მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდხანს ვფიქრობდი, დამედო თუ არა ვიდეო, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკლს" - ვინ არის ულამაზესი ზუგდიდელი მოცეკვავე, რომლის ვიდეოს ნახევარ მილიონამდე მოწონება აქვს
"დიდხანს ვფიქრობდი, დამედო თუ არა ვიდეო, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკლს" - ვინ არის ულამაზესი ზუგდიდელი მოცეკვავე, რომლის ვიდეოს ნახევარ მილიონამდე მოწონება აქვს

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ანუ­კა ჩი­ქო­ვა­ნის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა გავ­რცელ­და, რო­მელ­საც რე­კორ­დუ­ლი ნახ­ვა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოყ­ვა... ანუ­კა ჩი­ქო­ვა­ნი ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რობს, ჰყავს მე­უღ­ლე და ოთხი წლის შვი­ლი, და­ნარ­ჩენ­ზე კი უფრო ვრცლად თა­ვად გვე­სა­უბ­რა...

- და­ვი­ბა­დე 1998 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს ზუგ­დიდ­ში... ხე­ლოვ­ნე­ბა პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე მხიბ­ლავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვა, რა­შიც უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს ბა­ბუ­ას - ომარ ჩი­ქო­ვანს. იგი "აფხა­ზე­თის" სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში მოღ­ვა­წე­ობ­და, ასე­ვე ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­ლდათ. უსა­ზღვროდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. მის­მა ღვაწლ­მა ჩემ­ზე უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია, რა­მაც შექ­მნა ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც დღეს ში­ნა­გა­ნად ჩემ­ში ცო­ცხლობს. მახ­სოვს, რო­გორ მას­წავ­ლი­და ბა­ბუა ცეკ­ვის ან­ბანს და რო­გორ ვე­ჯიბ­რე­ბო­დით მე და ჩემი ძმა ერ­თმა­ნეთს, თუ რო­მე­ლი აჯო­ბებ­და და და­იმ­სა­ხუ­რებ­და შე­ქე­ბას კარ­გად შეს­რუ­ლე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასა­კი­დან ვი­ყა­ვი ამ სფე­რო­ში.

თურ­მე თა­ვი­დან­ვე კარ­გად ვი­ცო­დი, რა უნდა მე­კე­თე­ბი­ნა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა. ბა­ბუ­ას სურ­ვი­ლი და ჩემი უდი­დე­სი მო­თხოვ­ნა იყო და­მე­წყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ცეკ­ვის შეს­წავ­ლა, რად­გან ბა­ბუ­ას­თან ვერ ვა­ხერ­ხებ­დი შორი მან­ძი­ლის გამო სი­ა­რულს. თა­ნაც ბა­ბუა თვლი­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ქალს ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩემ­თვის ცეკ­ვა, რად­გან სა­თა­ნა­დო შე­დე­გი მქო­ნო­და. 2009 წელს 11 წლი­სა მი­მიყ­ვა­ნეს ბავ­შვთა ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ “იმედ­ში”, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არი­ან - ლე­ვან ფი­ფია და ნანა შა­ნა­ვა. ამ ან­სამ­ბლმა არა­ერ­თი თა­ო­ბა აღ­ზარ­და, რომ­ლე­ბიც დღეს ან­სამ­ბლის და ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის სი­ა­მა­ყე არი­ან. მეც ვა­მა­ყობ, რომ ამ დიდი ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი ვი­ყა­ვი, სა­დაც ჩემი ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო ოთხი წელი გა­ვა­ტა­რე...

- თქვე­ნი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, რომ გა­რეგ­ნო­ბით და ცეკ­ვით გა­მორ­ჩე­უ­ლი ხართ...

- მინ­და აღ­ვნიშ­ნო რომ არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. პი­რი­ქით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მათ­ზე სუს­ტი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა იმ­დე­ნად ძლი­ერ მინ­დო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და ოღონ­დაც ჩემს ქო­რე­ოგ­რაფს სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი ეთ­ქვა, შე­მეძ­ლო სა­ა­თო­ბით ვმდგა­რი­ყა­ვი სარ­კის წინ და და­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა თი­თო­ე­უ­ლი ნაკ­ლი, რა­ზეც ქო­რე­ოგ­რა­ფი მი­მი­თი­თებ­და. ამ გა­მოც­დი­ლე­ბით, ვი­ტყო­დი, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს და შრო­მა აუ­ცი­ლებ­ლად და­ფას­დე­ბა! დიახ, ხში­რად მსმე­ნია, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი მაქვს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ არ ვიყო ერ­თფე­რო­ვა­ნი და მო­სა­წყე­ნი. მეც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის და სტი­ლის მო­ცეკ­ვა­ვე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვა­ფა­სებ და თვალს ვა­დევ­ნებ, რად­გან სი­ახ­ლე­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გა­რეგ­ნო­ბას, მე არა­ფე­რი მეთ­ქმის, ეს ხალ­ხის აზ­რია, მათი ხედ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს, უმე­ტეს­წი­ლად ხალ­ხი­დან და­დე­ბით რე­აქ­ცი­ებს ვი­ღებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი თან მა­ხა­რებს, თუმ­ცა იმის მა­გივ­რად, რომ სი­ა­მა­ყით ვივ­სე­ბო­დე, ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან ვპა­ტა­რავ­დე­ბი და თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ, რად­გან არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა კმა­ყო­ფი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემი შეს­რუ­ლე­ბით... მუდ­მი­ვად ვებ­რძვი ჩემს თავს, რომ ბევ­რად კარ­გი შე­დე­გი დავ­დო. შე­იძ­ლე­ბა გა­რეგ­ნუ­ლად არ ჩან­დეს ასე, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად რო­გორც ვგრძნობ და არის, იმას ვამ­ბობ.

- დღეს ხე­ლო­ვა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დია... ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი შეგ­ხვდათ?

- კო­ვიდ პან­დე­მია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის. ჩვენ სრუ­ლი­ად სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, რო­დე­საც ჩვენს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით. ეს პე­რი­ო­დი იყო უდი­დე­სი სტრე­სი, შიში იმი­სა, რომ ვკარ­გავ­დი ჩემს მთელ ნაშ­რომს, რაც კი მი­კე­თე­ბია. დრო დამ­ჭირ­და რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვეს, ენერ­გია აღ­მედ­გი­ნა და სა­თა­ნა­დო ფორ­მა­ში მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ასე­ვე რო­გორც ქო­რე­ოგ­რაფ­მა დავ­კარ­გე ბავ­შვე­ბის ის ნა­კა­დი, რომ­ლებ­შიც უდი­დე­სი შრო­მა მქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი. იგი­ვე გა­მო­ი­ა­რა თით­ქმის ყვე­ლა ქო­რე­ოგ­რაფ­მა თუმ­ცა მად­ლო­ბა უფალს, ყვე­ლა­ფერს ვუმკლავ­დე­ბით და ისევ ისე­თი შე­მარ­თე­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენს სა­ა­მა­ყო საქ­მი­ა­ნო­ბას. ქარ­თველ ხალ­ხს უდი­დე­სი სა­გან­ძუ­რი გვხვდა წი­ლად, რა­საც ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფია ჰქვია! სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ფას­დე­ბა, არ ექ­ცე­ვა სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ. ეს კი ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად გვტკი­ვა.

- დღეს სად მოღ­ვა­წე­ობთ?

- 2018 წლი­დან დღემ­დე ვარ წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრთან არ­სე­ბულ ბავ­შვთა ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ “მა­მულ­ში”. ან­სამ­ბლს მი­ღე­ბუ­ლი აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მრა­ვალ ფეს­ტი­ვალ­სა თუ კონ­კურ­სში. ან­სამ­ბლი "მა­მუ­ლი" თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას საკ­მა­ოდ ღირ­სე­უ­ლად და წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებს. ზო­გა­დად ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამ­დენ ბავ­შვთან, მშო­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ყვე­ლას სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მა და გა­გე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს კი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვუმკლავ­დე­ბი. ვას­წავ­ლით ბავ­შვებს სწორ ხედ­ვას, კულ­ტუ­რას, დის­ციპ­ლი­ნას, ქცე­ვის ეტი­კეტს, თუ რა და რო­გორ შეშ­ვე­ნის ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს... ვას­წავ­ლით მე­გობ­რო­ბას გა­ნურ­ჩევ­ლად და სიყ­ვა­რულს, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­ღე­ბას იმი­სა, თუ რას იმ­სა­ხუ­რებს. ზუგ­დიდ­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ზუგ­დიდ­ში უფრო რთუ­ლია სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან ვი­წყებ მოღ­ვა­წე­ო­ბას ჩემს ქა­ლაქ­ში, სა­დაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ველი ჩემს ახალ მოს­წავ­ლე­ებს.

- გვი­ამ­ბეთ რო­გორ გა­და­ი­ღეთ ვი­დეო, რო­მელ­მაც ნახ­ვე­ბის და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის რე­კორ­დი მოხ­სნა?

- მო­ცეკ­ვა­ვე პო­ე­ტი­ვი­თაა, ჩვენ­თვის მუზა მთა­ვა­რია. რო­დე­საც მუზა მო­დის, ისე­თი რა­მის შექ­მნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რა­საც მა­გა­ლი­თად ერთი წუ­თის წინ არ იფიქ­რებ­დი და არც მო­გა­ფიქ­რდე­ბო­და, რომ ეს გა­გე­კე­თე­ბი­ნა...მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ცეკ­ვა ქარ­თუ­ლი სწო­რედ ამ ჩა­ნა­წერ­ში შე­ვას­რუ­ლე პირ­ვე­ლად ყო­ველ­გვა­რი და­მუ­შა­ვე­ბის გა­რე­შე. ვიქ­ტორ დო­ლი­ძის უმ­შვე­ნი­ე­რეს კომ­პო­ზი­ცი­ას ვუს­მენ­დი. სწო­რედ ამ კომ­პო­ზი­ცი­ამ და­მა­ინ­ტე­რე­სა, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად და კარ­გად შევ­ძლებ­დი ქარ­თუ­ლი კლა­სი­კის შეს­რუ­ლე­ბას. არ მე­გო­ნა თუ ამ­დენ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას და მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებ­და ჩემს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა. პი­რი­ქით, დიდ­ხანს ვორ­ჭო­ფობ­დი და­მე­დო თუ არა, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი თი­თო­ე­ულ ნაკლს. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ცეკ­ვაა იმ ცეკ­ვებს შო­რის, რაც კი შე­მის­რუ­ლე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოხ!
3

ვინაა ეს ლამაზისეული?

ვაი ტქვენს პატრონს!ვითომ ჟურნალისტებო
1

და სად არის მისი ვიდეო ?

ავტორი:

"დიდხანს ვფიქრობდი, დამედო თუ არა ვიდეო, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკლს" - ვინ არის ულამაზესი ზუგდიდელი მოცეკვავე, რომლის ვიდეოს ნახევარ მილიონამდე მოწონება აქვს

"დიდხანს ვფიქრობდი, დამედო თუ არა ვიდეო, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკლს" - ვინ არის ულამაზესი ზუგდიდელი მოცეკვავე, რომლის ვიდეოს ნახევარ მილიონამდე მოწონება აქვს

რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ანუკა ჩიქოვანის შესრულებული ქართული ცეკვა გავრცელდა, რომელსაც რეკორდული ნახვა და აღფრთოვანება მოყვა... ანუკა ჩიქოვანი ზუგდიდში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ოთხი წლის შვილი, დანარჩენზე კი უფრო ვრცლად თავად გვესაუბრა...

- დავიბადე 1998 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში... ხელოვნება პატარა ასაკიდანვე მხიბლავდა, განსაკუთრებით კი ქართული ხალხური ცეკვა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ბაბუას - ომარ ჩიქოვანს. იგი "აფხაზეთის" სახელმწიფო ანსამბლში მოღვაწეობდა, ასევე ქორეოგრაფი გახლდათ. უსაზღვროდ შეყვარებული იყო თავის საქმიანობაზე. მისმა ღვაწლმა ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია, რამაც შექმნა ის ყველაფერი, რაც დღეს შინაგანად ჩემში ცოცხლობს. მახსოვს, როგორ მასწავლიდა ბაბუა ცეკვის ანბანს და როგორ ვეჯიბრებოდით მე და ჩემი ძმა ერთმანეთს, თუ რომელი აჯობებდა და დაიმსახურებდა შექებას კარგად შესრულებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პატარა ასაკიდან ვიყავი ამ სფეროში.

თურმე თავიდანვე კარგად ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა მთელი ჩემი ცხოვრება. ბაბუას სურვილი და ჩემი უდიდესი მოთხოვნა იყო დამეწყო პროფესიონალურად ცეკვის შესწავლა, რადგან ბაბუასთან ვერ ვახერხებდი შორი მანძილის გამო სიარულს. თანაც ბაბუა თვლიდა აუცილებელი იყო ქალს ესწავლებინა ჩემთვის ცეკვა, რადგან სათანადო შედეგი მქონოდა. 2009 წელს 11 წლისა მიმიყვანეს ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ “იმედში”, რომლის ხელმძღვანელები არიან - ლევან ფიფია და ნანა შანავა. ამ ანსამბლმა არაერთი თაობა აღზარდა, რომლებიც დღეს ანსამბლის და ქორეოგრაფების სიამაყე არიან. მეც ვამაყობ, რომ ამ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, სადაც ჩემი ბავშვობის საუკეთესო ოთხი წელი გავატარე...

- თქვენი ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ გარეგნობით და ცეკვით გამორჩეული ხართ...

- მინდა აღვნიშნო რომ არ გამოვირჩეოდი სხვა მოსწავლეებისგან. პირიქით შეიძლება ითქვას, მათზე სუსტი ვიყავი. თუმცა იმდენად ძლიერ მინდოდა ეს ყველაფერი და ოღონდაც ჩემს ქორეოგრაფს საქებარი სიტყვები ეთქვა, შემეძლო საათობით ვმდგარიყავი სარკის წინ და დამემუშავებინა თითოეული ნაკლი, რაზეც ქორეოგრაფი მიმითითებდა. ამ გამოცდილებით, ვიტყოდი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და შრომა აუცილებლად დაფასდება! დიახ, ხშირად მსმენია, რომ გამორჩეული სტილი მაქვს. ყველანაირად ვცდილობ არ ვიყო ერთფეროვანი და მოსაწყენი. მეც ინდივიდუალური შესაძლებლობის და სტილის მოცეკვავეებს განსაკუთრებულად ვაფასებ და თვალს ვადევნებ, რადგან სიახლეების მოყვარული ვარ. რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, მე არაფერი მეთქმის, ეს ხალხის აზრია, მათი ხედვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ინდივიდუალური გემოვნება გვაქვს, უმეტესწილად ხალხიდან დადებით რეაქციებს ვიღებ. ეს ყველაფერი თან მახარებს, თუმცა იმის მაგივრად, რომ სიამაყით ვივსებოდე, შინაგანად ძალიან ვპატარავდები და თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან არ ყოფილა შემთხვევა კმაყოფილი ვყოფილიყავი ჩემი შესრულებით... მუდმივად ვებრძვი ჩემს თავს, რომ ბევრად კარგი შედეგი დავდო. შეიძლება გარეგნულად არ ჩანდეს ასე, მაგრამ შინაგანად როგორც ვგრძნობ და არის, იმას ვამბობ.

- დღეს ხელოვანისთვის საქართველოში რთული პერიოდია... ბევრი დაბრკოლებები შეგხვდათ?

- კოვიდ პანდემია თითოეული ადამიანისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო, განსაკუთრებით ხელოვანებისთვის. ჩვენ სრულიად სხვა განზომილებაში ვიმყოფებით, როდესაც ჩვენს საყვარელ საქმეს ვემსახურებით. ეს პერიოდი იყო უდიდესი სტრესი, შიში იმისა, რომ ვკარგავდი ჩემს მთელ ნაშრომს, რაც კი მიკეთებია. დრო დამჭირდა როგორც მოცეკვავეს, ენერგია აღმედგინა და სათანადო ფორმაში მოვსულიყავი. ასევე როგორც ქორეოგრაფმა დავკარგე ბავშვების ის ნაკადი, რომლებშიც უდიდესი შრომა მქონდა ჩადებული. იგივე გამოიარა თითქმის ყველა ქორეოგრაფმა თუმცა მადლობა უფალს, ყველაფერს ვუმკლავდებით და ისევ ისეთი შემართებით ვემსახურებით ჩვენს საამაყო საქმიანობას. ქართველ ხალხს უდიდესი საგანძური გვხვდა წილად, რასაც ქართული ქორეოგრაფია ჰქვია! სამწუხაროდ საქართველოში არ ფასდება, არ ექცევა სათანადო ყურადღება, რასაც განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდნენ. ეს კი ჩვენ ყველაზე მეტად გვტკივა.

- დღეს სად მოღვაწეობთ?

- 2018 წლიდან დღემდე ვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ “მამულში”. ანსამბლს მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ფესტივალსა თუ კონკურსში. ანსამბლი "მამული" თავის მოვალეობას საკმაოდ ღირსეულად და წარმატებით ასრულებს. ზოგადად ქორეოგრაფობა ძალიან რთულია. ამდენ ბავშვთან, მშობელთან ურთიერთობა. ყველას სხვანაირი მიდგომა და გაგება სჭირდება. ამ ყველაფერს კი შეძლებისდაგვარად ვუმკლავდები. ვასწავლით ბავშვებს სწორ ხედვას, კულტურას, დისციპლინას, ქცევის ეტიკეტს, თუ რა და როგორ შეშვენის ხელოვან ადამიანს... ვასწავლით მეგობრობას განურჩევლად და სიყვარულს, შრომისმოყვარეობას და დამსახურებულად მიღებას იმისა, თუ რას იმსახურებს. ზუგდიდში ვცხოვრობ, მაგრამ ზუგდიდში უფრო რთულია სამსახურის შოვნა. თუმცა პირველი ნოემბრიდან ვიწყებ მოღვაწეობას ჩემს ქალაქში, სადაც დიდი სიყვარულით ველი ჩემს ახალ მოსწავლეებს.

- გვიამბეთ როგორ გადაიღეთ ვიდეო, რომელმაც ნახვების და აღფრთოვანების რეკორდი მოხსნა?

- მოცეკვავე პოეტივითაა, ჩვენთვის მუზა მთავარია. როდესაც მუზა მოდის, ისეთი რამის შექმნაა შესაძლებელი, რასაც მაგალითად ერთი წუთის წინ არ იფიქრებდი და არც მოგაფიქრდებოდა, რომ ეს გაგეკეთებინა...მინდა აღვნიშნო, რომ ცეკვა ქართული სწორედ ამ ჩანაწერში შევასრულე პირველად ყოველგვარი დამუშავების გარეშე. ვიქტორ დოლიძის უმშვენიერეს კომპოზიციას ვუსმენდი. სწორედ ამ კომპოზიციამ დამაინტერესა, თუ რამდენად სწრაფად და კარგად შევძლებდი ქართული კლასიკის შესრულებას. არ მეგონა თუ ამდენ გამოხმაურებას და მოწონებას დაიმსახურებდა ჩემს მიერ შესრულებული ქართული ცეკვა. პირიქით, დიდხანს ვორჭოფობდი დამედო თუ არა, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკლს. ქართული ცეკვა ყველაზე რთული ცეკვაა იმ ცეკვებს შორის, რაც კი შემისრულებია.