მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო... არცერთი ქალი არ რეკავს პოლიციაში, როცა მარტოა უცხო ქვეყანაში" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი?
"ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო... არცერთი ქალი არ რეკავს პოლიციაში, როცა მარტოა უცხო ქვეყანაში" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი?

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ანა არ­ღა­ნაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მო­სა­მარ­თლის გუ­შინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სა და ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვას მიერ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"არა­ი­უ­რის­ტე­ბის­თვის, მოკ­ლედ რომ შე­ვა­ჯა­მოთ, რა­ტომ არ და­ად­გი­ნა ძა­ლა­დო­ბა:

1. მსხვერ­პლმა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ფო­ტო­ე­ბი რომ გა­და­ი­ღო, იქ მისი სახე არ ჩან­დაო ("ფორ­მუ­ლას" ჩა­ნა­წე­რი 54-ე წუთი) - ანუ, ამის მერე, სელ­ფე­ბია სა­ჭი­რო. როცა გცე­მენ და და­ლურ­ჯე­ბას გა­და­ი­ღებთ - თან უნდა გა­ი­ღი­მოთ და “ჩიიზ” თქვათ.

2. ძა­ლა­დო­ბის მერე, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე წას­ვლის და გა­ღი­მე­ბის უნა­რი არ უნდა ჰქო­ნო­დაო (49-ე წუთი) - ანუ როცა იძა­ლა­დე­ბენ, მერე ინ­სტრუქ­ცი­აა რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ. თუ სად­მე გა­ი­ღი­მებთ, ესე იგი არ გეტ­კი­ნათ და და­ი­ვი­წყეთ გა­სა­ჩივ­რე­ბა.

3. ამე­რი­კა­ში როცა იძა­ლა­და, მა­შინ­ვე პო­ლი­ცი­ას რა­ტომ არ მი­მარ­თაო ანუ, 911 -ზე რა­ტომ არ და­რე­კა. ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მი­ჭირს: ჯერ ერთი, არ­ცერ­თი ქალი არ რე­კავს პო­ლი­ცი­ა­ში, როცა შე­ში­ნე­ბუ­ლია და მარ­ტოა, უცხო ქვე­ყა­ნა­ში.

4. თუ პო­ლი­ცი­ა­ში არ მიჰ­ქონ­და ის ჩა­ნა­წე­რი, მა­შინ რა­ტომ იღებ­დაო (47-ე წუთი)- ანუ, მსხვერ­პლო ქა­ლე­ბო, არ შე­აგ­რო­ვოთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი თუ მა­შინ­ვე პო­ლი­ცი­ა­ში არ წა­ი­ღებ­თო.

5. და­ზი­ა­ნე­ბებს სას­წრა­ფოს ექიმ­მა სხვა სა­ხე­ლი (ექ­სკო­რი­ა­ცია) რომ უწო­და და ექ­სპერ­ტი­ზამ სის­ხლნაჟ­ღენ­თი - რა არის ეს ორი სა­თა­უ­რი, ეტყო­ბა, სა­ერ­თოდ ბავ­შვის უხერ­ხუ­ლად ხელ­ში ჭე­რის­გან გა­უჩ­ნდაო (59-ე).

კად­რებ­ში არ ჩანს, მაგ­რამ ვერც გა­მოვ­რი­ცხავ ასე ყო­ფი­ლი­ყოო. აქ ბავ­შვი­ა­ნებ­მა მო­ი­ფიქ­რეთ, ბავ­შვი ისე რო­გორ უნდა და­ი­ჭი­რო, რომ სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი გა­გიჩ­ნდეს.

სხვა უამ­რავ სა­ოც­რე­ბა­ზე მერე დავ­წერ.

"რამ­დე­ნად არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის­თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თვა" (47-ე წუთი) მო­სა­მარ­თლე სვამს კი­თხვას - ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას­თან თუ ოდეს­მე შე­ხე­ბა გქო­ნია, სიმ­წრით გა­გე­ცი­ნე­ბა ამა­ზე. ხან­და­ხან ჯო­ბია იუ­რის­ტი არც იყო, რომ ამ მსჯე­ლო­ბის უკა­ნო­ნო­ბა ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გო" - წერს ად­ვო­კა­ტი.

ცნო­ბის­თვის, ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ვრცლად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რა­ტომ მი­ი­ღო გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი. ისა­უბ­რა რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ზე, მათ შო­რის სას­ტუმ­რო­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­სა და ამე­რი­კა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე.

მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც და­ად­გენ­და, ნამ­დვი­ლად ასა­ხავ­და თუ არა ჩა­ნა­წე­რი ძა­ლა­დო­ბას.

"ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გახ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის ნა­წი­ლი, ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრძა­ნებ­და, რომ ჩანს ამ ჩა­ნა­წერ­ში ძა­ლა­დო­ბა, დაც­ვა ბრძა­ნებ­და, რომ ძა­ლა­დო­ბა არ ჩანს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ობი­ექ­ტუ­რი დამ­კვირ­ვებ­ლის თვალ­ში აშ­კა­რად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ ჩანს" - აღ­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლემ.

ამას­თან, მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რის თა­ნად­რო­უ­ლი ფოტო, რო­მელ­შიც ნელი დო­რო­ყაშ­ვილს სხე­ულ­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ ჩანს.

მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ბრა­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ნა­წილ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტით ვერ და­დას­ტურ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი.

"და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბრძა­ნებ­და, რომ თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში მას­ზე მისი მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბას, უბ­ლო­კავ­და მას შე­სა­ბა­მის „კარ­ტას“ და იგი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბო­და, რომ დახ­მა­რე­ბა მი­ე­ღო მე­გობ­რე­ბის­გან, ახ­ლობ­ლე­ბის­გან და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ამე­რი­კის ეპი­ზო­დი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბრძა­ნებ­და, რომ აშშ-ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მას და­უბ­ლო­კა ბა­რა­თი და იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დახ­მა­რე­ბა მი­ე­ღო მა­მის მე­გობ­რის მხრი­დან. სა­სა­მარ­თლოს ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ჩვენ მო­ვის­მენ­დით იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბას, ვინ იყო მა­მის მე­გო­ბა­რი, რა­მე­თუ დაც­ვის მხა­რე, რო­მე­ლიც ატა­რებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გა­მო­ძი­ე­ბას, მას უნდა ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეს მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ა­მოწ­მოს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლოს გა­სა­ოც­რად, არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა არ და­ა­სა­ხე­ლა ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი. შე­სა­ბა­მი­სად იმ­თა­ვით­ვე გაჩ­ნდა ეჭვი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სან­დო­ო­ბა­ში" - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
1

ქალო ქორწინების პირველ წუთებიდან ვიდეოებს იღებდი რაღაც სისულელეებს და....შენ ვინმეს გვჯერავს ნიკას ხელი აექნია და სპეც რაზმს არ გამოიძახებდი? სამართალმა იზეიმა...სასაცილო ცრუპენტელამ მიიღე პასუხი..შვილს რამხელა ტრავმა მიაყენე მამას ასეთ დღეში რომ უგდებდი ქვეყნის დასაცინი და გასარჩევი გახადე თქვენი ოჯახის ამბები არადა მშვიდად ადამიანურად რომ ყოფილიყავი ....ვფიქრობ ერთადაც იქნებოდით

???????????????
23

ნიკას მოცემული ფულებით ნიკას უჩივი და ადვოკატებს ქირაობ?????????? ნიკას მოცემული ფულებით იმენნა გულაობ და სხვას და სხვებსაც აგულავებ და უჩივი უფრო მეტი მომეციო ?????????? რისი ღირსიც ხარ ყველამ იცის..............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო... არცერთი ქალი არ რეკავს პოლიციაში, როცა მარტოა უცხო ქვეყანაში" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი?

"ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო... არცერთი ქალი არ რეკავს პოლიციაში, როცა მარტოა უცხო ქვეყანაში" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი?

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებასა და ხათუნა ხარჩილავას მიერ ამ გადაწყვეტილების დასაბუთებას ეხმაურება.

"არაიურისტებისთვის, მოკლედ რომ შევაჯამოთ, რატომ არ დაადგინა ძალადობა:

1. მსხვერპლმა დაზიანებების ფოტოები რომ გადაიღო, იქ მისი სახე არ ჩანდაო ("ფორმულას" ჩანაწერი 54-ე წუთი) - ანუ, ამის მერე, სელფებია საჭირო. როცა გცემენ და დალურჯებას გადაიღებთ - თან უნდა გაიღიმოთ და “ჩიიზ” თქვათ.

2. ძალადობის მერე, რამდენიმე საათში დაბადების დღეზე წასვლის და გაღიმების უნარი არ უნდა ჰქონოდაო (49-ე წუთი) - ანუ როცა იძალადებენ, მერე ინსტრუქციაა როგორ უნდა მოიქცეთ. თუ სადმე გაიღიმებთ, ესე იგი არ გეტკინათ და დაივიწყეთ გასაჩივრება.

3. ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო ანუ, 911 -ზე რატომ არ დარეკა. ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს: ჯერ ერთი, არცერთი ქალი არ რეკავს პოლიციაში, როცა შეშინებულია და მარტოა, უცხო ქვეყანაში.

4. თუ პოლიციაში არ მიჰქონდა ის ჩანაწერი, მაშინ რატომ იღებდაო (47-ე წუთი)- ანუ, მსხვერპლო ქალებო, არ შეაგროვოთ მტკიცებულებები თუ მაშინვე პოლიციაში არ წაიღებთო.

5. დაზიანებებს სასწრაფოს ექიმმა სხვა სახელი (ექსკორიაცია) რომ უწოდა და ექსპერტიზამ სისხლნაჟღენთი - რა არის ეს ორი სათაური, ეტყობა, საერთოდ ბავშვის უხერხულად ხელში ჭერისგან გაუჩნდაო (59-ე).

კადრებში არ ჩანს, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ ასე ყოფილიყოო. აქ ბავშვიანებმა მოიფიქრეთ, ბავშვი ისე როგორ უნდა დაიჭირო, რომ სისხლნაჟღენთები გაგიჩნდეს.

სხვა უამრავ საოცრებაზე მერე დავწერ.

"რამდენად არის გამართლებული პოლიციისთვის დაგვიანებით მიმართვა" (47-ე წუთი) მოსამართლე სვამს კითხვას - ოჯახში ძალადობასთან თუ ოდესმე შეხება გქონია, სიმწრით გაგეცინება ამაზე. ხანდახან ჯობია იურისტი არც იყო, რომ ამ მსჯელობის უკანონობა ბოლომდე ვერ გაიგო" - წერს ადვოკატი.

ცნობისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მიიღო გამამართლებელი ვერდიქტი. ისაუბრა რამდენიმე ეპიზოდზე, მათ შორის სასტუმროში გადაღებულ ვიდეოჩანაწერსა და ამერიკაში მომხდარ ფაქტზე.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარუდგინა, რომელიც დაადგენდა, ნამდვილად ასახავდა თუ არა ჩანაწერი ძალადობას.

"ეს ვიდეოჩანაწერი გახდა სპეკულაციის ნაწილი, ბრალდების მხარე ბრძანებდა, რომ ჩანს ამ ჩანაწერში ძალადობა, დაცვა ბრძანებდა, რომ ძალადობა არ ჩანს. სიმართლე გითხრათ, ობიექტური დამკვირვებლის თვალში აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ძალადობის ფაქტი არ ჩანს" - აღნიშნა მოსამართლემ.

ამასთან, მოსამართლის განცხადებით, არსებობს ჩანაწერის თანადროული ფოტო, რომელშიც ნელი დოროყაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ ჩანს.

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრალის ეკონომიკური დანაშაულის ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის ფაქტი.

"დაზარალებული ბრძანებდა, რომ თანაცხოვრების პირობებში მასზე მისი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი ახორციელებდა ეკონომიკურ ძალადობას, უბლოკავდა მას შესაბამის „კარტას“ და იგი იძულებული ხდებოდა, რომ დახმარება მიეღო მეგობრებისგან, ახლობლებისგან და განსაკუთრებით საყურადღებოა ამერიკის ეპიზოდი. დაზარალებული ბრძანებდა, რომ აშშ-ში ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას დაუბლოკა ბარათი და იგი იძულებული გახდა დახმარება მიეღო მამის მეგობრის მხრიდან. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩვენ მოვისმენდით იმ პირის ვინაობას, ვინ იყო მამის მეგობარი, რამეთუ დაცვის მხარე, რომელიც ატარებს ალტერნატიულ გამოძიებას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ეს მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს, თუმცა სასამართლოს გასაოცრად, არაერთი მოწოდების მიუხედავად დაზარალებულმა არ დაასახელა ამ ადამიანის სახელი და გვარი. შესაბამისად იმთავითვე გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაში" - აღნიშნა ხათუნა ხარჩილავამ.