სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლემ განმარტა, რატომ გამოუტანა ბასილაშვილს გამამართლებელი განაჩენი - "ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად, აუცილებელია ჰქონდეს  სისტემატური ხასიათი"
მოსამართლემ განმარტა, რატომ გამოუტანა ბასილაშვილს გამამართლებელი განაჩენი - "ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად, აუცილებელია ჰქონდეს  სისტემატური ხასიათი"

იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში, როცა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს ნელი დო­რო­ყაშ­ვილს, მაგ­რამ ქმე­დე­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ დას­ჯა­დად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰქონ­დეს სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი

იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა ფა­რულ ვი­დეო-აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებ­ში, როცა ბა­ტო­ნი ნი­კო­ლო­ზი ზოგ­ჯერ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს ნელი დო­რო­ყაშ­ვილს, მაგ­რამ ეს ქმე­დე­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ დას­ჯა­დად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ჰქონ­დეს სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში , - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბი­სა და ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო­ბის შემ­დეგ გან­მარ­ტე­ბის სა­ხით გა­ნა­ცხა­და.

ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რი ჯაჭ­ვი უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად არ არის.

"გა­ვა­კე­თებ მცი­რე გან­მარ­ტე­ბას, თუ რა­ტომ იქნა მი­ღე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ რაში ედე­ბო­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრა­ლი. მას ბრა­ლი ედე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში 2015 წლი­დან 2020 წლის 21 მა­ი­სამ­დე, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით სის­ტე­მა­ტურ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში, დამ­ცი­რე­ბა­ში. ად­გი­ლი ჰქონ­და დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბას და გარ­და ამი­სა პი­რის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად ასე­ვე ად­გი­ლი ჰქონ­და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას და ერ­თგვარ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორს ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ.

და­ვი­წყოთ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყოფ­დით, დიახ, ჩვენ გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც იყო გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი, სა­დაც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი არა­ე­თი­კუ­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს ნელი დო­რო­ყაშ­ვილს. ასე­ვე არის ეპი­ზო­დე­ბი, სა­დაც ის­მის ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა, თუმ­ცა ამის სა­პირ­წო­ნედ ჩვენ გვქონ­და ამა­ვე ვი­დეო-აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბე­ბი ქრო­ნო­ლო­გი­ა­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი და ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს, იყო დამ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და სამ­წუ­ხა­როდ იყო უკი­დუ­რე­სად უხამ­სი სი­ტყვე­ბით მოხ­სე­ნი­ე­ბა.

გარ­და ამი­სა დაც­ვის მხა­რემ საქ­მე­ში ჩა­ა­ტა­რა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დაც­ვამ სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­უდ­გი­ნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მხრი­დან გა­ნი­ცა­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტან­ჯვა. ამ ტან­ჯვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბრალ­დე­ბის ტვირ­თი ერ­თგვა­რად გა­ი­ზარ­და, ბრალ­დე­ბის მხა­რეს ერ­თის მხრივ უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ნამ­დვი­ლად ჩა­ი­დი­ნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა და მე­ო­რის მხრივ ბრალ­დე­ბის მხა­რეს უნდა გა­ე­ბა­თი­ლე­ბი­ნა ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რაც დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­უდ­გი­ნა, თუმ­ცა გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ეს ასე არ მოხ­და.

იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა ფა­რულ ვი­დეო-აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებ­ში, როცა ის­მის, რომ ბა­ტო­ნი ნი­კო­ლო­ზი არა­ერ­თი არა­ე­თი­კუ­რი ტერ­მი­ნე­ბით ზოგ­ჯერ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს ნელი დო­რო­ყაშ­ვილს, მაგ­რამ ეს ქმე­დე­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ დას­ჯა­დად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ჰქონ­დეს სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში. მა­გა­ლი­თად, თუკი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პირ­მა პირს 2017 წელს, შემ­დეგ უკვე 2018 წლის ბო­ლოს, 2019 წლის და­სა­წყის­ში თუკი ისევ აქვს ად­გი­ლი სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ეს არ არის დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სად გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რი ჯაჭ­ვი უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??? ratom aseTi saTauri?
0

ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს, იყო დამ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და სამ­წუ­ხა­როდ იყო უკი­დუ­რე­სად უხამ­სი სი­ტყვე­ბით მოხ­სე­ნი­ე­ბა0, -ანუ ეს ფაქტია, ხომ??? სათაური კი ისეთია, რომ თითქოს ამართლებს დოროყაშვილს... და როცა ჩაწერა დაიწყო, იმ შეურაცხყოფას თვითონ ხომ არ გაუკეთა პროვოცირება???

გიო
0

ვფიქრობ სოწრი და სამართლიანი განაჩენია

ავტორი:

მოსამართლემ განმარტა, რატომ გამოუტანა ბასილაშვილს გამამართლებელი განაჩენი - "ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად, აუცილებელია ჰქონდეს  სისტემატური ხასიათი"

მოსამართლემ განმარტა, რატომ გამოუტანა ბასილაშვილს გამამართლებელი განაჩენი - "ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად, აუცილებელია ჰქონდეს  სისტემატური ხასიათი"

იყო რამდენიმე შემთხვევა ფარულ ჩანაწერებში, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნელი დოროყაშვილს, მაგრამ ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად, აუცილებელია ჰქონდეს სისტემატური ხასიათი

იყო რამდენიმე შემთხვევა ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში, როცა ბატონი ნიკოლოზი ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნელი დოროყაშვილს, მაგრამ ეს ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად, აუცილებელია სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა ხორციელდებოდეს დროის მცირე მონაკვეთში , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენის გამოცხადებისა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ განმარტების სახით განაცხადა.

ხათუნა ხარჩილავას განცხადებით, გამოკვლეული მტკიცებულებებში სისტემატური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებულად არ არის.

"გავაკეთებ მცირე განმარტებას, თუ რატომ იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ რაში ედებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი. მას ბრალი ედებოდა ფსიქოლოგიურ ძალადობაში 2015 წლიდან 2020 წლის 21 მაისამდე, რაც გამოიხატა ბრალის დადგენილების მიხედვით სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დამცირებაში. ადგილი ჰქონდა დადგენილების მიხედვით ეკონომიკურ ძალადობას და გარდა ამისა პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ასევე ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ერთგვარ ფსიქოლოგიურ ტერორს ბრალდებულის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ.

დავიწყოთ სიტყვიერი შეურაცხყოფდით, დიახ, ჩვენ გამოვიკვლიეთ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს. ასევე არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვქონდა ამავე ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ქმედებები ქრონოლოგიაში გამოხატული და ჩანაწერების მიხედვით, თავად ქალბატონი ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება.

გარდა ამისა დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ ტანჯვიდან გამომდინარე ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა, ბრალდების მხარეს ერთის მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორის მხრივ ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს ასე არ მოხდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში, როცა ისმის, რომ ბატონი ნიკოლოზი არაერთი არაეთიკური ტერმინებით ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნელი დოროყაშვილს, მაგრამ ეს ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა ხორციელდებოდეს დროის მცირე მონაკვეთში. მაგალითად, თუკი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პირმა პირს 2017 წელს, შემდეგ უკვე 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში თუკი ისევ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს არ არის დასჯადი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისად გამოკვლეული მტკიცებულებებში სისტემატური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებულად არ არის“, - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ინფორმაციისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.