პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისტემური პრობლემა არ ვლინდება... ასეთ ვითარებაში კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, ცარიელი სპეკულაციაა" - ირაკლი კობახიძე
"სისტემური პრობლემა არ ვლინდება... ასეთ ვითარებაში კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, ცარიელი სპეკულაციაა" - ირაკლი კობახიძე

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო თბი­ლი­სის მე­რის პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არის „ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უად­გი­ლო“.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რა­ი­მე სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა ვლინ­დე­ბა.

„ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ გვაქვს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი. ამ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კახი კა­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ათა­სო­ბით პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და და ეს პრო­ექ­ტე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ასე­ვე ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­თუ სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს, სის­ტე­მუ­რად პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით.

ამ შემ­თხვე­ვა­ში იყო კონ­კრე­ტუ­ლი გა­დაც­დო­მა, გულ­გრი­ლო­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი. რაც შე­ე­ხე­ბა სის­ტე­მურ პრობ­ლე­მას, ასე­თი პრობ­ლე­მა არ ვლინ­დე­ბა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მე­რის, კახი კა­ლა­ძის პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არის ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უად­გი­ლო“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ზარ­დთან სტუმ­რო­ბას, რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, ეს თბი­ლი­სის მე­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო, ხოლო ამ­ბავ­ზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი არას­წო­რად მი­აჩ­ნია.

„მე­რის მხრი­დან ბავ­შვთან სტუმ­რო­ბა იყო ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ფო­ტო­ე­ბის და­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, რა­ტომ დადო ბავ­შვმა ეს ფო­ტო­ე­ბი და შემ­დეგ ბავ­შვის ბუ­ლინ­გი, ესეც არას­წო­რი მგო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა კახი კა­ლა­ძეს, მისი მხრი­დან ბავ­შვთან სტუმ­რო­ბა იყო მე­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
0

ეჰ როგორი იმედი მქონდა გოცირიძის მეტრო სადგურის გახსნის, ალბათ ვერც გავრისკავ სარგებლობას. 

grisha
16

გამორიცხულია სისტემური პრობლემა. ბატონი კახის ხელმძღვანელობით მხოლოდ დემოკრატია და აღმშენებლობა გარდაუვალი

ავტორი:

"სისტემური პრობლემა არ ვლინდება... ასეთ ვითარებაში კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, ცარიელი სპეკულაციაა" - ირაკლი კობახიძე

"სისტემური პრობლემა არ ვლინდება... ასეთ ვითარებაში კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, ცარიელი სპეკულაციაა" - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის „ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ზოგადად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სისტემური პრობლემა ვლინდება.

„ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სურათი. ამ 5 წლის განმავლობაში, კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, სისტემურად პროექტები ხორციელება წარმატებით.

ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ ვითარებაში მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება დაზარალებულ მოზარდთან სტუმრობას, როგორც კობახიძე აცხადებს, ეს თბილისის მერის პასუხისმგებლობა იყო, ხოლო ამბავზე გამოხმაურებები არასწორად მიაჩნია.

„მერის მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო ელემენტარული პასუხისმგებლობა. ფოტოების დადებას რაც შეეხება, რატომ დადო ბავშვმა ეს ფოტოები და შემდეგ ბავშვის ბულინგი, ესეც არასწორი მგონია. რაც შეეხება კახი კალაძეს, მისი მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობის გამოვლინება“, - განაცხადა კობახიძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"