მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგრები, სანადირო დანები და ყოფილი მეტოქეების სამზადისი ჰელოუინისთვის - "აი, რას აკეთებენ ნამდვილი "ექშენ" ბიჭები თავისუფალ დროს"
გოგრები, სანადირო დანები და ყოფილი მეტოქეების სამზადისი ჰელოუინისთვის - "აი, რას აკეთებენ ნამდვილი "ექშენ" ბიჭები თავისუფალ დროს"

75 წლის არ­ნოლდ შვარცნე­გე­რი და ჰო­ლი­ვუ­დის მაჩო, 76 წლის სილ­ვეს­ტერ სტა­ლო­ნე გა­ერ­თი­ან­დნენ, რათა ჰე­ლო­უ­ი­ნის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გოგ­რე­ბი ერ­თად მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. თა­ნაც გა­და­წყვი­ტეს, ეს თა­ვი­სე­ბუ­რი სტი­ლით გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ და­ვა­ლე­ბა სა­ნა­დი­რო და­ნე­ბით შე­ას­რუ­ლეს.

ვარ­სკვლა­ვებ­მა ერ­თობ­ლი­ვი ფოტო "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­კუ­თარ ან­გა­რი­შებ­ზე სა­თი­თა­ოდ გა­ა­ზი­ა­რეს. სტა­ლო­ნე ფო­ტოს აღ­წე­რა­ში წერს:

"მე და ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, არ­ნოლ­დი, მის ოფის­ში ვა­ტა­რებთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს და გოგ­რებს სა­ნა­დი­რო და­ნე­ბით ვა­მუ­შა­ვებთ. აი, რას აკე­თე­ბენ ნამ­დვი­ლი "ექ­შენ" ბი­ჭე­ბი თა­ვი­სუ­ფალ დროს". შვარცნე­გერ­მაც გა­უ­ზი­ა­რა იგი­ვე ფოტო თა­ვის 22.6 მი­ლი­ონ გა­მომ­წერს და და­წე­რა: "გი­ლო­ცავთ ჰე­ლო­უ­ინს".

წყვილს დიდი დრო დას­ჭირ­და იმის­თვის, რო მტრუ­ლი­დან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბამ­დე მი­ეღ­წია. ორი მაჩო კა­ე­რი­ე­რის და­სა­წყის­ში ერ­თმენთს ხში­რად უწევ­და მე­ტო­ქე­ო­ბას იმა­ში, თუ ვინ უკეთ თა­მა­შობ­და, ფილმში რო­მელს უფრო დიდი ია­რა­ღი ჰქონ­და ან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვინ უფრო ნა­ვარ­ჯი­შე­ვი სხე­უ­ლით გა­მო­ცხად­დე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც მათ "Escape Plan"-სა და "The Expandables"-ში ერ­თად ითა­მა­შეს, სტა­ლო­ნე­სა და შვარცნე­გერს შო­რის ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბა და­ი­წყო.

"ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვენს შო­რის არე­უ­ლო­ბა და­ლაგ­და. პრე­სა­ში ერ­თმა­ნეთს და­უნ­დობ­ლად ვეს­ხმო­დით თავს. რას არ ვე­ძახ­დით ერ­თმა­ნეთს და სუსტ მხა­რე­ებს ვა­აშ­კა­რა­ვებ­დით", - ამ­ბობ­და 2017 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­ლი­ფორ­ნი­ის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, არ­ნოლდ შვარცნე­გე­რი.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ორი ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის ერ­თად და­ნახ­ვამ ძა­ლი­ან გა­ა­ხა­ლი­სა და ბევ­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა მათ ფო­ტოს:

"ორი ლე­გენ­და", - წერს ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მე­ო­რე კი და­ნებ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს: "ერთი დანა "რემ­ბო­და­ნაა", მე­ო­რე კი "კო­მან­დო­დან".

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
2

ჩემი თაობის ლეგენდები. ჯანმრთელობას ვუსურვებ ორივეს. 

ნატაშკა
3

მართლა ორი ლეგენდა,,მიყვააარს და ვაფასეებ

ავტორი:

გოგრები, სანადირო დანები და ყოფილი მეტოქეების სამზადისი ჰელოუინისთვის - "აი, რას აკეთებენ ნამდვილი "ექშენ" ბიჭები თავისუფალ დროს"

გოგრები, სანადირო დანები და ყოფილი მეტოქეების სამზადისი ჰელოუინისთვის - "აი, რას აკეთებენ ნამდვილი "ექშენ" ბიჭები თავისუფალ დროს"

75 წლის არნოლდ შვარცნეგერი და ჰოლივუდის მაჩო, 76 წლის სილვესტერ სტალონე გაერთიანდნენ, რათა ჰელოუინის დღესასწაულის აღსანიშნავად გოგრები ერთად მოემზადებინათ. თანაც გადაწყვიტეს, ეს თავისებური სტილით გაეკეთებინათ. როგორც ირკვევა, მათ დავალება სანადირო დანებით შეასრულეს.

ვარსკვლავებმა ერთობლივი ფოტო "ინსტაგრამზე" საკუთარ ანგარიშებზე სათითაოდ გააზიარეს. სტალონე ფოტოს აღწერაში წერს:

"მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, არნოლდი, მის ოფისში ვატარებთ არაჩვეულებრივ დროს და გოგრებს სანადირო დანებით ვამუშავებთ. აი, რას აკეთებენ ნამდვილი "ექშენ" ბიჭები თავისუფალ დროს". შვარცნეგერმაც გაუზიარა იგივე ფოტო თავის 22.6 მილიონ გამომწერს და დაწერა: "გილოცავთ ჰელოუინს".

წყვილს დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რო მტრულიდან მეგობრულ ურთიერთობამდე მიეღწია. ორი მაჩო კაერიერის დასაწყისში ერთმენთს ხშირად უწევდა მეტოქეობას იმაში, თუ ვინ უკეთ თამაშობდა, ფილმში რომელს უფრო დიდი იარაღი ჰქონდა ან გადასაღებ მოედანზე ვინ უფრო ნავარჯიშევი სხეულით გამოცხადდებოდა. მას შემდეგ, რაც მათ "Escape Plan"-სა და "The Expandables"-ში ერთად ითამაშეს, სტალონესა და შვარცნეგერს შორის ნამდვილი მეგობრობა დაიწყო.

"ძალიან მიხარია, რომ ჩვენს შორის არეულობა დალაგდა. პრესაში ერთმანეთს დაუნდობლად ვესხმოდით თავს. რას არ ვეძახდით ერთმანეთს და სუსტ მხარეებს ვააშკარავებდით", - ამბობდა 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ორი ლეგენდარული მსახიობის ერთად დანახვამ ძალიან გაახალისა და ბევრი გამოეხმაურა მათ ფოტოს:

"ორი ლეგენდა", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, მეორე კი დანებზე აკეთებს აქცენტს: "ერთი დანა "რემბოდანაა", მეორე კი "კომანდოდან".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა