თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი ვაკის პარკის ტრაგედიას და იმ აჟიოტაჟს ეხმაურება, რომელიც გადარჩენილ ლაზარე ლობჟანიძესთან დაკავშირებით ატყდა.
მისი თქმით, ამორალური საქციელია, როცა ტრაგედიას გადარჩენილ ბავშვებს "ქოც და არაქოც ბავშვებად ყოფენ".
"მე გოგოს დედა ვარ და ძალიან მიჭირდა მეთქვა ან დამეწერა გოგოზე, რომელიც ცაში გაფრინდა. ტრაგედიამ, რომელსაც სახელი არ აქვს, ბევრი რამე შეცვალა ჩვენს გარშემო.
ადვილი არ არის დავწერო გმირ ბავშვზე, რომელმაც უპირობო მეგობრობისა და ადამიანობის საოცარი ისტორია შექმნა. და ამ ყველაფრის ირგვლივ, ხედავდე ჩვენი დროის ზრდასრულ ანტიგმირებს, დაცლილებს მორალისგან.
ჩასაფრებულებს, ტრაგედიების ხარჯზე პარტიულ ხმებზე მონადირეებს. როგორ უნდა შეძლო, ტრაგედიის დღეს, გაპრანჭული იჯდე ეთერში და უმტკიცებდე ხალხს, რომ შენი პარტია უკეთესია და ჯობია სხვას?! როგორ უნდა შეძლო, სიკვდილს გადარჩენილი ბავშვები დაყო ქოც და არაქოც ბავშვებად?!
როგორ უნდა შეძლო, ტრაგედია გამოიყენო როგორც შანსი, გაცოცხლდე პოლიტიკურად. არავინ გაურბის პასუხისმგებლობას,არავინ გაურბის კითხვებზე პასუხების გაცემას! გამორჩეულად უნამუსოები ხართ ბავშვების ის "გულშემატკივრები", ვინც ეთერებიდან ვერ გამოხვედით და ვერ მოიცალეთ ერთხელ მაინც მოგენახულებინათ კლინიკაში პატარა ლაზარე, რომელიც სიკვდილს გადაურჩა.
ეს ხალხი, ხვალ და ზეგ, გააგრძელებს ქვეყნისა და თბილისის "გულშემატკივრობას" ოპოზიციის სტატუსს ამოფარებულები. მე გოგოს დედა ვარ და ბოდიში, განსაკუთრებული ემოციები მაქვს გოგო ბავშვების მიმართ" - წერს ნიბლოშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ 9 პირი დააკავა.
ნახეთ ასევე:
გაგახარებთ ღმერთი მოვისვენე .. ამაზე მეტი ამ შტერ ქალზე რა უნდა დავწერო.. აჯობა ბოლქვაძეს. არ გამომივიდა კალაძის დამცველი!? ბავშვები თავად დაავიწყდა და გამწარებული იცავს კალაძეს. დაწინაურება უნდა და ქულებს იწერს აბა რაააა
ზარნაძე, თუ ნიბლოშვილი ( ეს საიდან გამოჩხრიკეს.). მაგარი რჩევა მიუციათ.. უმტრეს! კი გადაიღო ფოტოები ბავშვმა. რათ უნდოდა ამას ამდენი აჟიოტაჟი. სუყველა ვწუხდით როდესაც ექიმებმა თქვეს (არ დავკონკრეტდები) რომ ბავშვებეს ჯანმრთელობის ხარვეზები აქვთ და ეს ტინგიცობა (ვგულიხმობ ამდენ პიარს.. კაკაძე ხელფასს არ იღებს, ქველმოქმედია, ვაი ჩვენი ბრალი, დღე და ღამე არ ძინავს ბავშვების დარდით და ახლა ბავშვების ჟრიამული მოგვინდომა. ნეტა რომლი ბავშვების, პარზში რომ სეირნობენ? თუ ბარაკებიდან რომ გამოყარა!??? ვკითხოთ ნიბლოშვილს. ან თავად რას გვიკეთებს. დაანებოს კალიაძის დაცვას თავი საკუთარ თავს მიხედოს და არა ზრდასრულ ანტიგმირებს. თავად გმირი რომ გონია თავი ამ ურეპუტაციო საკრებულოს გმირი.