პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხერსონის ოლქში, სასამართლოსთან, რუსებმა უკრაინელი ექიმი ქალი ჩამოახრჩვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები
ხერსონის ოლქში, სასამართლოსთან, რუსებმა უკრაინელი ექიმი ქალი ჩამოახრჩვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები

ხერ­სო­ნის ოლ­ქის ოკუ­პი­რე­ბულ სკა­დოვ­სკში, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა 56 წლის ქალი ჩა­მო­ახ­რჩეს. უკ­რა­ი­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ გა­ე­გოთ, რა და­ე­მარ­თა ტა­ტი­ა­ნა მუდ­რენ­კოს.

ხერ­სო­ნის ოლ­ქის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სკა­დოვ­სკის მკვიდ­რი ექი­მი 7 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. და­კარ­გუ­ლის ტყუ­პის­ცა­ლი და, ნა­ტა­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" ად­გი­ლობ­რივ ჯგუ­ფებ­ში წერ­და და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა მას აც­ნო­ბა, რომ და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ გა­ა­ჩე­რა "პო­ლი­ცი­ამ" მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც ტა­ტი­ა­ნა და მისი ქმა­რი - ანა­ტო­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

"ამ­ბო­ბენ, რომ ე.წ. პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნას გა­და­უს­წრეს, რაც დამ­პყრობ­ლებს არ მო­ე­წო­ნათ. მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რეს და ცოლ-ქმრის გა­დაყ­ვა­ნა სცა­დეს, თუმ­ცა გარ­შე­მო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მოგ­როვ­და და მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ გა­უშ­ვეს. ორ სა­ათ­ში "პო­ლი­ცია" მათ სახ­ლში შე­ვარ­და, ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს და ტა­ტი­ა­ნას ქმა­რი სცე­მეს. ოჯახს წა­არ­თვეს ორი ვე­ლო­სი­პე­დი და მან­ქა­ნა. ამ დროს ტა­ტი­ა­ნამ და­იყ­ვი­რა: "სკა­დოვ­სკი არა­სო­დეს იქ­ნე­ბა რუ­სე­თის. სკა­დოვ­სკი უკ­რა­ი­ნაა.“ ამის შემ­დეგ ცოლ-ქმარს ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს და წა­იყ­ვა­ნეს.

რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ სახ­ლს ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი უვ­ლი­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ გა­ბე­და წა­სუ­ლი­ყო და ეკი­თხათ, რა და­ე­მარ­თა ცოლ-ქმარს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტა­ნია სკა­დოვ­სკში, სა­სა­მარ­თლოს გვერ­დით ჩა­მო­ახ­რჩვეს. ამის შე­სა­ხებ თვითმხილ­ვე­ლებ­მა და­წე­რეს. ეს შოკი იყო ოჯა­ხის­თვის და მე­გობ­რე­ბის­თვის.

ცნო­ბი­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ დამ­პყრობ­ლებ­მა ტა­ტი­ა­ნას ქმა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რო­მელ­მაც ცო­ლის ცხე­და­რი დაკ­რძა­ლა.

ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი 3 მარტს და­ი­წყო, რო­დე­საც რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი სკა­დოვ­სკში შე­ვიდ­ნენ.

"გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ჩუ­მად იყა­ვით, შე­იძ­ლე­ბა თქვენს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე და­ე­მუქ­რო­სო, მაგ­რამ ტა­ტი­ა­ნამ უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა, არ გა­ჩუ­მე­ბუ­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ო­და, შემ­დეგ კი მომ­წე­რა, რომ მას­თან "ვა­ი­ბე­რით" აღარ მე­კონ­ტაქ­ტა და მხო­ლოდ "ტე­ლეგ­რამ­ზე" მი­მე­წე­რა. ეგო­ნა, რომ იქ ნაკ­ლე­ბად უს­მენ­დნენ. რო­დე­საც ვკი­თხე, თუ რა მოხ­და, მი­თხრა, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, დე­ტა­ლე­ბი არ უთ­ქვამს, მხო­ლოდ თქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შეგ­ვხვდე­ბო­და და მოგ­ვიყ­ვე­ბო­და. თან და­ა­მა­ტა: "ამის­თვის ცო­ცხა­ლი უნდა დავ­რჩეო“, - იხ­სე­ნებს ნა­თე­სა­ვი.

"ის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და დნეპ­რის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სამი წლის წინ კი პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და, რად­გან ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა, ექი­მებს შე­უძ­ლი­ათ ად­რე­უ­ლად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად და­ის­ვე­ნონ. ამის შემ­დეგ სკა­დოვ­სკში თა­ვის ქმარ­თან, ანა­ტო­ლის­თან წა­ვი­და, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­ზღვა­უ­რი იყო. ​​მათ ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ტა­ტი­ა­ნა ზა­ფხულ­ში სა­ბავ­შვო ბა­ნა­კებ­ში ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ობ­და", - ამ­ბობს მე­გო­ბა­რი.

რო­დე­საც სკა­დოვ­სკი და­ი­კა­ვეს, ოჯახს გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა უწევ­და, რად­გან უკ­რა­ი­ნულ პენ­სი­ას ვერ იღებ­დნენ, ბან­კე­ბი არ მუ­შა­ობ­და. ტა­ტი­ა­ნას ჰქონ­და პა­ტა­რა ფერ­მა, ბაღი. ფუნ­თუ­შებ­საც აცხობ­და, ანა­ტო­ლი კი ღვი­ნოს ამ­ზა­დებ­და, პრო­დუქტს ბა­ზარ­ზე ყიდ­დნენ.

"ის არას­დროს მა­ლავ­და უკ­რა­ი­ნულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ვე­ლო­სი­პედ­ზე უკ­რა­ი­ნის პა­ტა­რა დრო­შაც კი ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი. მი­ტინ­გებ­ზე ცრემლსა­დე­ნი გა­ზიც კი შე­ას­ხეს. ძა­ლი­ან ნა­წყე­ნი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო მე­ზობ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის მომ­ხრე­ე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ოკუ­პა­ცი­ის დროს რუ­სე­თის მხა­რე და­ი­კა­ვეს“, - ამ­ბობს მე­გო­ბა­რი.

ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ არ შე­უძ­ლი­ათ ბო­ლომ­დე და­ი­ჯე­რონ, რომ ტა­ტი­ა­ნა ასე სას­ტი­კად მოკ­ლეს რუს­მა დამ­პყრობ­ლებ­მა. ასე­თი სიკ­ვდი­ლი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია!

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდ
26

კაცო ქმარი გაუშვეს და ცოლი ჩამოახრჩვეს? რაღაცა უცნაური ამაბავია. 

ციცი
16

აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რა გააკეთეს რუსებმა 90-იან წლებში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ხერსონის ოლქში, სასამართლოსთან, რუსებმა უკრაინელი ექიმი ქალი ჩამოახრჩვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები

ხერსონის ოლქში, სასამართლოსთან, რუსებმა უკრაინელი ექიმი ქალი ჩამოახრჩვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ სკადოვსკში, რუსმა ოკუპანტებმა 56 წლის ქალი ჩამოახრჩეს. უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ გაეგოთ, რა დაემართა ტატიანა მუდრენკოს.

ხერსონის ოლქის ოკუპირებული სკადოვსკის მკვიდრი ექიმი 7 ოქტომბერს გაუჩინარდა. დაკარგულის ტყუპისცალი და, ნატალია "ფეისბუქის" ადგილობრივ ჯგუფებში წერდა და დახმარებას ითხოვდა. ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მას აცნობა, რომ დაინახა, თუ როგორ გააჩერა "პოლიციამ" მანქანა, რომლითაც ტატიანა და მისი ქმარი - ანატოლი გადაადგილდებოდნენ.

"ამბობენ, რომ ე.წ. პოლიციის მანქანას გადაუსწრეს, რაც დამპყრობლებს არ მოეწონათ. მანქანა გააჩერეს და ცოლ-ქმრის გადაყვანა სცადეს, თუმცა გარშემო უამრავი ადამიანი მოგროვდა და მათი უკმაყოფილების შემდეგ გაუშვეს. ორ საათში "პოლიცია" მათ სახლში შევარდა, ჩხრეკა ჩაატარეს და ტატიანას ქმარი სცემეს. ოჯახს წაართვეს ორი ველოსიპედი და მანქანა. ამ დროს ტატიანამ დაიყვირა: "სკადოვსკი არასოდეს იქნება რუსეთის. სკადოვსკი უკრაინაა.“ ამის შემდეგ ცოლ-ქმარს ბორკილები დაადეს და წაიყვანეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში მათ სახლს ერთ-ერთი მეზობელი უვლიდა, მაგრამ ვერავინ გაბედა წასულიყო და ეკითხათ, რა დაემართა ცოლ-ქმარს.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანია სკადოვსკში, სასამართლოს გვერდით ჩამოახრჩვეს. ამის შესახებ თვითმხილველებმა დაწერეს. ეს შოკი იყო ოჯახისთვის და მეგობრებისთვის.

ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ დამპყრობლებმა ტატიანას ქმარი გაათავისუფლეს, რომელმაც ცოლის ცხედარი დაკრძალა.

ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ყველაფერი 3 მარტს დაიწყო, როდესაც რუსული ჯარები სკადოვსკში შევიდნენ.

"გვეუბნებოდნენ, - ჩუმად იყავით, შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროსო, მაგრამ ტატიანამ უკრაინული პოზიცია დაიკავა, არ გაჩუმებულა. თავდაპირველად აქციებზე დადიოდა, შემდეგ კი მომწერა, რომ მასთან "ვაიბერით" აღარ მეკონტაქტა და მხოლოდ "ტელეგრამზე" მიმეწერა. ეგონა, რომ იქ ნაკლებად უსმენდნენ. როდესაც ვკითხე, თუ რა მოხდა, მითხრა, რომ იდენტიფიცირებული იყო, დეტალები არ უთქვამს, მხოლოდ თქვა, რომ ყველაფერის დასრულების შემდეგ შეგვხვდებოდა და მოგვიყვებოდა. თან დაამატა: "ამისთვის ცოცხალი უნდა დავრჩეო“, - იხსენებს ნათესავი.

"ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დნეპრის ინფექციურ საავადმყოფოში. სამი წლის წინ კი პენსიაზე გავიდა, რადგან ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ექიმებს შეუძლიათ ადრეულად დამსახურებულად დაისვენონ. ამის შემდეგ სკადოვსკში თავის ქმართან, ანატოლისთან წავიდა, რომელიც ყოფილი მეზღვაური იყო. ​​მათ ძალიან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. ტატიანა ზაფხულში საბავშვო ბანაკებში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა", - ამბობს მეგობარი.

როდესაც სკადოვსკი დაიკავეს, ოჯახს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდა, რადგან უკრაინულ პენსიას ვერ იღებდნენ, ბანკები არ მუშაობდა. ტატიანას ჰქონდა პატარა ფერმა, ბაღი. ფუნთუშებსაც აცხობდა, ანატოლი კი ღვინოს ამზადებდა, პროდუქტს ბაზარზე ყიდდნენ.

"ის არასდროს მალავდა უკრაინულ შეხედულებებს. ველოსიპედზე უკრაინის პატარა დროშაც კი ჰქონდა მიმაგრებული. მიტინგებზე ცრემლსადენი გაზიც კი შეასხეს. ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული იყო მეზობლებზე, რომლებიც უკრაინის მომხრეები იყვნენ, მაგრამ ოკუპაციის დროს რუსეთის მხარე დაიკავეს“, - ამბობს მეგობარი.

ახლობლები და მეგობრები ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ ბოლომდე დაიჯერონ, რომ ტატიანა ასე სასტიკად მოკლეს რუსმა დამპყრობლებმა. ასეთი სიკვდილი 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია!

წყარო