პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოლოდინი გვაქვს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი?
"მოლოდინი გვაქვს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი?

ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ნა­თია გუ­რუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რეს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მო­ლო­დი­ნი აქვს.

გუ­რუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, დას­კვნით სი­ტყვა­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დაც­ვის მხა­რის მიერ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"დღეს დაც­ვის მხა­რის დას­კვნი­თი სი­ტყვა მო­ვის­მი­ნეთ და მინ­და გი­თხრათ, რომ დაც­ვის მხა­რის და­ახ­ლო­ე­ბით, 5-სა­ა­თი­ან დას­კვნით სი­ტყვა­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ჩე­ნი­ლი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მით. ბრალ­დე­ბის მხა­რემ დას­კვნი­თი სი­ტყვის ეტაპ­ზე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სა, თუ რა­ტომ არის თი­თო­ე­ულ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, სა­სა­მარ­თლო ნამ­დვი­ლად სწორ ანა­ლიზს გა­უ­კე­თებს წარ­მოდ­გე­ნილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა. დაც­ვის მხა­რე სა­უბ­რობს ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მხრი­დან თით­ქოს, სის­ტე­მა­ტურ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვად დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას ჩვე­ნე­ბით არის ეს ფაქ­ტი გა­მო­რი­ცხუ­ლი. ეს გახ­ლავთ ერთ-ერთი იმ უზუს­ტო­ბა­თა­გა­ნი, ამას­თან არის საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც ადას­ტუ­რებს, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და შემ­თხვე­ვის დროს, კონ­კრე­ტუ­ლი მოწ­მე, რო­მე­ლიც სა­უბ­რობს, თით­ქოს თვითმხილ­ვე­ლი იყო, ფი­ზი­კუ­რად ვერ იქ­ნე­ბო­და კონ­კრე­ტულ დღეს და დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ეს რამ­დე­ნი­მეა უზუს­ტო­ბა­თა­გან და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბის მცდე­ლო­ბა, თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლო იმის­თვი­საა, სწო­რად გა­უ­კე­თოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შე­ფა­სე­ბა და ანა­ლი­ზი.

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა თან­ხვედ­რა­შია, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან, ასე­ვე დაც­ვის მხა­რის წარ­მოდ­გე­ნილ ობი­ექ­ტურ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რულ­მა.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­სა­მარ­თლე გა­ნა­ჩენს დღეს, 21 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ა­ცხა­დებს.

სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ დას­რულ­და და მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად სა­თათ­ბი­როდ გა­ვი­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იურისტი
10

დიდის ალბათობით არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება, მტკიცებულებათა სტანდარტი მნიშვნელოვანია დღეს აღარ არის ის დრო როცა პროკურორის დაკვეთით დაუსაბუთებელ განაჩენებს იღებდნენ.

ვახ
10

რატომ გაქ მაგის მოლოდინი შე არასწორო

ავტორი:

"მოლოდინი გვაქვს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი?

"მოლოდინი გვაქვს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი?

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

გურულის განმარტებით, დასკვნით სიტყვაში მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ დამახინჯებული ფორმით იყო წარმოდგენილი.

"დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოვისმინეთ და მინდა გითხრათ, რომ დაცვის მხარის დაახლოებით, 5-საათიან დასკვნით სიტყვაში მტკიცებულებები წარმოჩენილი იყო აბსოლუტურად დამახინჯებული ფორმით. ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე არგუმენტირებულად შეაფასა, თუ რატომ არის თითოეულ ბრალდებასთან დაკავშირებით დადასტურებული მტკიცებულებებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, სასამართლო ნამდვილად სწორ ანალიზს გაუკეთებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბუნებრივია, მოლოდინი გვაქვს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. დაცვის მხარე საუბრობს ნელი დოროყაშვილის მხრიდან თითქოს, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ამასთან დაკავშირებით, თავად დაცვის მხარის მტკიცებულებით ნატალია ნაჭყებიას ჩვენებით არის ეს ფაქტი გამორიცხული. ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ უზუსტობათაგანი, ამასთან არის საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილის და შემთხვევის დროს, კონკრეტული მოწმე, რომელიც საუბრობს, თითქოს თვითმხილველი იყო, ფიზიკურად ვერ იქნებოდა კონკრეტულ დღეს და დროს შემთხვევის ადგილზე, ეს რამდენიმეა უზუსტობათაგან და ინფორმაციის დამახინჯების მცდელობა, თუმცა, სასამართლო იმისთვისაა, სწორად გაუკეთოს მტკიცებულებებს შეფასება და ანალიზი.

ნელი დოროყაშვილის ჩვენება თანხვედრაშია, როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, ასევე დაცვის მხარის წარმოდგენილ ობიექტურ მტკიცებულებებთან“, - განაცხადა გურულმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს, 21 ოქტომბერს გამოაცხადებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

იხილეთ ასევე: