სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სულ მჯეროდა ინტუიციურად მისი უდანაშაულობის და ეს დღეს სასამართლომ დაამტკიცა!” - რას წერს ნინი შერმადინი ბასილაშვილზე?
“პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სულ მჯეროდა ინტუიციურად მისი უდანაშაულობის და ეს დღეს სასამართლომ დაამტკიცა!” - რას წერს ნინი შერმადინი ბასილაშვილზე?

მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის სჯე­რო­და.

"ჩემი ჰო­როს­კო­პი­დან და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თით­ქმის არას­დროს შემ­შლია ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოც­ნო­ბა. ერთი პე­რი­ო­დი მარ­თლა ვი­ფიქ­რე ნუთუ მარ­თლა შე­იძ­ლე­ბა ესე­თი სათ­ნო და და­ლა­გე­ბუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბის ტიპი მარ­თლა ასე­თი სა­დის­ტი იყოს თქო. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ყვე­ლა ქალი ვინც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე ძა­ლი­ან მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს, გა­ნურ­ჩევ­ლად ტი­ტუ­ლე­ბი­სა და მდგო­მა­რე­ო­ბი­სა!

ამა­ზე ყვე­ლა ერ­თად ვთან­ხმდე­ბით, რომ არა ძა­ლა­დო­ბას! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ბიჭს მე პი­რა­დად არ ვიც­ნობ, სულ მჯე­რო­და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და ეს დღეს სა­სა­მარ­თლომ და­ამ­ტკი­ცა! ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დღეს სა­სა­მარ­ლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნო. ორი­ვეს წარ­მა­ტე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო და მშვი­დი ცხოვ­რე­ბა მო­მა­ვალ­ში.

არა ძა­ლა­დო­ბას!" - წერს ნინი შერ­მა­დი­ნი.

ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ზე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვლი­ეს, მათ შო­რის, და­კი­თხნენ რო­გორც დაც­ვის მხა­რის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. ასე­ვე, ბრალ­დე­ბის მხა­რე გან­მარ­ტავ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა ზუს­ტად თან­ხვედ­რა­ში იყო საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან.

სა­პი­რის­პი­როს აცხა­დებ­და დაც­ვის მხა­რე. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არც ფი­ზი­კურ და არც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინის
1

როგორც იტყვი და დაასკვნი

ზუ რა
5

თუ მოძალადეა, ძალიან ცუდია და დასასჯელია ნამდვილად, მაგრამ მაგ კაცს კი არ ეტყობა მოძალადის არაფერი, ის ქალი კი ყველას თანხაზე მონადირე ჰგონია, ვისაც ვიცნობ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სულ მჯეროდა ინტუიციურად მისი უდანაშაულობის და ეს დღეს სასამართლომ დაამტკიცა!” - რას წერს ნინი შერმადინი ბასილაშვილზე?

“პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სულ მჯეროდა ინტუიციურად მისი უდანაშაულობის და ეს დღეს სასამართლომ დაამტკიცა!” - რას წერს ნინი შერმადინი ბასილაშვილზე?

მომღერალი ნინი შერმადინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობის სჯეროდა.

"ჩემი ჰოროსკოპიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, თითქმის არასდროს შემშლია ადამიანების გამოცნობა. ერთი პერიოდი მართლა ვიფიქრე ნუთუ მართლა შეიძლება ესეთი სათნო და დალაგებული გამომეტყველების ტიპი მართლა ასეთი სადისტი იყოს თქო. ძალიან მეცოდება ყველა ქალი ვინც ძალადობის მსხვერპლია, ყველა მოძალადე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, განურჩევლად ტიტულებისა და მდგომარეობისა!

ამაზე ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ არა ძალადობას! მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიჭს მე პირადად არ ვიცნობ, სულ მჯეროდა ინტუიციურად მისი უდანაშაულობის და ეს დღეს სასამართლომ დაამტკიცა! ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს სასამარლომ უდანაშაულოდ სცნო. ორივეს წარმატება მინდა ვუსურვო და მშვიდი ცხოვრება მომავალში.

არა ძალადობას!" - წერს ნინი შერმადინი.

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.