საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს” - რა შეიძლება მოხდეს თუ ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური მართლაც ააფეთქეს?
"რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს” - რა შეიძლება მოხდეს თუ ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური მართლაც ააფეთქეს?

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სებ­მა კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის აგ­რე­გა­ტე­ბი და კაშ­ხა­ლი და­ნაღ­მეს. "ევ­რო­პე­ლებს ევ­რო­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ვაც­ნო­ბე მო­რი­გი ტე­რაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც რუ­სე­თი კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­ზე ამ­ზა­დებს", - გა­ნა­ცხა­და მან.

მისი თქმით, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლამ უნდა იმოქ­მე­დოს რუ­სუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

"თუ რუს­მა ტე­რო­რის­ტებ­მა აა­ფეთ­ქეს ეს კაშ­ხა­ლი, მა­შინ 80-ზე მეტი და­სახ­ლე­ბა, მათ შო­რის ხერ­სო­ნი, სწრა­ფი წყალ­დი­დო­ბის ზო­ნა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. შე­საძ­ლოა, ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­დეს. სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გურ­დეს. ახლა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლამ უნდა იმოქ­მე­დოს ძლი­ე­რად და სწრა­ფად, ახა­ლი რუ­სუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. კაშხლის გა­ნად­გუ­რე­ბა მას­შტა­ბურ კა­ტას­ტრო­ფას ნიშ­ნავს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, კა­ხოვ­კას ჰეს­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ტოლ­ფა­სია.

"ახლა ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად - ყვე­ლა ევ­რო­პელ­მა, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ლი­დერ­მა, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ - უნდა ავუხ­სნათ ტე­რო­რის­ტულ სა­ხელ­მწი­ფოს, რომ ასე­თი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­ზე ზუს­ტად იგი­ვეს ნიშ­ნავს, რა­საც მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა. შე­დე­გე­ბი რუ­სე­თის­თვის შე­სა­ბა­მი­სი უნდა იყოს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ამ თე­მა­ზე Twitter-ის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მაც.

"სუ­რო­ვი­კი­ნის ნამ­დვი­ლი გეგ­მა კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­თან მი­მარ­თე­ბით:

1. დამ­ბი­სა და ტრანსფორ­მა­ტო­რე­ბის და­ნაღმვა.

2. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი გაყ­ვა­ნა, არა­ლო­ი­ა­ლუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბა.

3. ტე­რი­ტო­რი­ის დატ­ბორ­ვა, რათა უკ­რა­ი­ნის კონ­ტრი­ე­რი­ში შე­ა­ჩე­რონ და სა­კუ­თა­რი უკან და­ხე­ვა შე­წყვი­ტონ. რუ­სე­თი ტექ­ნო­გე­ნურ კა­ტას­ტრო­ფას ამ­ზა­დებს”, - წერს პო­დო­ლი­ა­კი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
24

უკრაინის ხელისუფლება იმასაც ამტკიცებდა, რომ ზაპაროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურს რუსეთი ბომბავდა... თუმცა არ დადასტურდა ეს ინფორმაცია...

tngh
21

ევროპაში სულ უფრო და ოფრო ნაკლებ ადამიანს სჯერავს მსგავსი ინფორმაციების... მტკიცებულებების გარეშე. ამის გამო, უკრაინის მხარდამჭერთა რიცხვიც მცირდება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს” - რა შეიძლება მოხდეს თუ ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური მართლაც ააფეთქეს?

"რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს” - რა შეიძლება მოხდეს თუ ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური მართლაც ააფეთქეს?

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს. "ევროპელებს ევროსაბჭოს სხდომაზე ვაცნობე მორიგი ტერაქტის შესახებ, რომელსაც რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ამზადებს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს რუსული ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

"თუ რუსმა ტერორისტებმა ააფეთქეს ეს კაშხალი, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება. შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაზარალდეს. სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალმომარაგება შეიძლება განადგურდეს. ახლა მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს ძლიერად და სწრაფად, ახალი რუსული ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. კაშხლის განადგურება მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კახოვკას ჰესზე ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია.

"ახლა ჩვენ ყველამ ერთად - ყველა ევროპელმა, მსოფლიოს ყველა ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ - უნდა ავუხსნათ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ ასეთი ტერორისტული თავდასხმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ზუსტად იგივეს ნიშნავს, რასაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. შედეგები რუსეთისთვის შესაბამისი უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამ თემაზე Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმაც.

"სუროვიკინის ნამდვილი გეგმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით:

1. დამბისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა.

2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება.

3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”, - წერს პოდოლიაკი.

იხილეთ ასევე: