სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ვიდეოჩანაწერი გახდა სპეკულაციის ნაწილი" - მოსამართლის თქმით, სასტუმროში გადაღებულ ჩანაწერში დოროყაშვილზე ძალადობის ფაქტი არ ჩანს
"ეს ვიდეოჩანაწერი გახდა სპეკულაციის ნაწილი" - მოსამართლის თქმით, სასტუმროში გადაღებულ ჩანაწერში დოროყაშვილზე ძალადობის ფაქტი არ ჩანს

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ობი­ექ­ტუ­რი დამ­კვირ­ვებ­ლის თვალ­ში აშ­კა­რად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ ჩანს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლოს­თვის წარ­დგე­ნილ აშშ-ის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში გა­და­ღე­ბულ ჩა­ნა­წერ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც დო­რო­ყაშ­ვი­ლის თქმით, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან მას­ზე ძა­ლა­დო­ბას ასა­ხავ­და.

მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც და­ად­გენ­და, ნამ­დვი­ლად ასა­ხავ­და თუ არა ჩა­ნა­წე­რი ძა­ლა­დო­ბას.

"ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გახ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის ნა­წი­ლი, ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრძა­ნებ­და, რომ ჩანს ამ ჩა­ნა­წერ­ში ძა­ლა­დო­ბა, დაც­ვა ბრძა­ნებ­და, რომ ძა­ლა­დო­ბა არ ჩანს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ობი­ექ­ტუ­რი დამ­კვირ­ვებ­ლის თვალ­ში აშ­კა­რად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ ჩანს. სა­სა­მარ­თლოს ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და ექ­სპერ­ტი და­ად­გენ­და, ჩან­და თუ არა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი, ამ­გვა­რი ექ­სპერ­ტი­ზა საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად არ იყო საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ ნა­წილ­ში გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტით გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მი­სა­ღე­ბად“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ.

ასე­ვე, მო­სა­მარ­თლის თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბობს მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ იმ დღეს, როცა ჩა­ნა­წე­რია გა­კე­თე­ბუ­ლი, დო­რო­ყაშ­ვი­ლი ნახა, თუმ­ცა მას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ ეტყო­ბო­და.

  • ამას­თან, მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რის თა­ნად­რო­უ­ლი ფოტო, რო­მელ­შიც ნელი დო­რო­ყაშ­ვილს სხე­ულ­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ ჩანს.

"ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ბრძა­ნებს, რომ მას შემ­დეგ, რაც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა და­ტო­ვა სას­ტუმ­როს ნო­მე­რი, ის იყო უკი­დუ­რე­სად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მას ჰქონ­და მცდე­ლო­ბა თვით­მკვლე­ლო­ბის, მცდე­ლო­ბა თუა რა აზ­რე­ბი, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად გვაქვს, რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბაა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მარ­თლაც ტო­ვებს ნო­მერ­ში მარ­ტო ნელი დო­რო­ყაშ­ვილს და ნელი დო­რო­ყაშ­ვილს ჩა­ნა­წე­რი არ მი­აქვს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და ის მი­დის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, სა­დაც მისი ამ სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ობი­ექ­ტუ­რად არ უნდა ჰქო­ნო­და უნა­რი სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ.

რო­გორც იუ­ბი­ლა­რი ამ წვე­უ­ლე­ბის, მოწ­მე ლან­ჩა­ვა გვე­უბ­ნე­ბა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს არ უთ­ქვამს, რომ ის იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. თით­ქმის მთე­ლი ამ და­ბა­დე­ბის დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და, რომ მას ჰყავს ცუდი დე­დამ­თი­ლი, რო­მე­ლიც უხე­შად ერე­ვა მათ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში, უნ­გრევს ოჯახს, თუმ­ცა იქვე სთხოვ­და ლან­ჩა­ვას დახ­მა­რე­ბო­და, რომ და­ედ­გი­ნათ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, რა­მე­თუ „ისე და­ტო­ვა ნო­მე­რი არ ვიცი სად წა­ვი­და, ვღე­ლავ რა­ი­მე არ და­ე­მარ­თო­სო“.

ასე­ვე ეს მოწ­მე ბრძა­ნებს, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვილს ტან­საც­მლით და­უ­ფა­რავ ად­გილ­ზე და­ზი­ა­ნე­ბის არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ ემ­ჩნე­ო­და, არა­და ლო­გი­კუ­რად მას და­ზი­ა­ნე­ბა უნდა ჰქო­ნო­და, მას­ზე ძა­ლა­დობ­დნენ ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით და 20 კი­ლო­ი­ა­ნი ჩან­თით.

გვაქვს ფოტო, რო­მე­ლიც გა­მო­იკ­ვლია დაც­ვის მხა­რემ ამ ფო­ტოს მი­ხედ­ვით, ამ შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა ერთ-ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ სას­ტუმ­როა. ჩანს კარ­გად თით­ქმის მთე­ლი მისი სხე­უ­ლი, სახე, ყელი, ხე­ლე­ბი, აც­ვია მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო, ჩანს თით­ქმის მთელს რა­კურ­სში მისი კი­დუ­რე­ბი, თუმ­ცა არც ამ ფო­ტო­ზე არ ჩანს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ.

მო­სა­მარ­თლის თქმით, სა­ყუ­რა­დღე­ბოა ისიც, რომ „ამ ჩა­ნა­წე­რის წარ­დგე­ნა ხდე­ბა ორი წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ანუ სა­ხე­ზეა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა“.

  • მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ბრა­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ნა­წილ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტით ვერ და­დას­ტურ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი.

"და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბრძა­ნებ­და, რომ თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში მას­ზე მისი მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბას, უბ­ლო­კავ­და მას შე­სა­ბა­მის „კარ­ტას“ და იგი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბო­და, რომ დახ­მა­რე­ბა მი­ე­ღო მე­გობ­რე­ბის­გან, ახ­ლობ­ლე­ბის­გან და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ამე­რი­კის ეპი­ზო­დი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბრძა­ნებ­და, რომ აშშ-ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მას და­უბ­ლო­კა ბა­რა­თი და იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დახ­მა­რე­ბა მი­ე­ღო მა­მის მე­გობ­რის მხრი­დან. სა­სა­მარ­თლოს ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ჩვენ მო­ვის­მენ­დით იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბას, ვინ იყო მა­მის მე­გო­ბა­რი, რა­მე­თუ დაც­ვის მხა­რე, რო­მე­ლიც ატა­რებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გა­მო­ძი­ე­ბას, მას უნდა ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეს მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ა­მოწ­მოს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლოს გა­სა­ოც­რად, არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა არ და­ა­სა­ხე­ლა ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი. შე­სა­ბა­მი­სად იმ­თა­ვით­ვე გაჩ­ნდა ეჭვი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სან­დო­ო­ბა­ში.

ამის სა­პირ­წო­ნედ დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მო­იკ­ვლია სა­ბან­კო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, ამო­ნა­წე­რი ბან­კი­დან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ არა მხო­ლოდ აშშ-ში, არა­მედ იქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­შიც ამ ამო­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით არ ფიქ­სირ­დე­ბა რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე ბა­რა­თის დაბ­ლოკ­ვის ფაქ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად სა­სა­მარ­თლოს გაჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რე წარ­მო­უდ­გენ­და სა­სა­მარ­თლოს სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, იგი­ვე ბან­კი­დან გა­მო­თხო­ვილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას,ს ადაც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ მარ­თა­ლია ამ ან­გა­რი­შებ­ში, ამო­ნა­წე­რებ­ში არ ჩანს დაბ­ლოკ­ვის ფაქ­ტი, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ეს ბა­რა­თი გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში იბ­ლო­კე­ბო­და, თუმ­ცა ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვი­ღეთ, არ იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ნელი დო­რო­ყაშ­ვილს, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს ვი­დეო-აუ­დიო გა­და­ღე­ბებს, აარ­ქი­ვებს მი­მო­წე­რებს, მას შე­ეძ­ლო მი­ნი­მუმ მო­ბა­ილ­ბან­კი­დან ამო­ე­ღო ეს ინ­ფორ­მა­ცია და „და­ს­ქ­რი­ნუ­ლი“ სა­ხით წარ­მო­ედ­გი­ნა სა­სა­მარ­თლო­ზე, თუმ­ცა ეს ასე არ მოხ­და სამ­წუ­ხა­როდ. გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტით ვერ და­დას­ტურ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბო­და ბრა­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ani
0

ინტრიგანი გოგოა

სიმართლე
1

ყველამ ერთად ვნახეთ დოროყას წინასწარ გამიზნული ვიდეოკადრები, სადაც ძალადობა არ ჩანს. უსუსურმა პროკურატურამ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზაც კი არ დანიშნა. მაშინ დარწმუნდებოდა ყველა ბასილა იყო თუ არა იქ და მისი ხმა იყო თუ არა. ე. წ. დაზარალებულის ე. წ. ადვოკატებმა რატომ თვითონ მაინც არ ჩაატარეს? უვიცობის ბუმია ენჯეოებში. 

ბოდიში, რომ მოსამართლე ჭკვიანი აღმოჩნდა და სწორი დასკვნები გააკეთა.

ავტორი:

"ეს ვიდეოჩანაწერი გახდა სპეკულაციის ნაწილი" - მოსამართლის თქმით, სასტუმროში გადაღებულ ჩანაწერში დოროყაშვილზე ძალადობის ფაქტი არ ჩანს

"ეს ვიდეოჩანაწერი გახდა სპეკულაციის ნაწილი" - მოსამართლის თქმით, სასტუმროში გადაღებულ ჩანაწერში დოროყაშვილზე ძალადობის ფაქტი არ ჩანს

სიმართლე გითხრათ, ობიექტური დამკვირვებლის თვალში აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ძალადობის ფაქტი არ ჩანს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ აშშ-ის ერთ-ერთ სასტუმროში გადაღებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილის მხრიდან მასზე ძალადობას ასახავდა.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარუდგინა, რომელიც დაადგენდა, ნამდვილად ასახავდა თუ არა ჩანაწერი ძალადობას.

"ეს ვიდეოჩანაწერი გახდა სპეკულაციის ნაწილი, ბრალდების მხარე ბრძანებდა, რომ ჩანს ამ ჩანაწერში ძალადობა, დაცვა ბრძანებდა, რომ ძალადობა არ ჩანს. სიმართლე გითხრათ, ობიექტური დამკვირვებლის თვალში აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ძალადობის ფაქტი არ ჩანს. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ წარმოდგენილი იქნებოდა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტი დაადგენდა, ჩანდა თუ არა ძალადობის ფაქტი, ამგვარი ექსპერტიზა საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად არ იყო საკმარისი მტკიცებულებები ამ ნაწილში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად“, - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ასევე, მოსამართლის თქმით, საქმეში არსებობს მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ იმ დღეს, როცა ჩანაწერია გაკეთებული, დოროყაშვილი ნახა, თუმცა მას ძალადობის კვალი არ ეტყობოდა.

  • ამასთან, მოსამართლის განცხადებით, არსებობს ჩანაწერის თანადროული ფოტო, რომელშიც ნელი დოროყაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ ჩანს.

"ნელი დოროყაშვილი ბრძანებს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა დატოვა სასტუმროს ნომერი, ის იყო უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მას ჰქონდა მცდელობა თვითმკვლელობის, მცდელობა თუა რა აზრები, თუმცა ამის პარალელურად გვაქვს, რომ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მართლაც ტოვებს ნომერში მარტო ნელი დოროყაშვილს და ნელი დოროყაშვილს ჩანაწერი არ მიაქვს პოლიციის განყოფილებაში და ის მიდის დაბადების დღეზე, სადაც მისი ამ სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე ობიექტურად არ უნდა ჰქონოდა უნარი საათნახევრიანი ძალადობის შემდეგ.

როგორც იუბილარი ამ წვეულების, მოწმე ლანჩავა გვეუბნება, ნელი დოროყაშვილს არ უთქვამს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. თითქმის მთელი ამ დაბადების დღის განმავლობაში ნელი დოროყაშვილი საუბრობდა, რომ მას ჰყავს ცუდი დედამთილი, რომელიც უხეშად ერევა მათ თანაცხოვრებაში, უნგრევს ოჯახს, თუმცა იქვე სთხოვდა ლანჩავას დახმარებოდა, რომ დაედგინათ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილსამყოფელი, რამეთუ „ისე დატოვა ნომერი არ ვიცი სად წავიდა, ვღელავ რაიმე არ დაემართოსო“.

ასევე ეს მოწმე ბრძანებს, რომ ნელი დოროყაშვილს ტანსაცმლით დაუფარავ ადგილზე დაზიანების არანაირი კვალი არ ემჩნეოდა, არადა ლოგიკურად მას დაზიანება უნდა ჰქონოდა, მასზე ძალადობდნენ ხელებით, ფეხებით და 20 კილოიანი ჩანთით.

გვაქვს ფოტო, რომელიც გამოიკვლია დაცვის მხარემ ამ ფოტოს მიხედვით, ამ შესაძლო ძალადობის შემდეგ ნელი დოროყაშვილი იმყოფება ერთ-ერთ დაწესებულებაში, სავარაუდოდ სასტუმროა. ჩანს კარგად თითქმის მთელი მისი სხეული, სახე, ყელი, ხელები, აცვია მოკლე ქვედაბოლო, ჩანს თითქმის მთელს რაკურსში მისი კიდურები, თუმცა არც ამ ფოტოზე არ ჩანს ძალადობის კვალი“, - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ „ამ ჩანაწერის წარდგენა ხდება ორი წლის შემდეგ საქართველოში ანუ სახეზეა დაგვიანებული მიმართვიანობა“.

  • მოსამართლემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრალის ეკონომიკური დანაშაულის ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის ფაქტი.

"დაზარალებული ბრძანებდა, რომ თანაცხოვრების პირობებში მასზე მისი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი ახორციელებდა ეკონომიკურ ძალადობას, უბლოკავდა მას შესაბამის „კარტას“ და იგი იძულებული ხდებოდა, რომ დახმარება მიეღო მეგობრებისგან, ახლობლებისგან და განსაკუთრებით საყურადღებოა ამერიკის ეპიზოდი. დაზარალებული ბრძანებდა, რომ აშშ-ში ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას დაუბლოკა ბარათი და იგი იძულებული გახდა დახმარება მიეღო მამის მეგობრის მხრიდან. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩვენ მოვისმენდით იმ პირის ვინაობას, ვინ იყო მამის მეგობარი, რამეთუ დაცვის მხარე, რომელიც ატარებს ალტერნატიულ გამოძიებას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ეს მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს, თუმცა სასამართლოს გასაოცრად, არაერთი მოწოდების მიუხედავად დაზარალებულმა არ დაასახელა ამ ადამიანის სახელი და გვარი. შესაბამისად იმთავითვე გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაში.

ამის საპირწონედ დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია საბანკო ანგარიშსწორება, ამონაწერი ბანკიდან, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ იქამდე საქართველოშიც ამ ამონაწერების მიხედვით არ ფიქსირდება რომელიმე ეტაპზე ბარათის დაბლოკვის ფაქტი. შესაბამისად სასამართლოს გაჩნდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე წარმოუდგენდა სასამართლოს სხვა მტკიცებულებას, იგივე ბანკიდან გამოთხოვილ მტკიცებულებას,ს ადაც მითითებული იქნებოდა, რომ მართალია ამ ანგარიშებში, ამონაწერებში არ ჩანს დაბლოკვის ფაქტი, თუმცა რეალურად ეს ბარათი გარკვეულ პერიოდში იბლოკებოდა, თუმცა ამგვარი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, არ იქნა წარმოდგენილი. ნელი დოროყაშვილს, რომელიც ახორციელებს ვიდეო-აუდიო გადაღებებს, აარქივებს მიმოწერებს, მას შეეძლო მინიმუმ მობაილბანკიდან ამოეღო ეს ინფორმაცია და „დასქრინული“ სახით წარმოედგინა სასამართლოზე, თუმცა ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის ფაქტი“, - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ცნობისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედებოდა ბრალი.

ნახეთ ასევე: