩოგ­ბურ­თო ექ­სპერ­ტე­ბის როლს?- მხო­ლოდ ქა­ლე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ებ­ზე მო­ძა­ლა­დის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ენ­დო­ბით ასე ბრმად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას თუ ზო­გა­და­დაც ასე­თი მი­ა­მი­ტე­ბი ხართ?" - წერს ნუ­ცუ­ბი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ზე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვლი­ეს, მათ შო­რის, და­კი­თხნენ რო­გორც დაც­ვის მხა­რის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. ასე­ვე, ბრალ­დე­ბის მხა­რე გან­მარ­ტავ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა ზუს­ტად თან­ხვედ­რა­ში იყო საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან.

სა­პი­რის­პი­როს აცხა­დებ­და დაც­ვის მხა­რე. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არც ფი­ზი­კურ და არც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ioseliani
0

ეს აშარი დედაკაცი, ქმარი რომ თოხზე მომუშავე გლეხი ყოფილიყო, სასამართლოს მიმართავდა?

ეეე!
0

ვის აღარ აგიძულებენ რომ მოუსმინო. როგორ აღარ აგიძულებენ მოისმინო. არავის ნალაპარაკევი, განსჯილი და გაანალიზებული არ მინდა გავიგონო. რად უნდა ამდენი გარჩევა და განქიქება ასე გაავებული ქალის ამბავს. ქმარმა დაგარტყა? თუ თავმოყარე ქალი ხარ, გამოიხურე კარი და წამოდი, რას ამწარებ ამ კაცს. თავად მოძალადე კი არა ვამპირია. რამდენი უნდა ეს ფული რომ დაკმაყოფილდეს, გაძღეს და დაისვენოს და დაასვენოს ხალხიც და სადაურია ეს ქალი, ამას 

შეეგნება არ აქვს, მოაცილეთ ამ ბიჭს, ნუ დაუადმყოფეთ ჯამრთელობა. სირცხვილის გრძნობა არ გაწუხებს>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი" - რას წერს მებო ნუცუბიძე ბასილაშვილზე?

"რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი" - რას წერს მებო ნუცუბიძე ბასილაშვილზე?

მომღერალი მებო ნუცუბიძე ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩეზე წერს. მისი თქმით, სასიხარულო არაფერია იმაში, რომ მოძალადე კაცს ყველაფერი შერჩა.

"რამდენიმე რამ მაოცებს და ხმამაღლა ვიკითხავ:

- რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი, რაც უთქვამს და რაც გაუკეთებია საკუთარი ცოლისთვის?

- თუ წაიკითხეთ ან მოისმინეთ, როგორ ესაუბრებოდა ან როგორ ექცეოდა ის საკუთარ ცოლს, ამის მერე, რატომ ან როგორ მიგაჩნიათ ისევ კაი ტიპად?

- თუ არ წაგიკითხავთ და არც არაფერი მოგისმენით ამ საქმის შესახებ, მაშინ, ასე ზერელად რანაირად შეგიძლიათ ლამაზი თვალებისა და ცნობილი სახელის გამო გაამართლოთ და მისი "გამარჯვება" იზეიმოთ?- ყოველთვის ქალებს რატომ ამტყუნებთ?

- ამდენი ზიზღი საიდან გაქვთ?

- თქვენი ოჯახის წევრს, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ - თქვენთვის ძვირფას ადამიანს რომ მოქცეოდა ვინმე ასე, მაინც დაიწყებდით სასამართლოს უზენაესობაზე საუბარს?

- რას იტყოდით იმ ადამიანზე, ვინც ასე ექცევა ან/და ესაუბრება ოჯახის წევრს, თუკი ის ცნობილი და შედარებით წარმატებული არ იქნებოდა?- ჩოგბურთს თუ უყურებთ, რატომ გგონიათ, რომ კარგი ჩოგბურთელია?

- და თუ არ უყურებთ, მაშინ რატომ ითავსებთ საჩოგბურთო ექსპერტების როლს?- მხოლოდ ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეებზე მოძალადის გამამართლებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში ენდობით ასე ბრმად სასამართლო სისტემას თუ ზოგადადაც ასეთი მიამიტები ხართ?" - წერს ნუცუბიძე.

ცნობისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.